georgekh13 ჩემთვის არა. სამწუხაროდ პოლიციის მიერ უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა ცალკეული ინციდენტის (არა სისტემური სახით) ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე აშშ-შიც. ბრიტანეთშიც გახმაურდა ასეთი შემთხვევა და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, როცა პოლიციას ჩვეულებრივი მოქალაქე ტერორისტი ეგონა და ადგილზე მოკლა. ჩვენი ვალია ასეთ შემთხვევებთან ყველანაირად ბრძოლა, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მაინც მოხდება პერიოდულად ეს. მოდი მაშინ ასე დავსვათ საკითხი. გაქვს 10 ვაშლი და 1 აუცილებლად უნდა შეჭამო. გადარჩენის ალბათობა როდის უფრო მეტი გექნება, როცა 9 ვაშლია მოწამლული თუ როცა 1 მოწამლული? საერთოდ მაქსიმალიზმი - ან ყველაფერი ან არაფერი რაციონალიზმის მტერია, ყოვლად დამღუპველია მსჯელობაში და ცხოვრებაშიც არ გამოდგება.