-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
lasha1997 თანაც დიტო გუშინ წყლის გაძვირება გამოაცხადეს,დღეს კი ავტობუსების.აგერ მაესტროზე ვუყურებდი,ინგლისში თუ არ ვცდები სწავლის საფასურის გაძვირების გამო უამრავი ხალხი იყო გამოსული და საკმაოდ აგრესიულადაც იქცეოდნენ. აქ კი რასაც ვუყურე,შეკრებულ ხალხს დელეგატები რომ ქვიათ ხელი ააწევინეს იმაზე,რომ ახლად მიღებული კონსტიტუცია ძალა დაკარგულად გამოცხადეს.რა ვიცი ჩემი აზრით მარაზმია.რამდენ ხანს იდგება ეს ხალხი?დღეს,ხვალ ზეგ და მერე ისევ დაიშლებიან(ან დაშლიან) და ყველაფერი ისევ წრეზე წავა.
-
lasha1997 ჩემი აზრით იქნება ასე 15-20 ათასი.პარლამენტის წინ და სამხატვრო გალერიის ჩათვლით დგას ხალხი.
-
სააკაშვილმა თავი რას აარტყა არ ვიცი,მაგრამ ჩვენ რომ ყოველდღე გვიბრახუნებს თავებში ეგ ვიცი.
-
babuagiorgi კი,მაესტრო აკეთებს დროდადრო პირდაპირ ჩართვებს.
-
თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
ძუკუ replied to kisa's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ალბათ იმიტომ რომ დაგვანახონ სიტუაციას მთლიანად აკონტროლებენ და სულ კიდიათ დანარჩენები. Saturn აცალეთ ბატონო,მომავალი წელი წინ აქვთ. -
ამ ინციდენტთან დაკავშირებით ფეისბუქზე ერთმა ჩემმა ფრენდმა სახალისო ანეკდოტი დადო: კაცი ექიმთან მიდის,მიშველეთ სასქესო ასო დამიმოკლდაო.ექიმმა დაათვალიერა და უთხრა.ნორმალურია ზედ გალია გაწერიაო.ეგ რაა,ადრე პორტუგალია მეწერაო.
-
analgin მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა,სწორედ გუშინ აცნობეს მოსახლეობას წყალზე ფასის მომატება. ანუ გვეუნებიან რონ გვკიდია თქვენი პროტესტი,ან პირიქით რაღაცისკენ უბიძგებენ ხალხს.
-
asesino_141 მეც დავიღალე მაგის მტკიცებით.ან არა და ქართული სააგენტოების ბრალია.მათ დაარქვეს "მორნინგ სტარი" და მაჭავარიანმაც აიტაცა. ინგლისურ პროკომუნისტურ "მორნინგ სტარს" ამ პუბლიკაციასთან არაფერი საერთო არ აქვს.
-
წესით ეს ხვალინდელი აქციის წინ არ უნდა ექნა.მაგრამ ღიად გვეუნებიან რომ სულ გვკიდია რამდენი ხალხი გამოვა და რას იტყვისო.
-
newstudio ვაა,არ ქვია მაგ გაზეთს "მორნინგ სტარი".გაახურეს ქართულმა სააგენტოებმა.მაგას ინგლისურ თარგმანში "მორნინგ მაილი" ქვია. Correio da Manhã (English: "Morning Mail") is a major daily Portuguese newspaper (tabloid), published in Lisbon. It is published by the publishing division ... en.wikipedia.org/wiki/Correio_da_Manhã - Cached - Similar დაბოლდილი, სატურნის საყურადღებოდ. ეს ყველაფერი რომ ჩაიფარცხება და არაფერი არ მოყვება,გასაგებია.მაგრამ ჩვენი დელეგაციის წევრებს სერიოზული საუბარი მოელით ცოლებთან.
-
SSDK[ ./b] ეტყობა რაღაცას ვერ ვხვდები.არ გამოქვეყნებულა ეს "მორნინგ სტარში".შევედი მაგათ საიტზე და ვერ ვიპოვე http://www.morningstaronline.co.uk/index.php
-
SSDK 1.რაის პოლიტიკოსი მე ვარ,უბრალოდ რესპების პარტიის წევრი ვარ. 2.თანაც არ მეშლება.პორტუგალიურმა გაზეთმა "საბადომ",სწორედ ასევე პორტუგალურ გაზეთზე 'Correio da Manhã'დაყრნდობით გამოაქვეყნა ეს სტატია და ინგლისური "მორნინგ სტარი" არაფერ შუაშია.სხვათა შორის IPN-საც შეეშალა და ამ გაზეთს "მორნინგ სტარი უწოდა.მე ვხვდები ეს რატომ მოხდა,პორტუგალიურიდან გუგლით გადათარგმნეს და ალბათ ამან გამიწვია ეს.
-
როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "მორნინგ სტარი" იყო ბრიტანელი კომუნისტების გაზეთი, რომელიც ცეკა-ს მიერ ფინანსდებოდა, ახლა კი, მას კრემლი აფინანსებს. ვაი მაგის პატრონს უბედურს,ეს გაზეთი ბრიტანული კი არა პორტუგალიურია და მას 'Correio da Manhã'ქვია,რაც ინგლისურად როგრც "მორნინგ მაილ" ითარგმნება და სულ სხვა გაზეთია. Correio da Manhã (English: "Morning Mail") is a major daily Portuguese newspaper (tabloid), published in Lisbon. It is published by the publishing division ... en.wikipedia.org/wiki/Correio_da_Manhã - Cached - Similar კიდევაც ასე რომ ითარგნებოდეს,ინგლისურ გაზეთთან რა კავშირი აქვს? აგერ თვითონ ამ გაზეთის საიტი. http://www.cmjornal.xl.pt/
-
აგერ ნახეთ როგორ სასტუმროში ცხოვრობდა საქართველოს დელეგაცია.აბა ბიჭებს ნაკლები ხომ არ ეკადრებათ. http://www.tiara-hotels.com/hotel.asp?id_hotel=7
-
Siknadmo სწორი ბრძანდებით სიკნადმო ბატონო.მართლაც რთული და ჩიხური სიტუაციაა.მე ვითომ პოლიტიკაში გათვიცნობიერებული ვარ და ნამდვილად არ ვიცი რა ვქნა.ის კი ვიცი რა არ უნდა ვქნა,მაგრამ რა არა.
