რომელია აქ დამოუკიდებელი? სამეთვალყურეო საბჭო სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. მისი დაკომპლექტება, ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ხდება კონსულტაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურებით არასამთავრობო სექტორიდან, საპარლამენტო უმცირესობიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. სამეთვაყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავჯდომარე, რომლის არჩევა ხდება საბჭოს შემადგენლობიდან. სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე: დავით აფრასიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ნათია ანასტასიადი მაგდალინა ანიკაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილი ირაკლი ყიფშიძე http://www.cidf.ge/index.php?option=com_co...=10&lang=ka ფონდი პროექტების მიღებას 3 აგვისტოდან დაიწყებს 22 ივნისს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის თემა - ფონდში ახალი პროექტების მიღება და მათი დაფინანსება იყო. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 100 პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი. ფონდი პრეზიდენტის ბრძანებულებით დაფუძნდა. მისი შექმნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაევალა. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა - დავით აფრასიძე, საბჭოს წევრები - მაგდა ანიკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი ყიფშიძე. საპარლამენტო უმცირესობის, უმრავლესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით ფონდის დაკომპლექტება მისი გამჭვირვალობისა და ეფექტური ფუნქციონირებისთვის მოხდა. ფონდის მიზანი არასამთავრობო სექტორის განვითარება და მისი როლის გაზრდაა. ფონდი ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. როგორც მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა - ”ეს იქნება საშუალება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მიიღოს დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გადაიჭრას სხვადასხვა სახის - საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემა”.