Jump to content
Planeta.Ge

kisa

პლანეტელი
  • პოსტები

    10.988
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი kisa

  1. ეს კაცი ისევ აგრძელებს სისულელეების როშვას! "რუსეთის ჯარი ჟართითითაა აღჭურვილი"-ო! სულ გაგიჟდა? ყოველ ზაფხულს ესე უნდა აღიზიანოს ეს რუსები? http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=12-06-2010%2021:03
  2. Президент России в курсе событий в Киргизии и знаком с теми обращениями, которые поступают в его адрес, сообщила пресс-секретарь главы государства Наталья Тимакова. "В настоящий момент проводятся консультации с различными ведомствами на предмет оказания помощи Киргизии. В телефонном разговоре с министром здравоохранения и социального развития Татьяной Голиковой и главой МЧС Сергеем Шойгу президент дал поручение оказать гуманитарную поддержку этой стране. С этой целью в республику вылетает самолет МЧС", - сказала Тимакова. По ее словам, глава государства также поручил оказать содействие в вывозе раненых, помочь медикаментами и другими гуманитарными грузами. Что касается принятия решения о направлении в Киргизию миротворческих сил ОДКБ, то, отметила пресс-секретарь, такое решение может быть принято только в соответствии с уставом ООН и после консультаций со всеми участниками этой организации. "Дмитрий Медведев, как председатель Совета Сил коллективной безопасности стран-участниц организации, поручил провести в понедельник консультации секретарей совета безопасности государств ОДКБ для выработки коллективных мер реагирования", - сказала Тимакова. Говоря о возможности использования российских Вооруженных сил, то, по ее словам, в настоящий момент нет условий для их применения. "Это внутренний конфликт, и пока Россия не видит условий для участия в его урегулировании",- сказала она. Пресс-секретарь также сообщила, что президент уже провел серию консультаций по ситуации в Киргизии и выработке совместных действий с президентом Казахстана Нурсултаном Назарбаевым и секретарем ОДКБ Н http://www.newsru.com/russia/12jun2010/krl.html არავინ არსად არ შედის, ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი დასაბუთება - რამენაირი მაინც
  3. newstudio მეც ესე მგონია ბაკიევების ოჯახმა იმდენი ჭამა, რომ ვერ მოინელა - ღირსია იმისა რაც უქნეს მაგრამ ხალხი მართლა ცოდოა
  4. asds მე არ მითქვამს და არც მიფიქრია ეს ახალგაზრდა კაცია, მე მეცოდება მაინც
  5. Marta1 არ ვიცი , მარტა ეს თქვა ვენეციის კლუბში ჭორიკანა ქალივითაა, გადის საზღვარგარედ და იწყებს ქართველების ლანძღვას - შემჩნეული მაქ ეს ხან ემიგრანტები გამოყარეთო და ხან რას ბოდავს
  6. ამ სტატიის ლინკი არ მომთხოვოთ, მეზობელ ფორუმზე ვნახე და მოვიპარე საქართველოში არის 70 000 მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფკავშირი აცახებს რომ მათგან 50% აქ სრული დატვირთვა - დანარჩენებს გაუშვებენ სამსახურიდან 20 ატას ადამიანს მშიერს ტოვებენ? შაშკინი მასწავლებელთა ტოტალურ გათავისუფლებებს იწყებს მასწავლებლებს, რომლებსაც დატვირთვა 18 საათი არ აქვთ, სამსახურიდან გათავისუფლება ელით. რეალურად კი ასეთ მასწავლებელთა რაოდენობა 50%-ზე მეტია. გათავისუფლების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჯერ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, შემდეგ კი სკოლის დირექტორებს ესაუბრა. მინისტრის ეს გადაწყვეტილება „რეზონანსს“ თავად მასწავლებლებმა აცნობეს. ისინი აღნიშნულის გამო