ალბათ პოლიტიკურ კონტექსტში იგულისხმე, რაშიც გეთანხმები. მაგრამ პოლიტიკა ყველაფერი არაა. გმირები იბადებიან და გმირებად კვდებიან, ოღონდ მათი სახელები არავინ იცის.. გმირს ნუ ეძებთ, ის არასდროს გამოხტება შემაღლებულ ადგილას და ხალხს არაფერს მოუწოდებს. იგი ჩვენშია და როცა დრო მოიტანს მოსატანს, გმირი ხმლით დახვდება და გულს მიუშვერს, ოღონდ ეს ჩვენ არ გვეცოდინება. და რახან არ ვიცით, ზოგადად პატივი უნდა ვცეთ მათ ღვაწლს, ამ სიტყვის წარმოთქვამ კი გულში ცეცხლი უნდა დაგვინთოს.. გონებას ნუ ავირევთ უღირსი ადამიანების ძალით, რომლებიც გმირის მნიშვნელობას ბღალავენ..