Jump to content
Planeta.Ge

kisa

პლანეტელი
  • პოსტები

    10.988
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი kisa

  1. რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი სახლში, რომელიც ხელისუფლებამ აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს ჩამოართვა, მისი ამჟამინდელი შემცვლელი - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, თეიმურაზ პატარიძე ცხოვრობს. აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრის საკუთრება, რომელშიც ამჟამად აჭარის კუდ-ის უფროსი ცხოვრობს 160.9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ბათუმის ცენტრში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქ. #19ა-ში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წლის დეკემბერში აუქციონის წესით გაყიდა ასლან აბაშიძის და მისი მთავრობის წევრების სხვა სახლებთან ერთად, რომელიც მათ „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსულმა ხელისუფლებამ ჩამოართვა. სახლი ქუთაისელმა ბიზნესმენმა, შპს „არადანის“ (კომპანია აწარმოებს ბეტონის დეკორატიულ ფილებს) მფლობელმა და ხელმძღვანელმა მამუკა თევდორაძემ 50 ათას ლარად იყიდა. ამ სახლში, ფაქტობრივად, თეიმურაზ პატარიძე ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით ასევე ქუთაისელია. „ბავშვობის მეგობრები ვართ და ცხოვრობს ჩვეულებრივად - მთხოვა, სახლში თუ შეიძლება რომ ვიცხოვროო, ვინაიდან აქეთა ვარო და კი, გენცვალე-თქო და მეგობრისთვის, მე მგონია, სახლის გადაცემა არ არის დარღვევა არავითარი, თან, როცა ბავშვობიდან მოვდივართ“, - ამბობს მამუკა თევდორაძე. მისივე თქმით, პატარიძისთვის აღნიშნული ბინა დროებით, მაგრამ სრულიად უსასყიდლოდ აქვს დათმობილი. „ჩემს სახელზეა, არის ჩემი სახლი და როცა მომინდება, ბათუმში ჩავალ, დავიძინებ კიდეც და როცა მინდა, წამოვალ და ვისაც მინდა შევუშვებ“, - ამბობს მამუკა თევდორაძე. გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრებთა თქმით, პატარიძე დროებითი მაცხოვრებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს: მათი თქმით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტოფარეხების თავზე დიდი სახლის მშენებლობას პატარიძე თავად ხელმძღვანელობდა. ახალი სახლის მშენებლობის პარალელურად, გორგილაძის #19ა-ს მესაკუთრეების მონაცემებმა საჯარო რეესტრში:2010 წლის თებერვალში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება– ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მამუკა თევდორაძემ ჯერ პირველ სართულზე მიიღო 13.30 კვ.მ დამხმარე ფართი საკუთრებაში, შემდეგ კი, ასევე ჩუქებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, გახდა თანამესაკუთრე კიდევ 9.12 კვ.მ დამხმარე ფართისა პირველ სართულზე, 157.70 კვ.მ ფართისა მეოთხე სართულზე, 64.68 კვ.მ ფართისა მანსარდაზე და 22.40 კვ.მ ავტოფარეხისა. მეზობლების ინფორმაციით, თეიმურაზ პატარიძე გორგილაძის ქ. #19-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში მეორე სართულზე ცხოვრობს, იგი იყენებს, ასევე, ამავე სახლის ეზოში აშენებულ ორსართულიან სახლს. ახალაშენებული სახლი გორგილაძის ქუჩაზე, რომელსაც, ასევე, აჭარის კუდ-ის უფროსი იყენებსახალაშენებული სახლი გორგილაძის ქუჩაზე, რომელსაც, ასევე, აჭარის კუდ-ის უფროსი იყენებს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც თეიმურაზ პატარიძემ ბოლოს 2011 წლის 2 მაისს შეავსო, კუდ-ის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსსა და მის ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. თუმცა, რეალურად, მისი ოჯახი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქუთაისში, თბილისის ქ. #100-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი პატარიძის ცოლის სახელზეა რეგისტრირებული, დანარჩენი ნახევარი კი მისი უფროსი ვაჟის, ოთარ პატარიძის საკუთრებაშია. თეიმურაზ პატარიძე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2005 წლიდან ავსებს, როცა კუდ-ის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილეობის კანდიდატი გახდა (მანამდე ამ სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო). დეკლარაციის მიხედვით, მამამისი - იუზა პატარიძე ფლობს მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლსა (120 კვ.