Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ტატtat ჰოდა მეც მანდ ვარ. ეს პუნქტი როგორც მახსოვს ადრეც იყო კანონში. პარლამენტის ქვედა შესასვლელიდან 20 მეტრი რომ გადაზომო, მაინც ფეხით სავალ ნაწილზე დარჩები. თუ მათ გზა არ გადაკეტეს არა მგონია კანონი დარღვიათ, მითუმეტეს ალბათ არც მანქანების კოლონებით მოძრაობდნენ და არც რაღაც კონსტრუქციები დააწყვეს სამანქანო გზაზე. მოკლედ ხვალ იურისტებთან დავაზუსტებ.
  2. ჭანო სწორია, თუმცა გააჩნია ვის მხრიდან შევხედავთ. სოლისტის თუ დანარჩენების.
  3. ჭანო მე მგონი უფრო ქართულ შემგუებლობას ეხება ვიდრე ტოლერანტობას
  4. shamili კი ბატონო, ამიტომ მე მათი ეროვნულობა არ დამიყენებია ეჭვის ქვეშ, თქვენგან განსხვავებით რესპების მიმართ.
  5. machkatela იქნებ ვინმემ ახსნას სამმა კაცმა ეს კანონი როგორ დაარღვია? რა გზა გადაკეტეს?
  6. Gagi 67 ძალიან კარგია ბატონო გაგი ბჟეზინსკის რომ აფასებთ და თქვენი სურვილებიც მშვენიერია, მაგრამ სამწუხაროდ რეალობასთან ძალიან შორსაა. აგერ ეს წაიკითხეთ: აღმოსავლეთ-ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ პატარა ბავშვებივით ქცევას, უნდა შეუდგნენ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და უნდა შეწყვიტონ რუსეთის აგრესიაზე მუდმივი ჩივილი აშშ-სთან, სამშაბათს ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ბჟეზინსკის, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილ მრჩეველს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ხშირად ამერიკული პოლიტიკის ”რუხ კარდინალს” უწოდებენ. მისი ინტერვიუ პრაღის მოვლენების ოცი წლისთავს მიეძღვნა. ამ მოვლენებს კომუნისტური რეჟიმის დაცემა მოჰყვა. მისი თქმით, კომუნისტური სისტემის დაცემა მან ჯერ კიდევ 1968 წელს იწინასწარმეტყველა, როდესაც საბჭოთა არმია (ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნების არმიებთან ერთად) ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა (რათა ”პრაღის გაზაფხული”-ს რეფორმატორული მოძრაობა ჩაეხშო). ბჟეზინსკი ამტკიცებს, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ ეს კომუნისტური სისტემის დასასრულის დასაწყისი იყო, რადგან რეჟიმის საშინელი შიდა წინააღმდეგობები ზედაპირზე ამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხოსლოვაკიაში ისეთი ჩამოყალიბებული რევოლუციური განწყობები არ იყო, როგორც პოლონეთსა და უნგრეთში. იმავდროულად ბჟეზინსკიმ აღნიშნა, რომ 1968 წლის გაზაფხულზე ის ჩეხოსლოვაკიაში გახლდათ და უამრავ ადამიანს ხვდებოდა. პოლიტიკური პროცესები მაშინ ძალიან ინტენსიურად ვითარდებოდა და როდესაც ქვეყანაში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ, რეჟიმს არ აღმოაჩნდა ძალა, რათა დამოუკიდებლად გამკლავებოდა საკუთარ განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქეებს. ისინი კარგავდნენ სამსახურებს, ეწეოდნენ მათ დისკრიმინაციას, ცუდად ექცეოდნენ, თუმცა ისინი ძველებურად რჩებოდნენ ქვეყანაში. როდესაც რეჟიმმა დაშლა დაიწყო, ისინი ენთუზიაზმმა შეიპყრო, მიაჩნია ბჟეზინსკის. ჩეხეთში ”რკინის ფარდის” დაცემიდან 20 წლის შემდეგ, რუსეთის მიმართ გავრცელებულ შიშთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ შეშფოთების გარკვეული საფუძველი, ისეთი როგორიცაა რუსების მცდელობა აღადგინონ თავიანთი გავლენა ეკონომიკური ინსტრუმენტების საშუალებით (მაგალითად, ენერგომომარაგების სისტემის სტრატეგიულ კომპანიებზე კონტროლის მცდელობა) არსებობს. თუმცა აღმოსავლეთ-ევროპელებს არ მართებთ სიტუაციის დრამატიზება, სამაგიეროდ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მათ დიდწილად დამოუკიდებლად მოუწევთ. ისინი იმის მოლოდინში არ უნდა იყვნენ, რომ მათ პრობლემებს მათ მაგივრად სხვა გადაწყვეტს, განაცხადა ბჟეზინსკიმ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებულ შტატებს, პოლონეთს და ჩეხეთს შორის ისეთივე ურთიერთობები დარჩება, როგორც ეს ორი წლის წინ იყო, მიუხედავად იმისა რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ჩეხეთში სარადარო სადგურის მშენებლობა და პოლონეთში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსება გადაიფიქრა. ბჟეზინსკის აზრით, იმაზე საუბარი რომ შეერთებული შტატების პოზიცია ჩეხეთთან და პოლონეთთან დაკავშირებით ირანის წინააღმდეგ ”ანტი-სარაკეტო ფარის” ერთობლივი მშენებლობის გეგმებზეა დამოკიდებული სისულელეა, ხოლო ისეთი შთაბეჭდილების დამკვიდრება, თითქოს ეს ”ფარი” რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, უბრალოდ კონტრ-პროდუქტიულია, მიაჩნია მას. გარდა ამისა ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთიც და პოლონეთიც – ნატო-ს წევრები არიან და ამ თვალსაზირისით მათ აქვთ ალიანსის ტრანსფორმირების, მისი განმტკიცებისა და გაძლიერების შესაძლებლობა. მისი თქმით რეალობა ისეთია, რომ აშშ-ს პოლიტიკის ცენტრში ახლა არა ევროპა, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონია. მსოფლიოში სრულდება დასავლეთის დომინირება და არა იმიტომ, რომ დასავლეთი სასიცოცხლო ძალას კარგავს, არამედ იმიტომ, რომ მას აზია იძენს, მიაჩნია პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს. მან კომენტარი ასევე გააკეთა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის კრიტიკულ გამონათქვამებზე ბარაკ ობამას გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც იმისთვის რომ ჩინეთთან ურთიერთობები არ გაეფუჭებინა, ტიბეტელ დალაი-ლამასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ბჟეზინსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული სხვაობა იმ სიტუაციებს შორის, როდესაც ქვეყანას დიდ ზესახელმწიფოსთან მტრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდება და პირიქით, როდესაც ქვეყანა ამ ზესახელმწიფოსთან თანამშრომლობს იმის მიუხედავად, რომ მას არ მოსწონს მისი საშინაო პოლიტიკა. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, შეერთებული შტატები გულწრფელად იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, მაგრამ ეს ქვეყნებს შორის კონკურენციის პირობებში ხდებოდა და ამერიკა არაფრით რიკსავდა, როდესაც ღიად იცავდა ადამიანის უფლებებს, კარგავდა რა გავლენას იმაზე თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში, განაცხადა ბჟეზინსკიმ. ჩინეთთან ურთიერთობა კი დიდწილად თანამშრომლობით ხასიათდება, დასძინა მან. ბჟეზინსკის თქმით, მართალია აშშ-ს არ მოსწონს ჩინეთის საშინაო პოლიტიკა, თუმცა მიაჩნია რომ უაზრობაა სიმბოლური დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ჩინეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს, სანაცვლოდ კი ჩინელებს გააბრაზებს და თანამშრომლობის ატმოსფეროზე ნეგატიურად აისახება. იმავდროულად ბჟეზინსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთი აბსოლუტურად განსხავებულ მდგომარეობაშია და მას არ მიაჩნია, რომ ჩინეთს და ჩეხეთს შორის დალაი-ლამასთან დაკავშირებული უთანხმოება ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ჩინეთთან მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობს, კერძოდ, ჩრდილოეთ- კორეისა და ირანის პრობლემებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს ორი ქვეყანა ფინანსურად ერთმანეთზე ძლიერადაა დამოკიდებული. ამგვარად, ბჟეზინსკის მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის საკითხია. ორიგინალი ეს ასევევე ჩვენც გვეხება, ჩემი აზრით გაცილებით მეტად.
