Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. newstudio აუ დეპრეს რა... მუხტი აწიონ არა ის. მაგას მარტო მუხტი არ შველის და საერთოდ რა მუხტი გინდა და მეტი რაღა გინდა...ვინც არ მოვიდა (ოპოებს ვგულისხმობ) ყველას სხვისი ხელით უნდა გაკეთება ეს 100%-ია.
  2. რამხელა შრიფტითაც არ უნდა დაწერო და როგორც არ უნდა დაბოლდო ხალხის ბრალია! რა არის 15 000 კაცი??? 15 000 კაცს მიშაც კი გამოიყვანს. ის ტეხავს ძალიან, რომ დღეს დაახლოებით 20-მა კაცმა დამირეკა დიდის ამბით და "ჰა, რას შვრებით? მიდი, მიაწექით მაგათი დედაო" და თვითონ კი არ მოვიდნენ?! მე რა გუბაზას დაძახებულზე მივედი თუ მითუმეტეს ბურჯანაძის??? მთელი ცხოვრება ვიცი, რომ ჩემი გასაკეთებელი მე უნდა გავაკეთო. არც სხვისი გასაკეთებლის გაკეთება დამიზარია. მე მაწუხებს ეს რეჟიმი. ყველას აწუხებს. საჭიროა დაუყოვნებლივ შეცვლა. შეცვლისთვის დარჩენილია ერთადერთი გზა. ჰოდა მივედი და მზად ვიყავი. ეს იმათაც იცოდნენ ვინც სახლში დარჩნენ, მარა არაა!!! - "მოდი ერთი შევხედავ ტელევიზორში, თუ ბევრი ხალხი მივა და დედას მოუდღნავენ ნაცებს მერე მეც გავალ", აი ამის გამო არ გამოდის არაფერი. ყველამ თუ ეგრე იფიქრეთ ვინ რას იზამს. "მე" მიყურებენ ხო? 15 000 კაცი იმ გეგმას ვერ შეასრულებდა და იქნებოდა ხარაკირი. გაცილებით დიდი უსინდისობა და ჩემი საზარბაზნე ხორცად გაშვება (არაფრის გამო). ამიტომ მე გავმეორდები და ვამართლებ პოლიტიკოსებს. ვაჟკაცობის, ღირსების, თავმოყვარეობის და სოლიდარობის გრძნობა სწორ ნაწლავში დაეკარგათ ქართველებს ან უკვე გამოვიდა იქიდან და მტკვარმა წაიღო მინგეჩაურში.
  3. Saturn სათაურის შეცვლა არის ყველაზე არაეთიკური რამ, რასაც არასოდეს არ ვიზამ თუ მაინცდამაინც ძალიან პახაბნობა არ იქნება. ფორუმი დემოკრატიულია და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება რა პათოსითაც უნდა იმ პათოსით გახსნას თემა. სხვა შემთხვევაში მივიღებთ კომუნიზმს და მიშიზმს.
  4. მდააა... კაი გვარიანად შეფიქრიანებული წამოვედი იქიდან, მაგრამ ცივ გონებაზე ეხლა 90%-ით ვამართლებ პოლიტიკოსებს...იმიტო რო ხალხია უტრაკო და ყველას სხვისი ხელით გაკეთებული საქმე უნდა. რა, მე მიყურებენ რას ვიზამ? "მე" პირობითად. მე თუ მივედი და მოვუსუფთავე გზა, პოლიციაც ვცემე და სადაც მისასვლელია იქ მივედი, მერე უნდათ გამოვიდნენ და დროშები აქნიონ და წაქცეულ და უკვე ნაცემ ნაცებს შესდგნენ? და მე თუ მცემეს, აი ხო ვიცოდიო თქვან?...გეგმა იყო და იყო ძალიან სოლიდური გეგმა. რომ მოსულიყო ბევრი ხალხი 48 საათში ბუნდღა აღარ იქნებოდა ამათი, ისიც ბოლო 24 საათი ნარჩენების მოსუფთავებას დასჭირდებოდა. ჰაერზე არ ვლაპარაკობ. მართლა სერიოზული გეგმა იყო. კუხნაში თუ მონიტორთან ყველა ბრძენი და ვაჟკაცია. მეტი არაფერი. P.S. ეს გეგმა ისევ არის და ისევ ძალაშია. უბრალოდ სჭირდება ძალიან ბევრი ხალხი. P.P.S. 10% რაშიც არ ვამართლებ არის უგულისყურობა იქ დარჩენილი ადამიანების მიმართ და ძალიან მწარე 10%-ია ეგ...,მაგრამ ის 90% უფრო მწარეა და სიმართლეა რაც მთავარია.
