Jump to content
Planeta.Ge

kisa

პლანეტელი
  • პოსტები

    10.988
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი kisa

  1. დირექტორების გათავისუფლება ლიკა გიგინეიშვილი, თამარ ჩხეიძე, მაია მეცხვარიშვილი მეთორმეტეკლასელი მოსწავლეების გუშინდელი საპროტესტო აქციის გამო, განათლების სამინისტრომ პასუხი საჯარო სკოლების დირექტორებს მოსთხოვა. მართალია, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დირექტორებმა თანამდებობები თავიანთი სურვილით დატოვეს, თუმცა ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დირექტორები გუშინ სწორედ სამინისტროში დაიბარეს და იქ მოთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა. სკოლის დირექტორთა ასოციაციის დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ გუშინ, დაახლოებით 19:30 საათზე, 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, მობილური ტელეფონები და ხელჩანთები შესასვლელში დაატოვებინეს. დირექტორებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი შეხვდა, რომელმაც დირექტორებისგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებზე ხელმოწერა მოითხოვა. თუთბერიძე ამბობს, რომ განცხადებებს ხელი ყველა დაბარებულმა დირექტორმა მოაწერა, გარდა #161 და # 149 საჯარო სკოლების დირექტორებისა. #161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხელ მინდაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის გუშინ საღამოს ნამდვილად იმყოფებოდა განათლების სამინისტროში, თუმცა რისთვის, ამას არ აკონკრეტებს. #149 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძეც ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ ისიც იმყოფებოდა და იქვე აცხადებს, რომ სამინისტროში დღესაც აქვს შეხვედრა ჩანიშნული: ” სამინისტროში შევეცდები დავამტკიცო, რომ #149 საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე არ ყოფილან, ამიტომ განცხადებას თანამდებობის დატოვების თაობაზე ხელს არ მოვაწერ” - ამბობს გიორგაძე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს 23-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებებით გუშინ სამეურვეო საბჭოებს მიმართა. მინისტრის განცხადებით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა. ”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლების დირექტორებს. 8 საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს ამის თაობაზე. ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. ჩვენი კანონმდებლობით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა ამ პროცესებში. არსებობს სკოლის დეცენტრალიზაცია და სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს,” - ამბობს დიმიტრი შაშკინი. შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით დაწერეს დირექტორებმა განცხადებები, შაშკინმა თქვა: ”მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით”. ,,მე მაქვს ურთიერთობა სკოლის დირექტორებთან და როცა მოხდა მათი სამინისტროში დაბარება, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ასეთი ვითარებაა. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ იბარებდნენ ღამე. რომ მივიდნენ, დახვდათ ეს ვითარება: იმ სკოლის დირექტორებმა უნდა დაწერონ განცხადება და წავიდნენ, რომელთა მოსწავლეებიც გამოვიდნენ გუშინ აქციაზე” - ამბობს თეა თუთბერიძე. http://netgazeti.ge/GE/33/News/3153/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm?sms_ss=facebook&at_xt=4cda7eb6a85a8ac0%2C0
  2. babuagiorgi ყველა ამნდ არ ვიყავით? არ გახსოვს გებე რომ მოგვყვებოდა ხვეწნა-მუდარით ოღონდაც სსრკ-აზე არაფერი მოითხოვოთ და რაც გინდათ ის იძახეთ კაუკასუსის გლობალია გათიშული
  3. ძუკუ გამოქვეყნება ვერ მოასწრეს და უკვე შეცვალეს? აი, მალადეც! რა კარგად მუშაობენ!
