Jump to content
Planeta.Ge

vitaminC

პლანეტელი
  • პოსტები

    887
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი vitaminC

  1. newstudio ამაში გეთანხმები. მაგრამ თქვი, რომ ნაგვის გატანის ამბავი უბრალოდ ფრთიანი ფრაზა იყო და გადატანითი მნიშვნელობით იხმარე რა. ჩემს ეზოში და სადარბაზოში ბიჩოკს ვერიპოვი, ისეთი მოწესრიგებული ხალხი ცხოვრობს, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებასთან, ყველა ასეთიც რომ იყოს? რატომ ვამბობ ამას იცი? გამაგიჟეს მიშისტებმა მაგ ფრაზით, სახელმწიფო და პრეზიდენტი რა შუაშია, ხალხი არ ვარგა, ნაგავს ყრიან ძირსო.
  2. Nukriko და შენ რაღამ გაგახსენა ეს ადამიანი? და ეს ტერმინიც "დემონიზებული" საიდან მოგაქვთ? ამას წინათ, თეა თუთბერიძეზე დასვა ვიღაცამ ასეთივე კითხვა -რატომ არის ეს გოგონა დემონიზებულიო. თავისუფლების ინსტიტუტში გაქვთ ეს ტერმინი?
  3. prologic ვაი დედა, რა ვქნა . ეხლა ჩემს დეიდაშვილს დავურეკე, ერთად ვიყავით გუშინ, როცა ეგ სიუჟეტი გავიდა და ვეკითხები, ხომ ნამდვილად ვნახეთ, რამე ხომ არ მამებლანდა მეთქი და მითხრა კიო, ნამდვილად ვნახეთო.
  4. Nukriko რავი, რა აქვს მოსაწონი? მორდა ტრებუეტ კირპიჩა
  5. newstudio prologic ხალხოოო ჩემი ორი თვალით ვუყურე გუშინ . სიუჟეტის დასაწყისი გამოვტოვე, სხვა საქმით ვიყავი დაკავებული, ტელევიზორს გვიან მივაქციე ყურადღება და მერე ბოლომდე ვუყურე. დადიანის სასახლეში პატრიარქმა როლანდ ახალაიას ჩამოკიდა დიდი წითელი ლენტი ორდენით. მეუფე გერასიმემ კი ტექსტი წაიკითხა : სამეგრელოს განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო სამეგრელოს პროკურორი როლანდ ახალაია დაჯილდოვდეს წმინდა გიორგის ორდენითო. მერე პატრიარქმა ისაუბრა, რომ მომხრე ვარ, საპატრიარქო გადმოვიდეს ზუგდიდშიო. ჩემი თვალით ვნახე ჩემიიი ვახ კასანდრას სინდრომს დამმართებთ ეხლა თქვენა.
  6. ქუთეისზე აფხაზებს აქვთ პრეტენზია, ავლაბარზე - სომხებს.
  7. მერე იუშჩენკო რას მიკეთებს? ისწავლოს მიშასგან , როგორ უნდა არჩევნების გაყალბება. გავუშვათ ხათუნა ტრეინიგების ჩასატარებლად.
  8. დღეს გაკვრით( და არა დაკვირვებით) ვუყურებდი საინფორმაციო გამოშვებას და შევიტყვე, რომ დღეს პატრიარქმა ზუგდიდში საპატრიარქოს ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი გადასცა ზუგდიდის პროკურორს, (სახელი არ მახსოვს) ახალაიას, ბაჩო და დათა ახალაიების მამას. სამეგრელოს განვითარებისთვის, თუ რაღაც ამდაგვარი წვლილისთვის. თუ ვინმემ უყურეთ, გთხოვთ, მითხრათ, სწორედ გავიგე, თუ რაღაც მეშლება? და თუ სწორად გავიგე, მაინტერესებს თქვენი აზრი.
  9. საქართველო მიშათი არ დაწყებულა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მიშათი დამთავრდება.
