Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ლ ი ც ი ქრისტე აღსდგა რამაზ! მანდამაინც დიდ ნგრევას ამ კუთხით ვერ ვხედავ, თუმცა არის ცალკეული გამოხტომები. არც მგონია რომ განადგურების საფრთხე რეალური იყოს.
  2. Gagi 67 აი ამაში კი გეთანხმებით ბატონო გაგი. ქრისტე აღსდგა.
  3. დამდეგ აღდგომას გილოცავთ კეთილო ხალხო.
  4. fashisti უფრო სწორია სახელმწიფო, კანონითაა დადგენილი ვინ უნდა დაფინანსდეს.აი ხელისუფლება ვის და რატომ აფინანსებს ეს სხვა საქმეა
  5. McLaren პირველი სამწუხაროა, მაგრამ სწორია.ეს ჭადრაკის სასახლის და მისი შემდგომი მოვლენების შედეგია. რაც შეეხება მეორეს მაგას მხოლოდ ერორები აცხადებენ. მე როგორც ვიცი ისეს 30-35%-ის ფარგლებშია. მთელი უბედურება იმაშია რომ რეიტიგებს ეს ორგანიზაცია თვითოეულ სუბიექტს მხოლოდ თავისას აძლევს.იქ ძალიან ბევრი კითხვაა და ასლანიჩებმა მხოლოდ ის გამოაქვეყნეს რაც მათ აწყობდად.ხოლო ერორები საიდან იღებენ მონაცემებს, IRI-ს რომ ვეკითხებით პასუხს ვერ ვიღებთ.ამიტომ როგორც NDI ამბობს რომ ის თავის გამოკვლევებს საჯაროდ ყველასთვის ერთად გამოაცხადებს, ძალიან კარგი იქნება. მეც პირადად ძალიან მაინტერესებს.
  6. shamili ღალატი მაგ ქმედებების დაწყება იყო. იყო ნამდვილად რაღაც დროის განმავლობაში. მძინარე ცხინვალი კოკოითის ტერმინია, ხოლო ლევანმა თქვა რომ მიშამ საკუთარი ქალაქი დაბომბა, რა ტყულია? ძალიანაც სწორად მოიქცა,ზემოთაც დაგიწერეთ რომ არავითარი ლტოლვილები ისინი არ იყვნენ არამედ შეიარაღებული მუსლიმი ექსტრემისტები, რომელთაც საქართველოში არაფერი არ ესაქმებოდათ. კარგით კიდევ ერთს გაგახსენებთ. 1991 წელს ტელევიზიასთან მიმდინარე მიტინგების დროს წერეთელმა განაცხადა რომ მოდით გვარდია წინ გავუშვათ უზენაესი საბჭოს შენობისკენ და ჩვენ უკან მივყვეთო. პირდაპირი მოწოდებააა ხელისუფლების იარაღით დამხობისკენ. ხოლო სისულელეები იმდენი აქვს ნათქვამი რომ მაგას რა დაიმახსოვრებს. სხვათა შორის მისთვის კიკა მე არ დამირქმევია მეტსახელად.თუ არ იცით ვინ იყო კიკა უფროს თაობას კითხეთ. ხო ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას მოგილოცავთ და მოდით ეს დებატები ორშაბათამდე გადავდოთ.
  7. ლ ი ც ი ამათ რეალტვ-ში ხომ არ გაიარეს პრაქტიკა?
  8. McLaren წინა გამოკითხვები რომლებიც ჩაატარეს IRI,NDI და იაგო კაჭკაჭიშვილმა დაახლოებით ერთმანეთს ემთხვეოდა მაშინ გიგის დაახლოებით 31% ქონდა და ალასანიას 21%-ი. ეხლა მე პირადად დაველოდები NDI-ს კვლევებს და ასევე იაგოს.მას კი მე პირადად ვენდობი. ის რომ ბევრს ჯერ არ გადაუწყვეტია ან არავის არ აძლევს ხმას ცუდია ოპოზიციისთვის, რადგან ხელისუფლების ამომრჩეველი ბევრად მობილიზებულია. ამ წუთში ცეცხლი გადმოვიდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ყველას გილოცავთ.
