Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ინფორმაცია ძუკუ

  • დაბადების დღე 02/21/1952

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    უცხოპლანეტელი

ძუკუ'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ოცნებას რა უნდა ვკითხო ნამდვილად ვერ გავიგე.უბრალოდ მამალაძის,კვიციანის და მითუმეტეს გიორგაძის გვერდით ბიძინა გიორგობიანის მოხსენიება ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ უზნეობაა.
  2. ბიძინა გიორგობიანი არაფერს არ ითხოვს,მარტივი მიზეზით,მას აქვს პოლიტდევნილის სტატუსი მინიჭებული პარლამენტის მიერ.ამის გარდა გერმანიაში ორჯერ აქვს მიღებული დევნილის სტატუსი,ერთხელ ედიკას,მეორეჯერ მიშას დროს.და საერთოდ ბიძინას ამ სამ ადამიანთან ერთად მოხსენიება ჩვეულებრივი ნაცმაცუნური უზნეო პროპაგანდისტული მეთოდია.
  3. ოქრო ბიჭს რომელიმე ნაცზე ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი
  4. აბსოლუტურად ვეთანხმები.კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებზე,ისიც დისკრიმინაციების გარეშე,კი ბატონო.
  5. ისე ყველაზე საკაიფო საჩხერის გამგებელი ცერცვაზე იყოთუ არ ვცდები 6%-ი აიღო
  6. მოგესალმებით ბატონებო.დავბრუნდი და ძველი პირადი დავივიწყოთ,მხოლოდ ერთს ვიკითხავ,აქ ბევრი კუბოში რომ მდებდა არჩევნებით ხელისუფლების გამოცვლა არ გამოვაო,როგორაა ეხლა საქმე? Siknadmo როგორც უმრავლეს შემთხვვებში გეთანხმებით სიკნადმო ბატონო. ისე წინ ძალიან რთული გზა მოგველის.
  7. ლაშა მე კარგა ხანს არ შემოვდიოდი აქ,იმიტომ რაღაც სიმახინჯეს დაემსგავსა აქაურობა.რამდენიმე დღის წინ ისევ ვცადე და ეტყობა შემეშალა.ამიტომ ისევ წავედი,პატივისცემით ძუკუ.
  8. აგერ თინას ჩართვა მაეტროზე,ის რასაც დირე ამბობს 4 ივლისისა სადღაც 21:41-დან იწყება.ყველამ შეხედეთ და შეადარეთ თუ რა დავწერე მე და რა დირემ: http://www.myvideo.g...vr&chan=maestro სამწუხაროდ,მონაკვეთის ამოჭრა არ ვიცი,თორემ ისე დავდებდი. ეს გამოსირებული ლანდსბერგისი ამას ამბობს: "პირველი ფაქტორია დიდძალი რაოდენობით რუსული ფულის შემოდინება საქართველოში, რომელსაც იღებენ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ბევრი ღარიბი ქართველი, რომელიც ჩართულები არიან პრორუსულ დინებაში, რათა ჩაძირონ საქართველოს ევროპული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობის მცდელობებს, რომ თავიდან აიცილოს მთლიანად თაღლითური საარჩევნო კამპანია, ხელს უშლის ოლიგარქიული და კრემლთან დაკავშირებული ლობისტური პროპაგანდა, რომელიც ახსენებს თავისუფლების შეზღუდვას. ეს არის ერთგვარი ეშმაკური თავისუფლება, რომელიც ხელს უწყობს მიმდინარე ნაცისტურ და ფაშისტურ თავდასხმებს ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაზე, არამართლმადიდებლებზე
  9. dire ზუსტად ის თქვა თინამ რაც მე დაგიწერე.გავიმეორებ:არ ამბობს თინა რომ მხოლოდ ლანდსბერგისი გამოვიდა მიშას წინააღმდეგ და დანარჩენებმა შეჯორესო.ის ამბობს რომ ერთადერთი დეპუტატი რომელიც ჩემი აზრით არაადაექვტური იყოო ეს ლანდსბერგისია,დანარჩენები მეტ ნაკლებად ადექვატურები იყვნენო.ყველას ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს ვიდეო და დარწმუნდება. გარდა ამისა ელემენტარულ რამეებში უნდა ერკვეოდე: 1.მთავარი იყო მომხსენებელი(კვიპროსელი),რომელიც გამოდიოდა ევროპარლამენტის და ევროკავშირის სახელით. 2.ბიძინას წინააღმდეგ მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის წევრები გამოდიოდნენ,რომელსაც ნაცები ეკუთვნიან და რომლის თავჯდომარეს მიშა ერთი კვირის წინ შეხვდა და აქაც მრავალჯერ ყავს პატივნაცემი.ის პოლონელი მგონი ბუზეკია საერთოდ ორდენით ყავს დაჯილდოებული.ამიტომ ინგლისელმა დეპუტატმა ეს უთხრა მათ: ინგლისელი კონსერვატორი რიჩარდ ჰუიტი: "მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენს პარტიას [ნაციონალური მოძრაობა] მომავალ კვირას ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომელსაც შესაძლებელია, ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ მისი მიზანია, სააკაშვილის პარტიას დაეხმაროს. ამ პარლამენტში ჩვენი როლია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას და ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ კარგად, თუ აღმოჩნდება რომ მესამე ქვეყანაში, არჩევნების დროს, ერთი პარტიის წარმატებაზე მუშაობთ". 