Jump to content
Planeta.Ge

kisa

პლანეტელი
  • პოსტები

    10.988
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი kisa

  1. Saturn გერმანელი ბიატლონისტი, მაგდალენა ნოინერი ბოდიში ოფისთვის და წაშალეთ ეს პოსტები
  2. ვახტანგ კომახიძე: „წამოვედი იმიტომ, რომ დაცული ვიყო“ 15.02.2010 ავტორი კობა ლიკლიკაძე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ აიღო სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან, რომელმაც გასულ კვირაში შევიცარიაში ერთ-ერთ ფრანგულ კანტონში ითხოვა თავშესაფარი. კომახიძე აცხადებს, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო და შევიცარიაში კარგი ცხოვრებისათვის არ წასულა. „მუქარა იყო ძალიან სერიოზული. ხოლო ჩვენს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ მუქარის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვთ.“ ვახტანგ კომახიძეს კობა ლიკლიკაძე დაუკავშირდა ტელეფონით. ვახტან კომახიძე: „ახლა ვიმყოფები ფრანგულ კანტონში, ამ კანტონის თავშესაფრის მოთხოვნის ადგილზე. მე მგონი დაცული ტერიტორიაა და აქ რაიმე ხიფათი არ ჩანს. რადიო თავისუფლება: ვახტანგ, საქართველოში შენი მხარდასაჭერი რამდენიმე აქცია ჩატარდა, პოლიტიკური პარტიებიც მიმართავენ ხელისუფლებას, მაგრამ შენი ხმა არ ისმის. რა არის შენი მთავარი სათქმელი? ვ. კომახიძე: „განცხადება რომ გავაკეთე, იმ განცხადებაში ეს ყველაფერი ვთქვი. უბრალოდ, არ ვიცი, იმდენად რთული საკითხია... აქ მომიწევს ალბათ ყველაფრის დამტკიცება და ყველა საკითხი ალბათ დეტალურად შემდეგში იქნება გაანალიზებული. მაგრამ ძალიან მარტივი სიტუაცია რომ ყოფილიყო და ადვილი სიტუაცია რომ ყოფილიყო, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, და ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. რადიო თავისუფლება: რამ გაიძულა, ვახტანგ, ამ გადაწყვეტილების მიღება? რა მოხდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში? ვ. კომახიძე: იცით, რამ მაიძულა? იმან მაიძულა, რომ ნამდვილად ვიცი, რომ ის მუქარა არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ მუქარის განხორციელების ყველა შესაძლებლობა აქვთ. აი, ეს არის იმის მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა. რადიო თავისუფლება: რა მუქარა იყო ეს ვახტანგ? შენ მოკვლაზე იყო საუბარი? ვ. კომახიძე: არა, ეს სიტყვა არ იყო ნახმარი - არც მოკვლა იყო ნახმარი და არც ისეთი, რაფინირებული ფრაზები არ იყო - სიცოცხლის ხელყოფა და რაღაც ასეთი სისხლის სამართლის კოდექსის ენით არ მელაპარაკებოდნენ. იყო მუქარა ისეთი, რაც გულისხმობს ყველაფერს. რადიო თავისუფლება: შენ გიმუშავია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებთან, მათ შორის ვანო მერაბიშვილთან. ბევრს ალბათ იცნობ. ვისგან მოდიოდა, შენ როგორ ფიქრობ, ეს მუქარა? ვ. კომახიძე: არა მგონია, რომ ეს ვიღაცამ თავის ინიციატივით გააკეთა. თან იმდენი რამე დაემთხვა ერთმანეთს იმ პერიოდში. ერთი და ორი ფაქტი არ იყო, რაღაცა სხვადასხვა კომპონენტები ვლინდებოდა ხელისუფლების მხრიდან. ანუ, შეიძლება ეს უშუალოდ ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტები არ იყო, მაგრამ იყო რაღაცა პროცედურები, რომლებიც ალბათ... ალბათ კი არა, დიდ ალბათობით ეს იყო ხელისუფლებიდან პროვოცირებული ან მოწყობილი. რადიო თავისუფლება: ვახტანგ, ცხინვალში შენი ჩასვლის შემდეგ დაწყებულ კამპანიას გულისხმობს? ვ. კომახიძე: ეს ყველაფერი მოჰყვა ცხინვალში ჩასვლის შემდეგ დაწყებულ კამპანიას. კამპანიაც