მ) და 120 კვ.მ ეზოს ფართობს ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის I ჩიხის #4-ში, ასევე, სახლს (200 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს (800 კვ.მ) თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში. საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, თბილისის ქუჩის მე-2 შესახვევის #23-ში (საცხოვრებელი ფართი - 200 კვ.მ და მიწის ფართი - 300 კვ.მ) 1999 წელს აქვს შეძენილი 20 ათას დოლარად თეიმურაზ პატარიძის დედას - მალინა (ნაილი) პატარიძეს. მომდევნო, 2006 წლის დეკლარაცია პატარიძემ კუდ-ის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის ქონება, წინა წლის მსგავსად, მხოლოდ ორი სახლისგან შედგება, რომლებიც მშობლების სახელზეა რეგისტრირებული. შემოსავალი გააჩნია მხოლოდ მას და დედამისს: თავად პატარიძეს ხელფასის სახით თვეში - 1800 ლარი, ხოლო დედამისს, როგორც სამშობიარო სახლის, შპს „ბომონდის“ ექთანს - თვეში 400 ლარი. პატარიძის ქონებრივი მდგომარეობა არც მომდევნო ორი წლის (2007-08) დეკლარაციების მიხედვით იცვლება. ამ პერიოდში მისი წლიური შემოსავალი 23 000 ლარია. 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, თემურ პატარიძემ 2008 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო 24 000 ლარი და პრემიის სახით - 55 000 ლარი. პატარიძის ქონება მცირეოდენ ცვლილებას განიცდის 2010 წლის დეკლარაციაში, რომლის მიხედვითაც, მამამისის საკუთრებაში ჩნდება 2000 წელს გამოშვებული „მიცუბიში“ პიკაპი, ხოლო მისი შვილის სახელზე - 1993 წელს გამოშვებული „მერსედესი“. თემურ პატარიძის მიერ სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი 67 080 ლარია. დეკლარაციაში არ ფიგურირებს დედამისის - მალინა (ნაილი) პატარიძის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი ბათუმში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლერმონტოვის 31-37 ბ 78-ში მშენებარე ფართი (50.80 კვ.მ) 2009 წლის ნოემბრიდან ეკუთვნის მალინა პატარიძეს, თუმცა უცნობია, რა შემოსავლებით მოახერხა მან ამ ბინის შესყიდვა. პატარიძეს 2010 წლის დეკლარაციაში მხოლოდ ის აქვს მითითებული, რომ დედამისი ფლობს ფულად თანხას 5000 ლარის ოდენობით, მამამისი კი - 8000 ლარს, შემოსავლების წყარო დეკლარაციაში ასახული არ არის. ბოლო, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ პატარიძის ოჯახს შეადგენს მხოლოდ მისი ცოლი და ორი ვაჟი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მეუღლე - თეა ბეჟუაშვილი ფლობს 2004 წელს გამოშვებული „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა შემოსავლებით იყიდა მან ეს ავტომანქანა. უფრო მეტიც, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი მეუღლის შემოსავლების თაობაზე. პატარიძეს მხოლოდ 2005 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ მისი ცოლი, თეა ბეჟუაშვილი მუშაობდა ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში ლაბორანტად. დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ პატარიძის მიერ სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 2010 წლის მანძილზე 71 745.36 ლარი შეადგინა. 2010 წლის ნოემბერში თემურ პატარიძე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. კანონის შესაბამისად, პირველი ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის. ამ ჯილდოსთვის დაწესებულია ფულადი პრემია შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით, რაც 13 500 ლარს შეადგენს (პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 135 ლარით). ვახტანგ გორგასლის პირველი ხარიხსის ორდენი თემურ პატარიძემ (და აჭარაში მომუშავე შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებმა) ოპერაცია „ენვერის“ წარმატებით შესრულების გამო დაიმსახურა. აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ პატარიძე, თანამდებობაზე დანიშვნამდე, 1998-2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფროს ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა. http://netgazeti.ge/GE/72/News/6032/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1- ეხლა კითხვა მაქ - ვინ არის ეს ადამიანი? ქუთაისელი გვყაავს ფორუმზე? იქნებ გაგვარკვიონ?
