Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. http://www.ambebi.ge/images/pictures/sazogad/ojaxi1.jpg http://aaf.ge/upload/laura.gif http://sana.ge/admin/upload/9903.jpg ძალიან რომ არ დაიბნე კოდუას დედაა.
  2. Saturn მაგას ვამბობ მერე, რომ გამოჭედეს ყურები ამ ერორებმა...ისე გამოიყვანეს თითქოს შეაქო ჩვენი ხელისუფლება და მხარი დაუჭირა მიშას. რა თქვეს ეხლა ისეთი და იმაზე უკეთესი რასაც თავის დროზე ედიკას ეუბნებოდნენ ან ეხლა ეუბნებიან მაგალითად სომხეთის, ტანზანიის ან ბოლივიის პრეზიდენტს?
  3. მიშა, ვანო, ზურა, ბენდუ...მეხუთე ვინაა? ბოკერია თუ კეზერა? ნუ კოდუა და უგულავა მაგდენს ვერ ქაჩავენ და როცა უნდათ მაშინ ამოარტყამენ პანჩურს. კსტაწი მე "მირზაანში" ფეხის შემდგმელი აღარ ვარ. გუშინ მითხრა "მირზაანის" მენეჯერმა რო ეგეც ლაურა ღაჭავასი ყოფილა, 5 თბილისშია, 1 ქუთაისში და რუსთავში შენობა ნაყიდი აქვთ უკვე მალე გახსნიან...რა ღორობა და მუცლის ამოუყორველობაა რა არი ბლიად. ხამი გამიგია, მარა ეგეთი???
  4. გადაგითარგმნით მაქსიმალური სიზუსტით. თეთრი სახლი პრეს-სამდივნოს ოფისი 2010 წლის 19 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტტან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული ორმხრივი შეხვედრის პრეს-რელიზი. დღეს ლისაბონში პრეზიდენტი ობამა შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხების განსახილველად. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ა.შ.შ.-ს მხარდაწერა აქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრეზიდენტმა ობამამ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ავღანეთში, ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის და მისი ჯარისკაცების სამსახურისა და სიმამაცის გამო. ორმა ლიდერმა განიხილა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების გახორციელებისა და ჩვენი საერთო ინტერესები საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამკვიდრებლად. ეს რამდენად არის მიშას მხარდაჭერა თავად განსაჯეთ. ამაზე სტანდარტულ და ტრაფარეტულ ფრაზებს კიდევ ვინმე თუ მეტყვის დიპლომატიის ენზე, თითს მოვკაკვავ. ხო, ჩემთვის თუ რამე შიძლება იყოს საგულისხმო, ეს ბოლო ფრაზაა: თუ დამკვიდრება უნდათ ე.ი. არ გვქონია არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. აბა შუქურაო? :018:
  5. აგვისტოს ომის შემდეგ 3400 კაცი გაუშვეს ჯარიდან, მათ შორის 900 დაიჭირეს დეზერტირობის მუხლით. დეზერტირობა რაში გამოიხატებოდა იცით? ეს ის ბიჭები იყვნენ, ვინც წინა ხაზებზე იბრძოდნენ და როგორც კი დაიწყო დაბომბვა და ტანკების შემოსვლა ყველა მეთაური ჩასხდნენ ჯიპებში და გამოიქცნენ უკანმოუხედავად. ეს ბიჭები მიატოვეს. ხოდა იქიდან დაბრუნებულმა ამ ბიჭებმა დედის ყველაფერი დააფარეს ამ მეთაურებს თავზე, რადგან ისინი რეალურად ჯარის საუკეთესო ნაწილი იყვნენ, როგორც მომზადების დონით, ასევე სულისკვეთებითაც, მართლა სამშობლოს იცავდნენ და ამ ამაზრზენობის ნახვის მერე თქვენი ჯარიც მოვდღანო და წავიდნენ სახლში. აი ეს არის დეზერტირობა და ამიტომ დაიჭირეს... დარჩენილებში (ვინც ამჟამად მსახურობს) ძალიან დიდი უკმაყოფილება და უარყოფითი მუხტია. სხვანაირად არც შეიძლება, როცა ხელმძღვანელად ჯერ მორფინისტი და ნაძველბიჭარი აფერისტი ყავდათ, ეხლა კი სისხლისმსმელი და პათოლოგი ჩმორი ყავთ, რომელიც პროფესიონალებს ყრის და მათ ნაცვლად აბსოლუტურად არაპროფესიონალ, მისნაირ მძორებს უნიშნავს. აი ერთი ბოლო შემთხვევა რაც გავიგე დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსად ქუთაისის ციხის უფროსი (მისი მინისტრობის დროს) დანიშნა. რეალურად ჯარის გარდაქმნა უნდათ სახელმწიფოს დამცველებიდან საკუთარ სპეცნაზად.
