რუსეთს საქართველო სჭირდება კავკასიის გასაკონტროლებლად. საქართველოს რუსეთი სჭირდება როგორც თავისი პროდუქციის გასაღების ბაზარი. ვთქვათ მივიღეთ აქსიომად რუსეთუმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ გამსახურდიამ დაძაბა რუსებთან ურთიერთობა, შეცდომები დაუშვა და ა.შ. ამიტომაც გაუჩალიჩეს სეპარატისტული მოძრაობები, კარგი დავიჯერეთ ეს. მაგრამ რუსეთს შეეძლო საქართველოს გაკონტროლება თუნდაც შევარდნაძის რეჟიმთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, მას შეეძლო კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური, გადამწყვეტი როლი ეთამაშა, მაგრამ ამის მაგივრად დაპირისპირების არარაციონალური და ბრიყვული პოლიტიკა აირჩია. შედეგიც დადგა: საქართველოში, პატარა ქვეყანაში რომელსაც არ შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ ერთი ერთზე ბრძოლა პრო ამერიკულმა განწყობილებამ იმძლავრა. პრო ამერიკულმა იმიტომ, რომ აშშ განიხილება დღეს რუსეთის რეალურ საპირწონედ. საქართველოში მოვიდა პრო ამერიკული ხელისუფლება და ეს პირველ რიგში რუსეთის ბრიყვული პოლიტიკის შედეგია. ასე რომ შენს პატრონებს დააბრალე ეგ ყველაფერი. ახლა როგორც რუსები ამბობენ "ჟრებიი ბროშენ". უკან დასახევი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. P.S. თემის სათაური ჩასწორებულია ჩემს მიერ.