  9. McLaren არ არის ეს მთლად ესე. მაჟორიტარები რომლებიც ოლქებს იგებენ, ან თუნდაც შემდეგ ადგილებზე გადიან ყოველთვის მეტ ხმებს იღებენ ვიდრე მათი პარტიები. ანუ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა კონკრეტულ მაჟორიტარს შეუძლია მისცეს ხმა, მაგრამ ამავე დროს სხვა პარტიას და მერობის კანდიდატს. არ არის ეს ასე. თბილისში ალასანიას 11% აქვს, ხოლო ალიანს 10%. ამით ჩვენები უსწრებენ ასლანიჩებს პარტიულად მათ 8%-ი აქვთ, ხოლო გია ჭანტურიას კი საერთოდ 4% აქვს.დანარჩენები კი გაცილებით ჩამორჩებიან. აპრილში NDI გამოაქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს და რაც მთავარია ყველასთვის და საჯაროდ, რათა არავის არ ქონდეს ციფრებით მანიპულირების საშუალება. ეს ბევრ რამეს გაარკვევს.
  10. shamili არავითარი ლიდერი ლაშა ნაცვლიშვილი არაა და არავითარი ლტოლვილები არ გადაუცია რუსებისთვის.იმედია სხვადასხვა ჯურის ისლამური ექსტრემისტებს რომლებსაც თქვენ ეტრფით უმწეო ლტოლვილებად არავინ თვლის.არა და ისლამისტების ბუდედ უნდა გადაქცეულიყო პანკისი. სხვათა შორის მათგან პანკისის გაწმენდა ყველაზე მეტად ალასანიას დამსახურებაა და მე და არა მარტო მე მას ამას დიდ საქმედ ვუთვლი. არ უთქვია უსუფას რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებები და ამას რა შედეგიც მოყვებოდა მე 2008 წლის 1 აგვისტოს მაქვს დაწერილი ფორუმ.გე-ზე და ამის მიხვედრას დიდი ჭკუა არ უნდოდა. სამწუხაროდ მაგ ყვირილში ის მარტო არ იყო და თითქმის უკლებლივ მაშინდელი ლიდერებიც უბამდნენ მხარს.ვინ ცდებოდა გადახედეთ ჩვენი და ლიტვის მდგომარეობას და ნათლად ჩანს.
  11. McLaren მერობაზე ნაცები მთელ ძალას ხარჯავენ და მოქმედი მერი ყავთ კანდიდატად. ხოლო მაჟორიტარებად უცნობი ხალხი უნდა დააყენონ, ხოლო ალიანს და სხვებს კი წონიანი ფიგურების დაყენების საშუალება აქვს. მოგებაში მე ოპოზიციის ჯამურ მოგებას ვგულისხმობ, რაც საკრებულოს თავჯდომარის არჩევის შესაძლებლობას მოგვცემს. 5%-ი ვის აქვს ვერ გავიგე. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ხალხი მოვა არჩევნებზე.
  12. Pioneer ეხლა გაერთიანებაზე არაა საუბარი, არამედ შეთანხმებაზე. ეს განსაკუთრებით მაჟორიტარებს ეხებათ.პრინციპში პროპორციული ხელისუფლებამ ვერ უნდა მოიგოს და თუ მაჟორიტარებსაც მოვუგებთ მაშინ მერი საკრებულოს გარეშე ვერ იგულავებს, ანუ უგულავა ვერ გაგულავდება.
  13. ეს ხომ ცნობილი დათო ზეიკიძეა, ძალიან ღარიბია ეტყობა.
  14. DonCaredo მე პრინციპში ვენდობი და მართლაც მჯერა რომ ალასანიას რეიტინგი შემცირებულია წინა გამოკითხვებთან შედარებით როცა მას 20%-ი ქონდა და მის ზრდას ველოდით, მაგრამ ჭადრაკის სასახლის ეპოპეამ გააკეთა თავისი საქმე, თუმცა არჩევნებამდე კიდევ ორი თვეა და რაღაცის დაქაჩვა შეიძლება. მე არასოდეს არ მითქვამს არც ადრე და არც ეხლა ვიტყვი რომ ალასანია არჩევნებს მოიგებს და ესეც მრავალჯერ დავწერე რომ ალანსი კარგ შემთხვევაში დაახლოებით 10 მანდატს აიღებს. მაგრამ ეს ნამდვილად არ მიმაჩნია არჩევნებში არმონაწილეობის საბაბად.