  4. lasha1997 78 წლის 14 აპრილს ნათელა ვასაძემ პუშკინის კარები ჩარაზა გარედ რომ არ გამოვსულიყავით - ფანჯრებიდან გამოვძვერით ეს დასტოინი პედაგოგიჩესკი გოგოები მერე სესენი გამომიხტებიან და ჭკუის სწავლებას დამიწყებენ, როგორი არაპატრიოტი , ჩასაფრებული რუსეთუმე კომუნისტი ვარ ნუ გააპროტესტებენ - აი დარდი, როდესმე ხომ ამოუვათ ყელში - უფრო ძვირი დაუჯდებათ
  5. newstudio ახსნა-განმარტებითი განცხადების დაწერას არაუშავს ( თუმცა ესეც ერთერთი ზეწოლის მექნიზმია) აი ეს თუ მართალია არის დანაშაული - ბავშვებს აქვთ უფლება სწავლის და ვერანაირი კანონით ამას ცერ აუკრძალავ რა დაკარგა კუდმა სკოლაში? რ5ა უფლებით შევიდნენ იქ? ეს ტუ მართალია კუდი არღვევს კანონს, არის ის რაცხა მადატურების სამსახური და იმათმა არკვიონ აი ხომ გეუბნებოდით - შაშკინმა ცალკე ძალოვანი სტრუქტურა შექმნა განათლების სისტემაში, წარმომიდგენია რა გამალებული "შრომა" ადგიათ ეხლა მანდატურებს ისე კი შემთხვევით არ მისულა შაშკინი 23 სკოლაში, ახსოვს ისტორიას ამ სკოლის მოსწავლეების ფამოსვლა კომუნისტების წინააღმდეგ
  6. ჩრდილოკორეიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს სმენა იყოდ და გაგონებ! :malina:
  7. Saturn ეხლა მთელი არმიაა უკვე ამ წვერებიანების, გადახედე ამ ბოლო დროინდელ განათლების მინისტრებს და მიხვდები ჯერ ნოდია იყო ეხლა ბლანჟეიანი შაშკინი ( თუ ბლანჟე წვერებში არ ითვლება?)
  8. Saturn რაღა პროექტი,Saturn? აგერ დევს შემოღებულ-ხელმოწერიკი დახსენი ეხლა შენ მანქანაზე ეს დაბურული მინები და იქრიალე ს ვეტერკომ ან გადაიხადე ფული ახალ მინებში
  9. გამოსულიყო გუშინ შაშკინი, დალაპარაკებოდა იმ ბავშვებს, რატომ გახადეს ეს პრობლემად? წესიერად რომ აეხსნათ გაიგებდნენ და ესე არ გამწვავდებოდა სიტუაცია აი , არ ვიცი რა - ადამიანის ფასი კაპიკიც აღარაა ამ სახელმწიფოში
  10. დიმიტრი შაშკინმა 8 საჯაროს სკოლის დირექტორების სამსახურიდან წასვლის ინფორმაცია დაადასტურა ნოემბერი 10, 2010 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია. "ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა", - განცხადება დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში დღევანდელი სტუმრობისას. მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებით დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს. "საქართველოს კანონმდებლობით სკოლის დირექტორებს არ ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლების დეცენტრალიზაციის სისტემის თანახმად, დირექტორები თავად წერენ განცხადებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ განცხადებას კი, სამეურვეო საბჭო აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მათ მიერ არის მიღებული", - განმარტა დიმიტრი შაშკინმა. ინფორმაცია თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახენ გუშინ გავრცელდა. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათი სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია სკოლებში საატესტაციო გამოცდების მოხსნას ეხებოდა. კონკრეტული სკოლები ჯერ უცნობია. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები გუშინ საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა - თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ. გარდა ამისა, ინფორმირებული წყაროს ცნობით, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ. http://www.onlinenews.ge/index.php?id=4222&lang=geo გუშინ მაგრად გამიკვირდა - კანონით დირექტორს სამეურვეო საბჭო ნიშნავს. რით დააშინეს ესე ეს ხალხი, რომ განცხადებები დაწერეს? მიშა მინდაძე არის ძალიან კარგი პროფესიონალი საავტორო სკოლაც ჰქონდა და პროგრამებიც , მაგას დიდი ხანია ვიცნობ - გული დამწყდა
  11. lasha_alo მიშა მინდადძე მართლა გაანთავისუფლეს? დლინკე მსად წერია ეს
  12. lasha1997 გეუბნებით და არ გჯერათ - მეზობლებმა თომას მანის ტომები მისცეს მზესუმზირის გამყიდველს და იმაში ახვევენ სემიჩკას. კითხვა არა - პრასი! მთელი მსოფლიო წიგნებსკითხულობს, ქართველები ჯიპებზე ბაასობენ დილიდდან საღამომდე ქალები ჩაცმაზე და სარფიანად გათხოვებაზე ფიქრობენ, ბავშვებს მიყრიან კერძო სკოლებში დილიდან საღამომდე, მერე კიდე ყველა საგანში რეპეტიტორს დაუქირავებენ ( დაწყებითში ესე და კარგ ტონად ითვლება) 100 წელი არავის აინტერესებს რას სწავლობენ ეს ბავშვები მერე ატყდება - არიქა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი უნდა გახდეს და დაათრევენ რეპეტიტორებთან 4 საგანში ბოვშები ტირიან - არაფერი არ გვასწავლეთ, ეხლავე მოგვიხსენიტ გამოცდებიო არადა მერე უნდა ნახო სტუდენტები - ჩვენ ეროვნული გამოცდებით ვართ ჩარიცხულები - დაგვამთავრებინეთ, არ გაგვიცხოთ, მაინც მოვალ და აქ დაგიჯდებიო აი ესეა ეს საქმე
  13. ძალიან საიტერესოა ანუ, მიშამდე სწავლობდნენ და ეს კავარდაკი რაც დაიწყო განათლებაში, იმის მერე აღარო? თუ რას ნიშნავს ეს?
  14. lasha_alo რა როჟებს კერავენ ეს ჟურნალიუგები შემეშინდა რაიო, რას ამბობენ, გაჭედა სტრიმინგმა და ვერ ვუყურე წესიერად Saturn რაიო, პირდაპირ მინისტებად დაგვნიშნეთო?
  15. lasha1997 უი. ეს რა გამახსენე ნაციკების ცოლების ნაქილმა სამშენებლო ბიზნესი დაიწყო ნაწილმა სალონები გახსნა და ცოტა დაბლამდგომებმა კი გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრები
  16. Siknadmo დიახაც სე იქნება აბა ყველას დირეხტორობა და პრეზიდენტობა სურს თუ არადა სადღაც გარბიან მონებად ხოდა ჩამოვლენ მდიდარი ბურები- აღარსად იქნება გასაქცევი რა მნიშვნელობაა პორტუგალიელ ფერმერს ემსახურები კაპიკებში თუ აქ ჩამოსულს?
  17. ეს რაღაც ახალია ადრე 24 საათს აძლვდნენ ხოლმე, ეტყობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