-
Saturn ცუდი შედარებაა ბატონო სატურნ.აქ კერძო პირების დონეზე არ ხდება ურთიერთობა,არამედ არსებობს სახელმწიფო სატენდერო კომისია,რომელსაც ძალიან კარგად მოეხსენება თუ რა თანხით შეიძლება გზის დაგება,მაგრამ რატომღაც უპირატესობას იმათ ანიჭებს ვინც დაბალ თანხას შესთავაზებს,ამ დროს ეს ნამდვილად არ უნდა იყოს განმსაზღვრელი. ეს ყველაფერი მე იმ ხალხიდან ვიცი ვინც ტენდერები წააგო,ხოლო მოგებულებმა რაც გააკეთეს სახეზეა.მაგალითად გომბორის გზა,რომელმაც უკვე გამოაჩინა ხარვეზები და ზამთარი კიდევ წინაა.თბილისი- ახალქალაქი,რომელსაც ყველაფერი წინ აქვს.მე ვიცი როგორაა იქ გზის ცალკეული მონაკვეთები გაკეთებული.კერძოდ საფუძველში პემზაა დაგებული,რომელიც წალკაში ბლომად მოიპოვება და რაც არანაირად არ შეიძლება.
-
Saturn იქნებ გვითხრათ ბატონო სატურნ რატომ? სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირადაა.მე ყოველთვის მეგონა რომ გზების მშენებლობის დროს ხდება სატენდერო ფასების აწევა და შემდეგ ე.წ. "ატკატების" სახით თანხების მითვისება.თურმე პირიქით.ტენდერებში იმარჯვებენ ფირმები რომლებიც დაბალ ფასებს თავაზობენ და თითქმის ყოველთვის თვითღირებულებაზე დაბალ. შედეგად ისინი ვეღარ ახერხებენ ამ ფასებში სამუშაოს შესრულებას და შესაბამისად გზებიც უხარისხოდ შენდება და ეს არც არავის აღელვებს,ხელისუფლებას განსაკუთრებით,რადგან მათ ყოველთვის შეუძლიათ კონტრაქტორის დადანაშაულება,გაწეწვა დაჭერა და ა.შ.
-
სახალხო იმპიჩმენტი ხელისუფლების მოცილების ალტერნატიული გზა
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi კი გავიგე და იმიტომ დავწერე თითქმის,რადგან ჩემი აზრით მილიონზე მეტ ხელმოწერას თუ შეაგროვებ,მაგალითად ერთ თვეში,თუნდაც უცხოელებისთვის წარსადგენად ესეც კარგია. რა თქმა უნდა თქვენი ვარიანტი გაცილებით ჯობია,მაგრამ მაგას ეს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.აგერ ხომ ხედავთ კრებაზე ხალხი რომ არ ჩამოვიდეს გამოცდილ ხერხს მიმართეს,მარშრუტკებს უკრძალავენ თბილისში ჩამოსვლას და იმაზე რაღას იზამენ. -
სახალხო იმპიჩმენტი ხელისუფლების მოცილების ალტერნატიული გზა
ძუკუ replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi შარშან აკეთებდა ალიანსი თითქმის იგივეს და თუ არ ვცდები 400 000 ხელმოწერა შევაგროვეთ,მაგრამ არავინ არ დაგვიჭირა მხარი და ვეღარ გავაგრძელეთ. -
არა მგონია,ჩაერევიან ჩინელები,ამერიკელები,რუსები და რამეს მოაგვარებენ.
-
newstudio ამათ კი თავიდანვე არ აქვთ ფუნქცია და შესაბამისად არც არაფერს არ გამოიწვევს.
-
dredi რატომაც არა,აგერ მე დავპოსტე მეზობელ თემაში და არავინ გამომხმაურებია. Posted Today, 12:52 PM გილოცავთ კეთილო ხალხო,წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ ყველას. ასევე გილოცავთ დიდი ნოემბრის რევოლუციის მე-7 წლისთავს.
-
newstudio ხო ეგრე იყო,მაგათ ”არჩევნები” 30 სექტემბერს ჩაატარეს,ხოლო უზენაესი საბჭოს კი 31 ოქტომბერს ჩატარდა,რაც მათ წინასწარ იცოდნენ და მაინც თავისას ერეკებოდენ. მე მათ და ეროვნული კრებას შორის მსგავსებას ლეგიტიმაციის არარსებობაში ვხედავ.
-
newstudio ზუსტად მაშინ მოინდომეს არჩევნების ჩატარება.
-
newstudio ხოდა მაგიტომ თქვა ბაბუმ,რომ ეს ქართული დამახინჯებაა. ძალიან მაგონებს ეს კრება და ეს სტრუქტურები,ე.წ. ეროვნულ კონგრესს.ალბათ ისევე დაამთავრებენ,როგორც კონგრესმა დაამთავრა,ანუ რამდენიმე თვეში არავის არ ემახსოვრება.