ჭანო როგორც იქნა გავიგე რაზე საუბრობ ურთიერთკავშირშია ეს ორივე - საზოგაოებას გაუცრუვდა იმედი, ელოდნენ უფრო მეტს რისი გაკეტებაც შეიძლებოდა ( მესიას ან გმირს ელოდა უფრო ხალხი ვიდრე ლიდერს) ცვლილებები საჭირო იყო და საზოგადოებაც ამის მოლოდინში იმყოფებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ადამიანს ძალიან ბევრი და ძალიან რადიკალური ცვლილბების ატანა არ შეუძლია - ეს იწვევს აგრესიას ( სიტყვაზე უნდა დამიჯერო, რომ მქონდეს საშუალება შენ თავზევე დაგიმტკიცებდი ამას) გარედან, ერთი შეხედვით - იყო, თუმცა უკმაყოფილოებიც იქნებოდნენ რაც ბუნებრივია არა 7 ნოემბერი იყო მიშას სისასტიკის მხილება, უკმაყოფილება უფრო ადრე დაიწყო, გირგვლიანის და ჟვაიას სიკვდილი იყ ძალიან უხეში და თავზარდამცემი მაგალითი აგრესია საზოგადოებაში იყო 90 წლებიდან დაწყებული, მაგრამ ახალმა იმედებმა ცოტა უკანა პლანზე გადაწია ( უფრო ლატენტური ფორმებით გამოიხატებოდა - ჩხუბები, დაჭრები, მკვლელობები და დაფარული ძალადობები) ეს სხვა საკითხია - რატომ შეძლო გემანიამ და რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ ამაზე ცალკე თემა გავხსნათ