  18. lasha1997 წარმოდგენა არ მაქ, რაც ეროვნული გმოცდები შემოიღეს საერთოდ არ ვიცი რა ხდება იმ გამოცდებზე - ძაკიან მშვიდად ვღებულობ ჩარიცხულ სტუდენტს, თან გახარებულიც ვარ ვეღარც ერთი კრეტინი ვერ დამაბრალებს - ფული აიღო და ისე ჩარიცხაო რა საინტერესო ცნობაა ის ტავისი ძალოვცანი მანდატურების სტრუქტურა სპეც-საშუუალებებით ჯერ არ გამოუყვანით? მიბეგვონ ეს ბავშვები და გაამწესონ სენაკის სპეც-სკოლაში იქნებ მერე გამოიფხიკონ ყურები მათმა მშობლებმა არაფერი უჭირთ, ისწავლონ და ჩააბარონ გამოცდები, უბრალოდ ამის შესახებ დროზე უნდა იყვნენ გაფრთხილებულები - წელს უკვე გვინი იყო
  19. PEPE. რა თქმა უნდა არ არის გლეხი დამნაშავე, არც ზარმაცი არაა 20 წელია კლავენ ამ დარგს, უბრალოდ მართლა ძალიან ძნელია მიწაზე შრომა, შემოსავალი არავითარი . აგერ ჩემი მეგობრის მეუღლემ გააშენა ვენახი - რაღაც იშვიათი ჯიშის ყურძენი მოყავს - ვერ ყიდის ზამთარში სკდება იმ უნიკალური ღვინით სოფელი - არადა ძალიან ბევრი ფული ეხარჯება იმის მოვლა-პატრონობაში. გაძლებს რაღაც პერიოდი, მერე მიაფურთხებს და წამოვა ქალაქში, აბა რა ჯანდაბა ქნას? რეგიონებში დავდივარ ხშირად - დაცარიელებულია სულ. არიან ბავშვები და ბებრები. ვინ იმუშავებს ამ მიწაზე, ფულიც არ აქვთ რომ დაამუშავონ - საწვავი ( სადაა ტრაქტორი არც მინახავს), სასუქი ( არ მითხრათ ეკოლოგიურად სუფთა მოიყვანოსო), თესლი და რავიცი კიდე რამდენი რამ არის საჭირო? თუ ცოტა ფეხზე წამოდექი და ესენი მოგაჯდებიან წურბელებივით - სულს ამოგხდიან რაღაც პოლიტიკა ხომ უნდა იყოს? მე არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ამდენს ვხვდები
  20. PEPE. რა თქმა უნდა არ არის გლეხი დამნაშავე, არც ზარმაცი არაა 20 წელია კლავენ ამ დარგს, უბრალოდ მართლა ძალიან ძნელია მიწაზე შრომა, შემოსავალი არავითარი . აგერ ჩემი მეგობრის მეუღლემ გააშენა ვენახი - რაღაც იშვიათი ჯიშის ყურძენი მოყავს - ვერ ყიდის ზამთარში სკდება იმ უნიკალური ღვინით სოფელი - არადა ძალიან ბევრი ფული ეხარჯება იმის მოვლა-პატრონობაში. გაძლებს რაღაც პერიოდი, მერე მიაფურთხებს და წამოვა ქალაქში, აბა რა ჯანდაბა ქნას? რეგიონებში დავდივარ ხშირად - დაცარიელებულია სულ. არიან ბავშვები და ბებრები. ვინ იმუშავებს ამ მიწაზე, ფულიც არ აქვთ რომ დაამუშავონ - საწვავი ( სადაა ტრაქტორი არც მინახავს), სასუქი ( არ მითხრათ ეკოლოგიურად სუფთა მოიყვანოსო), თესლი და რავიცი კიდე რამდენი რამ არის საჭირო? თუ ცოტა ფეხზე წამოდექი და ესენი მოგაჯდებიან წურბელებივით - სულს ამოგხდიან რაღაც პოლიტიკა ხომ უნდა იყოს? მე არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ამდენს ვხვდები
  21. Saturn გამისწორე მერე , ნუ დამცინი მე არ მეწყინება - სწავლა არ არის სირცხვილი asesino_141 :kisa
  22. Grig როდიდან გახდა სახელმწიფო მოხელე ბიზნესმენი? ნუ, თუ პოლიტიკას განვიხილავთ ბიზნესად, მაშინ ხო, მაშინ კი Saturn აი რომ გაიგონებ ამ გვარ-სახელებს, ეგრევე მიხვდები, რომ აქვს Marta1 ამდენს ვერ "ვქაჩავ" - ინტელეხტუ ნე ხვატაიეტ
  23. Saturn მეტი საქმე არ მაქ თემები ვქექო - თავად იცი babuagiorgi ეგ სხვა საკითხია, იაფად არაფერი არ უნდა მიყიდო, ტან იქ უნდა შესთავაზო სადაც ჩვენი გლეხი არ ცხოვრობს აბა, ალაზნის ველზე და კოლხეთის მდაბლობზე თუ აყარეს ხალხი, მასე არც მე მინდა
×
×
  • შექმენი...