Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ირაკლი75 რა დაუბრუნდა კაცო? მაგის უფლება არც არასოდეს ჰქონიათ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი პოლიციის შესახებ თავი II. პოლიციის მოვალეობები და უფლებები მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები: გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი წარუდგება მოქალაქეს, წარუდგენს პირადობის მოწმობას, განუმარტავს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს და უფლებებს. მუხლი 9. პოლიციის უფლებები პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს: ბ) შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ; http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=260 არა აქვთ უფლება არანაირად. მოკლედ თუ გაგაჩერა და საბუთები მოგთხოვა, ჯერ თვითონ წარგიდგება და გაჩვენებს თავის საბუთებს, მერე გეუბნება რომ ამიტომ და ამიტომ გაგაჩერა და გამოწმებს. ვთქვათ ოპერატიული მონაცემები აქვს გადაცემული ვიღაც დამნაშავეზე, რომელსაც მიგამგვანა აღწერილობის მიხედვით და უნდა გადაამოწმოს შენი ვინაობა. უმიზეზოდ გაჩერება და საბუთების გასინჯვა დანაშაულია და კანონით ისჯება, თუმცა გენინსპექციაშიც რომ გადასცე არ დასჯიან მაგაზე. ჯიგარი ხარ რო მიუთითე. მეც გავუჩერებივართ რამდენჯერმე და აქედან ერთხელ დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე და დანარჩენი სულ პლეხანოვზე. აქედან ერთადერთმა დაიცვა კანონი ბოლომდე. ანუ ჯერ თავისი საბუთები მანახა და მერე მითხრა ვიღაც დამნაშავის აღწერილობაა გადმოცემული და გავხართო. ბოდიშის მოხდით შემიმოწმა საბუთები და ბოდიშის მოხდითვე (შეყოვნებისთვის) დამემშვიდობა. დანარჩენ შემთხვევებში "ბიჭო მოდი აქ" და "თავისუფალი ხარ" ტექსტები იყო.
  2. newstudio ვარდების რევოლუცია კარგად დაფინანსებული სპექტაკლი იყო. გენერალური სპონსორებით: ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი. სპონსორებით: ვანო ჩხარტიშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, ტარიელ ონიანი, შაქრო კალაშოვი. 2 წლის განმავლობაში (2001-2003) ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობა და კმარა. ხალხი მაშინ შიმშილს არ გამოუყვანია. გამოიყვანა უსამართლობამ. მუდმივად არჩევნების გაყალბებამ, პოლიციის უსინდისობამ და მძიმე კრიმინოგენულმა სიტუაციამ, კორუფციამ. ამას ისიც ემატებოდა, რომ შევარდნაძე ლამის 35 წელი იყო საქართველოს მმართველი, ხან ოფიციალური და ხანაც არაოფიციალური, საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა და ყელში ქონდა ამოსული ხალხს. სოციალური ფონი საკმაოდ მძიმე იყო მაშინ, მაგრამ ამჟამინდელთან შედარებით გაცილებით უკეთესი. "საქსტატის" მონაცემებითაც კი 2003-წლიდან დღემდე, ყოველწლიურად იზრდება უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი და იზრდება ფასები. იკლებს ექსპორტი და იმატებს იმპორტი. სოფლის მეურნეობის დედა კვდება. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.
  3. Grig ეგ არ არის ლინკი. ეგ ლაივის ლინკია. დევს ჩემს პოსტში დაჯილდოების მონაკვეთის ლინკი (ლურჯად რომ წერია საუკეთესო დირექტორი, იქ).
  4. საუკეთესო დირექტორი აგერაა ბაბუ ა. უყურე დაჯილდოვებას. ესა კიდე სკრინშოტი. სიხარულით გაბრწყინებული ჟენია თუმანიშვილი–მერაბიშვილი, ტიტულის მინიჭებისას.
  5. babuagiorgi ლინკი არ არის ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა ეტალონში მოხდა. თუ გინდა მოვნახავ იმ ადგილს და და იმას დაგილინკავ. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია არ დევს არსად. ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით.