  6. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ინტერნეტ ფორუმები არის ყველაზე არაადეკვატური და არაობიექტური ინსტრუმენტები რეალური ანალიზის გასაკეთებლად. დავიწყებ იქიდან, რომ ლამის ჩამოიქცა დარბაზი ოვაციებით როცა ოპოზიციის გაერთიანების შესახებ გახდა ცნობილი ანუ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა ოპოზიციური ძალების არდაქსაქსვა და გაერთიანებაა და არა პირიქით. ამაზე მთავარი დაკვეთა კი ამ უაზრო და Y-ობა მოლაპარაკებებზე და გარემოს ცვლილებებზე კვირაში ერთხელ სიარული და ყავა-ბორჯომ-კოლას წრუპვაზე სრული უარის თქმა და რეალური, რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც დაუყოვნებლივ მოახდენს ამ რეჟიმის განადგურებას. "ფორუმი ნინოს შეუერთდა" ბაზარი არაა მთლად ზუსტი ინტერპრეტაცია. ეს იყო პირველ რიგში საზოგადოების დაკვეთის შესრულება ანუ გაერთიანება, მეორე კი ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი. კონსულტაციები მხოლოდ მას შემდეგ და იმიტომ გადაწყდა დადებითად (გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა), რომ გამოიკვეთა ერთნაირი ხედვა პრობლემების გადაჭრისა და ამიტომ ისეთი აქტუალური არ იქნება ვინ "იდირიჟორებს", თან აშკარად ჩანს ნიშნები, რომ იქნება გუნდი და არა ვინმე ბელადი. ოღონდ ცოტათი ჭკუანასწავლი გუნდი, რომელიც ხალხს უჯერებს და შეცდომებს არარ გაიმეორებს. თავ-თავიანთი რესურსი მინიმუმ 10 000-10 000 კაცი ყველას ჰყავს და რატომ უნდა დაიყოს ეს ძალები? მითუმეტეს, როცა "არავის რესურსი" ანუ არაწევრი, "არაჩერეზწევრი" ადამიანი, რომელიც ტელევიზიით და ა.შ. დაინახავს, რომ მარტო X ოპოზიციური პარტია აკეთებს რაღაცას, Y აკეთებს სხვა რაღაცას და X-ს ლანძღავს, Z კიდევ სულ სხვას და ყველა დანარჩენს ლანძღავს აჩენს ნიჰილიზმს და ამ 10 000-ს მაქსიმუმ 1000-2000 კაცი დაემატოს და როცა ყველა ერთადაა პირიქით ოპტიმიზმი იმატებს რადგან გაერთიანებული და ერთ ენაზე მეტყველი 30 000 კაცს უყურებ. აი მერე უკვე ამ 30 000-ს მინიმუმ ერთი ამდენივე ემატება. მინიმუმ და თუ ამათ რამე რეალური და წარმატებული ნაბიჯები გადადგეს ეს ციფრები ორმაგდება, სამმაგდება და ა.