  10. ფორუმი კარგია, ცუდია, სამართლიანია, არასამართლიანია, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქაც და იქაც თითზე ჩამოსათვლელი არიან აქტიური უზერები, ეტყობა რაღაც დისკომფორტს მაინც ჰქმნის ამ ბოლო დროს. ლიცემერ, შენი სამუდამო ბანი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ერთი გამოჩენილი მიშისტი ფორუმ-გელისთვის უქნიათ. კაცი შევიდა და რაღაც დაწერა მაგათთან , მთლიანად ჩაასწორეს მისი ტექსტი და მისი სახელით აგინეს ფორუმგე-ს და მის წევრებს. ))))
  11. მიხო დანიშნეს გამგებლად ცოლს ეუბნება, ეხლა მე თანამდებობის პირი ვარ და საყვარელი უნდა გავიჩინო, ჩემს უფროსებს ყველასა ყავთო. წავიდნენ სამთავრობო წვეულებაზე და ჩაიარა ორმა გოგომ, მიხო ეუბნება ცოლს :-აგე, ერთი მინისტრის საყვარელია, მეორე პრემიერისო. ჩაიარა კიდევ ერთმა გოგომ , -აი ეს კი ჩემი საყვარელიაო ცოლმა უყურა, უყურა ამ გოგოს და მერე გახარებული ღიმილით ეუბნება მიხოს: -მიხოო, ჩვენი ყველასა სჯობია. სეროჟას ძმაკაცს შორეული ნათესავი გარდაეცვალა ამერიკაში და მოვიდა ცნობა, რომ მემკვიდრე არავინ ყავდა და მთელი ქონება, მილიონი დოლარი ამისთვის დაუტოვებია. ძმაკაცებმა გადაწყვიტეს, მოდი ნელ-ნელა შევაპაროთ ეს ამბავი, სიხარულისგან გული არ გაუსკდესო. მივიდა სეროჟა და ნელ-ნელა აპარებს : - აი, რომ გაიგო, რომ ვიღაცამ 1 მილიონი დაგიტოვა ანდერძით, რას იზამო? -რავი, ნახევარს შენ მოგცემ-ო და სეროჟას გული გაუსკდა. სეროჟა მორბის და ყვირის : -დათვი ვნახე დამწვარი -ვინ დაწვა? -თვითონ დაწვა. მეგრელი ეკითხება ნაცნობს: -რა იყო, რა შეწუხებული ხარ? -ძმა დავკარგე -უფ, როგორ? -ხიდან ჩამოვარდა -მერე, მოგეძებნათ იქვე, ხის ძირში. კახელი ეუბნება ნაცნობს: -იმ დღეს დაგინახე, ვიფიქრე მივალ, მოვიკითხავ მეთქი, მარა მერე ვთქვი, ერთი მაგისი დედაც მოვტ--- მეთქი
  12. აბა, ნათელი მომავლის შენებას გიგის გარეშე განვაგრძობთ? (ადრე ასე თქვა თვითონ ოქრუაშვილზე, როცა ის ეკონომიკის მინისტრობაზე არ დათანხმდა).
  13. და რაზე იყო დოქტორ ზუზუმბოს თემა? შესვლაც ვერმოვასწარი, უცბად გააქრეს. ამ თემას რაც შეეხება, კარგი იდეაა, მაგრამ ლენინური შაბათობების ასოციაციას იწვევს და მიმაჩნია, რომ ნაგავი მენაგვემ უნდა გადაყაროს. პური მეპურემ გამოაცხოს და ასე შემდეგ. ჩვენ ჩვენი სადარბაზოები დავალაგოთ და ბუნებას ნუ დავაგვიანებთ.
