არის ადგილება, სადაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. მაგალითად მამა ვიტალის საფლავთან, რუსული ეკლესიის ეზოში, მარჯანიშვილზე. სიწყნარეა და მარტოც არ გრძნობ თავს, შეგიძლია ელაპარაკო, გრჩება განცდა, რომ არა მარტო მამა ვიტალი, არამედ მთელი ანგელოზთა გუნდი გისმენს. ჩვეულებრივ ჩუმ ადგილებში ეს განცდა ნაკლებადაა, სიყრუე და სიწყნარე დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. კიდევ ბევრი საყვარელი ადგილი ვიცი, სადაც მარტო მივდივარ ხოლმე და გადაწყეტილებას ვიღებ რამეზე.