  2. აააააააააააააააააააა!!!!!!!!!!! გაგვიყვანეს უკრაინელებმააა!!!!!! :v:
  3. Siknadmo ამას უყურე ჯობია რით ერთობი,ვახ! http://www.sportlemon.tv/v-2/10/2/v-300350.html
  4. Lo Janko "სჩე ნე ვმერლა უკრაინა"-ა მაგათი ბალელშიკები ვართ ამაღამ - უნდა მოუგონ ბელგიას მე აგერ მაგათი დროშით დავდივარ ოტახიდან ოთახში და ამაღამ ბლოკიტნო-ჟოვტნევი ფორმით ვიძინებ
  5. gendolf გასაუბრება სახვაა, სამსახურში აყვანა - სხვა გასაუბრებაზე შეიძლება არ აქცევენ ყურადრებას, სამაგიეროდ მერე კი ძაან იცი შენ რა პრინციპით იყვანენ სამსახურში, ეს მხოლოდ დამსაქმებელმა იცის - რა თანამშრომელი ურცევნია. ის რომელიც გათხოვდება, დაფეხმძიმდება და შვილს გააჩენს ( ტავისი მოკლე სამუშაო დღითა და ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული შვებულებით), თუ სხვას ( მამაკაცსს) შრომის კანონში ხომ საერთოდ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს - ისეთი არეულობაა ვინ და როგორ იცავს დედის და შვილის უფლებეს, ამ სახელმწიფოს საერთოდ სჭირდება ბავშვები? ძალოვან სტრუქტურებში ხომ კუნთმაგარი და გონება შეზღუდული მამაკაცების ბუდეა ტავისი აკომპლექსების ბუკეტებით დიდი მადლობა რომ ხმის უფლება მოგვანიჭთ კიარადა მოგვიგდეთ მამაკაცებო - გეიხარეთ მისდღემჩი ( როგორც ამბობდა ჩემი მეზობელი დეიდა ლულუ) ხო, მართლა ქალების "კვოტა პარლამენტში" და მიშას "კუკლიები" მთავრობაში არ დაგადგეთ ყელზე FუF რა! ძალიან ბნელა ამ ქვეყანაში და შუქის სხივიც კი არსაიდან ცანს - ვწუხვარ Nukriko არავითარი კავშირი არ აქ ამ უმსგავსობას ფემინიზმთან, თემა ვითომ გაუპატიოსნე და აჰა! გონებაგახსნილმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა თავი ტავისი ინწელექტით
  6. gendolf წესიერად მელაპარაკე გიმუშავია ამ საკითხზე, იცი რა ხდება? ხედავ მხოლოდ იმას რაც შენ გარშემო ხდება, ბანკი და აფთიაქი არაა პრობლემის მაჩვენებელი ა ამ სიტყვით შენ სახლში მყოფი ქალბატონები მოიხსენიე გნახავ მერე - გაღიმებულს არსად არ მიხსენებია მამაკაცი როგორც მამრი , აი სწორედაც ამაში აისახება ქალის მიმართ მიდგომა - მეტი არგუმენტის მოყვანა აღარც არის საჭირო.
  7. Siknadmo რაც გინდა ის დაარქვი, ცოლი კი ყავს მინად გაშვებული არაა ეს სასაცილო ამბავი როდესაც მამაკაცი ტავის ფუნქციას კარგავს ,მაშინ ქალიც ვერაა მოწოდების სიმაღლეზე - გადაბმულია ეს ამბავი ერთმანეთზე ასოციალურ და ზნე დაცემულებზე არ მაქ საუბარი
  8. Siknadmo ხო, მაგარი ბიჭები არიან - ცოლი სადღაც წელებზე ფეხს იდგამს ქმარ-შვილი რომ გამოკვებოს და ეს აქ "ჯიპი-ლუდი-კაიბიჭია" და რატომ იცი? ლაფატკა და კირკა რომ არ ეკადრება თან სხვა ქალებსაც ჭორავენ - ბოზიაო ( ტან ამ დროს თვითონ მონადმფლობელია) აი ეგეთებს მინდა ენა ამოვგლიჯო !
  9. Siknadmo ქართველ მამაკაცებს ვენაცვალე - ყველაზე კარგები არიან მსოფლიოში ( მე ესეტები მყავს გარშემო), მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა ესეთია სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება დაეშვა პსკერზე, მატერიალურ სიდუხჭირეს კარგი არაფერი არ მოაქ, მატ შორის არც ქალის მდგობარეობის მიმართ. იცი რამდენი მამაკაცი მინახავს, ცოლი რომ ყავს გაშვებული სადღაც საშოვარზე და თვითონ მის გამოგზავნილ ფულებზეა წამომჯდარი "ჯიპში" და რესტორანში? არც აინტერესებთ რა ფასად შოულობს ის ქალი ამ სახსრებს მოკლედ რა
  10. Siknadmo ბანკები არ არის ერთადერთი დამსაქმებელი სხვაგან უფრო ნაკლებ პრესტიჟულ სფეროებში ესე არ არის ( თუ არის ისევ იმ ბიზნესის პატრონის დამსახურებაა) იმიტომ რომ კაცი ხარ! რამდენი არაკაცია, მამაკაცის ფორმა რომ აქ - იცი? ძალიანაც კაი! ეგრეც უნდა იყოს, ბიჭსაც უნდა შთააგონონ ტავიდანვე, რომ რაინდია და ქალს უნდა გაუფრთხილდეს ცხოვრებაში ( არამარტო საკუთარ დას და დედას) ნორმალურია ეს - Siknadmo შენ ნოირმაზე საუბრობ, მე კი გეუბნები რომ ესე ყოველთვის არ ხდება ქალები ძალიან ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლი ისევე როგორც ბავშვები თუმცა მამაკაცებიც არიან ძალადობის მსხვერპლები - რაც ჩემი აზრით არის სრულიად დაუშვებელი
  11. laci აი ეს თქვი შენ! ნაცებს ფეხზე არ კიდიათ ვის რა ეშველება? რაც მთავარია იმ თესლის ფული ხომ ჩაიდეს ჯიბეში რა გვარია ის დეგენერატი-კუკლა მინისტრი, ერთი ადგილით უნდა მიაბა ცხენის კუდზე!
