თუნდაც ამიტომაც უნდა წავიდეს! 2011-02-28 11:11:00 კურორტი “საირმე” 1 ლარად პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, თემურ კოხოძეს “აჩუქეს”! კურორტი “საირმე” უკვე გაიყიდა, რაც მთავარია, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. კურორტის მფლობელია შპს “საირმის განვითარების კომპანია”, რომელსაც სახელმწიფომ 60 000 ლარად, “საირმეს” 100%-იანი წილიც გადასცა. ამ სტატიაში, “ვერსია” უცნაური პრივატიზების სკანდალურ დეტალებს გთავაზობთ. ყველაზე ყურადსაღები და სკანდალური დეტალი კი ის არის, რომ “საირმის განვითარების კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მფლობელი თემურ კოხოძე გახლავთ. http://www.presage.tv/print.php?m=digest&AID=3544