  6. Grig მეც ვუყურე და გული ამერია!!! დედის ###### ####### ამათი! თფუ! ჟოპალეზობას და ვიგოდნიკობასაც ხომ აქცს სადღაც საზღვარი და სამანი არა? ვანოს დედის სკოლა საქართველოს საუკეთესო სკოლად და ვანოს დედა საუკეთესო დირექტორად დაასახელეს.
  7. georgekh13 გაკვეთილზე რატომ ესწრებოდა საერთოდ თქო, მე ეს ვიკითხე. აბა მარტო დერეფნებში და ეზოში უყურებენ, რომ ერთმანეთი არ დაჭრან და სცემონო?
  8. აჰა! ხომ ვთქვი, არა? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ გათავისუფლებულ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , დიმიტრი შაშკინი საკუთარ სამსახურებში დააბრუნებს. "ხალხი ამბობს, რომ რამდენიმე დირექტორი გაათავისუფლეს სკოლებიდან. მე კარგად ვიცნობ მინისტრ შაშკინს, ეს არის ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად დააბრუნებს ამ დირექტორებს სკოლებში", - ბრძანა უწმინდესმა. მისი განცხადებით, ის ძალიან წუხს და აფიქრებს ის, რაც ხდება დღეს სკოლებში. "ეს არ უნდა ხდებოდეს. სასწავლო პროცესი უნდა დაიგეგმოს მეცნიერების და არა ჩინოვნიკების მიერ", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქს ასევე მიაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში სკოლებში ზედამხედველობა და კონტროლი არ უნდა განხორციელდეს პოლიციის მიერ. პატრიარქს მიაჩნია, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს. "დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. მადლობა უფალს, რომ ჩვენს ხალხში განათლება გაძლიერდა. 40-ზე მეტი სასწავლებელია, რომელიც არის ეკლესიის ეგიდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მონასტერი იყოს არა მხოლოდ სულიერების, არამედ მეცნიერების ცენტრი. ქართველი ადამიანი არ შეიძლება იყოს განათლების გარეშე", - ბრძანებს უწმინდესი. პატრიარქს მიაჩნია, რომ განათლებული ადამიანი პრობლემების ჟამს აუცილებლად ნახავს გამოსავლის გზას, გაუნათლებელი ადამიანი კი იმედს კარგავს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. უწმინდესი მოუწოდებს ყველას, რომ არც ერთი დღე არ დაკარგონ უქმად, ყოველდღიურად წაიკითხონ წიგნები. არ არის საკმარისი მხოლოდ კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150852-ilia-meore-imedovnebs-rom-gathavisuflebul-skolis-direqtorebs-ganathlebis-ministri-samsakhurebshi-daabrunebs.html
  9. newstudio +1 შენ. ზუსტად მაგაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ადამიანები დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ და ამაზე არა მხოლოდ მთელს მრევლს, პირველ როგში ხელისუფლებას ესაუბრება. მიშას ბოლო საჯარო გამოსვლას (შამგონაში) და პარალელურად სკოლის მოსწავლეებისა და განათლების სამინისტროს დაპირისპირების პერიპეტიებს თუ მივადევნებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ პატრიარქის ამ სიტყვების მიზეზი ეს ყველაფერი გახდა და მიმართვის ადრესატებიც აშკარაა ვინც არიან.
  10. newstudio არ ვიცი. სიმართლე გითხრა არ მიკითხავს კონკრეტულად მაგაზე. იმიტომ, რომ გულწრფელად ყველაზე ნაკლებად იმენა ალასანია მაინტერესებს რას აპირებს. აღარ ვენდობი მაგ კაცს და მორჩა. ერთადერთი რაც მაგასტან დაკავშირებით მაინტერესებს ხოლმე ის არის რომ მისი აზრის გაზიარებას ხომ არ აპირებს ვინმე, მისი არჩეული გზით სიარულს და ა.შ. ვინც იმენა მაგის მითითებული გზით და მის უკან ივლის ჩემთვის იქნება წყალში გადასაგდები. ბევრის გაკეთება მოუწევს ირაკლი ალასანიას საზოგადოების ნდობის აღსადგენად და ძალიან რთული სათქმელია რამდენად მოახერხებს, რადგან საზოგადოებრივ დაკვეთას არ ასრულებს, არასოდეს. საზოგადოების დაკვეთა არც არჩევნებში მონაწილეობა იყო მაშინ და არც ეს "კონსტრუქციული დიალოგია" ეხლა. ფაქტიურად ტიპი საზოგადოების წინააღმდეგ მიდის და ეუბნება, რომ თქვენ კი არა მე ვარ მართალი და მე კი არ დაგიჯერებთ, თქვენ გამომყევითო. ხოდა მაგიტოა რთული მაგისი რენომეს რეაბილიტაცია. თუ მოახერხებს თავისი არჩეული გზით უახლოეს მომავალში და უმოკლეს დროში საზოგადოებისთვის სასურველი ცვლილებების მიღწევას თავის გზით, ე.ი. მართალი იყო, მარა მაგ გზაზე მას აუცილებლად ხალხის გვერდში დგომა დასჭირდება და ეს კიდე 100 წელი არ მოხდება და ასე რომ რთული კი არა შეუძლებელიც მეჩვენება ირაკლის მოტრიალება. ამაზე მარტივი გზა ისაა, რომ გაკმინდოს ხმა და შეუერთდეს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას და მათ გადაწყვეტილებებს დამორჩილდეს, მეორე, მესამე კაცი იყოს, მარა ეგ საერთოდ გამორიცხული მგონია. ეგ რომ სდომოდა საერთოდ არ ჩამოაყალიბებდა ცალკე პარტიას.
  11. წიგნი წარმოსახვის უნარს აძლიერებს. საშუალებას გაძლევს გაჩერდე, დაფიქრდე და ისე გაიაზრო ან რაღაც წარმოიდგინო. ასე ინფორმაციის მიღება ტვინს მეტად ამუშავებს და ტვირთავს. კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღება არაფერს არ მოითხოვს ტვინისგან, ვიდეოკარტასავით მუშაობს ტვინი, უბრალოდ ვიზუალურ ინფორმაციას კითხულობს. მხოლოდ კითხულობს, რადგან სისწრაფე არ აძლევს დაფიქრების საშუალებას. რა, რატომ, როგორ ამ კითხვებზე აღარ ფიქრობ კომპიუტერით მირებული ინფორმაციის დროს. ჩემი აზრით კომპიუტერი არის საუკეთესო ინსტრუმენტი ადამიანის ხელში, რომლითაც სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, დახვეწას, მოდერნიზებას მოახდენ. ნუ მოპოვებაც შეიძლება გარკვეული ინფორმაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე წიგნი. მაგალითად ენციკლოპედიის ფუნქციას კომპიუტერი აშკარად უკეთ ასრულებს, ასევე სხვადასხვა სტატისტიკური მასალის მოძიების დროს. მოკლედ კარგი არქივია, სადაც სწრაფად და მარტივად მოიძიებ რაღაცეებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში განათლების საშუალება. 10-დან 9 შემთხვევაში წიგნით+ პრაქტიკით მიღებული განათლება გაცილებით რეზულტატიური იქნება, წიგნი უფრო ასრულებს წყაროს ფუნქციას და ის ერთი გამონაკლისი შემთხვევაც მხოლოდ სხვადასხვა პროფესიებისთვისაა (პროგრამისტი, ინფორმატიკოსი, ბუღალტერი, სტატისტიკოსი, არქიტექტორი) და აქაც სადავოა კომპიუტერი სჯობს თუ წიგნი.