  7. paolo :maladec: shamili მაგაზე უკვე მოგახსენეთ. იქ მარტო ერთი კაცია ირაკლი წერეთელი. საერთოდ თქვენს მიერ ჩამოთვლილი პარტიები ე.დ.პ.-ს გარდა ერთ ავტობუს "ბოგდან"-ში ჩაეტევიან, ისიც პატარაში, დიდი არ დასჭირდებათ. რაც შეეხება რესპებს, ეს პარტია 1978 წელს დაარსდა და სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო ამოყვეს მისმა დამფუძნებლებმა საბჭოთა ბანაკში თავი.
  8. Saturn პარლამენტში შევარდნა ძალადაბა იყო მა რა? უბრალოდ ყველაფერი უსისხლოდ მოხდა. ლ ი ც ი მეც გილოცავთ ყველას დიდი ნოემბრის რევოლუციის მე-6 წლისთავს. : თუ სერიოზულად გიორგობას გილოცავთ ყველას.
  9. babuagiorgi ცალკეული ქვეყნებისათვის გასაგებია. მე ევროკავშირის პრეზიდენტის უფლებები არ ვიცი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ის როგორც პოლიტიკოსი არაა ცნობილი ევროპის ფართო საზოგადებისთვის და მის ამ სისუტეზე ხდება აქცენტირება და არა მის პოსტის გავლენაზე.
  10. shamili ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია საერთოდ არ არსებობს, არის ერთი ირაკლი წერეთელი. მასზე კომენტარები ძალიან ძნელია.სრულად ამართლებს თავის ზედმეტსახელს-კიკა. რაც შეეხება ე.დ.პ.-ს ანტირუსულობას, მაგენი არ იყვნენ ზვიადის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ? თქვენ ეს არა მგონია იცოდეთ, მაგრამ მაშინ გია და ირინა რომ დაიჭირეს, მოსკოვის რეისიდან მოხსნეს. ამის გარდა უკვე ედიკას მმართველობის ბოლოს ალსანასაც ჩაეხუტნენ, კაცს რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსის ჯარი მისთვის უცხო ქვეყნის ჯარი არ არის. საერთოდ ანტირუსობა პროდასავლურობას არ ნიშნავს და საერთოდ პროდასავლურობა დასავლური ღირებულების აღიარებას ნიშნავს და არა ლოზუნგების სროლას.
  11. shamili დაგიკონკრეტებთ, ეროვნულ-დემოკრატების პროდასავლურ პარტიათ გამოცხადება მართლაც სასაცილოა. კაცი(გია ჭანტურია) თეოდემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებას აპირებდა და პრესის მიერ პირველივე კრიტიკას მისი დარბევით უპასუხა. არჩევნების გაყალბებაში პიონერები იყვნენ,საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები ქონდათ და გამოიყენეს კიდევაც....გაგრძელება შეიძლება. ესენი არიან პროდასავლური? რაც შეეხება მაისაშვილს, მას დასავლური აზროვნება მართლაც გააჩნია, ოღონდ ჩემი აზრით ძალიან არასეროიზული ადამიანია.
  12. shamili : : : უკაცრავად ბატონო შამილ, მაგრამ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ძალიან გულუბრყვილოა.
  13. babuagiorgi ერთი კარგად ვერ გავიგე ბაბუ ბატონო. რას გულისხმობთ ინსტუციონალურად სუსტ პრეზიდენტს,თუ პიროვნულად. ევროკავშირის პრეზიდენტის უფლებებზე არაფერი არ ვიცი.
  14. lasha1997 ეგ თავისთავად, ოღონდ ოპოზიციის დაფინანსებას ვერ ბედავდნენ.
  15. lasha_alo პუტჩის ამბებს კიდევ რაღაც თეორიული შანსი აქვს შესწავლის, საარჩევნო მაქინაციებს კი არავითარი.
  16. machkatela ბოლო არჩევნების ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იურიდიული პირები მხოლოდ ნაცებს აფინანსებდნენ.