შ. "ვინც აფინანსებს ის გადაწყვიტავს" პონტი არ იქნება. თანაც თავისი დამფინანსებელი ყველას ყავს რომ იცოდეთ და ამ ფინანსების გაერთიანებაც მოხდება. რატომ გგონიათ ვინმეს, რომ ნინოს მაგალითად ეროსი-ოქრუაშვილი-გრეჩიხას პარტიის ნახევრის ნახევრის ნახევარი ფული მაინც აქვს? ან ფორუმს არ უდგას (არ დაუდგება) ვინმე ფინანსურად მხარში? P.S. გადავიკითხე თემა და ძალიან მწირი ინფორმაციებია. რა იყო საინფორმაციო სააგენტობმა ან ტელევიზიებმა არ გააშუქეს საერთოდ? არადა ყველა არხი იყო თავიდან ბოლომდე, ლამის ყველა გაზეთი, სააგენტო და რადიოც. სახალხო კრებას მარტო ფორუმი არ შეერთებია, შეუერთდა ქართული პარტიაც, კონსერვატორებიც და მგონი ლეიბორისტებიც (ყოველ შემთხვევაში მათმა წარმომადგენლებმა ასეთი ფორმულირება მისცეს, რომ სად გინახიათ სადაც ქართველი ხალხია ლეიბორისტული პარტია იქ არ იყოს. 25-ში ჩვენც მოვალთ და ჩვენი ხალხის გვერდით ვიქნებითო). კიდე იყო რაღაც პარტიები ვინც შეუერთდა, ოღონდ ძალიან ხურდა პარტიები: მამუკა გიორგაძის, თემურ შაშიაშვილის და ეგეთები. ჩემი ვარაუდით ის "გარემოს შეცვლისტებიც" გარდა ხელისუფლების ოფიციალური სატელიტებისა (ედპ, პადოშა, ქდმ და ა.შ.) შემოუერთდებიან 25-ისთვის, სხვა გზა არ ექნებათ იმდენი ხალხი იქნება.
  7. newstudio აუ საწყალი ქალი. :( ძალიან დამეწვა გული მართლა.
  8. lasha1997 აი სიმართლე რო გითხრა მაგისი ძალიან მეშინია. იმიტო რო ეგ ისეთი უმართავი რაღაცაა მაგ დროს მაროდიორობა, ყაჩაღობა და განუკითხაობა იწყება და სულ აირ-დაირევა ყველაფერი და აი მაგიტო მ####### დ#### მ#### მე მიშას, ნაცებს და ყველა მაგათ მიმდევარს რო ამით გვაშანტაჟებენ. ღორები ეგენი!
  9. რა გიყო ეხლა, ესე სათითაოდ დაგადო ბანი ყველა ნიკზე? ნუ ხსნი! არ ეკუთვნოდა. კარგად გადაიკითხე ის პოსტი თავიდან და მერე ამიხსენი რატომ ეკუთვნოდა. ოღონდ შენს ნამდვილ ნიკზე რომ ამოგეწურება ბანი იმით. რომ არ იფიქრო გერჩი და ჯინაზე გიკეთებ ამ ნიკზე დღეს ბანს არ დაგადებ. უბრალოდ აღარ გამოიყენო. ხვალ დავადებ ამ ნიკს ბანს. P.S. შენ ჭკუას და ზრდილობას მოუხმე ის გირჩევნია და სხვა დროს ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება თუ მოგინდება კეთილი ინებე და ეს პირადად გააკეთე. მერე ვნახავ ვის და როგორ ეტყვი არაკაცს.