  12. newstudio რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს, სადაც შეეტევა. ლოთაობას გადავყევი გუშინ და არ ვიცი. გუშინწინ რა ინფორმაციაც მქონდა უცხოელებს ხვდებიან და ელაპარაკებიან ბევრს + სხვა პარტიებთან აქვთ (თითქმის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან) კონსულტაციები, რადგან ყველა აპირებს გამოსვლას და ინფორმაციებს ცვლიან. თვის ბოლო დეკადისთვის ხდება მზადება როგორც ვიცი. ხვალ ავალ და გავიგებ რამეს ახალს. P.S. დღემდე ხალხთან შეხვედრები აქვთ ძალიან ბევრი. უბან-უბან დადიან. ჰოდა დაკარგვისა რა გითხრა არ მიდი და არ აშუქებს არავინ და... ჭადრაკის სასახლეში შეკრება რო იყო იქ ყველა არხი იყო მისული, ყველაზე დიდი ინტერესი შარტავას მიმართ გამოხატეს დარბაზმაც და ტელევიზიებმაც. ორჯერ ჰქონდა გამოსვლა (სხვებს ერთხელ), ყველამ ინტერვიუები ჩამოართვეს ცალ-ცალკე, მარა მერე არცერთ არხზე არ უჩვენებიათ. ამოჭრა ყველამ. მათ შორის კავკასიამაც. არ ჩათვალეს მნიშვნელოვან რამედ.
  13. :yes: პატრიარქი კაგებესთანაა შეკრული, ინტელიგენცია წითელია, ვაჟკაცი ადამიანები "შავები", "მხედრიონელები" და ნარკომანები. კიდევ? კიდევ ჭაბუას არ დაუწერია დათა თუთაშხია. კიდევ? კიდევ გუბაზა თავგასიებული და გაბერილია და საერთოდაც გუბაზა კი არა გუბოზაა. ბესელია ბოსელიაა. ოქრუაშვილი კორუმპირებულია. ხაინდრავა Y-ა და თან წვერებიანი, კუკავა კუკია (ანუ მცირე ზომის ფეკალური მასა) და ხანდახან პახმელიაზეა ხოლმე და ბოდავს, ძიძიგური სამტრედიელია და პროვინციელია (ხმოვნებს აგრძელებს საუბრის დროს), ბურჯანაძე ფქვილოვნაა, სალომე ძიალოგა, ნოღაიდელი ვირი. კიდევ? რა ვიცი. წამოვა ალბათ კიდევ ვინმე ოპოზიციაში და მერე გახდება ბლუ, დებილი და უგვანო, საკუთარ ხალხს რომ სცემდა და მილიონებს ხან პარავდა და ხან სძალავდა, ვიღაცა კრისა გახდება და ნაბოზვარი, ხალხს რომ ბითუმად იჭერდა და ფულებს ართმევდა (ამასაც ბითუმად), სასამართლოს რომ აკონტროლებდა და უდანაშაულოებს ალპობდა, დამნაშავეებს კი მწვადებს მიართმევდა. გამოირკვევა, რომ ვიღაცა რუსის გენერლების მახინჯი შოფერი ყოფილა, ვიღაცა კი უნიჭო ტელეწამყვანის კრიმინალი და ბარიგა ქმარი. ვიღაცეები მკვლელები და სადისტები აღმოჩნდებიან, საწყალ ბიჭებს რომ აწამებდნენ და ხოცავდნენ. უბრალოები კი ოცლარიანები, ბნელები და რა თქმა უნდა მოღალატეები. ხო კორუმპირებულები აუცილებლად. მერე კარდუ იტყვის, რა გინდა, ხომ გამოაგდესო?! როცა დააშავა გამოაგდეს, აპა რავაო? 2004-ში, 05-ში,06-ში,07-ში,08-ში,09-ში,10-ში კი არ დაუშავებიაო. ე, ეხლა დააშავა და გაუშვესო. ხო ეხლა დააშავა ეხლა და ამ ერთი დაშავებით ნაშოვნი ფულით იყიდა 7 ცალი ფეშენებელური სახლი და აგარაკი, ჰაი კლასის რემონტით. 6 ცალი უკანასკნელი მოდის უძვირესი, executive ავტომანქანა, 3 ქარხანა, 1 ბანკი, 55 მაღაზია, 4 რესტორანი, სადისატრიბუციო ფირმები იმპორტული საქონელისთვის, ბანკში მილიონები და ა.შ და ა.შ. ხო, ხო. ე ეხლა მარტოო. რავა არ გჯერა რო დააშავაო??? მჯერა. ეხლავე მჯერა. კურსს უჭერთ თქვენ მხარს. მამა და მარჩენალის მიერ ხმამაღლა გაცხადებულ კურსს, 45 გრადუსი, ჩრდილო დასავლეთით. ვიცი. მერე რა თუ 225 გრადუსით სამხრეთ-აღმოსავლეთით მივდივართ, აქედან უფრო მოკლე გზაა. გრინებრგმა თქვა ასე. და ამ გზაზე პადოშაც შეიძლება გია გახდეს. პატრიოტი და ალპინისტი. ნამდვილად ბრძენი კაცია ჩვენი პატრიარქი.