  14. აი, რა პოსტს გადავაწყდი ამ წუთას ფორუმ გე-ზე სულ ცხელ-ცხელია ლინკ არ დავდებ, აი ციტატაც; "გუშინ გორში, ერთერთ უმცხვილეს სუპერმარკეტში, სადაც ჩემი ახლობელიც მუშაობს. დილიდან შეიჭრა საგადასახადო ინსპექცია, მაღაზიიდან გამოყარეს პერსონალი და დალუქეს. ეს სუპერმარკეტი ერთადერთი იყო გორის ოკუპაციის დროს რომელმაც ფუნქციონირება არ შეწყვიტა და ყველასგან დაკიდებულ მოსახლეობას საშუალება ქონდა ელემენტარული პროდუქტი ეყიდა, აქვე ცხვებოდა პურიც. ამ სუპერმარკეტმა ერთხელ უკვე გამოსცადა ერთერთი მეპატრონის ვალერი გელაშვილთან ნათესაობის გამო მსგავსი ეგზეკუცია, მაშინ რამდენიმე თვით დაკეტეს და მრავალიათასიანი ზარალი ნახეს მფლობელებმა პროდუქტის გაფუჭების გამო, მაგრამ ახლა რარას ერჩოდნენ? ან რა ქნას იმ ხალხმა ვინც მანდ მუშაობს და ხელფასს იღებს? ჩემი ახლობელი მაგალითად დარდისგან ლამის შეიშალოს, ორი სტუდენტი ყავს გასაგზავნი უმაღლეს სასწავლებელში და თან ბანკის ვალი აკიდებული, აინტერესებს მისი და მისთანების ბედი ვინმეს? ჰა კარდუ შენ გეკითხები, მოახიე შენი რბილი სელპაკი თუ რაც გაქვს და გამოწმინდე ამათ ერთი ადგილი, აბა შენ იცი" ჩემის მხრივ,იმას დავამატებ, რომ აქ ნათესაობა და ოპოზიციონერობა არაფერ შუაში აღარაა. ტერორდება ყველა, ვისაც ბიზნესი აქვს. მსხვილიუკვე მათია და წვრილზე გადავიდნენ ამიტომ. ფაფარაყრილი მიშისტია ბიძაჩემის ძმაკაცი და ორი მაღაზია აქვს დალუქული მოცემულ მომენტში. "
  15. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას?
  16. 80-იანებში ლიკა ქავჟარაძე უპირობოდ ლიდერობდა 90-იანებში მაკა ასათიანი ახლა მ.... ონაშვილი თითქოს, მაგრამ რაღაც ცოტა წაიპლებეებს. თან ვარძელაშვილის გვერდით საერთოდ....
  17. აქ უპრიანი იქნება, გამოვიყენოთ ნაცების საყვარელი ფრაზა "არავის გადაუგრიხონ" :rolleyes:
  18. მზა-მზარეული ქსელი გადაეცემა ვიღაცას, რა პრობლემაა?
  19. ადმინისტრაცია თუ თანახმაა, გაერთიანდეს რა, რა შავდება?
  20. აქ მოქმედებს პრინციპი : დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს. ანუ სჯობს, ერთხელ ამოვიღო დიდი ფული, შენ თუ გინდა გაკოტრდი, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. მერე იმას ვაცლი 1 წელი და იმისგანაც ამოვიღებ. იმას, რომ შენც იმუშავო, სხვამაც, მერე კიდევ სხვამ გახსნასასეთივე საწარმო, გაჩნდეს კონკურენცია, გაუმჯობესდეს ხარისხი, დაიწიოს ფასებმა, გამრავლდეს სამუშაო ადგილები, გამრავლდეს გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა და შესაბამისად ბიუჯეტიც მოძლიერდეს, ცოტა მეტი დრო სჭირდება და მე ვიქნები მაგ დროს? ეს არის რა.
  21. მაღაზიას შემოწმებისას დალუქვა არ სჭირდება. მაქსიმუმ, ერთი დღეე, როცა ტარდება ინვენტარიზაცია. კვირების და თვეების განმავლობაში მისი დალუქვა არის უბრალოდ, შანტაჟი. გადაიხადე და მოგცემ მუშაობის საშუალებას, თუ ჩივილს დაიწყებ, ეს პროცესი დიდხანს გაიწელება, ამასობაში დალუქული ხარ, ფული არ შემოგდის , ვალები გემატება და ბოლომდე კოტრდები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს საქციელი ჩაითვლებოდა კომპანიისთვის მიყენებულ მიზანმიმართულ ზარალად, და სახელმწიფო ვალდებულია ეს ზარალი დაფაროს ბიუჯეტიდან. კითხეთ ეკონომისტებს. და ასეთი სიტუაციის შექმნა კუანა ბიზნესმენების ბრალიც არის.
×
×
  • შექმენი...