  5. ტეხავს სათაური და არაადეკვატური ცინიზმი და პლუს მილიარდი ტაშიის პირველ პოსტს ამ თემაში.
  6. newstudio ხო, ვნახე ეგ დღეს უკვე. მომეწონა. ნიჭიერია ძალიან უცნობი და შ...ი თუ გინდა. ყველა სიმღერა გაჰიტდა მაგისი. P.S. საქართველოში საუკეთესო კლიპმეიკერის (ბასა ფოცხიშვილის) გადაღებულია.
  7. lasha1997 kisa მაიცა რა რულზე დასმაზეა ბაზარი? დედაჩემს მაგალითად მე თვითონ ვუყიდე მანქანა და ცოლსაც ვუყიდი როცა დავრწმუნდები რომ ნორმალურად ატარებს. რას ამბობ, რამდენი პრობლემა იხსნება სახლში ქალი რო გყავს, რომელიც რულზეა: 1. დათვრები, დარეკავ, მოვა, წაგიყვანს. 2. გამიყვანე, გამომიყვანე, მომაკითხე და ეგეთი რამეები კვდება. 3. დამსვი რა, დამსვი რა...აი ამას ხო საერთოდ რა გაუძლებს. კაროჩე ტრი ვ ადომ რა. ჯეკ-პოტია. ოღონდ არ უნდა დაიზარო და უნდა ასწავლო კარგად ტარება თორე... ის ანეკდოტი იცით? ქალი რო მოდის სახლში და გაფითრებულია, თვალებში ვერ უყურებს ქმარს. ქმარი ეკითხება რა გჭირსო? გეტყვი, ოღონდ არ მომკლაო. მანქანა ჩავარტყი იამაში და რაღაც ნაწილი ჩამოვარდაო. აგინებს ეს ქმარი შენი ესე და ისეო, მერე რა ქენიო? რა ვიცი, ავიღე ის ნაწილი და ბაგაჟნიკში ჩავაგდეო. ჩავარდება ეს ქმარი გულგახეთქილი, გახსნის ბაგაჟნიკს და ... კანალიზაციის ლუკის სახურავს ნახავს.
  8. lasha1997 რად უნდა მაგას სატურნი კაცო? ახლიდანაა გადასახდელი თუ ხუთჯერ ვერ ჩააბარე. გადასახდელი კი არა და თეორიაც ხელახლა უნდა ჩააბარო მაინც. კაი ცეხია ფულის საკეთებელი.
  9. ზოგადად რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ თანხები მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ მიდგომა??? ვის სისხლს დალევ, რა სისხლს დალევ??? რას მემუქრები ბლიად? თუ დავაშავე რამე, მიმეცი პასუხისგებაში თუ არადა ნუ მემუქრები და შეურაცხყოფას ნუ მაყენებ! წადი და ბობოლა ნაცების სისხლი დალიე. P.S. ძალიან შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ გნებავთ პროცენტულად, გნებავთ მასშტაბურად სკოლის დირექტორებს ისე შეეძლოთ თანხების მითვისება-გაფლანგვა, ვიდრე ჩინოვნიკებს. არც ხდება ასე.
  10. Saturn ეჭვი მეპარება, რომ შენზე ნაკლები წარმოდგენა მქონდეს საერთაშორისო სამართალზე. გასაგებია. ისედაც ცხადი იყო ყველაფერი და სრული თვითლუსტრაცია მოახდინე ეხლა მარტივად.