  10. asesino_141 კი. ეგრე იქნებოდა. ერთი საშუალო ზომის ცხვარი დაახლოებით 150 ლარი ღირს და არაა პატარა ფული... აი ნიუსტუდიომ რაც თქვა ეგაა მიზეზი. შიმშილობა მიდის უკვე. იმ დღეს ვიღაც ამბობდა, მაღაზიაში ჩემხელა ბიჭი შევიდა და 2 ცალი კანფეტი ააწონინა, ბავშვმა მთხოვა გამოსვლის წინო. მეც ჩემთან მაღაზიაში პროდუქტს რომ ვყიდულობ თუ ვინმე მეზობელია იქ, ვცდილობ რომ გავა მერე ვიყიდო, რადგან მრცვენია და გული მეთანღრება, რომ ვხედავ ის ასტრას, 1 შავ პურს, 3 თავ ხახვს, 100 გრამ შაქარს და 2 პაკეტ ერთჯერად ჩაის ყიდულობს და მე კიდევ ძეხვი,პელმენი, ყველი, მაწონი, არაჟანი, წვენი, ნამცხვარი და კენტი უნდა ვიყიდო...
  11. არა მგონია ხვალ პირისპირ შეხვედრა მოვახერხო. იწყება მეთქი რაღაცეები და დიდი შეკრებაა, რამდენიმე ათასკაციანი. ონლაინ-კონფერენციაზე სიტყვიერი თანხმობა მიღებული მაქვს და პიემში მოგწერ რაღაცას.
  12. ეხლა ერთი ამბავი იყო ჩემს ეზოში. წივილი, კივილი... ჩემი კარის მეზობელს, 65 წლის ქალს, კორპუსის წინ ხელჩანთა გასტაცეს და გაიქცნენ. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ჩემს კორპუსში მომხდარი კრიმინალის მეოთხე შემთხვევაა. სულ პირველად ჩემს ბიძაშვილ გოგოს სადარბაზოში ააფარეს პირზე ხელი, ყელზე დანა მიადეს და მობილური ტელეფონი და ყელსაბამი გასტაცეს. მეორედ მეზობლის ბინა გაქურდეს. მესამედ გვერდზე სადარბაზოში დენის სადენები გადაუჭრა ვიღაცამ რამდენიმე ოჯახს (სპილენძიაო შიგნით მითხრეს), მეოთხეზე თავშივე დავწერე. შემოვბრუნდი სახლში, მივუჯექი კომპს, ინტერპრესნიუსში კი აი ეს დამხვდა: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 14 ნოემბერს გაუჩინარებული მწყემსები რამდენიმე საათის წინ მოკლულები იპოვეს. ძმები კობა და სულხან არაბულები ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხვრის ფარასთან ერთად გაუჩინარდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ახალსოფლის თემის რწმუნებულმა ლერი წილუაშვილმა განაცხადა, სამართალდამცავებმა ცხვრის ფარის ქურდობაში ეჭვმიტანილი ზვიად ტორაძე დააკავეს. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მიაგნო პოლიციამ მოკლული მწყემსების გვამებს. კობა და სულხან არაბულები, სავარაუდოდ, თოფით არიან მოკლულები. გვამები კი შემდგომ სოფელთან ახლოს ერთ-ერთ მიტოვებულ ჭაშია ჩაყრილი. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/151415-samarthaldamcvelebma-dakarguli-mtsyemsebi-moklulebi-nakhes.html ანუ ცხვრების გამო დახოცეს ძმები. რაც მესმის ამბები, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქურდობის და ძარცვის შემთხვევები.
  13. newstudio წამო ხვალ და განახებ. ამ დღეებში იწყება. შეიძლება ხვალვე. ხვალვე ოფიციალურად გაცხადდება ალბათ საწყისი ნაბიჯების შესახებ.
  14. shavlego91 :ravic: ბოდიში მარა სხვისი პირით მელაპარაკები და აზრს ვერ ვხედავ შენთან დისკუსიის. მითუმეტეს ტექნიკურად ცდილობ შეურაცხყოფა მომაყენო და გამომიწვიო. სულ კარგად ბრძანდებოდეთ და გზა დამილოცნია. უბრალოდ გავა დრო და ძალიან შეგრცხვება საკუთარი თავის.
