ზოგადად ფულზე არის დამოკიდებული რა თქმა უნდა სწავლის ხარისხი, მაგრამ ეს წესი მოქმედებს მაშინ როცა ფულიანს და უფულოს მიახლოებით თანაბარი გონებრივი (საშუალო) შესაძლებლობები აქვთ. თუ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მაღალია, მას დღესაც უამრავი საშუალება აქვს რომ თუნდაც საზღვარგარეთ მიიღოს ნორმალური განათლება. არსებობს პროგრამები რომლებიც ფინანსდება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ გზით დაამთავრა ჩემმა ნაცნობმა მაგისტრატურა ევროპაში და ახლა მუშაობს საქართველოში საკმაოდ სოლიდურ საწარმოში და აქვს ნორმალური ანაზღაურება.