  11. Saturn he would send a letter to the United Nations, the Organisation for Security and Cooperation in Europe (OSCE) and the EU, stating clearly that Georgia was committed not to use force in order to restore control over what he called "our illegally divided country" ოფიციალური მიმართვის გაგზავნას აპირებს გაეროში, ეუთოში და ევროკავშირში, რომელშიც ნათლად იქნება ნათქვამი, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას ამ ტეიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. http://www.euractiv.com/en/east-mediterranean/saakashvili-chooses-strasbourg-open-russia-news-499952 ეს ლირიკაა კი, პოეზია და მითოლოგიაა.
  12. Georgia's President Mikheil Saakashvili declared yesterday (23 November) in the European Parliament that his country would not use force to settle the dispute with Russia over South Ossetia and Abkhazia, which led to war between the two countries in 2008. "[Georgia] will only resort to peaceful means in its quest for de-occupation and unification. Even if the Russian Federation refuses to withdraw its occupation forces and even if its proxy militias multiply their human rights violations, Georgia will only retain the right to self-defence in the event of new attacks and invasion of the 80% of the Georgian territory that remains under control of the Georgian government," Saakashvili said. My pledge here, in front of you, constitutes a unilateral declaration of state under international law. და აჰა კიდევ! - In his address to the European Parliament, Saakashvili said he would send a letter to the United Nations, the Organisation for Security and Cooperation in Europe (OSCE) and the EU, stating clearly that Georgia was committed not to use force in order to restore control over what he called "our illegally divided country" ოფიციალური მიმართვის გაგზავნას აპირებს გაეროში, ეუთოში და ევროკავშირში, რომელშიც ნათლად იქნება ნათქვამი, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას ამ ტეიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. შენი პრეზიდენტი თავად უსვამს ხაზს, რომ მისი ეს სიტყვები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზადაა რაც არ უნდა მოხდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალა არ გამოიყენოს. შენ კიდევ ჯიუტად რაღაც ლინკებს და გამუქებებს ითხოვ და მიამიტურად იკატუნებ თავს, რომ ეს არ ნიშნავს მზაობას ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მაშინ როცა რუსეთი სწორედ ამას მოითხოვს საქართველოსგან და ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე რუსეთი ამას ითხოვდა, ეხლა უკვე ობამამაც მოსთხოვა მიშას, ეს ცხადია და ამაზე ცხადი ისაა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც შენ ერთმნიშვნელოვნად რუსეთისგან მართულად თვლი, მხოლოდ რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა (და ამის გამოც ნათლავთ თქვენ რუსეთის მარიონეტებად), შენი პრეზიდენტი კი პირდაპირ იმაზე ლაპარაკობს, რომ მხოლოდ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოჭრის შემთხვევაში გამოიყენებს ძალას და იქ რუსებმა რაც არ უნდა ქნან, არაფერს იზამს. გამაგებინე ეხლა ეს მზადყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ თანახმა არიან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეჰ, მეცინება რა. ამას თეთრზე შავის თქმაც არ ქვია უკვე. ამას ქვია "ჩემი შვილი ამას არ იზამდა. შეაცდინეს და აბრალებენ" მიდგომა. შენის ნებართვით მე ამ თემაზე მეტს აღარაფერს აგიხსნი. ამის იქეთ და ამაზე აშკარა არგუმენტი რაღა შეიძლება არსებობდეს მე არ ვიცი.
  13. newstudio კი ბატონო. ერთერთი ნამდვილად არის, მარა მანდ მე ბევრი კითხვა დავსვი... Saturn Georgia's President Mikheil Saakashvili declared yesterday (23 November) in the European Parliament that his country would not use force to settle the dispute with Russia over South Ossetia and Abkhazia, which led to war between the two countries in 2008. "[Georgia] will only resort to peaceful means in its quest for de-occupation and unification. Even if the Russian Federation refuses to withdraw its occupation forces and even if its proxy militias multiply their human rights violations, Georgia will only retain the right to self-defence in the event of new attacks and invasion of the 80% of the Georgian territory that remains under control of the Georgian government," Saakashvili said. My pledge here, in front of you, constitutes a unilateral declaration of state under international law. http://www.euractiv.com/en/east-mediterranean/saakashvili-chooses-strasbourg-open-russia-news-499952 მე ვიცი ინგლისური, შენ?