  15. +1 ნამდვილად! მითუმეტეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ მდგომარეობაში საკუთარმა სისუსტეებმა და ნაკლმა კი არა სხვისმა დანაშაულმა ჩაგაგდო. რა ჩმორობაა დაგჩაგრონ და პასუხი კი არ გასცე კიდევ საკუთარი თავი დაიჩაგრო?
  16. ეს აძლევს განსაკუთრებულ, უნილაურ და განუმეორებელ ელფერს ყველას. ამიტომ ადვილად საცნობნი არიან: http://www.yarff.ru/upload/catalog/vazelin.jpg
  17. shavlego91 ცოტა უფრო ხშირად რომ შემოუარო ხოლმე ამ ფორუმს გეცოდინებოდა როგორი "მამაც" არის ჩემი ალასანია. ნოდარ კობერიძე ვინ არის და რატომ უნდა დავუჯერო? მითუმეტეს როცა ისეთ პატივსაცემ და ყველასთვის საყვარელ ადამიანს სწამებს ცილს, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია. ღიმილის მომგვრელიც კია ქალბატონი ნონას ამ დონის მაფიოზად დახატვა. თვითონ ფაქტიც რომ ვიღაც ადგა, აქ ფული მოაგროვა მილიონები და ესე ქეშად ჩაუტანა ვიღაცას რაღაცისთვის სასაცილოა. ქურდული ობშიაკი იყო? სიმართლე რომ გითხრა მე პირადად აბსოლუტურად არ ვაქცევ ყურადღებას შენს მიერ მოყვანილ სხვადასხვა ინტერვიუდან ამოღებულ ციტატებს. მე ცოტა რაღაცეები საკუთარი თვალით მინახავს და ძალიან ბევრი კი გაცილებით საინტერესო და სანდო წყაროებისგან მომისმენია, თანაც ორივე მხარისგან. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. რუსეთის მონაწილეობას იმ პროცესებში არავინ უარყოფს, მაგრამ საკითხის ისე წარმოჩენა თითქოს ერთ მხარეს ზვიადი და მისი უცოდველი, მამულიშვილებით დაკომპლექტებული რაზმი იდგა, მეორე მხარეს კი რუსეთი არის არათუ ტყუილი, არამედ ნაწილობრივ ამორალურიც, რადგან შენ წარმოიდგინე და საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეურაცხყოფს. რუსეთის როლის შესახებ წინა პოსტში ვთქვი მე უკვე – "პადჟიგატელი" იყო, ორივე მხარეს ამარაგებდა იარაღით, შემდეგ კი იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრად დანიშვნით გარკვეული მძლავრი კონტროლის ბერკეტებიც ჰქონდათ, მაგრამ ეს მერე იყო. მანამდე იყო ის, რაც წინა პოსტში დავწერე. რამდენიც არ უნდა ვიღაც კობერიძის სტატიებიდან ამონარიდები დადო თუ სატურნის დახმარებით ჭურში ჩამსვა, ის მოვლენები იყო კლასიკური სამოქალაქო ომი და ბოლოს ერთ პატარა რჩევას დაგიმატებდი, მაგ კიკასთან და რიჟიკებთან სიარულს, როგორც მახსოვს ვაჟა ადამიასაც იცნობ და ვაჟა ვაჟკაცი და ჭკვიანი კაცია, კითხე რაღაცეები და საინტერესო ამბებს მოგიყვება. კიკასგან განსხვავებით არასერიოზული და უცოდინარი არ არის და წესით არც ტყუილს იკადრებს. P.S. ძალიან უცნაურია შენი ასაკის ბიჭი ერთი-ერთში 50-ს გადაცილებულ, უტოპიური ილუზიებითა და ფანატიკური იდეებით შეპყრობილი მცირე მარგინალების ჯგუფივით რომ აზროვნებ და ყველაზე უცნაური ის არის, რომ იმდენად ბრმად გწამს მაგ იდეების, მათ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ვერსიას იჯერებ ყოველგვარი გადამოწმებისა თუ ანალიზის გარეშე. P.P.S. თუ სურვილი გექნება ერთხელ შევხვდეთ და იმაზე გაცილებით დიდ საშინელებებს მოგიყვები კიტოვანის, ჯაბას და განსაკუთრებით იგორ გიორგაძის შესახებ, ვიდრე ვინმე კობერიძე ახუჭუჭებს სტატიებში. მე მათ არ ვიცავ და ვამართლებ. უბრალოდ ეგ კატეგორიულად არაა ეგრე რო ის სამოქალაქო ომი არ იყო, მეხუთე კოლონის მიერ განხორციელებული ინტერვენცია იყო და ა.შ.
