Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

პოსტები დაპოსტილი Saturn -ს მიერ

  1. რას ლაპარაკობ : სომხეთი მართლა 0 იქნება რუსეთის გარეშე ,მარა ისრაელი ამერიკის გარეშე 0 არ იქნება ,ჩემი აზრით.

    ეგ თავისთავად. ისრაელის და სომხეთის სამხედრო / ეკონომიკური პოტენციალის შედარებაც კი არ შეიძლება. მაგრამ მიუხედავად ამისა ისრაელს აშშ-ს მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში იქნებოდა ახლა.

  2. ამერიკის გარეშე ისრაელი იგივე იქნებოდა,რაც სომხეთი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე. ანუ არ იარსებედა

    შეიძლება. მაგრამ ფაქტია რომ ამერიკის მხარდაჭერა აქვთ. ასე რომ ცალსახად რთულია აქ რამის თქმა.

  3. დაჩი

    მე#######ეთა თავკაც პაატა საბელიშვილს უცხოეთიდან აფულიანებენ

    ანტიმე#######ეთა თავკაც დაჩის საიდან აფულიანებენ? :boli:

  4. Siknadmo

    შუა საუკუნეები რომ ყოფილიყო ლგებეტეს ოფისს მიადგებოდნენ, მერე გომიკებს სახში შეუვარდებოდნენ

    თავს ვერ დავდებ ამ ბმულში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე, მაგრამ არც გამოვრიცხავ რომ სიმართლე იყოს: http://identoba.com/2013/05/20/20/

  5. მაკიაველი

    სარგებლობ ხალხი , რომ არის დაბანილი და ლივლილებ არა პასუხს არ გცემს არავინ , ნელ-ნელა დაადექი კარდუ-ს გზას

    მე ჩემს აზრს ვწერ მიმდინარე მოვლენებზე. შენ მოგწონს, არ მოგწონს შენი ნებაა. არ დამიშლია არავისთვის საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება და არც ბილწსიტყვაობაზე გადავსულვარ როცა ოპონენტის აზრები არ მომწონს. ასე რომ კარდუს გზას შენ უფრო ადგახარ, როცა შენი აზრის საზინააღმდეგო აზრზე ლამისაა ალერგია დაგემართოს.

     

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქი , ყველა გამოკვლევით არის ყველაზე დიდი რეიტინგის მატარებელი საქართველოში . თუ დემოკრატიის განმარტებას ,,ჩავუცუცქდებით,, სადაც პირდაპირ გვიხსნიან დემოკრატიის მამები , რომ ეს არის ხალხის მართველობა . სიტყვა ,,ხალხის ,, დეფინიციის მიხედვით ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უმრავლესობასთან . იმ უმრავლესობასთან რომელიც , როგორც ზემოთ აღვნიშნე , საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ პირად - პატრიარქს ასახელებს , ხოლო ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციად - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

    ხალხი თავის მმართველებს ირჩევს არჩევნების შედეგად. პატრიარქი და მღვდლები არჩეულია? რა შუაშია აქ დემოკრატია? ეკლესია არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი და არც ითხოვს დოგმატებზე დაფუძნებული ინსტიტუტიდან ამას ვინმე.

     

    იმ გერმანიაში, პოლონეთში და ა.შ. დამნაშავე სასულიერო პირები დასაჯეს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი.

     

    ვინც პიდარასტებს არ იღებს ის ბნელია , ხოლო ვინც მათ გვერდით უდგას ის სვეცკი, განათლებული ტიპია

    რას ნიშნავს არ იღებს?

    ჩემთვის უსიამოვნოა ჰომოსექსუალიზმის არსებობის ფაქტი. არ მყავს მეგობრებში ჰომოსექსუალისტები. სვეცკად ჩამთვლის ვინმე თუ სოფლელად ეგეც არ მაინტერესებს.

    მაგრამ

    არ დავსდევ და არ ვავიწროებ ამ ხალხს, არ ვძალადობ მათზე არც სიტყვიერად და არც ფიზიკურად.

    მოკლედ კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი გადაიკითხეთ რა ბატონო იურისტო კიდევ ერთხელ. ის რაც ლგბტ -მ გააკეთა რუსთაველზე არ არის დასჯადი, აი მათი მოწინააღმდეგეების ნაწილის ქმედებები პირდაპირ ხვდება სს კოდექსის ქმედების არეალში. ესეც მუხლები:

    126-ე მუხლი – ძალადობა

    142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა;

    153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;

    154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;

    161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;

    239-ე მუხლი – ხულიგნობა;

    352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება;

    353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ.

     

    შენი აზრით ამ ვიდეოში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არაა?

    http://www.youtube.com/watch?v=MaRZgJ-bMy0&feature=player_detailpage#t=0s

  6. ეკლესია დისკრედიტირდა?

