"თბილისის ფორუმი" - იპოვეთ სამი განსხვავება, "რეალ ტვ"-ის ტრაგიკომედია "თბილისის ფორუმზე" მომხმარებელი ნიკით - "Lasha-alo" აქვეყნებს ფოტოს, რომელიც 2011 წლის იანვარში , მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია გადაღებული. ფორუმის მომხმარებელი ხსნის დისკუსიას - "იპოვეთ სამი განსხვავება" და აქვეყნებს ტელეკომპანია "რეალ ტვ"-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ტელეკომპანიის მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჩანს. "ფორუმის" მომხარებლები ამბობენ, რომ დომოდედოვოს ეროპორტში გადაღებულ ფოტოში ირაკლი ოქრუაშვილი ფოტოშოპით არის ჩასმული. ფორუმზე წერენ, რომ ფოტო, რომელშიც "რეალ ტვ"-იმ ოქრუაშვილი ჩაამონტაჟა, Google-ს საძიებო სისტემაში საკვანაძო სიტყვების "მოსკოვის აეროპორტის" შეყვანის შედეგ იძებნება. ტელეკომპანია "რეალ ტვ"-იმ გუშინ ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოები გაავრცელა, რომელიც, არხის საინფორმაციო სამსახურის მტკიცებით, რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ აეროპორტშია გადაღებული. გუშინვე "ქართულმა პარტიამ" ტელეკომპანია "რეალ ტვ"-ი თაღლითობაში დაადანაშაულა. "100-პროცენტიანი გარანტიით შემიძლია დავამტკიცო, რომ საქმე გვაქვს ფოტოშოპის გზით გაკეთებულ მონტაჟთან და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ფოტოში ასეთივე "წარმატებით" შეიძლებოდა ჩასმულიყო სააკაშვილის ან მერაბიშვილის თავები", - აცხადებს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი. ტელეკომპანია "რეალ ტვ"-იმ კი, "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი სიცრუეში დაადანაშაულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა ქეთი ხოსიტაშვილმა განუცხადა, ფაქტების ფაბრიკაციით არა "რეალ ტვ", არამედ თავად ეროსი კიწმარიშვილია დაკავებული. "ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოები ინტერნეტ-პორტალ Youtube-ზეა ატვირთული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს", _ განაცხადა ქეთი ხოსიტაშვილი. წყარო