  18. ცნობისთვის საქართველოში ოფიციალური მონაცემებით საარსებო მინიმუმი 141 ლარია. პენსია ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს და უმუშევრობის დახმარება უნდა დაინიშნოს ამდენივე ოდენობით. ხო, კიდევ ოფიციალური მონაცემებითვე საქართველოში 800 000 პენიონერია. უმუშევარი - საქართველოს მოსახლეობის 35% (ოფიციალური სტატისტიკით). სიღარიბის ზღვარს მიღმა სულ რამდენი ადამიანია თავად დათვალეთ.
  19. Grig ესე იგი მართლა ვანო და რამე? შენზე კომპეტენტური ნამდვილად ვერავინ იტყვის ვერაფერს ამ საკითხზე.
  20. არ გეწყინოს და მართლაცდა სახეზეა უკვე შენი მარგინალიზაცია (საწყენად ნუ მიიღებ, ცუდი სიტყვა არ არის მარგინალიზაცია, შეგიძლია ლექსიკონში გადაამოწმო), რაც სავარაუდო იყო ასეთი საეჭვო რეპუტაციის ხალხის გაიდეალების შემდეგ. მართლა სრული ისტერიაა იმის თქმა, რომ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში თურმე სამოქალაქო ომი კი არა ოკუპაცია მომხდარა. რამდენადაც ვიცი იმ ასაკის ხარ, რომ საერთოდ არ უნდა გახსოვდეს ის მოვლენები და ამიტომ მაგ მართლა მარგინალების მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთებას უმჯობესი იქნება შენს მშობლებს, ნათესავებს და მეზობლებს ჰკითხო მართლა იყო თუ არა მაშინ მთელი საქართველო დაყოფილი ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად. რა ათი კრეისერი, რა საჰაერო დესანტი და რა ბალტინი??? 1 რუსი ჯარისკაცი უნახავს ვინმეს სამოქალაქო ომში ჩაბმული? შეიარაღებით დახმარებას რაც შეეხება, დედამოტყნული რუსეთის როლი მაშინ სწორედ ის იყო, რომ ორივე მხარე მისგან ყიდულობდა ტყვია-წამალს. თან ფული გააკეთეს ჩვენზე და თან დაგვახოცინეს ერთმანეთი. აი ეს არის სიმართლე! იგივე იყო აფხაზეთის ომის დროს, მანამდე სამაჩაბლოში, იგივე გააკეთეს ყარაბაღის კონფლიქტის დროსაც. თვითმხილველებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ახალციხის ბაზიდან 6 ვაგონი რომ გამოდიოდა ტყვია-წამლით დატვირთული, სადახლოდან 3 ბაქოში მიდიოდა და 3 ერევანში. რა თქმა უნდა მათი ხელი ერია იმ მოვლენებში! მათ კარგად ისარგებლეს გამსახურდიას უთავბოლო,არარეალური და არარაციონალური, ჯიუტი, ხანდახან ფაშისტური და დესტრუქციული პოლიტიკით, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზულად გამოიყვანა წყობიდან. ზვიადმა კი ნაცვლად გონს მოგებისა, რაციონალური პოლიტიკის გატარებისა, დიპლომატიურობისა და კომპრომისებისა, ღმერთო მაპატიე და მიშასავით ჯინაზე გაამწვავა ბევრი რამე, გაჯიუტდა და უფრო არათანმიმდევრული და რადიკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მე საკმაოდ კარგად მახსოვს მაშინ რა ხდებოდა თბილისში...