მოგესალმებით 22 იანვარს გადავიტანე ინფარქტი, სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა სტაციონარში, ჩამიტარდა სტენტირება. სტაციონარში დავყავი 4 დღე და ღამე ყველაფერში გადავიხადეთ 3 200 ლარი - მქონდა ვადაგასული მასწავლებლების დაზღვევა. ოჯახმა აიღო ბანკში სესხი. როგორც ხვდებით დამჭირდება მომდევნო მკურნალობა და ექიმის დაკვირვება. მაინტერესებს - რა სახის მომსახურება მექნება მინიმალური სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში. P.ს. არც ერთი კლინიკა არ მღებულობდა დაზღვევის გარეშე ან წინასწარი გადახდის გარეშე. დილის 5 საათზე ბანკიც არ მუშაობს, უნდა მომკვდარიყავი ახალგაზრდა ქალი? ეს ხომ სახელმწიფო არაა, ბედის ანაბარა ვართ მიტოებულები