  14. მდაას...ზუსტად ჩემს წინ ერთი კორპუსი დგას და ზუსტად მის უკანაა ეს 182-ე სკოლა. მთელი ჩემი სამეზობლოს ბავშვები მაგ სკოლაში დადიან. თუ მოვიცალე გავარკვევ რა როგორ იყო. ეს სოფო არ ვიცი ვინ არის, მარა 2 ტიპი მანდატური მანდ მუშაობის დაწყებამდე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდნენ, კაროჩე "ოპერები" იყვნენ რა. უბანია და ყველა ყველას იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის, მითუმეტეს რომ პოლიციის განყოფილება მაგ სკოლიდან 150-200 მეტრშია და პირდაპირ მაგ განყოფილებიდან გადაიყვანეს სკოლაში სამუშაოდ ის ტიპები. მოკლედ პედაგოგიკასთან საერთო არაფერი აქვს ამ სამსახურს. მომზადება-სერტიფიცირებასაც კი შსს აკადემია ახდენს მათსას, ოფიციალურად. მაგარია, უკვე მერამდენე დირექტორია მანდატური? სკოლებში მასწავლებლები ბრდღვნიან ყველაფერს ისე არიან და უკვე მშობლებიც.
  15. უი, სად სცალია მიშას კაცო?! მოლდოვაში იქნება და გიმკუს ელაპარაკება მაგ დროს! :nekro: :nekro: :nekro: როგორც ყოველთვის, სადღაც გარბის როგორც კი აქ რაღაც დიდი აქციები იწყება. ქვეშაფსია ეგა.
  16. Saturn შენს იაზვობებზე და პროვოკაციებზე რეაქცია აღარ მაქვს. ნეტავ რატომ?... კაი ლამაზი ვორნუკა გეკუთვნის, მარა მე არ მოგცემ. არც სხვებს მოვაცემინებ. newstudio ჯერ ბურჯანაძის ოხერი დედაც ვატირე, მერე ვინ გითხრა რომ მანდ მთავარი ბურჯანაძეა და ბურჯანაძე წყვეტს რამეს, ფული როდის არ ქონდა მაგას და რატომ გააქტიურდა რას ნიშნავს, როდის არ იყო აქტიური? რამდენადაც მახსოვს გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მაშინ ალასა რო არჩევნებში გავარდა, უფრო სწორად, ჩამოვარდა აშშ-დან, თანაც პირველი, ჯერ კიდევ მაშინ ბაზრობდა ფქვილოვნა სახალხო კრებაზე და სადღაც 2 თვეა უკვე აცხადებდა და დათქმული ქონდათ ეს 25 ნოემბერი. ტაქსისტების დონეზე დასკვნებს რო დებთ ხოლმე ტეხავს. რამე არგუმენტი, მსჯელობა, ლოგიკა, რა ვიცი... Saturn ისე, მიშა მაინც მაგარია არა? არავინ ხვდებ(ოდ)ა. სარკოზიმ დაიბარა, რაღაც უთხრა, მეორე დღეს გამოდიან და ჩვენ ხელს არ შევუშლით რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასო; ობამამ დაიბარა, რაღაცა უთხრა და მეორე დღეს გამოდის და მზად ვართ ხელი მოვაწეროთ აფხაზებთან და ოსებთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებასო, იმის მიუხედავად რომ ტერიტორია ოკუპირებულიაო. რუსებთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და მოლაპარაკებებსაც ალტერნატივა არა აქვსო. მზად ვარ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შევხვდე მაშას, თფუ მედვედევსო...ისე მიშა და მაშა მაგარია... :018: :nekro: მიყევი ეხლა შენ ქრონოლოგიურად როგორ აფასებდა მიშა იგივე წინადადებებს ოღონდ გაცილებით რბილად და დიპლომატიურად გაცხადებულებს ოპოზიციის მხრიდან, როგორ აფასებდით თქვენ, კარდუ, ჟოაო აველანჟი და ა.შ. მაშინ და როგორ აფასებთ ახლა...2008-ის აგვისტომდე რომ მიმხვდარიყო ამას... აზრი არა აქვს თქვენთან ლაპარაკს. არასოდეს და არაფერზე. მაინც გაამართლებთ ყოველთვის და მაინც ოპოზიციის ლიდერებს სხვა ქვეყნიდან მართულობაში, ხალხს კი სიბეცეში და ჩამორჩენილობაში დაადანაშაულებთ. სამწუხაროდ მე ალბათ ვერასოდეს გავსხივოსნდები თქვენსავით ად ვერასოდეს შევწვდები ჭეშმარიტ მოქალაქეობრივ, პატრიოტულ და ინტელექტუალურ მწვერვალებს, იმიტომ, რომ მე ქურდულის მენტალიტეტის მატარებელი, ანგარებიანი ხეპრე ვარ. მიედი მიეცი სიგნაჩა.