    კი. რაც სტალინმა აღადგინა კგბ-ს ფილიალად, იმის შემდეგ დისკრედიტირდა.

     

    მაკიაველი

    ერთი კითხვა მაქვს ---- დაუცადოს ეკლესიამ როდოს გადავარდება ადამიანი ცოდვაში და მერე იზრუნოს მისი სულის გადარჩენაზე , თუ ეკლესიას აქვს უფლება პრევენცია გააკეთოს ?

    არ ივარგებს დაცდა

    დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული ტაბურეტით აცრა

     

    კარგად ჩაჯდა, თითქმის გავრეპე :D

  7. mercia merlani

    როგორც მეუფემ აღნიშნა, სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს

    რა ზომები მიიღეს დაწერეთ.

  8. ე.ი. რადგან ადმინისტრაცია არ გვაწვდის ინფორმაციას, იძულებული გავხდი თავად მომეძიებინა ინფორმაცია :givi:

    ფორუმი უყიდია ვინმე სოფიო ხორგუანს, რომელიც იმავდროულად "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრია. ეს კომპანია ცნობილია (მეტ-ნაკლებად) იმით რომ შალვა რამიშვილის დარდუბალას ახალ ვერსია გადაიღო ივანიშვილის დაკვეთით.

  9. მაკიაველი

    შენ უნდა გამოავლინო ? და თეა თუთბერიძემ ?

    შესაბამისმა სამსახურებმა.

     

    კგბ , რომ აღარ არის

    ფსბ და გრუ ხომ არის? რა განსხვავებაა მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?

  10. მაკიაველი

    ეკლესიის მტერიც ხარ , ყველაფერთან ერთად ???

    ის ყველაფერი რა არის რო?

     

    ან ეკლესია რა შუაშია აქ? მმკ არის ეკლესია?

     

    გაგახსენებ ადრე კგბ-ე სერიოზულად მუშაობდა ეკლესიის წინაამღდეგ , მათ შორის მის წიაღში აგენტების შეგზავნით

    მე გამახსენებ მაგას? :givi: ათასჯერ მაქვს ეგ განახსენები ამ ფორუმზეც და იმაზეც სხვა იუზერებისთვის. და ის აგენტები თუ დავერბოვკებული ხალხი ახლაც იმ წიაღშია.

  11. დეგა

    მოდი მაშინ მეც მოვიგონებ ასეთ ისტორიას სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა დაიჭირეს 30 ბავშვი და ცოცხლად შეჭამეს.....

    არ იქნები ორიგინალური, იგონებენ მასეთებს ისედაც :)

     

    რაც შეეხება ამ ფოტოს, კბილაშვილი ვერ იქნება ეგ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 20 წლის წინ გაცილებით ახალგაზრდა იქნებოდა ვიდრე მაგ სურათზე გამოსახული კაცია.

  12. სადმე დევს მაგაზე ნიუსი რო ვნახო?

    ვიდეო არსებობს. დარბევაო დაუწერიათ ზედ, მაგრამ დარბევის მაგას არაფერი უგავდა. უბრალოდ ნაგავი გაიტანეს ქუჩიდან.

     

    http://www.youtube.com/watch?v=Y5m-CThBYxg

     

  13. ირაკლი ალასანია - ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ვთქვათ, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ

     

     

    27-04-2013თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ, არ არსებობს.

    როგორც ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია.

    "გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, წინასწარ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი ამის ფიქრის არ არის", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

    რაც შეეხება უშუალოდ ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ალასანიას განმარტებით, გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს.

    "გამოძიება მიმდინარეობს, ინციდენტს, რომელიც მოხდა ლაფანყურში, მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს ამ საქმესთან მიმართებაში, მათ შორის ის თუ რატომ დაიგეგმა ეს ღონისძიება ისე რომ ამხელა მსხვერპლით დასრულდა და როგორ ურთიერთქმედებდნენ შინაგან და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები. ჩემი მხრივ უნდა ავღნიშნო, რომ ეს იყო არაკოორდინირებული ურთიერთქმედება რაც ერთ-ერთი მიზეზი და პრობლემა გახდა წარუმატებელი ოპერაციის", – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

    პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ და სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით გამოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.

  14. Siknadmo

    საქ. ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება

    ურთიერთობის დარეგულირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ რუსეთიც დაისახავს მიზნად მაგ ამოცანას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმ სიტუაციას, რაც ახლა გვაქვს - საქართველომ დაისახა დარეგულირება მიზნად, დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რუსეთის მხრიდან არავითარი შესამჩნევი რეაქცია არ არის. რუსეთის სურვილი რომ ყოფილიყო ეს ყბად აღებული დარეგულირება, აქამდე მოხერხდებოდა არა ერთხელ.

×
×
  • შექმენი...