3.არცერთი სხვა ფრაქციის დეპუტატი არ გამოსულა ბიძინას წინააღმდეგ.ეს ნათლად გამოჩნდა გუშინდელ თინასპრესკონფერენციაზე როცა ერორების რომელიღაცა კორესპოდენტმა სცადა ერთერთი გამომსვლელის მათებური ინტერპრეტაცია(თარგმანის შეცლით) და იქვე დაიჭირეს ტყუილში,გაუშვეს რა მისი ჩანაწერი.იქ რამე ისეთი რომ ყოფილიყო რასაც შენ წერ,წარმოიდგინე რა ამბავში იქნებოდენ ერორები. 4.ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დებატი შედგა,რასაც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლება. ეხლა მე ვიტყვი,ვინც ჩვენს შორის იტყუება იმას უქნას დანალულმა ვირმა.თუმცა სულ ტყუილად რომ ვირჯები ამ ყველაფრის წერით,ისიც ძალიან კარგად ვიცი.
  10. მორიგი ისტერიკა დირეს მხრიდან და ტყილი.არ ამბობს თინა რომ მხოლოდ ლანდსბერგისი გამოვიდა მიშას წინააღმდეგ და დანარჩენებმა შეჯორესო.ის ამბობს რომ ერთადერთი დეპუტატი რომელიც ჩემი აზრით არაადაექვტური იყოო ეს ლანდსბერგისია,დანარჩენები მეტ ნაკლებად ადექვატურები იყვნენო.თანაც ბოლოში ამატებს რომ მასალები მალე დაიდება და ყველა ნახავთო.მართლაც დაიდო:http://www.europarl.europa.eu/ep-live/en/plenary/search-by-date?start-date=20120704&end-date=20120705&date=20120704&format=wmv&askedDiscussionNumber=11 მე სამწუხაროდ ინგლისურს კარგად ვერ ვფლობ,ამიტომ აიპიენს დავესესხები: საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე სტრასბურგში დებატები გაიმართა . როგორც სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მავროიანისმა განაცხადა, ევროგაერთიანების წევრები მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაღრმავებას საქართველოში. მისი თქმით, რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა დასვა კითხვები ევროპარლამენტში, რომელიც ეხებოდა საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციასთან მოპყრობას, ადამიანის უფლებების დაცვას, შრომით და სხვა საკითხებს. "ყველა ეს საკითხი არის ძალიან რელევანტური, რადგან ევროკავშირი თვალყურს ადევნებს საქართველოს, რომელიც ემზადება ოქტომბრის არჩევნებისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც კონსენსუსზეა აგებული. საპარლამენტო არჩევნებმა უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები. საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის. ჩვენ შეშფოთებით შევნიშნეთ მოსაზრება, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას. ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული გარკვეული რესურები, ასევე კანონები პარტიების დაფინანსებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მის მიმართ ცალმხრივად გამოიყენება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონები სწორად და გამჭვირვალედ იქნას გამოყენებული, რათა არ დარჩეს რაიმე შესაძლო ეჭვი. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი არათანაბარ ფინანსურ რესურსებს იყენებს საარჩევნო თამაშისთვის და ეს არის ლეგიტიმური შეშფოთების საგანი. ჩვენ ისევ და ისევ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო კონკურენციისთვის შეიქმნას დემოკრატიული გარემო და შეუძლებელი იყოს ხმების ყიდვა. ჩვენ ასევე ფოკუსირებას მოვახდენთ მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორ ძირითად, სამთავრობო არხს აქვს უფრო დიდი გავრცელების არეალი, ვიდრე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ არხებს. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამოქმედდეს ე.