Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Saturn მშვენივრად გესმით ბატონო სატურნ რაშიცაა საქმე და არ გინდათ ასეთ პოზაში ჩადგომა.შინხოფერის საქმე გაიხსენეთ. სანამ ავსტრიის კანცლერმა ჩვენს პრემიერს არ გაურჩია საქმე შინხოფერი დაკეტილი იყო. ბიზნემენებს სასამართლოში სირბილს ისევ ხელისუფლებასთან მორიგება ურჩევნიათ თავიანთი მთავრობების ჩარევით.ბადაგონიც გაიხსენეთ. ალბათ ესეც ასევე დამთავრდება. საერთოდ მთელი რუსთავი არ ღირს თავისი ყველა ქარხნით, მილიბენდის და ბრიტანეთის მხარდაჭერის დაკარგვად.
  2. Gagi 67 უკაცრავად ამას ვერ მივაქციე ყურადღება: legitimus კი ნიშნავს კანონიერს, მაგრამ ლეგიტიმურობა კი: Легитимность (от лат. legitimus — согласный с законами, законный, правомерный) — согласие народа с властью, когда он добровольно признаёт за ней право принимать обязательные решения. Чем ниже уровень легитимности, тем чаще власть будет опираться на силовое принуждение. Кроме того, легитимность — политико-правовое понятие, означающее положительное отношение жителей страны, больших групп, общественного мнения (в том числе и зарубежного) к действующим в конкретном государстве институтам власти, признание их правомерности
  3. choxa ამათ ხომ არაფრის რცხვენიათ ჩოხა ბატონო. კიდევ მოიყვანენ თუ არ ვცდები მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს, რომ ინვესტიციების განხორციელების სიმარტივით 12-ე ადგილზე ვართ. მის დაცვას რაც შეეხება, ამაზე ხომ არ საუბრობენ.
  4. ასე შევეგუეთ გოგა ხაინდრავას დანიშვნას მინისტრად. ადამიანის, რომლის წარსულიც საკმარისად კარგად ვიცოდით იმისთვის, რომ არანაირი ილუზიები არ გვქონოდა მის მომავალთან დაკავშირებით. თვალები დავხუჭეთ და ჩავაბარეთ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა. შევეგუეთ ირაკლი ოქრუაშვილს მისი დადგმული სატელევიზიო შოუებით და თავი წარმატებით დავირწმუნეთ, რომ სწორედ ის იყო ბაზალეთის ტბის ძირში ნაპოვნი გმირი. ეჭვიც კი არ შეგვპარვია იმ ფოლადის ყალიბში, რომლისგანაც ნინო ბურჯანაძე იყო დამზადებული საინტერესო ჩამონათვლებია.ვინც ოპოზიციაში გადავიდა ისინი. შევეგუეთ ბეგაშვილის საშვიდნოემბრო დემონსტრაციას, ომის დროს გაჟღერებულ პანიკურ მოწოდებებს და კაბინეტებიდან გაქცეულ სახელმწიფო მოღვაწეებს .... ბეგაშვილის გინება მოსულა, დღეს არავინ არ არის. თვითონ 7 ნოემბერზე არაფერი.არც გაქცეული ჩინოვნიკები არ არიან დაკონკრეტებული
  5. lasha1997 დიდი ბოდიში დიტო ბატონო, მაგრამ რადგან ღიად დაწერეთ, შეიძლება გავიგო რა ქნა?
  6. lasalexx თქვენს სხვა კითხვებზე მეზობელ თემაში გამოვთქვი ჩემი აზრი. მაჟორიტარებს რაც შეეხება, ხომ დაყვეს თბილისი 30 ნაწილად, ეხლა 25-დაყოფენ, მაგას ადვილად მოახერხებენ.თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტები, რამდენიმე მანდატიანი ოლქებიც, აქაც შეიძლება რაიმე ხიფათი ჩადონ. დაველოდოთ კანონის მიღებას.