ხოდა ამით ისარგებლეს რუსებმა და აყარეს და აყარეს "პოროხი" ამ ნაპერწკლებს, შემდეგ კი იგორ გიორგაძის ხელით უკვე პირდაპირი კონტროლის საშუალებაც მიეცათ. მაგრამ იმის თქმა, რომ ის სამოქალაქო ომი არ ყოფილა და განსაკუთრებით იმის უარყოფა, რომ ეს ყოველივე ნამდვილად საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას მოყვა ზვიადის მხრიდან არის მარგინალობა და შესაძლოა უვიცობაც. რაციონალური პოლიტიკის გატარებით და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო მაგ ყველაფრის თავიდან არიდება. შესაძლებელი იყო კი არა ის იმხელა ნდობის მანდატით მოვიდა თავიდან (მიშასავით. გაცილებით მეტით), რომ საზოგადოების ჯინაზე გაღიზიანების გარეშე ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებს გაუჭირდებოდათ სამოქალაქო ომის ხელშეწყობა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა.
  21. newstudio შენი არ ვიცი და მე პირადად მაქსიმუმ 2 კვირა მოვიცდი. ჯერ ვერ ვხედავ. თუ დავინახავ აუცილებლად კი არა და პირველ ვიტყვი. სამწუხარო ისაა, რომ მაგ და მაგაზე უარეს შეფასებას ალასანიას მიმართ კატეგორიულად არ აკეთებ და თავიდან ირიდებ. ეგ რისი გამკეთებელია სხვაზე მეტის (ესეც ძალიან რბილად რომ ვთქვათ) ?
  22. Saturn ხო, ალბათ მაგიტომ იყო აპრილის აქციების დროს თბილისში 2 დღე რო ვერ გაჩერდა და 26 მაისსაც მაგიტომ ჰქონდა თვითმფრინავი დაქოქილი. პანიკურად ეშინია სახალხო მღელვარების, იმიტომ, რომ იცის ადამიანური რესურსი არ ჰყავს საკმარისი, რომელიც გვერდში დაუდგება და ვერ იქნება მუდმივად 2000 სპეცრაზმელის და რამოდენიმე ასეული ზონდერის იმედად. შენ რომ შენ ხარ, შენც კი არ დაიცავ მიშას საქმე საქმეზე რომ მიდგეს. რეალობა ესაა და არ ვაპირებ შენთვის რამის მტკიცებას და პაექრობას. აზრი არა აქვს.
  23. lasha1997 მაგ სამმიტს და ამ ვოიაჟს მე ვერ ვაკავშირებ. იცის, რომ მაგ დროისთვის აქ დიდი შანსია მთელი ამბებია იყოს აწეული და გაქცეული იქნება რა. თუ რამეა იქიდან დაიწყებს წიკვინს და თავის ჭკუით ესე შეინარჩუნებს ლეგიტიმურობას. ეგ აქ ვერ დარჩება, ხო ჩაიფსამს შიშით და თან იცის ცალი ფეხით ხის ტოტზე დაკიდების და ჯოხით ცემის კანდიდატია. ზატო იქიდან გააგრძელებს ყვირილს, მე ვარ პრეზიდენტი და 80% მე მიჭერს მხარსო (არადა დაჟე იქით ფორუმის გამოკითხვებშიც ვეღარ ახერხებს 40%-ზე მეტის აგროვებას), მანდ რუსების მეხუთე კოლონა შემოვიდა და მიშველეთ რამეო. :givi:
×
×
  • შექმენი...