ნამდვილად არ ვიცი ვინ მიიღებს, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული: თუ მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ იცის და ამ კონკრეტულ სიტუაციაში მისი ალაპარაკება ან თუნდაც ფაქტი, რომ "საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი" პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოპოზიციურ ძალებს უერთდება რეზონია, თანაც ძალიან სერიოზული! რაც შეეხება შენი ( მაპატიე ასე რომ მოგმართავ, იმედია ფამილარობაში არ ჩამომართმევ! ) კითხვის პირველ ნაწილს - აქციეს ზუსტად იმიტომ, რომ შემდეგ ამ მეთოდით მოეშორებინათ! ასეთების ბოლო უმრავლეს შემთხვევაში ერთნაირია! ახლა მხოლოდ "კრისა" ხარშილაძის მარიფათზეა დამოკიდებული როგორ სწრაფად გააკეთებს რეაგირებას მოსალოდნელ საფრთხეებზე, ასეთები კი საფრთხეებს კილომეტრზე გრძნობენ...
თუმცა მან იმდენი რამ იცის, არ გამოვრიცხავ რეჟიმთან კიდევ ერთხელ წარმატებულად ივაჭროს და "გაურიგდეს"!