  15. DonCaredo მე რაღაც ეჭვები მაქვს რომ თქვე ადრე რესპების წევრი თუ არა მათთან დაახლოებული პიროვნება იყავით, თუმცა შეიძლება ვცდები.მე მესმის ასევე რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თინაზე ალერგია აქვთ, მაგრამ დათოზე კი ნამდვილად არ მესმის. Grig ამაში გეთანხმებით, მაგრამ მერე შეიცვლებოდა. გრეჩო ალბათ არ გვეყოლებოდა ერთი წლის განმავლობაში საერთო ნაციონალური ოპოზიციური ლიდერი და შარშანდელი აპრილის აქციები არც ასე წარიმართებოდა და არც ასე ჩვენთვის სამარცხვინოდ დამთავრდებოდა. მაგრამ მე ეს უამრავჯერ მითქვამს, რომ ამ ქვეყანაში მოსწონთ ან მიშა მაგარია, ან მიშა მოვედი.
  16. Grig სწორედ, მაგრამ მე ამაში სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. ჩამოვთვლი ვისი: გოგა ხაინდრავასი, პადოშასი,ჯონდის,მე თვითონ და კოკოს.მაგარი სასტავია. ეს ბოლო ოთხი ეხლა სად არის ყველამ კარგად იცით. გოგა ხაინდრავა კი ილიკოსთან ახლოსაც ვერ მოვა და ყოველთვის ქუჩის ბიჭად დარჩება.
  17. shamili რამდენჯერ გკითხეთ ბატონო შამილ, ირაკლი წერეთელს და კომპანიას ვინ მისცა ვინმეს ეროვნულობის დადგენაზე ლიცენზია. სწორედ მაგისთანების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ევროპული გასნვითარების გზის მაჩანჩალაა.გამოვიდეს და იყვიროს ძირს ლიტვის მოღალატობრივი გზა. მეტი რა იცის.
  18. ბატონო დონ, მართალია თქვენ რაღაც პათოლოგიური ზიზღი გაქვთ რესპების მიმართ, რომლის მიზეზი მე არ ვიცი,მხოლოდ შეიძლება ვივარაუდო.მაგრამ ამჯერად ალიანსზეა საუბარი და ალასანიაზე.IRI-ს გამოკითხვებითაც კი, მაშ შემდეგაც კი რაც ალასანიას რეიტინგი 20%-დან 11%-მდე დავიდა, მაინც ორჯერ მეტია ვიდრე გრეჩოსი და კიდევ უფრო მეტჯერ ვიდრე სხვა ოპოზიციური თუ ფსევდოოპოზიციური კანდიდატების, გია ჭანტურიას ჩათვლით. თბილისზეა საუბარი. ეს ყველაფერი გრეჩიხამ მშვენივრად იცის, თორემ მაგას ვერ დაასწრებდნენ კანდიდატურის დაყენებას. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, რითაც გრეჩო ამაყობს, მის ადგილას პოლის ჯოხი რომ ყოფილიყო, ისიც იგივე შედეგს აჩვენებდა. მე ისიც შემიძლია გაგახსენოთ, თუ ვისი მხარდაჭერით მოუგო მან მაშინ უსუფას შიდა ბლოკური არჩევნები.
  19. DonCaredo აი პრაიმერისტების კანდიდატი ხომ კრამიტებს ხომ სულ ლაწალუწს დააწყებინებს. მე არ ვამბობ რომ ალასანია მოიგებს, მაგრამ ისინი საერთოდ ნოლზე დაჯდებიან.
  20. ერთი რამე ვერ გავიგე, ვთქვათ პრაიმერისტები დათანხმდნენ ალასანიას მხარდაჭერაზე. საკრებულოს თავჯდომარის თანამდებობის შეთავაზება რაღაა. მაგისთვის საკრებულოში უმრავლესობა უნდა მოიპოვო და მე მგონია რომ ოპოზიციას ეს არ ეჭყანება. რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების გაყოფა ეს შესაძლებელია და აუცილებელიცაა.
  21. ლ ი ც ი lasha1997 ბორჯომი და ბაკურიანიც ხომ არ მივართვათ.ეგენიც "ისკონნო ასეტინსკიე ზემლი" ყოფილა.
  22. გაახარონ თავიანთი ჭია. ერთი ორჯერ გამოჩნდებიან ტელევიზორში და ეგაა.
  23. ლ ი ც ი ჯერ ხომ არ დამთავრებულა განაცხადების შემოტანა, ამიტომ სია კიდევ გაიზრდება. ისე არაფერი სანერვიულო მანდ არაა. მიიღებენ 0.01%-ს და წავლენ სახლში.
×
×
  • შექმენი...