წ. "მასთ ქერის" და "მასთ ოფერის" წესები წინასაარჩევნო გარემოში. თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ წესების შესრულების საკითხი მომავალშიც განვიხილოთ", - განაცხადა მავრონისმა. მისი თქმით, ევროგაერთიანება ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და კანონის შერჩევითად გამოყენება პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. "ამიტომ, ევროკავშირი აკვირდება და დააკვირდება სიტუაციას საქართველოში არჩევნების ჩატარებისას", -დასძინა ევროპარლამენტარმა. კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ლიზეკი კი ამბობს, რომ ისინი სთხოვენ საქართველოს მთავრობას, წარმართოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, მხარი დაუჭიროს დემოკრატიზაციას, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებას. "საქართველოს აქებენ დემოკრატიზაციისთვის და ასევე კორუფციასთან ბრძოლის გამო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან პოზიტიურად შეაფასა ყველა დამკვირვებელმა. ოპოზიციამაც კი დაასკვნა, რომ არ ყოფილა არანაირი დაძაბულობა და დაცული იყო საერთაშორიო სტანდარტები", - განაცხადა ლიზეკმა. რაც შეეხება ამჟამინდელ დებატებს, მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც საქართველოს საკითხს ისევ ეხებიან, არის ის, რომ გამოჩნდა ახალი პირი, ახალი ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც აქვს მილიარდობით დოლარი. "გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოს ეროვნული ბიუჯეტი. ეს ფული არ არის გამოყენებული სწორად. ბოლო თვეების განმავლობაშო ჩვენ გავხდით მოწმენი საქართველოდან წამოსული ინფორმაციის იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ურჩხული და თუ როგორ უხეშად ირღვევა კანონი მმართველი პარტიის ქმედებების შედეგად და ა.შ. მე გადავწყვიტე გამომეძიებინა ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა დაიქირავა 18 ბრიტანული, გერმანული და სხვა ქვეყნების კომპანია, რომ ემუშავათ მასზე. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს - პოლიტიკაში ოლიგარქების არსებობა არასდროს მთავრდება კარგად და ეს არის ჩემი მესიჯი ოპოზიციისთვის", - აღნიშნა ლიზეკმა. ევროპარლამენტარ ლიბორ როჩეკის თქმით, მათი სურვილია, საქართველო იყოს წარმატებული. მისივე განცხადებით, ევროპა აღიარებს იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში გასულ წლებში ჩატარდა. "თუმცა ოქტომბერში იგეგმება საპარლამენტო არჩევნები, 2013 წელს - საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში იზრდება. რაც მე მინდა ვთქვა და რაც ჩვენ ქართველ მეგობრებს სჭირდებათ - მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც, ეს არის სიტუაციის დამშვიდება. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართალიანი არჩევნები და თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციური კოალიციის ჩათვლით, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მედიაზე. ეს არჩევნები იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზების გამარტივების მოლაპარაკების პროგრესისათვის", -განაცხადა ლიბორ როჩეკმა. ნორიკა ნიკოლაი კი ამბობს, რომ "როდესაც შენ ძალაუფლებაში ხარ, შენ არ უნდა გადარდებდეს ოპოზიცია". "მე დავეკონტაქტე პრეზიდენტ სააკაშვილს. ის ძალიან შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ პირველად, მას ჰყავს ძალიან შეკრული ოპოზიცია. ჩვენ გვესმის გარკვეული ბრალდებები, რომელიც ერთმანეთის მიმართ აქვს ორივე მხარეს, რომელთაგან ყველა არ არის დამტკიცებული. მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ დემოკრატია არ არის ომი სატელიტურ-სატელევიზიო სადგურებს შორის. ეს არ არის მედიის საშუალებით წარმოებული ომი. კარგი იქნება, რომ არსებობდეს ერთზე მეტი სატელევიზიო არხი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა თვალსაზრისს, რაც ვიცით, რომ არ ხდება. აქ, ევროპის ამ ნაწილში არის ცდუნება, დაწესდეს მონოპოლია სიმართლეზე და ეს ძალიან საშიშია. ამან შეიძლება დემოკრატიის პრობლემებთან მიგვიყვანოს. მე ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ოპოზიცია დღეს ძალიან მდიდარი ადამიანის ლიდერობის ქვეშ არის, არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რადგან სიმდიდრე ან სიღარიბე თავისთავად არ არის მანკი და ნაკლი. ამან არ შეიძლება აღძრას ეჭვები ამ ადამიანების ღირსეულობის შესახებ. ჩვენ უნდა დაველოდოთ დებატებს იდეების, პროგრამების, შეხედულებების შესახებ", -განაცხადა ნორიკა ნიკოლაიმ. კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ულრიკა ლუნაჩეკის განცხადებით, ამ დებატების შინაარსის საგანი არის ის, რომ გააფრთხილონ ქართველები - იქნება ეს მთავრობა, ოპოზიცია თუ უბრალო მოქალაქეები, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე საარჩევნო პირობები აყენებს და მიაყენებს ზიანს საქართველოს იმიჯს. ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის დებატების ნაკლებობაზე. "ამგვარი დაძაბულობის დროს საჭიროა საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. პირადად არც მე მომწონს ოლიგარქები პოლიტიკაში, მაგრამ ის, თუ რამდენი ფული გაქვს, არ უნდა იყოს კრიტერიუმი იმისა, იქნები შენ არჩეული თუ არა. მთავარი არის შეხედულებები და პოლიტიკური ნება, რომ გამოსწორდეს ადამიანის უფლებების საკითხი, ეკონომიკური სიტუაცია და დემოკრატია ქვეყანაში. თუმცა, მეორეს მხრივ საკითხი, რომელიც მე მაშფოთებს, არის გადატვირთული ციხეები ქვეყანაში. დიახ, საქართველოში კრიმინალის დონემ იკლო, თუმცა სულ ახლახან ჩვენ გვქონდა შემთხვევა, მაგალითად, ორი პოლიტიკური აქტივისტის წვრილმანი ხულიგნობისთვის მისჯილი 35 ან 45 დღიანი პატიმრობის შესახებ. ეს არის ის, რაც განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ხდებოდეს", - აღნიშნა ლუნაჩეკმა. ევროპარლამენტარი თომაშ პორება კი აცხადებს, რომ მას აფიქრებს ის, თუ რატომ არის საქართველოზე დებატები დღეს ევროპარლამენტში. "ახლახან გაისმა ლისეკის მოხსენება, სადაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით საქართველოში დემოკრატიული სტნდარტებისკენ მისწრაფებას და მე მაინტერესებდა, რა მოხდა მას შემდეგ. ჩემი აზრით, მას შემდეგ არაფერი მომხდარა, პირიქით, მთავრობა აგრძელებს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი რეფორმების გატარებას. მოდით, კარგად დავაკვირდეთ ოპოზიციის ქმედებებს და განვიხილოთ, რამდენად არის მათ ინტერესებში, ჰქონდეთ ამაყი, სუვერენული ქვეყანა, თუ სურთ ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ", - განაცხადა თომაშ პორებამ. ელმარ ბროკი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უნდა მიიწვიოს, რომ არჩევნებმა წესრიგის დაცვით ჩაიაროს. "თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არის ამდენი განსხვავებული სატელევიზიო არხი, ასევე ივნისში მიღებული ე.წ. "მასთ ქერის" კანონი, მაშინ მივხვდებით, რომ აქ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. როდესაც ვხედავ, რომ ხმებს ყიდულობენ და როგორც ჩანს ოპოზიციას აქვს ოცჯერ მეტი ფული, ვიდრე სამთავრობო პარტიას საარჩევნო კამპანიისთვის, მაშინ საჭიროა გამახვილდეს ყურადღება ოპოზიციის მიმართაც, თუ გვინდა სამართლიანი შედეგი. არ მგონია, რომ 18-მა, ძირითადად ამერიკული წარმოშობის საკონსულტაციო ფირმამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ წარვმართოთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა", - განაცხადა ბროკმა. კრისტიან ვიგენინის თქმით, ვერავინ უარყოფს, რომ საქართველომ ბევრ სფეროში მიაღწია პროგრესს და მისი განვითარება იყო მისაბაძი. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრები ძალიან აქტიურ და კონსტრუქციულ როლს თამაშობენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. "მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ არც გადაამეტონ, მაგრამ ასევე არც დააკნინონ საქართველოს ბოლოდროინდელი მიღწევები. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ორივე მხარე სრულად იყენებს იმ იარაღებს, რომელიც აქვთ. ერთი მხრივ მმართველი პარტიის მხარესაა ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსები, მეორე მხარეს კი აქვს ფინანსური რესურსები. თუ მოვისმენთ ორივე მხარის განმარტებებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ საუბარია ორ, აბსოლიტურად განსხვავებულ ქვეყანაზე. ეს არის პრობლემის მანიშნებელი. ეს სიტუაცია უნდა დამთავრდეს და პოლიტიკური პროცესები ნორმალურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს. მოვუწოდებ ევროგაერთიანებას, გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება, რათა დაეხმაროს საქართველოს და ეს ახლა გააკეთონ. თუ თქვენ გსურთ დაეხმაროთ საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, სწორედ ახლა არის დრო და არა არჩევნების დღეს", - განაცხადა ვიგენინმა. ადამ ბილანის განცხადებით, საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს ტრანსფორმაციის, ეკონომიკური განვითარების და მშვიდობიანი თანაარსებობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ ვაფასებთ, რასაც მთავრობა აკეთებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია კონსტიტუციაზე და ახალ საარჩევნო კანონზე. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი არ ჩაერევა ამ ყველაფერში, რომ ის არ ჩაერევა შიდა საკითხებში, მაგალითად, ოპოზიციური ჯგუფების დაფინანსებაში. პრობლემატურია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია. უფრო მეტიც, რუსეთმა გადაწყვიტა სამხედრო წვრთნები ჩაატაროს შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში არჩევნებია დაგეგმილი. ჩვენ ამაში დიპლომატიურად უნდა ვიყოთ ჩართულები. ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალური, რომ რუსები გავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - აღნიშნა ადამ ბილანმა. ვიტაუტას ლანდსბერგისმა კი განაცხადა, რომ მას აშფოთებს სიტუაცია საქართველოში და მის გარშემო. მისი თქმით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში 3 ფაქტორი შეიძლება გახდეს დესტაბილიზაციის მიზეზი და შესაძლოა სისხლიანი ინტერვენციაც კი დაემუქროს სხვა ქვეყნიდან. "პირველი ფაქტორია დიდძალი რაოდენობით რუსული ფულის შემოდინება საქართველოში, რომელსაც იღებენ კორუმპირებული პოლიტიკოსები და ბევრი ღარიბი ქართველი, რომელიც ჩართულები არიან პრორუსულ დინებაში, რათა ჩაძირონ საქართველოს ევროპული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობის მცდელობებს, რომ თავიდან აიცილოს მთლიანად თაღლითური საარჩევნო კამპანია, ხელს უშლის ოლიგარქიული და კრემლთან დაკავშირებული ლობისტური პროპაგანდა, რომელიც ახსენებს თავისუფლების შეზღუდვას. ეს არის ერთგვარი ეშმაკური თავისუფლება, რომელიც ხელს უწყობს მიმდინარე ნაცისტურ და ფაშისტურ თავდასხმებს ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაზე, არამართლმადიდებლებზე. საკვირველია, რომ ამგვარი სიძულვილის ტექსტები ძალიან დაფასებულია მოუქნელი ევროპელი ლიბერალების მიერ. "დაე რუსულმა ფულმა გაიმარჯვოს საქართველოში" --ეს არის მათი მიზანი", - აცხადებს ლანდსბერგისი. მისივე თქმით, მეორე ფაქტორია განსაკუთრებულად მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნები ზედ საქართველოს საზღვართან, რომელიც ზუსტად ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. "ამ წვრთნების დაგეგმვის ორგანიზატორებს შესაძლოა საქართველოში არჩევნების პერიოდში წინასწარ დაგეგმილი ქუჩის შეტაკებების იმედი ჰქონდეთ", - აღნიშნა ლანდსბერგისმა. მისივე ინფორმაციით, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არის რუსეთში მძიმე ფინანსური სიტუაცია და სოციალური კრიზისი. ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საკუთარი მოსახლეობის ყურადღება გარეშე მტრის მიმართ გადაიტანოს "ახალი, გამარჯვების მომტანი, კავკასიური ომით". ევროპარლამენტარი რიჩარდ ჰოუვიტი ამბობს, რომ თავისუფალი არჩევნები მოიცავს დაშინებისგან თავისუფალ კამპანიას. "სწორია, რომ ჩვენ წინასწარ დავსვით საკითხები დაპატიმრებებისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების შესახებ. ქართულ მედიაში ოპოზიციური ტელეარხების მაუწყებლობის შეზღუდვა ცხადია მიუღებელია. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება, ქვეყანაში მაისის თვეში ჩატარებულ პირველი გეი-აღლუმზე თავდასხმის გამო", - განაცხადა ჰოუვიტმა. არნოლდ დან ჟანის თქმით, მიზეზი, რის გამოც საქართველოზე დღეს საუბარი მიდის, არის ის, რომ ოლიგარქმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. "მას ჰყავს ლობისტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში მილიარდობით დოლარის წყალობით და როგორც ჩანს, ის იყო წარმატებული ამ მხრივ, ვინაიდან ჩვენ ჩავრთეთ საქართველო დღის წესრიგში არა იმისათვის, რომ განგვეხილა რუსეთის ოკუპაცია, ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა რუსეთის მიერ, ან ისევ გვესაუბრა რუსეთის სამხედრო მანევრების შესახებ საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების პერიოდში, არამედ არჩევნების პროცესის შესახებ საქართველოში", - განაცხადა არნოლდ დან ჯანმა. მისივე თქმით, მილიონობით დოლარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ხდის სანდოს, ხოლო საზოგადოებას - დამოუკიდებელს. "ჩვენ არც სააკაშვილს უნდა მივცეთ კარტბლანში, თუმცა მისი მიცემა ოლიგარქისთვის უფრო სახიფათოდაც გამოიყურება ჩემთვის", -დასძინა არნოლდ დან ჟანმა. ევროპარლამენტარი კრისტინა ოულანდი კი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არამხოლოდ არჩევნების პროცესის და შედეგების პატივისცემაში გამოიხატება, არამედ პატიოსან კონკურენციაში და სიძულვილის ენისგან თავის არიდებაში. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში თავს შეიკავებს პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანისგან, რამაც შეიძლება ძალადობრივ შეტაკებებამდე მიგვიყვანოს, მით უმეტეს, რომ რუსეთის არმია სამხედრო წვრთნებს გამართავს ამ პერიოდში", -განაცხადა კრისტინა ოულანდმა. ჩარლზ ტენოკმა და აღნიშნა, რომ "ბატონი სააკაშვილი პოლიტიკურად გადარჩენილი ფიგურაა". მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გაიარა ორი წარმატებული საპრეზიდენტო ვადა, 2008 წელს რუსეთთან წაგებული ომის მიუხედავად. "პრეზიდენტმა წარმატებას მიაღწია საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის მოლაპარაკებებში, ასევე კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა საკითხებში. მან რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრად გამოცდილი ვანო მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც გააგრძელებს ამ რეფორმებს და ახლანდელი ადმინისტრაციის დასავლურ პოლიტიკას", - დასძინა ტენოკმა. ევროპარლამენტარი ტუნე ქელამი კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული პროგრესის გამოცდა იქნება და ამასთანავე ეს იქნება გამოცდა საქართველოს მიმართ ევროგაერთიანების პოლიტიკის. "მაგრამ ახლა, როდესაც საქართველო მართლა მიუახლოვდა ევროკავშირს, გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ არ იქნება არანაირი გარე ზეწოლა, რომ საქართველო მოაბრუნონ ევროპული გზიდან. ახალი პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების გამოჩენა შეშფოთების ლეგიტიმურ მიზეზს იძლევა. მისი ლიდერი, ბატონი ივანიშვილი, არის "ლუკოილის" და "გაზპრომის" მსხვილი მეწილე. ჩემი აზრით, მეტი პირობა აღარ არის საჭირო იმის გასაგებად, ვის მხარეს არის იგი", - დასძინა ტუნე ქელამმა. ფრანც ობერმაიერის თქმით კი, საქართველო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი ევროგაერთიანებისთვის და კავკასიისთვის. მისივე განცხადებით, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები არის ქვეყანაში შეზღუდული. მანვე კრემლთან გაავლო პარალელები სააკაშვილის მიერ ახალ პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნის არ რა,ფაქტიურად ნეიტრალური.ბიძინას მიმართ პრეტენზია მხოლოდ დიდი ფული
  11. GeoStream მე ბოლო დროს იშვიათად შემოვდივარ ფორუმზე,მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ამ სუბიექტის მიმართ ცალსახაა,რაც ერთხელ დავწერე,დაახურეთ კანალიზაციას ხუფი,თორემ აყროლდა ფორუმი ეს არა მგონია უპრინციპო დამოკიდებულება იყოს. ადრე ის რეალტივის,დრონი.გე-ს და მსგავსი კლოაკების ჟურნალისტი მეგონა,თუმცა ეხლა რაღაც სხვა ეჭვები გამიჩნდა.ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმი სიბინძურის გამავრცელებელია,თან მიზანმიმართულად.
×
×
  • შექმენი...