  14. http://www.youtube.com/watch?v=sGHIfeVmASY&feature=channel ამ ყველაფერს, რომელიც სულ რაღაც საპენსიო რეფორმის გამო მოხდა, მოყვა ეს: საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობის გადადგომას ხელი მოაწერა. ამის შესახებ სააგენტო "ესოშიეითიდ პრესი" იუწყება. სააგენტოს ცნობით, მთავრობის გადადგომის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ფიიონს ეკუთვნის, რომელიც "გეგმიური რეორგანიზაციის მიხედვით" განხორციელდა. ფიიონი საფრანგეთის პრემიერად 2007 წლიდან მუშაობს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საპენსიო რეფორმა აღმოჩნდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოყვა. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/150839-safrangethis-mthavroba-gadadga.html შეხედეთ საპროტესტო აქციაში მონაწილეთა ასაკს, რაოდენობას, მათ მოქმედებებს და ამაზე პოლიციის და სპეცნაზის რეაქციას. მთავრობა კი გადააყენეს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიაა და საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვან და პირდაპირ გავლენას ახდენს ხელისუფლების მოქმედებებზე. იმიტომაც არ ითხოვს მანდ არასოდეს, არავინ პრეზიდენტის გადადგომას, რადგან როცა საზოგადოებას ხელისუფლების ესა თუ ის ნაბიჯი არ მოსწონს (არათუ დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს), ჯერ მოითხოვს წყნარად, მიმართვებით, წერილებით, განცხადებებით, პრესით და ა.შ. თუ არ დაუჯერეს ერთ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, კიდე თუ არ დაუჯერეს იწყება გაფიცვები და პიკეტირებები, მათ შორის ცენტრალური მაგისტრალებისაც და აი ამაზეც თუ არ დაუჯერა ხელისუფლებამ, მერე ხდება ის, რაც ვიდეოშია. მე ამას "შენჯღრევას" ვეძახი - მაღაზიების ვიტრინების, სარეკლამო დაფების, ავტობუსების გაჩერებების ლეწვა, ავტომობილების წაყირავება და დაწვა, პოლიციაზე თავდასხმა...და ამას ყოველთვის ზუსტად ის შედეგი მოაქვს, რაც საზოგადოებას სურს. იქ არც ხელისუფლება იწყებს ერორებით (არც აქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვთ და ისიც კი ზეობიექტური და მიუკერძოებელია) ტყუილების გავრცელებას, რომ მეპროტესტენი მარგინალები არიან და სინამდვილეში მე საზოგადოების 70%-ზე მეტი მიჭერს მხარს, აი გრინბერგმა და აიარაიმ თქვესო, არც მითუმეტეს უცხო ქვეყნის მართულად არ აცხადებს ამ აქციებს და საკუთარ მოქალაქეებს შეურაცხყოფას არ აყენებს მოღალატეების იარლიყის არტყმით. არც ოროსნებს და უნიჭოებს ეძახიან აქციაში მონაწილე მოსწავლეებსა და სტუდენტებს. სპეცნაზი კი რაც არ უნდა მოხდეს თავს არ ესხმის მომიტინგეებს (ვიდეოს კარგად უყურეთ) და ბოლოს ნუ...იქაური გილაურის ინიციატივით ისიც, იქაური მერაბიშვილიც, იქაური ადეიშვილიც, კიდევ სხვა პუჭურ-პუჭურებიც (ზოგ შემთხვევაში ჭ-ს მაგივრად ჩ-ც...) გადადგნენ და ამაზე ხელი მოაწერა იქაურმა სააკაშვილმა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ გაბედეს და ისეთი კანონი დაამტკიცეს რაც უბრალოდ ხალხს არ მოსწონდა, დანაშაული არ ჩაუდენიათ ანუ.