  17. ჰმ... P.S. სომხებს რაღა Y უნდოდათ ნატოს სამმიტზე? ეგენიც შედიან იმ რაღაც ნატოზე უკეთესში?
  18. lasha_alo ჩვენ აქ ვხუმრობთ და ... ყველა შემთხვევაში ხელისუფლების ბრალია ეს, როცა ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანები (კანონმორჩილ ადამიანებს ვგულისხმობ და არა კრიმინალებს), რომელთაც საკუთარ სამშობლოში აღარ დაედგომებათ და არსებობენ ისეთებიც, რომელთაც იციან, რომ ამ ხელისუფლების წასვლის მერე აღარ დაედგომებათ (სხვადასხვა მიზეზით). სიმართლე რო გითხრა არასოდეს მესმოდა და ვერც ვერასოდეს გავიგებ ნაფტას მსგავსი ადამიანების პოზიციას..."ესენი ცუდები არიან, მარა უარესები რომ მოვიდნენ? მაშინ იყვნენ ისევ ესენი." პოზიცია და "ესენი კარგები არიან. ამათ ვენაცვალე!" პოზიცია აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც და ორივე თანაბარზომიერად უზრუნველყოფს კარტ-ბლანშს იმისთვის, რომ არაფერი დათმოს ხელისუფლებამ და გააგრძელოს იგივე კრიმინალური მოქმედებები...პასუხის არმოთხოვნა რა წესია არ მესმის. და პირიქით იმ ადამიანების ლანძღვა ვინც მათ პასუხს სთხოვს დანაშაულებზე და ამით ძალაუნებურად და გაუაზრებლად (უფრო ხშირად ძალიანაც ნებით და გააზრებულად) ბიძგის მიცემა და კიდევ უფრო გათამამება დამნაშავე ხელისუფლების??? ეგ იგივეა ეხლა თქვენს სახლში ქურდი შემოიპაროს და დასახმარებლად მოსულ მეორე ქურდს უარი უთხრა, შენ უარესი ქურდი ხარო და შენი ნებით გააქურდინო თავი იმ პირველს. და ტან რო ვერ ამტკიცებთ იმ მეორის უარესობას? რამდენ ადამიანსაც არ ვკითხე ეგეთს (ნაფტას პოზიციის მქონეს: "მიშისტი არ ვარ, მარა ოპოზიცია უარესიას"), ვერცერთმა მიპასუხა რითია ეს ოპოზიცია ამ ხელისუფლებაზე უარესი და უფრო ცუდს რას გაუკეთებს ქვეყანას? პატრიოტიზმით და ვაჟკაცობით? დამათვლევინეთ რამდენი კაცი ბრძოლობდა აფხაზეთში ან თუნდაც 2008-ში ცხინვალში ხელისუფლებიდან და მერე მე ჩამოვთვლი ოპოზიციიდან. განათლებით? რესპების, ფორუმის ან ახლების, თუნდაც კონსერვების ერთი წევრი მითხარით რომლის განათლებაზე და ინტელექტზე გაქვთ ეჭვი და თან დააყოლეთ მერე რითი გირჩევნიათ ის ხალხი გეპეიში და მაღლივში რომ "სწავლობდნენ" 90-იან წლებში და მერე 2-3 სემინარზე ბაკურიანში იციგავეს და კოფე ს მალაკომ გასინჯეს პირველად. ნუ რამდენიმეს 3 თვიანი კურსებიც კი ეღირსა სადღაც აიოვას შტატის პროფტექნიკუმში და ირლანდიელი სკლეროზიანი ბაბოს პამპერსების რეცხვა. სუფთა წარსულით? ა, ბატონო, უცებ გადახედეთ ქვემორე ბმულებს: ნაცების წარსული კიდო ნაცების წარსული დიპლომატიით? ჭკუით? ქართველობით? რითი მაგის დედაც ჯეკ?
