vitaminC მაგაშია სწორედ საქმე რომ აგრესიული ათეისტები იმოსებიან "ლიბერალების" სამოსში! ეს სისაძაგლე არც ლიბერალობაა და არც არაფერი, სრული უმსგავსობაა - რა აქამდე არავის დაუწერია მსგავსი სისაძაგლე? მაგრამ არანაკლები სისაძაგლეა უფლის სახელით ძალადობა - არც ეს არის ახალი ამ სამყაროში, ბევრი მაგალითი იცის ისტორიამ, ინკვიზიცია და ფაშიზმი თვალნათლივი მაგალითია ამის. ეს არის სწორედ უბედურება, რომ ამ უმწიფარ საზოგადოებას ესღა აკლია, არადა მშვენივრად ვხვდებით რამ განაპირობა ეს ყველაფერი. 2 რამ არსებობს რაზეც შეხება იწვევს ადამიანებში უმწვავეს რეაქციას - ეროვნული მიკუთვნილება და რწმენა. ერთი გამოიყენეს უკვე რუსებმა ჩვენ წინააღმდეგ, ეხლა მეორეს აღვივებენ ნაცები - დაყავი და იბატონეს ამოქმედება სურთ ამ ისედაც უმეცარ საზოგადოებაში . აი ეს უნდა გაიგოს ყველამ და მოითოკოს ემოციები, მაგრამ - არა ხო და ვიჩხუბოთ, სანამ ერთმანეთს დავერევით ნაციკები თავის საქმეს გააკეთებენ და მშვენივრად დაიჭერენ მღვიე წყალში თევზებს