  17. babuagiorgi სწორი ბრძანდებით ვან რომპეი წარმოშობით მემარჯვენე-ცენტრისტული ყაიდის პოლიტიკოსთა ოჯახიდანაა. სპეციალობით ეკონომისტია, ბელგიას ერთ წელიწადზე ნაკლებია რაც ხელმძღვანელობს. ის წერს ჰაუკუს (იაპონურ ლექსებს) და მოკრძალებული ცხოვრების წესით და იუმორით გამოირჩევა. ცნობილია, რომ შვებულების დროს, როგორც წესი საკუთარი ავტომობილით და მასზე მიმაგრებული საცხოვრებელი ვაგონით მოგზაურობს. ვან რომპეი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთში მისი კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე დიპლომატმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე ხანმოკლე მუშაობის გამოცდილება მას უპირატესობას ანიჭებს, რადგან ვან რომპეიმ ევროკავშირის სხვა ლიდერებიდან მტრების შეძენა ჯერ ვერ მოასწრო. ეს გადაწყვეტილება (პრეზიდენტად პატარა ქვეყნის წარმომადგენლის, საერთაშორისო არენაზე უცნობი პირის არჩევა) ბოლო კვირებში გავრცელებულ ხმებს ადასტურებს იმის თაობაზე, რომ წევრი-ქვეყნების უმრავლესობას ისეთი ხელმძღვანელის არჩევა სურდა, რომლის მთავარი ფუნქციაც შიდა საკითხების მოგვარებით შემოიფარგლებოდა, ბლოკის წევრების დიდ ნაწილს არ სურდა ისეთი ფიგურის არჩევა, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვში კარს უპრობლემოდ შეაღებდა. ვან რომპეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდად და ზეწოლის გარეშე იმუშავებს. მან განაცხადა, რომ კეთილგონიერებას გამოავლენს და მისი პირადი აზრი ევროპის კავშირის მოსაზრებას დაექვემდებარება. ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნების მნიშვნელობას და მათ მრავალფეროვნებას, ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე ”იმ პოზიციათა წინსვლას შეუწყობს ხელს, რომლებსაც კავშირი დაამტკიცებს”, ისე რომ ევროკომისიის თავმჯდომარის პოზიციებს პრობლემას არ შეუქმნის.
  18. maliari აგერ ბატონო Lenta.ru: Новости: http://lenta.ru/news/2009/11/20/erzahlen/ 20.11.2009, пятница, 14:43:15 Обновлено 20.11.2009 в 11:34:52 Путин предсказал судьбу галстука Ющенко Премьер-министр России Владимир Путин порекомендовал президенту Украины Виктору Ющенко не надевать галстук, собираясь на встречу со своим грузинским коллегой Михаилом Саакашвили. "Двум президентам лучше проводить ужин - если они будут ужинать - без галстуков. Галстуки нынче в цене, не ровен час… Ну вы меня понимаете. Слопает гость Ющенко еще галстук", - пошутил премьер на пресс-конференции в Ялте после переговоров с главой украинского правительства Юлией Тимошенко. Путина цитирует "Украинская правда". Тимошенко отозвалась на намек Путина на поступок Саакашвили, сжевавшего галстук в прямом телеэфире, заявив, что она может проводить ужин с Путиным без галстука. Разговор об ужине зашел на пресс-конференции, когда российский премьер сообщил журналистам, что он намерен отправиться поесть вместе с Тимошенко. При этом Путин отметил, что за ужином он и Тимошенко собираются "говорить о Чехове". Комментируя визит Саакашвили на Украину, Путин выступил с весьма ироничными и даже пренебрежительными комментариями. Когда журналисты поинтересовались у премьера о том, знает ли он о приезде грузинского президента, глава российского правительства ответил так: "Вы думаете, я слежу за всеми передвижениями [Саакашвили]?". "Чем занимались наши коллеги, понятия не имею, но думаю, что двум президентам всегда есть о чем поговорить, что-то обсудить, куда-то сходить... Бойцы вспоминали минувшие дни, и битвы, что вместе продули они", - приводит слова Путина "Украинская правда". Михаил Саакашвили прибыл на Украину с двухдневным рабочим визитом 19 ноября. Он уже успел провести переговоры с Виктором Ющенко, а также почтил вместе с ним память жертв Голодомора и наградил украинского президента грузинским орденом Святого Георгия. Владимир Путин приехал на Украину в тот же день, 19 ноября. Вечером в четверг он провел переговоры с Юлией Тимошенко, в ходе которых обсуждалось сотрудничество двух стран в различных сферах, а также вопросы российско-украинских соглашений в газовой области. პუტინი გასაგებია, მაგრამ ტიმოშჩენკოც აღადავებს მიშიკოს.