  19. Leo_Nafta ვაჰ, ჩემი მედლის მეორე მხარე ვიპოვე!!!! :018: :018: :018: ზუსტად ეგრე და მაგ განწყობაზე ვარ და არამარტო განწყობაზე, ოღონდ პირიქით თუ ეს ხელისუფლება ახალწლებამდე არ მოშორდა იგივეს ვაპირებ მეც. გამორიცხულია ამ ქვეყანაში ვიცხოვრო.
  20. asesino_141 Saturn მე სხვა რამე "მაინტერესებს", რომელ ჯუნგლებში ნახეს ასეთი წესი, რომ მაღაზია დაილუქოს სანამ ფულს არ დააწერენ მეპატრონეებს მანამდე? ასე გააკეთეს იმედში, ასე გააკეთეს აზოტში, ასე გააკეთეს კიდობანში და პასაჟში, ასე გააკეთეს ლილოში, ასე ქნეს ეხლაც და საერთოდ ყოველთვის ასე აკეთებენ. დაარღვია? დააჯარიმე, თუ საჭიროა დააპატიმრე კიდეც და მაღაზიას რატომ აჩერებ, ხურავ და ლუქავ? 1. მაღაზიაში მომუშავე პერსონალს ტოვებ უმუშევარს და უხელფასოდ. 2. მაღაზიის მომხმარებელს ტოვებ უკმაყოფილოს და აიძულებ მისთვის სასურველი პროდუქტი იყიდოს უფრო შორს მდებარე მაღაზიაში, შეიძლება უფრო ძვირადაც კი. 3. მაღაზია თუ ნაქირავებია, გამქირავებელს ტოვებ შემოსავლის გარეშე და თან თავის საკუთრებით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევ. 4. თუ მაღაზიაში მალფუჭებადი პროდუქტია მეპატრონეს სერიოზულ ზარალში აგდებ. მე კი ვიცი რატომაც აკეთებენ ამას, მარა მაინც რა ველურობაა ეს? ა? რაც დავაშავე იმაზე მაგებინე პასუხი, რას მაზარალებ მე და მითუმეტებს სხვებს? მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იკეტება არაფერი, რაც არ უნდა დიდი ფინანსური და მითუმეტეს სხვა სახის დარღვევა ჰქონდეს მის მეპატრონეს.
  21. mtidan იცოცხლე! მეც გილოცავთ ყველას და გწამთ თუ არ გწამთ მაინც შეგეწიოთ წმიდა გიორგის მადლი, დაგიფაროთ და დაგიცვათ ბოროტისგან და გაგამარჯვებინოთ გველეშაპზე! მრავალჟამიერ! http://www.youtube.com/watch?v=fCdNL3iHpj4
  22. babuagiorgi აჰა, გიორგი. ვიცი რომ გაინტერესებს და წუხანდელია. http://www.youtube.com/watch?v=I6nWyHvkuIc&feature=player_embedded#!
×
×
  • შექმენი...