ბ-ნო ირაკლი, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და მინდა აქვე გამოვხატო თქვენდამი ჩემი სიმპათია, კითხვა კი ცოტა უცნაური იქნება და მაქვს სურვილი, რომ მიპასუხოთ: ნუთუ დისკომფორტს არ გიქმნით ისეთი ადამიანების გვერდით დგომა, როგორიც გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე არიან? თუ პოლიტიკური მეტოქის მტრის წინააღმდეგ ყველანაირ ძალასთან თანამშრომლობა მისაღებია თქვენთვის?