  15. Saturn ადღაც კუთხეში მიმჯდარა და ტირის სატანა, თურმე მასაც არ შეუძლია მეტის ატანა როდის იჯექი? ეგ ლექსი კაპეზეს ერთ კამერაში კედელზე ეწერა. :018:
  16. გილოცავ კოლეგავ. :) http://elblogdemanu.com/wordpress/wp-content/uploads/2008/05/billetes_500_euros.jpg http://www.youtube.com/watch?v=M3UGG4Xz4i4
  17. http://www.youtube.com/watch?v=Uo8tSfnFqJQ&feature=related ამას სულ არ უყვარს საქართველო და კაგებეს დავერბოვკებულია, ხო?
  18. newstudio მანდ მერე გამოკითხვა გაცილებით დამაფიქრებელია: ენდობით თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს? არა 786 62.68% დიახ 286 22.81% ნაწილობრივ 106 8.45% გააჩნია ორგანიზაციას 60 4.78% მიჭირს პასუხის გაცემა 16 1.28% ეაც შეეხება იმ გამოკითხვას (პირველს, რაზეც ტემაა) თუ დაინახეს, რომ აქციებზე პროცესები სწორად მიდის მაგ არასმთქმელების დიდი უმრავლესობაც შეუერთდება, ეჭვი არ შეგეპაროს.
  19. ეჰ... რას გეტყვი იცი?...აი ამ რჩევებს რომ იძლევით და სამოქალაქო საზოგადოებასა თუ დემოკრატიულ ინსტუტუციებზე ლექციებს კითხულობთ, ზოგს პროტესტის პროტესტის ფორმებს უწუნებთ, ზოგს გამოხატვის, ზოგსაც პროგრამებს... აი ეს: http://www.tcc.gov.ge/uploads/sisxli/giorgi_chemia.jpg იცი ვინ არის? მოსამართლე გიორგი ჩემია. არაფერს გეუბნება ხომ ამის სახელი? ამან "გაასამართლა" გირგვლიანის მკვლელები. ამის სახლს მე და ჩემმა მეგობრებმა კითხვა–კითხვით მივაგენით სადღაც ტრაკში, ძველ რუსთავში, ზუსტად ეგრე სამარცხვინო ფლაერებით პლაკატებით, მთელ უბანში ყველა ჭიშკარზე გავაკარით მისი პლაკატი და ჩვენი განცხადება, რომ არის მონა და მკვლელებს აფარებს ხელს ფულის გამო. "მთელ გოროდში" ყველა ცენტრალურ და გამოსაჩენ ადგილას მოიფინა იგივე შინაარსის პლაკატები. გავაპროტეტეთ "შენც არ მომიკვდე", ხელებიც გადაგვიგრიხა პოლიციამ და "ფისტალეტიც" მოგვიღერა...და ეგეთი რამდენი, ათი, ოცი, ოცდაათი, მეტი? ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ქარელი, ამათი კუმირები, კურსგამძღოლები და პროდასავლელები რომ იყვნენ ერთის, მეორის, მესამის და მეოცის სახლთან, სამსახურთან, საკუთარი ჯიბიდან დახარჯული ფულითაც კი, მერე?........მერე ის, რომ შენ რომ მაშინ ეს გეკიდა და დამცინოდი, რას აკეთებს მოცლიაო?! ეხლა წახვედი, თბილად თუ არა, შენთვის ხარ და ისევ მე დამცინი, ველურიაო, არ იცის რა უნდა ქნასო...დამნაშავე და ჩამორჩენილი საკუთარ თავში ეძებეთ ყველამ და ანალგინი კი არა, დაჩი ცაგურია რო დაჩი ცაგურიაა, გინდაც მელორა, ხმა, კრინტი არ წაგცდეთ არავის!...იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის დამცირება, დევნა, წვალება, ოჯახის შეწუხება და შიში, თან სხვის გამო, უანგაროდ და თქვენნაირების შორიდან შემოხედილი ამრეზილი სიფათების წინ. თქვენ რომ გეძინათ, ჭამდით, სვამდით, ფსამდით, ტყნაურობდით, კითხულობდით, თამაშობდით, ცეკვავდით, მე თვალებამოღამებული, მთვარის ანაბარა, გულატკიებული, სიქაგამოცლილი ვაკეთებდი მაგ ყველაფერს. თქვენ რომ ცოლი, შვილი, სითბო, სიწყნარე აირჩიეთ და დარიგდით მათხოვრულ სახელმწიფო სამსახურებში თუ მათხოვრულ ემიგრანტებად, მე უარი ვთქვი მაგეებზე და სხვებზე ავიტკიე გული. მორჩით ამ დარიგებებს რა და ხორცები დაიჭამეთ მაინც სიმწრით...ოჯახ(ებ)ი მეც მყავს სარჩენი და არც თქვენზე ნაკლებად მიყვარს ისინი, მაგრამ შეგნებულად გავწირე. გთხოვთ გეყოთ ეს ბრძენკაცობა. არ ეგების თქვენგან სხვისი კრიტიკა. ეგ იგივეა კაცი ჩხუბში მიატოვო და მერე არჩიო ქვა უნდა ჩაერტყა თუ სადგისი. მთლად პირადულად ნუ მიიღებ. ზოგადად მიიღე... პროსტა მაგრად მეტკინა გული რა. გადავხედე ეხლა ჩემს განვლილ ცხოვრებას, ბოლო 10 წელიწადს და სხვებზე გულის ტკივილის მეტი არაფერი მიკეთებია ცხოვრებაში. გინდა ქუჩაში და გინდა ისე...არც ვინანებდი უცნაური რო არ იყოს ეს ცხოვრება: ქუჩაშიც ეგრე იყო, ჩმორის ჩმორებისთვის თავზე ხელი გადამისვამს და ჩემი შიშით უბატონოდ ხმა აღარ გაუციათ მერე, მარა დრო გასულა და თვითონ გამხდარა განდონი და ბეზპრიდელშიკი და ცხოვრება თურმე უარესი მურტალი ყოფილა - ყველა "ჭკვიანმა" და "ვაჟკაცმა" თავი დურთა ზოგმა სად და ზოგმა სად, "რა ვქნა ძმაო, ოჯახიო...", რომ უჭირდათ, რაზეც უჭირდათ და როგორც უჭირდათ ყველას ანალგინი ხომ ვიყავი (ამიტომაც ავიღე ეგ ნიკი), თვალი არ დამიხამხამებია ცოდოა, ცოდოა მეთქი, შუაზე გავხეულვარ, შუბლით გამიტანია, ქვა გამიხეთქავს და მე კი არ მითხოვია არავისთვის არაფერი, მარა ჭკუას მაინც ნუღა დამარიგებენ ეგ პირდაპირი მნიშვნელობით ოჯახაშენებულები რა. ნუ მასწავლიან გამოსავალს და უკეთეს გზას. ნურც მორალს წამიკითხავენ. თქვენი გამოსავალი რაც იყო, ვნახე - საქმე საქმეზე რომ მიდგა ოჯახი და საკუტარი ტყავი აირჩიეთ და ქვეყნისთვის რა არის უკეთესი ეგ რომ გცოდნოდათ კი არა, გდომოდათ მაინც, დღეს მაგ გზაზე არ იდგებოდით საცა ხართ. მინიმუმ მაშინ იქნებოდით ჩემს გვერდზე. ეგოისტების ყოფილა ეს ქვეყანა... მთელი ამ ყველაფრის მორალი ერთია, რომ სხვებს ნუ გააკრიტიკებთ. არ გაქვთ უფლება. შეუბერეთ ეხლა, პოსტეთ. P.S. წვეთი ალკოჰოლი არ მაქვს მიღებული კაი ხანია.
  20. newstudio ეგ პოლიტიკიდან წასვლაა კაცო?
×
×
  • შექმენი...