მე ვუპასუხებ ბატონი დავითის მაგივრად აქ კითხვებს და ვნახოთ რამდენი დაემთხვევა პატრიოტების კონსოლიდაციას. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ნატო. პრეზიდენტი მოქმედებს ერის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი გამოსვლები არანაირად არ ლახავს ქვეყნის პრესტიჟს. იგი როგორც კონსტიტუციის გარანტი ვალდებულია ატეხოს განგაში, რათა ქვეყანამ არ გადაუხვიოს დასავლურ კურსს და არ აღმოვჩნდეთ ღრუსულ ორბიტაზე, რისი ნიშნებიც ახლა სახეზე გვაქვს. ეკაიფე Tim-ს 1)ჩვენ შეცდომებს ყოველთვის ვაღიარებდით და ადექვატურადაც ვრეაგირებდით 2)არავითარი კრახი. პირიქით, ეს იყო ჩვენი გამარჯვება. საქართველოს ისტორიაში პირველად ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა ცივილიზებულად გადაეცა ხელისუფლება სხვა ძალისთვის. 3)არავითარი მტრის ხატის შექმნა. ჩვენ მხოლოდ იმ კონკრეტულ საფრთხეებზე მივუთითებთ ერს რომლის წინაშეც ქოც.მთავრობა აყენებს ქვეყანას. ხოლო რაც შეეხება კრემლელ მტრებს - მეხუთე კოლონასაც ნუ დაივიწყებთ. გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ ლიბერტანიანიზმში პირველ რიგში, ნეტა შენ ნორმალურად წერას ისწავლიდე ქოც მთავრობის შეცდომები: ოკუპაციის კანონი, სასამართლოების საკუთარ დაქვემდებარებაში გადაყვანა. გუნავას და თელიას საქმეები თუ ვინმემ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა უნდა დაისაჯოს, მთავარია ქვეყნის იმიჯზე არ იმოქმედოს ცუდად. ბატონო გენდოლფ გაიღვიძეთ, 2013 წელია ეგ კითხვა ქოც მთავრობას უნდა დაუსვათ 1)ალბათ ნაკლებად ვუსმენდით ხალხს. გვეგონა რომ მათთვისაც გასაგები იყო ის მიღწევები, რომელიც გვქონდა, - უფრო მეტი უნდა გვეჩიჩინა. 2)საგარეო კურსს 3)არა მგონია. ჩვენ არა გვაქვს თუნდაც ერთი წამით მოდუნების უფლება. - ერი არ გვაპატიებს 4)რავი, სამი თეთრით გაიაფებულ 100 კილოვატამდე დენს თუ ჩათვლით კარგ საქმედ - შეგიძლიათ მიათვალოთ პ.ს. ჩემმა დემაგოგობის ნიჭმა მეტი ვერ გაქაჩა. ვიცი რომ ამ საქმეში ბატონი დავითი მოსწავლედაც კი არ ამიყვანს, მაგრამ დაველოდოთ შედეგებს