  7. lasalexx გეთანხმებით, თუმცა ერთ კანდიდატზე შეთანხმება რომ ვერ მოხდება(აქ მარტო ამბიციებში არ არის საქმე), სწორედ ამაზე თამაშობს ხელისუფლება. კომისიებს კი არ თმობენ. მაქსიმუმი რაზეც მიდიან საუბნოებში მდივნის თანამდებობაა.საოლქოებში და ცენტრალურში კი არაო.ცესკოს თავჯდომარეს კი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული 3 კანცდიდატიდან ირჩევს ოპოზიცია. რა კანდიდატებსაც შესთავაზებს გასაგებია და ვის ჩათვლიან ოპოზიციაში: ასლანიჩებს,პადოშას, მე თვითონს და ჯონდის? აქედან გამომდინარე ნორმალური არჩევნების პერსპექტივა ძალიან ცუდია. ხო კიდევ მასმედიაზე და ვანოს ფაქტორზეც არაფერია.
  8. lasalexx თანხებს სულ ცალ ფეხზე კიდიათ, არამედ კარგად იციან, რომ 30% მათ "პატალოკია" და თბილისში მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მეტს ვერ გაქაჩავენ. ასევე პროპორციული არჩევნები საკრებულოში ხომ არანაირად არ აწყობთ, მაგით საერთოდ დაერხევათ, აღარც მერი ეყოლებათ თავიანთი და არც საკრებულო.
  9. Gagi 67 ვის და რესპუბლიკელებს სარჩევნო პროგრამებიც გვქონდა( მაგრამ ამ ქვეყანაში მას არავინ კითხულობს) და პოლიტიკური პლატფორმაც, მაგრამ მერის არჩევნები(საკრებულოსგან განსხვავებით) სწორედ პიროვნების არჩევნებია, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოვხსნათ ბარიერი და შეიძლება ქვეყანას 15%-თ არჩეული პრეზიდენტი ყავდეს? საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებულ კითხვას რატომ არიდებთ თავს?
  10. დღეს ძალიან სახალისო ინფორმაცია წავიკითხე რეზონანსში. ამ უბადრუკი ხელისუფლების ლეღვის ფოთლებს არ დაუფასდათ "ამაგი". რაღაც დოკუმენტი რომ შექმნეს, ხელი მოაწრეს და როგორც პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა,პარლამენტში წაიღებდა და საკანონმდებლო სახეს მისცემდა. მაგრამ მოხდა პალიკოსთვისაც მოულოდნელი. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი კანონპროექტს და ის მზადაა პარლამენტში შესატანად. რა თქმა უნდა იქ კარგი არაფერი არ ეწრია, 30% დატოვებულია, ცესკოს თავჯდომარეს პრეზიდენტის შეთავაზებული 3 კანდიდატიდან ირჩევს ოპოზიცია(საინტერესოა რომელი?), ნაცებს კომისიებში უმრავლესობა ნაცებს რჩებათ და ა.შ.
  11. Gagi 67 1.მე თქვენობით გელაპარაკებით და კეთილი ინებეთ თქვენც ასევე მოიქეცით 2.შვილად ვინ ვის ერგება საკითხავიც კი არ არის, მე 57 წლის ვარ. 3.თქვენ პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების ბარიერი ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და ამიტომ ჯერ პოლიტიკური "ლიკბეზი" გაიარეთ და მერე ვისაუბროთ. ერთ რამეს მაინც გეტყვით, როდესაც მერის და არა მერიის, რიოგორც თქვენ ბრძანებთ არჩევნებია,მითუმეტეს დედაქალაქში არჩეული მერი საკმაო ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდეს და ამაზეა საუბარი და შესაბამისად მას არჩევნებზე მოსულთაგან ნახევარზე მეტმა უნდა მისცეს ხმა ანუ 50%+1. რაც შეეხება პარტიულ სიებს ის სულ სხვაა. აქ შეიძლება ბარიერი იყოს3-5% როგორც უმრავლეს ქვეყნებშია, ან კი სულ არ იყოს. ჩემს მეორე კითხვას საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით არ უპასუხეთ.
