აშშ-ში ”მწვანე ბარათის” წლევანდელი გათამაშების შედეგები გააუქმეს. გათამაშების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 22 000 ადამიანს აშშ-ში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი ბარათი ჰქონდა მოგებული. ამერიკელ მაღალჩინოსანთა განმარტებით, კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. გათამაშება, რომელშიც 50 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, თავიდან ჩატარდება, შედეგები კი ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გათამაშების მონაწილეებს ბოდიშს უხდის. მომზადებულია BBC-ის მიხედვით. წყარო