ერთ-ერთი კომპონენტი იყო. და იცით, რაც მერე შემდეგ გააკეთა ამ დონაძის ტელევიზიამ (არ ვიცი, ეს დონაძის ტელევიზიაა, თუ ვისი ტელევიზიაა. ამბობენ, ეძახიან ასე - „დონაძის ტელევიაზიას“) - რაც ამ ტელევიზიამ გააკეთა (მე არ მინახავს, გადმოცემით ვიცი, რაც იქ იყო), - აშკარაა, რომ სამზადისი ჰქონდათ, პირდაპირ მომზადებული იყვნენ იმისათვის, რომ ადამიანის დისკრედიტაცია მომხდარიყო. ესეც მიმანიშნებელია იმის, რომ ცარიელ ადგილზე არ არის ეს ყველაფერი. რადიო თავისუფლება: „დონაძის ტელევიზია“, როგორც შენ უწოდე, ალბათ მარტო შენ არ გაკრიტიკებს. იქნებ სხვა რამე მიზანი გამოძრავებდა? ლაპარაკია, რომ შენ მომავალს ფილმსაც ემუქრებოდა განადგურება? ვ. კომახიძე: ფილმს ემუქრებოდა? არ იყო ასე ლაპარაკი. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუ ეს ფილმი გავიდოდა, მაშინ განხორციელდებოდა ეს მუქარა. რადიო თავისუფლება: „მაგრამ ახლა გაქვს გარანტია, რომ შეძლებ ამ ფილმის ბოლომდე მიყვანას იქ, სადაც ამჟამად იმყოფები? ვ. კომახიძე: კი, ფილმის ბოლომდე მიყვანას ნამდვილად შევძლებ, მაგრამ მისი ჩვენების საკითხი იქნება ძალიან ზუსტად გასავლელი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იქ არის, [საქართველოში]. ბავშვები არიან, რომლებიც სრულიად დაუცველები არიან. რადიო თავისუფლება: ვახტანგ, ამის გულისთვის გაკრიტიკებენ შენი ოპონენტები: აი, თითონ წავიდა, ცოლ-შვილი კი დატოვა. თუ ასე ეშინოდა, ცოლ-შვილი როგორ დატოვაო? ვ. კომახიძე: სხვა გზა მითხარით! ყველაფრის გამო შეიძლება ადამიანის კრიტიკა. გაარკვიონ ჯერ, რა! იქნებ, მართლა გამოიძიონ, იქნებ სურვილი გაუჩნდეთ, ჯერ გამოიძიონ და მერე გაუჩნდეთ კრიტიკის აზრი. ესეთ დროს შეიძლება, რომ კრიტიკა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ეს გამოძიებული იქნას. რადიო თავისუფლება: მაგრამ შენი ოპონენტები ასე ფიქრობენ, ვახტანგ. ვ. კომახიძე: მესმის, კი ბატონო, მესმის! რადიო თავისუფლება: კარგი, ვახტანგ, ის მითხარი, როდის შეიძლება, რომ შენი სტატუსი გაირკვეს? როდის შეგეძლება [თავისუფლად] მუშაობა? ვ. კომახიძე: არ ვიცი. რაიმე დადგენილ ვადებში ეს არ ხდება, გაურკვეველია ყველაფერი და ძალიან პირობითია ყველა ვადა. არავინ არ იცის, როდის რა მოხდება. ეს ხანმოკლე პროცესი არ იქნება. მე არც ვაპირებ, იცი, სამუდამოდ დარჩენას. ვიღაცეებმა თქვეს, „წავიდა, ცხოვრების, კარგი და ტკბილი ცხოვრების მოსაწყობადო“. არაფერი კარგი და ტკბილი ცხოვრების მოსაწყობად არ წამოვსულვარ, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ეს. საცხოვრებლად არ წამოვსულვარ, წამოვედი იმიტომ, რომ დაცული ვიყო უბრალოდ. აქ დარჩენას არ ვაპირებ და აქ ცხოვრებას საერთოდ არ ვაპირებ. რადიო თავისუფლება: „ხელისუფლებიდან თუ შემოგეხმიანა ვინმე? ვ. კომახიძე: არა, არავინ არ შემომხმიანებია. რადიო თავისუფლება: შენს უფლებებს თუ იცავს მანდ ვინმე? ვ. კომახიძე: არა, ჯერეჯრობით აქ უფლებების დაცვის საკითხი არ დამდგარა. არ წამოჭრილა ასე საკითხი. აქ არის ჩემი განცხადების განხილვის სტადია. რადიო თავისუფლება: ვახტანგ, შენ ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში მოსვლისთვის საკუთარი წვლილი, მათ შორის ფიზიკური წვლილი გაიღე. მე მახსოვს, რომ ბათუმში სასტიკად გცემეს თავის დროზე. ამაზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საკუთარ პიარსაც კი აგებდნენ. ნანობ, რომ მაშინ მათთან ერთად იყავი? ვ. კომახიძე: „ იცი, მე მათთან ერთად არ ვყოფილვარ. მე ვიყავი იქ, სადაც მე მიმაჩნდა, რომ უნდა ვყოფილიყავი. ვიღაცამ თუ გამოიყენა ეს და სარეკლამო გაზეთის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ჩემი ფოტო მაშინ, იმიტომ, რომ ეს ინციდენტი აჭარაში მოხდა, - ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. და, სხვათა შორის, ბოდიშიც მომიხადეს იმის გამო, რომ ეს სარეკლამო კაპმანია ჩემთან შეუთანხმებლად გაკეთდა. რადიო თავისუფლება: „დიდი მადლობა ვახტანგ ინტერვიუსათვის. შენ ხომ არ გაქვს კიდევ რაიმე სათქმელი? ვ. კომახიძე: არ ვიცი. მე მესმის ამ გადაწყვეტილების სიმძიმე. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რთული, ძალიან რთული სიტუაცია იყო. და არ ვიცი, რომელი გადაწყვეტილება უფრო სწორი იქნებოდა. შეიძლება ეს იყო სწორი, შეიძლება ეს არ იყო სწორი. არ ვიცი, დრო გვაჩვენებს. http://www.tavisupleba.org/content/article/1958306.html
  3. ააააააააააააააააააააა!!!!! :yeah: :yeah: :yeah: მაგდალნა ნოინერი ოლიმპიური ჩემპიონი გახდააააააააა! რუსები გასკდნენ შურიიიით! ჯერ მხოლოდ ერთი ბრინჯაო აააააააქვთ :yeah2: არ დამბანოთ იცოდეთ ! თავი ვეგარ შევიკავე
  4. newstudio რას თამაშობს - არის! არ იცოდი? )
  5. shamili რას მოგვიტანს ეს? თქვენი აზრი მაინტერესებს, ხომ უნდა აგირჩიოთ - აბა გაშალეთ აზრი
  6. shamili პროსომხურები და პროაზერულები ( თუ როგორ ითქმის არარ ვიცი), ან სულაც პროთურქულები - ესენიც ანტიეროვნულები არიან, თუ როგორ არის?
  7. shamili ანტიეროვნული ანტირუსულს ნიშნავს? თუ რას გულისხმობთ?
  8. Siknadmo რატომ ფიქრობთ ესე? ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ანონიმურობის გამო უფრო ავლენენ ქვენა გრძნობებს და სინამდვილეში ეს ესე არ არის?
  9. ორმაგი სიყვარული შამპუნია - დვა ვ ოდნომ? მე ვფიქრომ თემის ავტორმა ჯეკ ლონდონის "პატარა დიასახლისი" წაიკითხა
  10. shamili ნეოფაშიზმის კლასიკური მაგალითი ბრძანდებით - გილოცავთ თუ რატომ ვამბობ ამას მოგვიანებით დავწერ
  11. shamili დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენ ცდილობთ თემის სხვაგან წაყვანას. მე კი მაინტერესებს სულ სხვა რამ - რატომ მომძლავრდა ეს ჩვენში? ჯერ ეს გავარკვიოთ, შემდეგ კი გამოსავალი ვეძებოთ
  12. იუზერებო თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ნაციონალისტური იდეოლოგიის მომძლავრება ქართულ რეალობაში? არის თუ არა ეს საგანგაში? ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს, მერე მეც მოგახსენებთ ჩემ აზრს
  13. ვინ რომელი პოლიტიკური კლანის მიმდევარი ხართ, სახელობითი გამოკითხვა ჭანო არაკლანურმა მოაზროვნეებმა რა ვქნათ? :buchti:
  14. რომც გადაუხადონ - გააცოცხლებს ეს კომპენსაცია იმ საბრალო ბავშვს? გასაგებია, რომ რისკთან არის ეს სპორტი დაკავშირებული ( და არა მარტო ეს), მაგრამ მაწსიმალურად ხომ უნდა იყოს დაცული სპორტსმენის სიცოცხლე. იმ ოხერ მოსახვევში არმატურების და რკინების საფარად რაიმე ბადე ან უფრო მაღალი კედელი ან კიდე რამე ამდაგვარი - სხვატაშორის სტარტი მაინც იყო ქვმოდ ჩატანილი - ესე იგი რაღაცაშია საქმე
  15. T_A_T სამწუხაროდ არც ეს ვიცი, ესენი რომ არაფერს გაიმეტებენ ამაში კი ვარ დარწმუნებული - გრძელვადიანი პროექტები არ არის მაგათი პრიორიტეტი. ფაციფუცით მითითხნილი ურჩევნიათ
  16. არ ვიცის დავაჭირე მართლა არ ვიცი ამგვარი ტრასების ფუნქციონალობა - ვინ სარგებლობს, შეიძლება თუ არა მაგაზე ვარჯიში და მომავალი სპორტსმენების გაზრდა და ა.შ იქნებ ჯობდეს მისი სახელობის სპორტსკოლა აეშენებინათ სადაც ბავშვები გაიზრდებიან ( ძალიან ძვირი სიამოვნებაა ზამთრის სახეობები) იქნებ პერსპექტიული სპორტსმენებისთვის დასახმარებლად სულაც მისი სახელობის ფონდის შექმნა ჯობდეს - მართლა არ ვიცი