  12. naftucha თუთბერიძე ამ ფორუმზეცაა.დავიღუპეთ
  13. newstudio მეც რაღაც ავატარი მეცნო.
  14. ძალიან კარგად. წაიკითხეთ არსებული თემები და გამოთქვით თქვენი აზრი. ქვემოთ რომ სწრაფი პასუხის ფორმაა იმაში.რომ დაამთავრებთ წერას დააჭირეთ გამოხმაურებას. :
  15. DATA TUTASXIA აღარ მახსოვსრომელიღაც ფორუმზე წავიკითხე სადღაც მესამე რაიხის არქვებში აღმოჩენილი: ქართველების პოლიტიკური გულურყვილობა, იდიოტიზმამდე დადის.
  16. shamili ამერიკის ბაზებს კი არა, ნატოში შესვლას. რაც შეეხება რუსეთის დაშლას, ეს ჩემი პოზიციაა და არა პარტიის. მისი დაშლა უკიდურესად სახიფათო და არაპროგნოზირებადია, უპირველეს ყოვლისა მისი მეზობლებისთვის, შემდეგ სხვებისთვის.
  17. shamili რესპუბლიკელები მაგას თქვენს დაბადებამდე ამბობდნენ. ადრე თქვენ იკითხეთ რომ ვინმემ აქ 1999 წლამდე ნატო თუ იცოდა რა არისო ეს მე 1969 წელსაც ვიცოდი, მერე რომ არ მკითხოთ მაშინ 17 წლის ვიყავი.
  18. b]Lo Janko[/b] მაგაზე არაა ლო საუბარი.დავუშვათ და რუსეთი დაინგრა. ჩრდილოეთ კავკასიაში საშინელი ამბები დატრიალდება და ჩვენც აუცილებლად გადმოგვწვდება. რაც მთავარია, თუ ს.ს.რ.კ-ს დაშლის დროს მოხერხდა ბირთვული იარაღის დაფანტვის ძალიან საშიში მოვლენის თავიდან აცილება, ეხლა ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს.
  19. Gagi 67 ამხელა პოსტის გამოცხობას, იქნმებ კონკრეტული რამე დაგეწერათ საარჩევნო კოდექსზე, რომელსაც 6 თუ 7 პარტიის საერთო აზრად გვთავაზობს ხელისუფლება. ორ კითხვას დაგისვამთ: 1. რატომ უნდა იყოს თბილისის მერი არჩეული 30%-თ, იმიტომ ხომ არა რომ ხელისუფლებას ასე აწყობს? 2. რატომ უნდა ქონდეს ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა ყველა კომისიაში? სატელიტ პარტიებს არა ვთვლი. ასეთი კითხვები ბევრი შეიძლება დაისვას.
  20. lasha1997 გეთანხმებით დიტო ბატონო. Lo Janko მე ამ საქმეში პესიმისტი ვარ ლო. რაც მთავარია რომელიმეს წარმოუდგენია რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთის დაშლა, თუ ის მართლა მოხდა
  21. newstudio მეც ძალიან მინდა რომ ასე გამოვიდეს, მაგრამ.....
