-
პოსტები
2.433 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
17
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი gendolf
-
არ მახსენდები მაგრამ მაინც ველცომ
-
რომელი იუზერის ავატარი/ხელმოწერა/პროფილი მოგწონთ ?
gendolf replied to Alucha's თემა in თავისუფალი თემა
Alucha შემოვა მხოლოდ მოთმინებაა საჭირო -
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
gendolf replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ღორის ლოგიკა კიარა მაგას სიზარმაცის იოლი ფულის ლოგიკა ქვია ანუ ნაკლები შრომით ბევრის შოვნის ლოგიკა -
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
gendolf replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესპანურად იპადია კაცო ესარის ipod http://www.upenn.edu/computing/provider/pda/images/iphone/iPod_Touch.jpg ეს კიდე ipad http://www.digitalqatar.net/wp-content/uploads/2010/02/ipad.jpg -
ვერა ქობალია ბიზნემენებით უკმაყოფილოა
gendolf replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთი რამ ცხადზე უცხადესია ქართულ ბიზნსში რა ყველაფერი თავდაყირაა, რადგან ბიუჯეტის შევსების ერთერთი მიღებული საშუალება ბიზნესმენების დაჟარიმება/დარეკეტებაა, თუმცა არც ყველა ბიზნესმენია პატიოსანი, ნუ მტავრობას მიკედლებულ ბიზნესმენებზე აღარაფერს ვამბობ მაგ სხდომაზეც ალბათ დასარეკეტებელი ბიზნესმენები უნდა შეერჩიათ :ihihi: -
ვეთანხმები
-
რას ერჩით ამ სკინს მშვენიერია მე მომწონს, ბევრად ჯობია ძველს თან არც ბანალურია მარტო ჩვენს ფორუმს აქვს
-
რომელი იუზერის ავატარი/ხელმოწერა/პროფილი მოგწონთ ?
gendolf replied to Alucha's თემა in თავისუფალი თემა
ხელმოწერებიდან ვეფხვის ხელმოწერა მომწონს ეს ნაწილი: -
http://www.youtube.com/watch?v=SUf5v0VySw0 http://www.youtube.com/watch?v=8BsBbtp4gW4 http://www.youtube.com/watch?v=QOSg7LFgt6Y
-
ანტონიო ლუჩიო ვივალდი (* 4 მარტი, 1678, ვენეცია ― გ. 28 ივლისი, 1741, ვენა), (Antonio Lucio Vivaldi) მეტსახელად Il Prete Rosso ("წითელი მღვდელი"), იყო ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, "წელიწადის დრონი", განეკუთვნება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს. ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მეკვლევართა აზრით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ. ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო. 15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად. Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი ღებულობდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები. ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდმა დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti. სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი. 1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდმა დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამოდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდმა უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727). თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად. 1716 წელს ვივალდმა დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას. თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო "წითელი მღვდლის" მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი. 1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი. წყარო:wikipedia
-
http://www.youtube.com/watch?v=OC-EPsvdi6E
-
Saturn აქ სხვა რაღაცისთვის გამოიყენება
-
ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801)... მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა. 1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა. ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს. ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანის" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმო მესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოს დადგმა, 1801). დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები - "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერის სონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება. წყარო: wikipedia
-
http://www.youtube.com/watch?v=Zd_oIFy1mxM http://www.youtube.com/watch?v=u0NjD-NRXOA http://www.youtube.com/watch?v=RRIwKJA1y-0
-
http://www.youtube.com/watch?v=D6Y6tj4bbmg
-
მოკლედ აგიხსნით წესებს: ვასახელებ ქალაქს და ამის შემდეგ ვინმე დაასახელებს ქალაქს რომელიც დაიწყება ჩემს მიერ დასახელებული ქალაქის ბოლოს წინა ასოზე მაგალითად: დავასახელე თლილისი ვინმე დაასახელებს ქალაქს ს ასოზე მაგალითად სტამბული და ასე გაგრძელდება....
-
ანალური სექსის დროს ვენერიული ან ინფექციური დაავადების აკიდების ალბათობა ნულის ტოლია რადგან ადამიანის ნაწლავებში გამოიყოფა მჟავის შემცველი სითხე რომელსაც ვერცერთი ბაქტერია თუ ვირუსი ვერ გადაურჩება თუმცა პრეზერვატივის გარეშე მაინც დიდია უშუალოდ სასქესო ორგანოს სხვადასხვა დაავადების აკიდების რისკი რადგან სასქეო ორგანოს ეხება ის სიბინძურე რაც უკანა ხვრელიდან გამოიყოფა(რაც არ უნდა ჰიგიენური დანოწესრიგებული პარტნიორი გყავდეთ) გარდა ამისა პრეზერვატივის გამოყებება რეკომენდირებულია სხვა მხრივაც, ანუ ტრადიციული სექსის დროს ქალის სასქესო ორგანო გამოყოფს ლორწოვან სითხეს რაც სექსს უფრო კომფორტულს ხდის და რადგან ანალური ხვრელიდან არ ხდება სექსის დროს არანაირი სითხის გამოყოფა საჭიროა ხელოვნური საცხის მიშველება(რათა იარაღი არ გაგეჭედოთ ) ამიტომაცაა რეკომენდირებული ანალური სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენება
-
გილოცავ უცხოპლანეტელ და კეთილდღეობას გისურვებ http://s15.rimg.info/751e0c0477af2c5dcc068095926b4d2d.gif
-
მე არ მითქვამს ეს პორტალი აუცილლად ხვალ გააკეთეთ მეთქი არც ის ვიცი რა დაჯდება, მე უბრალოდ იდეა მოგაწოდეთ და ეგ უკვე მე აღარ მეხება ადმინისტრატორი ხარ და ამ იდეას გინდა განახორციელებ გინდა არა , გინდა ამ იდეის ავტორს ბანს დაადებ ასეთი ტუტუცობა რომ გაგიბედა
-
აბა რა , ხომ ხედავთ რა მაგარი თაობა მოვდივართ :givi: P.S. მე არ დამიწერია naec.ge დან დავაკოპირე
-
lasha_alo ერთი იდეა მომივიდა ფორუმთან დაკავშირებით როგორც ვიცი სატურნმარომ ჭადრაკის ჩემპიონატი ჩაატარა საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჰოდა გაკეთდეს ფორუმზე პატარა ფლეშ თამაშების პორტალი სადაც იუზერეებს შეეეძლებათ ერთმანეთში ითამაშონ ჭადრაკი, დამკა, ნარდი, დომინო.... ბა იფიქრეთ ამაზე თან არამგონია ძაან ძვირი დაჯდეს