  19. shamili ამის გასაგებად ბატონ შამილ ელემანტარული რაღაცეები უნდა იცოდეთ. თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიების უმრავლესობას( რესპუბლიკელებს,ახლებს, ფორუმს, ლეიბორისტებს,კონსერვატორებს საკმაოდ დიდი სახელმწიფო დაფინანსება აქვთ, შესაბამისი კანონის თანახმად, წინა არჩევნებში მიღებული შედეგების თანახმად.აი ბურჯანაძეს, ოქრუაშვილს, ნოღაიდელს საიდან აქვთ ფული, გასაგებია, მაგრამ რუსები აქაც არაფერ შუაშია. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება ბოლშევიკურ ბრალდებებს, ანუ წითელ მოედანს, თავი დაანებეთ. ეს რომ მართალი იყოს ამ ხელისუფლებას დიდი ხანია ყველანი ვირის აბანოში ეყოლებოდა გამწესებული, მითუმეტეს ფულის ნაკადის კონტროლი მათთვის პრობლემა არ არის.
  20. machkatela საპარლამენტო ყველა, რაც შეეხება არასაპარლამენტოებს, მიუხედავად ჩემი ბევრი მათთგანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა, ასეთ რამეს ვერ დავაბრალებ.თქვენ ვისზე რა მოსაზრებები გაქვთ?
  21. Saturn კარგათ წაიკითხეთ რაც დავწერე, 30% ყველაფრის გამოყენებითაა, დასაშვებით და არდასაშვებით. თუ თანაბარ მდგომარეობაში ჩადგებიან, ალბათ 20%-ს მიიღებენ. ისე იქნებ თქვენ ამიხსნათ, რატომ უნდა იყოს თბილისის მერი 30%-თ არჩეული, რა იმიტომ რომ ერთ პარტიას ასე აწყობს? ბარემ პრეზიდენტიც ასევე ავირჩიოთ.
  22. shamili ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა არცერთი და ამას ყოველთვის ვწერდი. მაგის იდიოტურმა ქმედებებმა ქალაქის სამმართველოსთან კინაღამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.ჩემთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არასოდეს არ ყოფილა პრობლემა, ვისიც აზრსაც არ უნდა ემთხვეოდეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ბოლო დაუსრულებელი აქციებისა, განსაკუთრებით ბურჯანაძის და ბესელიას(ოქრუაშვილის) და სხვა გრეჩოიდებთან გვერდით დგომისა. საერთოდ არავისთვის არ მიკითხია ეს.
  23. newstudio მთავარი მომენტებია. 1. საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ნაცები 30%-ს ზემოთ ცოცხალი თავით არ წევენ, რადგან მთელი მათი რესურსი თბილისში, ყველაფრის გამოყენებით მაგდენია.50%+1 რომ იყოს ვერანაირად ვერ გაქაჩავენ, თუ უბრალოდ არ დაწერეს. ეს უმთავრეასად მერი არჩევნებს შეეხება. 2.რაც მთავარია საარჩევნო კომისიები. ასევე არ თმობენ თავიანთ უმრავლესობას კომისიებში. დღევანდელი მდგომარეობით 7/6-ზე. საუბნო კომისიებში ოპოზიციას მდივნების და მოადგილეების თანამდებობას სთავაზობენ, მაგრამ არა საოლქოებში და ცენტრალურში. რაც შეეხება პრესას, პოლიციას და აღმასრულებელ ხელისუფლების მონაწილეობის საარჩევნო კამპანიაში, მე მგონი არც განუხილიათ.
  24. shamili ეგენი ჩემი მეგობრები არიან და ძალიან კარგად ვიცი ვინაა მოღალატე. ივლიანეს მამა ისეთი პატრიოტი ქართველი იყო, როგორებიც ძალიან ცოტანი არიან. თქვენ ნიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩრდილოკავკაციელებს დადებიდათ უნდა უყურებდეთ და იქნებ ლევან ხაინდრავას ასლანბეკი წაგეკითხათ.რაც შეეხება უსუფაშვილის "შემზარავ" საქციელს რომელიც თურმე ნეტარმა გრეჩიხამ ამცნო საზოგადოებას, ამაზე მე ერთი წლის წინ დავწერე ფორუმ.გე-ზე და ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. დათომ პარტიაში მიღების განცხადება შემდეგნაირად დაწერა, მიმიღეთ პარტიაში რათა დავშალო ის. უბრალოდ 18 წლის ბიჭის დონკიხოტური საქციელი იყო. ჰო კიდევ, ალასანიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთო სად თქვა?
×
×
  • შექმენი...