შეშფოთებულები არიან, რადგან მათი დიდი ნაწილი პრაქტიკულად უმუშევარი დარჩება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ) პრეზიდენტი, მანანა ღურჭუმალიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნით დევნაა, რადგან დღეს რეალურად 18 საათი ხელისუფლების მეხოტბე მასწავლებლებს აქვთ მხოლოდ. მანანა ღურჭუმალიძე: „მასწავლებელების რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ 18 საათი, 50%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ამდენ მასწავლებელს სამსახურის გარეშე დატოვებენ. განათლების სამინისტროს თავდასხმა პროფკავშირებზე სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მისი განზრახვა მასწავლებელთა რაოდენობის შემცირებაზე - უპრობლემოდ განახორციელოს. განსაკუთრებით დაზარალდებიან მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით, რადგან საათების დიდი რაოდენობა მხოლოდ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ და ხელისუფლების ერთგულ მასწავლებელებს ჰქონდათ. პრაქტიკულად ეს არის მასწავლებლის პოლუტიკური ნიშნით შერჩევა, რაც ჩვენთვის ისედაც მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება შაშკინს, ძალიან რეაქციონერია და მისი დამოკიდებულება სკოლებთან მარტივი ფორმულით განისაზღვრება: 1 მანდატური უდრის 5 მასწავლებელს. მთელი მისი მეთოდოლოგია, განსაკუთრებით ის, რაც მან განუცხადა მასწავლებლებს გუშინ, არის კომუნისტური იდეოლოგია, რაც მისგან ნამდვილად გასაკვირი არ არის. ძალიან კარგად მახსოვს, როცა 2004-5 წელს ვიღებდით კანონს ზოგადი განათლების შესახებ, როლის მიხედვითაც სკოლის ავტოკრატიული მართვა უნდა შეცვლილიყო სასკოლო თვითმმართველობით. დღეს კი სასკოლო თვითმმართველობები მინისტრის თავდასხმის ობიექტი ხდება. რეალურად კი ამ კორპუსს არა თავდასხმა, არამედ დახმარება ესაჭიროებოდა. მაგრამ ყველაფერი, როგორც ხედავთ, მყისიერად იცვლება. სასაცილოა, თუ ამოვიღებთ არქივიდან საქართველოს პრეზიდენტის, ასევე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებს, ისინი ამაყობდნენ სასკოლო რეფორმით. ამჯერად ჩვენი ბავშვები და მასწავლებლები ერთი ახირებული ადამიანის მსხვერპლნი ხდებიან, რომელსაც დღესმინისტრის სტატუსი აქვს“. ღურჭუმალიძე ამბობს, რომ სპმთპ არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას: „ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავიცავთ როგორც მასწავლებლებს, ასევე 5 წლის ბავშვებს, რომელთა სკოლაში შეყვანის რეალური მიზეზი მხოლოდ ორი რამაა: 1 - პროგრამების არარსებობა 12-წლიანი სწავლებისთვის და მეორე - ბაღში ბავშვისთვის გამოყოფილი ვაუჩერი, რომელიც 4 ჯერ მეტია, ვიდრე სასკოლო ვაუჩერი. რაც შეეხევბა მასწავლებლებს, მიბაძონ ფეროს მუშებს, ორგანიზება გაუკეთონ აქციებს და გამოხატონ პროტესტი. ჩვენ უკან არ დავიხევთ. თუმცა ისე ვერ მოვიქცევით, როგორც სერტიფიცირების დროს, როცა დაიმალნენ მასწავლებლები. სწორედ ამიტომაც არის, რომ მინისტრმა გადაწყვიტა, ჩვენი ორგანიზაცია ფინანსურად გაეტეხა და, მიუხედავად კანონის ვალდებულებისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მიუთითა, არ გადარიცხონ საწევროები. ამაზე მინისტრს პასუხისგება მოუწევს. მისი ქმედებისავის საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული სანქციები ელოდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან“, - აცხადებს ღურჭუმალიძე. პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი სწორედ აღნიშნულ თემაზე (როგორც თავად ამბობს, სამინისტროს მიერ პროფკავშირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე) სასაჩივროდ ჟენევაში იმყოფება. განათლების ლიგის პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ 18 საათის მქონე მასწავლებელთა რაოდენობა არათუ 50-60%-ის, როგორც ამას სპმთპ-ის პრეზიდენტი ამბობს, არამედ 80%-ია. მანანა ნიკოლაიშვილი: „შაშკინი, სანამ გუშინდელ ცვლილებებზე ისაუბრებდა, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა და დაავალა, რომ მასწავლებელთა ტოტალური შემცირება უნდა დაიწყოს. დამერწმუნეთ, 80 000-დან 10 000-15 000 მასწავლებელიც არ დარჩება, რადგან სრული განაკვეთი, ანუ 18 საათი, პრაქტიკულად არც ერთ მასწავლებელს არ აქვს. რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების შემდეგ შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდა. ეს შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. გუშინ კი თათბირი კერძო სკოლის დირექტორებს ჩაუტარა. მანამდე შაშკინი აქტიურად დადიოდა რეგიონებში მასწავლებლებთან შესახვედრად. სწორედ აქედან ჩანს მათი «ზნეობა» და «მორალი»: მასწავლებლებს ხვდებიან და მერე პრაქტიკულად ყველას მიერეკებიან სამსახურიდან. ანუ ნაციონალები საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ მასწავლებლებთან და ამ გათავისუფლებების შესახებ არ ეუბნებოდნენ. როგორც კი დამთავრდა არჩევნები, მაშინვე გამოიჩინეს თავიანთი ზრახვები. მასწავლებელთა ტოტალური გათავისუფლებები რომ დაიწყება, ეს სწორედაც რომ რეალობაა, რადგან დირექტორებმა უკვე დაიწყეს ამის თაობაზე თათბირების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ მასწავლებელთა საათები 2004 წელს თვითონ სამინისტრომ შეამცირა და ახლა იმის გამო, რომ ცოტა განაკვეთი აქვთ, უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან. პრაქტიკულად ყველა საგანში, გარდა ქართულისა და მათემატიკისა, მცირესაათიანი მასწავლებელი დარჩა“. ნიკოლაიშვილისვე განცხადებით, სამინისტრო დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე ახალგაზრდა კადრებს მიიღებს: „რაში სჭირდებათ მასწავლებლების გაშვება? „კმარას“ გოგო-ბიჭები რომ შეყარონ გაკვეთილებზე. სამინისტროს „წესით“, მათთვის არასასურველი მასწავლებლები სერტიფიცირებაზე უნდა დაეფერთხათ, მაგრამ ამასაც არ მოუცადეს”, - აცხადებს განათლების ლიგის პრეზიდენტი „რეზონანსთან“ საუბრისას. რატომ ათავისუფლებს შაშკინი მასწავლებლებს მაშინ, როცა უკვე მასწავლებელთა სერტიფიცირება კარს მოადგა? - ამის გარკვევას „რეზონანსი“ გუშინ განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პრესსამსახურისგან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა მათგან კომენტარის ჩაწერა ამჯერადაც (!) ვერ მოხერხდა.
  7. იმიტომაც არარ დარჩა არავინ სოფლებში, მარტო უძლური ბებრები და ხეიბრები
  8. ეს "ნევრასტენიკების" თემაა? :kisa შემომიშვით
  9. ვენეციის კომისისზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ მედიას "აგრესიული და საძაგელი" უწოდა http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=11-06-2010%2021:03 რას ფიქრობთ, რატომ არის ესეთი გაშმაგებული მიშა?
  10. newstudio ვინ რას აკონტრილებს ნუ გადამრიე პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განკარგულებები გააქრეს და ეროვნული ბანკის საიტიდან ვალუტით ვაჭრობის ცნობები მერიას გასაიდუმლოვებული აქ რა დაჯდა "კოშკურა" ატრაკციონი ცირკია რა! :018:
  11. Saturn დიახ, ოლივერ კანი - მგონი ესე ქვია ფრანგების ეროვნული გუნდი კიდე ზაგებისგან შედგება? ბარტეზი მახსოვს, პოტლიკა lasha1997 ფეხბურთი უნდა გვათამოშოთ? არა, მე ვერა ვთამაშობ ფეხბურთს, რაგბის ფანი ვარ :kisa
  12. ის გერმანელი მეკარე რა გვარი იყო, მგონი ერთი საუკუნე იდგა კარებში :018: ჰა! იტყვის ეხლა ვინმე როდის იწყება?