  17. FRIDRIX ეს სიტყვა ახსენე შენ - ეს ერთი, და მეორეც - დუბინკის ქნევა გეამაყევა შენ, ტან არც დაგიმალავს რომ ამას აკეთებდი - მოგიგონე რამე? მემუქრები? ) აბა მიდი მიჩივლე - მაინტერესებს როგორ დამსჯიან მით უფრო ამ სიტყვების შემდეგ სხვატაშორის მე შენზე არანაკლებად მიყვარს საქართველო და შეიძლება მეტადაც, მაგრამ ამაში შეჯიბრება არის სისულელე რა მნიშვნელობა აქ ვინ ორი ადამიანის ჯიბის ქვეყნად გადაიქცევა საქართველო მიშა-ვანოსი თუ მაფიოზ ოლიგარქების? აგერ გვერდზე თემაში გიწერია რომ საქართველო მიშასი და ვანოსია - თუ ამასაც გიგონებ? აი ამაშია სწორედ უბედურება, რომ შენთვის მისარებია ორი ადამიანის საქართველო, უბრალოდ ეს პატრონები უფრო გაწყობს ეს ხომ შენი პოსტია პოსტი #17 პლანეტელი *** ჯგუფი: Members პოსტები: 912 რეგისტრ.: 14-December 09 წევრი №: 5 086 ნიკის ჩასმა მონიშნულის ციტატაში ჩასმა ციტატა(Lo Janko @ Feb 16 2010, 02:16 AM) * 065.gif ხუმრობთ FRIDRIX ბატონო? ხო იცი რომ არ ვხუმრობ ხოლმე და ეს ასეა უბრალოდ რეალობას სრულად აღვიქვავ და თავს არ ვიტყუებ საქართცველო ყველა ქართველს ეკუთვნის წმინდა ნინოს კალთა აქვს საქართველოს გადაფარებული და ასე შემდეგ ეგ არ მჯერა ყველაფერი არის სააკაშვილის და ბატონი მინისტრის მერაბიშვილის ხელში მოქცეული ფინანსები ძალაუფლება ქვეყანა სრულად პირდაპირი მნიშვნელობით აი აქ http://planeta.ge/index.php?showtopic=1622...15&start=15 გულწრფელად მწყდება გული, რომ ესეთი ახალგაზრდა აი ესე ფიქრობ
  18. FRIDRIX შენ მიშას და ვანოს გარდა საერთოდ გაინტერესებს რამე ამ ქვეყანაზე? ა, ხო - დუბინკა და ფული დამავიწყდა )
  19. Lo Janko სად შეუძლია მაგას ხუმრობა ?) ბოვში სერიოზულ საქმეს აკეთებს , შენ კი იძახი ხუმრობსო
  20. FRIDRIX სულთანს აქ ამის უფლება - დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩეულ პრეზიდენტს - არა ......................................................... რამოდენიმე ხნის წინ წავიკითხე - ინგლისელებმა მოითხოვეს თავის პარლამენტარებისგან ხაზინაში ფულის დაბრუნება, რომელიც დაიხარჯა მათ პირად ცხოვრებაზე - შემშურდა ინგლისის ( შურიანი ვარ ესეთ შემთხვევებში, მშურს დემოკრატიის მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა, შეგიძლიათ დამცინოთ) ამაზე კი ერთი ძალიან ძველი ოდესური ანეკდოტი გამახსენდა - ძალიან გავს პათოსით ) после распада СССР старый еврей приходит в ресторан и заказывает - принесите мне коньяк "Наполеон", черную икру и газету Правда официант все принес кроме газета и говорит - извините, СССР кончился, газеты Правда больше нет старый еврей повторил заказ несколько раз и каждый раз просил Правду наконец официант рассердился и говорит - на сколько Вам повторять , СССР кончился, газеты Правда больше нет!!!!! А старый еврей ответил - а ты повторяй, повторяй! ხოდა? რის თქმა მინდოდა - ხშირხშირად გაიმეორე! 3013 წლამდე! )
  21. აი იცით რა ვერ მესმის? მაივიდეოზე მილიონტრისტა რუსული , უკრაინული და ნაგავი რომანტიკები და ინდური არხებია კავკასიამ დ მაესტრომ რა დააშავეს ვერ მესმის რა!
  22. newstudio მიუერთონ რა - მე ვერ ვიპოვე დღეს ვეძებდი გუშინდელ გადაცემას "კავკასიის" - ნანა ლეჟავას გადაცემა მაინტერესებდა - ვერ ვნახე
×
×
  • შექმენი...