  22. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" საარჩევნო კანონმდებლობაზე NDI-ს ფორმატში მომუშავე ჯგუფს ინიციატივით მიმართავს. ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში 9 თვის განმავლობაში ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა, მოუწოდებს, 26 ნოემბრამდე ყველა შეთანხმებული საკითხი ხელმოწერით დაადასტუროს. ‘’საჭიროა NDI-ს ოფისში დაიდოს ყველა ის ძირითადი დოკუმენტი, რასთან დაკავშირებითაც მოხდა შეთანხმება და ყველა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს თავისი პოზიცია, რათა ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს შეთანხმებები პარლამენტში იქნება მიღებული და მას კანონის ძალა ექნება”, - განაცხადა ქარდავამ. ბოლო სხდომაზე შეთანხმებულ დებულებებს მხოლოდ ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ არ დაეთანხმა, რის გამოც კენჭისყრა ჩავარდა. შეთავაზების პაკეტი, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ წარადგინა, ითვალისწინებდა თბილისის მერის არჩევნებზე 30%-იანი ბარიერის დაწესებას, საკრებულოში პარტიული სიისთ და მაჟორიტარული წესით დეპუტატების თანაბრად – 25/25-ზე არჩევას, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურის დასახელებას პრეზიდენტის მიერ, რომელთაგან ერთს ოპოზიცია აირჩევს, ცესკოს კომისიის მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას, სპეცუბნების გაუქმებას და სხვას. ‘’ალიანსთან’’ კონსენსუსის მიუღწევლობის მთავარი მიზეზი ბაერიერი გახდა, რის გამოც, ფაქტობრივად, სხდომა ჩაიშალა. სამი პოლიტიკური სუბიექტისგან - ,,რესპუბლიკელებისგან’’, ‘’ახალი მემარჯვენეებისგან’’ და ‘’თავისუფალი დემოკრატებისგან’’ შემდგარი გაერთიანება 30%-ის ნაცვლად 50%-იან ბარიერს ითხოვს, რომელიც ბოლო შეხვედრაზე 45%-მდეც კი დასწია. ე.დ.პ-ს სხვა "ოპოზიციონერები"-ც შეუერთდნენ: ალსანიჩები, პადოშა, ჯონდი, მე თვითონ და კაკო ასათიანი. ამათ უსირცხვილობას საზღვარი აღარ აქვს, აღარ იციან ხელისუფლებას როგორ შეუძვნენ. იქნებ ვინმემ მითხრას რა დასთმო ხელისუფლებამ, რომლის დაფიქსირებას აპირებენ? 30%-იანი საარჩევნო ბარიერი რჩება, ნაცების უმრავლესობა ყველა კომისიებში რჩება,ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არავითარი შეზღუდვა არ იქნა მიღებული. მედიის განთავისუფლებაზე საუბარი არ არის, არც პოლიციის ჩამოშორებაზე არჩევნებიდან. ერთადერთი თარნიშვილს შეცვლიან თურმა, რა სხა თარხნიშვილის ვერ იშოვიან? ეს ე.წ. საპარლამენტო პოზიცია კი ყველაფერს აკეთებს რომ მართლა ლეღვის ფოთლებივით აეფაროს ნაცებს.ისინი უკვე ამბობენ, რა გინდათ უმრავლესობა თანახმაა და მხოლოდ ალიანსი აჩმახებსო. მოკლედ ტიპიურ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე. გააყვანინებენ ამ უბადრუკებს თითო კაცს საკრებულოში (ასლანიჩას შეიძლება სამს), მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლი პარტიების უმრავლესობა სულ რამოდენიმე კაცისგან შედგება, იქნებიან მშვენივრად.
  23. lasha1997 აღმასრულებელი პროდუსერი არის საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან მირზა(პაპუნა) დავითაია. ეს უკვე კანონის დარღვევა, რა თქმა უნდა თუ ზღაპრებს არ მოყვებიან, რომ ის უსასყიდლოდ მუშაობს. ფულის დიდი ნაწილი რომ ჩვენ გადავიხადეთ, გასაგებია.
  24. Saturn არავითარი დარღვევა ეს არ არის. აქციას გაფრთხილების მიღება,რასაც არასწორად ნებართვას ეძახიან,მაშინ სჭირდება როცა მოძრაობას კეტავ. ბოლო შესწორებებიც კი რომელიც მიღეს, აქ არ მოქმედებს. მთელი ირონია იმაშია, რომ მიშა სწორედ იმ დღეს საუბრობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში: "ჩვენ შევქმენით სისტემა, როდესაც ყველას ეუძლია ატარის მიტინგები და გამოხატოს თავისი აზრი" ისე დაჩი ცაგურია მეც არ მევასება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლოდ უნდა დაიჭირონ.
×
×
  • შექმენი...