  13. lasha1997 მარადონასაც ვიცნობ და რონალდოსაც - მაინც არ მესმის არაფერი რომელზე იწყევა, გვითხარით ცერემონიას მაინც ვუყურებთ
  14. აშშ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს . როგორც ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფილიპ ქროულიმ განუცხადა, აშშ-ს უთანხმოება აქვს რუსეთთან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა ვაშინგტონი ამ საკითხზე დიალოგს გააგრძლებს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ თემას "რუსეთთან დიალოგის ასპექტში და არა რუსეთთან ურთიერთობებში წინაღობად განიხილავს". აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამას მოწმობს შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა ევროპაში, ჟენევის მოლაპარაკებთა მე-11 რაუნდის ფორმატში გამართა. "ჩვენ ვხედავთ რუსეთთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობას ძალინ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დავაჭირეთ ხელი "გადატვირთვის ღილაკს" და კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესით. ამასთან, არსებობს უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმე ეხება აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთს, რომელთა შესახებაც ჩვენ დიალოგს გავაგრძელებთ. ასე რომ, ეს არ არის წინაღობა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან ამიერკავკასიაში სტაბილური ვითარების შესაქმნელად", - განაცხადა ქროულიმ. მისივე თქმით, ვაშინგტონი რუსეთს გარკვევით ეუბნება, რომ "ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს; მხარს უჭრეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს საქართველოს უფლებებს რეგიონში", - განაცხახადა ფილიპ ქროულიმ. http://new.interpressnews.ge/ge/politika/137166-ashsh-afkhazethisa-da-ets-samkhreth-osethis-shesakheb-ruseththan-dialogs-gaagrdzelebs.html ესეც აქ იყოს Saturn თუ გახარებაა ბოლომდე გაგახარო რასმუსენმა საქართველოს სამხედრო ძალებზე საზოგადოებრივი კონტროლის აუცილებლობაზე მიუთითა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მიუთითა, რომ უშიშროების სამსახურის ძალებზე სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. "კიდევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი. Aალიანსი განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას და ახალი მიმართულებების მითითებას, კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის დაწესებას", - განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება ვითარება საქართველოში, უსაფრთხოების სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის - საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია პატარა ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა რასმუსენმა. 2008 წელს საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ახალ ეტაპზე გადავიდა. გასული წლის დეკემბრუიდან ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის ფარგლებში გრძელდება. http://new.interpressnews.ge/ge/politika/137174-rasmusenma-saqarthvelos-samkhedro-dzalebze-sazogadoebrivi-kontrolis-aucileblobaze-miuthitha.html კიდე აპპატურეის განცხადება ვნახე სადღაც, მოვძებნი
  15. მიშა უფრო მიღებულია საფრანგეთის ესტებლიშმენტში ვინდე სალომე - აბა რა :TAT:
  16. სალომე ზურაბიშვილი: "საფრანგეთში სააკაშვილი ირანთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააფრთხილეს" http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=50036&Itemid=1 "საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცით, საფრანგეთში ვიზიტისას პრეზიდენტი სააკაშვილი ირანთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააფრთხილეს. როგორც ზურაბიშვილმა დღეს "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის ირგვლივ ბევრი ტყუილი ითქვა". "საქართველოს იზოლაციის პირობებში ამ შეხვედრას მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვათა შორის, ეს შეხვედრა ქართული მხრიდან 6 თვის ხვეწნის შედეგი გახლდათ და არა ჩვეულებრივი ვიზიტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. საქართველოს ხელისუფლებაც ძალიან გახარებული იყო, რადგან ასეთ სასწაულს არ მოელოდა. ამავდროულად მრცხვენია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მკაცრი გაფრთხილებები მიიღო. რამდენადაც მე მესმის დიპლომატიის ენა, სააკაშვილს საფრანგეთში ცალსახად განუცხადეს: "თუ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენს მხრდაჭერას ელით, კეთილი ინებეთ და ევროკავშირის პოლიტიკას თქვენს რეგიონში ნუ ეწინააღმდეგებითო". სააკაშვილის მხრიდან კი მორიგი ტყუილი ითქვა. როდესაც მას ირანის პრეზიდენტთან მომავალი შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტი არასდროს იგეგმებოდა, არადა, ყველამ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია ქართული მხრიდან გავრცელდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ხელისუფლებას "მასობრივი ინფორმაციის მართული საშუალებების გამოყენებით უცხოელი ლიდერების დაცინვაშიც" დასდო ბალი. "იმ დღეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ხვდება, "რუსთავი 2", რომელიც გიგი უგულავას მითითების გარეშე ნაბიჯს არ დგამს, იაფფასიანად დასცინის სარკოზის, რომელიც ჩვენი "ჭკვიანი" პრეზიდენტივით მაღალი არ არის. მერკელი არ გვინდა, სარკოზი არ გვინდა... ვინმემ ამიხსნას მაშინ, საქართველოს არავინ სჭირდება, ასეთ კამპანიას რომ აწარმოებს?!"- დასძინა ზურაბიშვილმა.
  17. ამათთვის რატომ უნდა მოიკლას ხალხმა თავი არ მესმის
  18. Ostap ისინი ზესაზოგადოება არიან
  19. prologic არც ვყიდულობ ბოიკოტს ნება უნდა და მოსახლეობის ინფორმირება, ტელევიზია კი ყველა ნეციბისაა
×
×
  • შექმენი...