რომელ პარტიასაც ხმა მივეცი, ყველას დედა ეტირა და მიმიღეთ ნაცებში..... თუ დაიმარხებიან , ეგ მინდა მეც , თუ არა, კარგად ვიქნები თქვენი გულის ჭირიმე . ხუმრობა ჩემი არაა ...... მაგრამ კი მომწონს
http://cec.gov.ge/uploads/maj_pics/maj_pics/goginashvili_giorgi.jpg გოგნიაშვილი გიორგი მიხეილის ძე 47 წლის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 80-ნი წლებიდან ედპშია.ხელმძღვანელობდა პარტიის საქალაქო ორგანიზაციას და ამდენად საინტერესო იქნება მისი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით. http://www.adjaratv.ge/ge/photo/22197.jpg თენგიზ შარმანაშვილი- პარტიის ერთერთი ლიდერი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986-1991 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში. 1991-1992 წლებში მუშაობდა მინისტრთა კაბინეტის აპარატის განყოფილების გამგედ. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის #866 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი. 2003 წელს უზენაეს სასამართლოს პლენუმმა აირჩია იუსტიციის საბჭოს წევრად. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივნისის #626 განკარგულებით დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის #1108 განკარგულებით სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება.
მეგონა სპირიდონი წამოდგა საფლავიდან ეროვნულ-დემოკრატი რომ წავიკითხე. კითხვა 1- დალოცვილებო, თუ ისევ ერთიანდებოდით რაღაზე იშლებოდით. (ედეპეს დაშლას ვგულისხმობ) თვლით თუ არა ყველა თქვენთაგანის დიდ შეცდომად რაც 90-ნების ბოლოს მოხდა. (ასევე ედეპეს დაშლას ვგულისხმობ) კითხვა2- რით გააქარწ ყ ლ ე ბთ ეჭვებს რომ ფინანსდებით სახელისუფლებო ხაზინიდან ?! კითხვა3- ოპოზიციაში საერთოდ ვინმესთან თანამშრომლობთ თუ ოპოზიცია მარტო გიორგი თორთლაძეა?! კითხვა 4 -შეძლებთ იმ დონემდე მისვლას რაზეც 90-ნებში იყავით? გჯერათ რომ ამის რესურსი გაგაჩნიათ ? (ოღონდ გულწრფელი პასუხი პოლიტიკოსების მოდგმა ვიცი გაურბიხართ ხოლმე პირდაპირობას ) კითხვა 5-როგორია თქვენი დამოკიდებულება ლრსის გახსნასთან დაკავშირებით.