  12. Siknadmo კერძო სამსახურშიც და საჯაროშიც - ქალებს ძირითადად ნაკლებს უხდიან, ან ნაკლებად ანაზღაურებადზე ქალებს იყვანენ ( საჯაროში ეს ნაკლებადაა შესაძლებელი, კერძოში კი ესეა) იმიტომ რომ მურთაზები აბიარიან მენტალურად - ახალგაზრდა გოგოა, ნაკლებს დაჯერდება, ქმარი არჩენს და ა.შ მიზეზების გამო, მობილურების კოლ-ცენტრებში კი ქალები მეტია იმიტომ რომ, ბევრად უფრო მომთმენები და არააგრესიულები არიან მომხმარებლის მიმართ ( ისიც ნუ დაგავიწყდება რას არარ კადრულობენ მამაკაცი მომხმარებლები ამ ქალებთან მიმართებაში მხოლოდ იმის გამო, რომ ქალები არიან და უფლებაც არ აქვთ უხეშად უპასუხონ) თუ დაწინაურებაზეა საქმე ხომ საეთოდ - მამაკასც უფრო დააწინაურებენ ვიდრე ქალს ( მიზეზები ზემოთ მოვიყვანე), ასი ტავით უფრო ჭკვიანი უნდა იყო რამეს რომ მიაღწიო. თუ არ ისწავლა, არაფერი არ იცის - ლაფათკა და კლუჩიც ზედმერია მაგათზე! ( არადა არაპრესტიჟულ სამასახურზე ახალგაზრდა მამაკაცები არც მიდიან, ცოლი ან დედიკო არჩენს) ნუ გადაიხდი, გაძალებს ვინმე? უთხარი - "ნემეცკი ცჩეტ" და რა პრობლემაა? თუ "გიტყდება" ეს შენივე პრობლემაა (საკუთარ "სტერეოტიპებს" მეხედონ ეგეთმა კაცებმა) ქალები თუ მამაკაცის გარეშე არიან ესეთ კლუბებში - ახდევინებენ უბრალოდ "კლუბი" შენ ჯიბეს უფრთხილდებიან ( შემოსვლისას, მერე კი გწეწავენ) ოჯაებში რა ხდება - დავწერო? რეპროდუქციულ ფუნქციებს როგორ უფრთხილდება სახელმწიფო? მოგწონს შენ ეს? ოჯახში პრიორიტეტული ვინაა - ბიჭი თუ გოგო? ვის მისცემენ პირველრიგში განათლებას - გოგოს თუ ბიჭს? ყოველ ნაბიჯზე ირღვევა ქალის უფლებები, იცი რატომ? იმიტომ რომ ქალი ატასჯერ დაფიქრდება სანამ "ნაგავს გამოიტანს" სახლიდან მიჩუმათებული პრობლემა არ ნიშნავს იმას რომ ის არ არსებობს
  13. უნახავმა რა ნახა და .......... იცით როგორც მთავრდება ჯობია არ ვთქვა.....
  14. აპკი არაფრის შუაშია ქალებს რომ ჩაგრავთ სამსახურში, სახლში და ქუჩაში - ეგაა მურთაზებო მთავარი! ეხლა არ დამიწყოთ ჭრიჭინი - მე ვარ ფემინისტი და მოდით მეომეთ! :viking:
  15. რაიო, დავრჩით მჭადის და ღომის გარეშე? 3 ლარი ღირს კილო სიმინდის ფქვილი გარდა ამისა თუ შეატყვეთ რომ პამიდორიც გადააჯიშეს ამათმა? საერთოდ არარ ვარგა
  16. Ucnobi შენი კვნესა არავის აინტერესებს კლასი მაშინ ხარ როდესაც პარტნიორს აკვნესებ რა სტრანნი თემააა ეს? რა მინდოდა აქ? :kisa
  17. დაჩი ამ პანოპტიკუმს ერთი აკლია ( რაც მე ვიცი ზუსტად) მიტუშა ბაღდასაროვის შვილი პიროვნება ტავად მოძებნეთ თუ მაგრები ხართ
  18. FRIDRIX FRIDRIX :party: მე ამეებს http://www.youtube.com/watch?v=2pfCFU3Mqww 4 members, 1 guests, 0 anonymous users kisa, ვეფხვი, Grig, analgin ამატ რაღა სჭირთ?
×
×
  • შექმენი...