არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია სონიერიქსონის ახალი Xperia სერიის მორიგი ტელეფონის შესახებ, რომელსაც ექნება კოდური სახელწოდება Arc. ტელეფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე და აღჭურვილი იქნება 1 გიგაჰერცი სიხშირის მქონე პროცესორით. http://www.mobi.ge/storage/assets/X12_a.jpg გავეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს: * GSM 850 / 900 / 1800 / 1900 და HSDPA 900 / 1900 / 2100 მეგაჰერცი სიხშირეები * 480 x 854 პიქსელის მქონე 4,2 დუიმიანი სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით * 8 MP კამერა სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქციით * HD ვიდეო გადაღება განათებით * HDMI პორტი * Wi-Fi ინტერნეტი DLNA მხარდაჭერით * ოპერაციული სისტემა Android OS, v2.3 (Gingerbread) (შესაძლებლობა რომ განახლდეს v3.0 ვერსიამდე) * 1 GHz Qualcomm MSM8250 პროცესორი * GPS ნავიგაცია * 1500 mAh აკუმულატორი * და სხვა მრავალი საფირმო ტექნოლოგია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს... ზუსტი ინფორმაცია გამოსვლის თარიღზე და ფასზე ტელეფონის ოფიციალური ანონსის შემდეგ გვეცოდინება... წყარო