http://pirweli.com.ge/index.php?option=com...79&Itemid=1 ფოტოკამერებმა არამომიტინგეებს შორის მყოფი პროვოკატორი დააფიქსირეს 14:55 - 06.05.2010 akciakraska.jpgდღევანდელი მანიფესტაციის დროს შსს-ს წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკების დაწყებიდან რამდენიმე წუთში "პირWელის" კორესპონდენტმა არამომიტინგეების რიგებში მყოფი, სამოქალაქო სამოსში ჩაცმული პირის პროვოკაციული ქმედება დააფიქსირა. კორესპონდენტის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც სპეციალური ფარებით შეიარაღებული შინაგანი ჯარის წარმომადგენლები მომიტინგეებს აწვებოდნენ და მათი შს სამინისტროს შენობისკენ სვლის შეჩერებას ცდილობდნენ, ეს ადამიანი სპეცრაზმელთა ზურგიდან გამოვარდა, წითელი საღებავით სავსე კაფსულა გახეთქა და დაშავების ეფექტის შესაქმნელად საღებავი სახეზე მოისვა, თან მანიფესტანტებისკენ მიიწევდა ყვირილით, "რომელმა გააკეთეთ ესო?". მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მომიტინგეების პირველ რიგებში მყოფმა ადამიანებმა შინაგანი ჯარის წარმომადგენლების კედელი ვერ გაარღვიეს, მათ ჯარს ქვები დაუშინეს. ამას ქვის საპასუხო სროლა მოჰყვა, რომელშიც ზემოაღნიშნული პირი განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა. http://s39.radikal.ru/i084/1005/3b/be5aa67b32c8.jpg