მოკლედ რას მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. რა მარტივად ახერხებს ხელისუფლება, პროპაგანდის საშვალებით საკუთარი თავისთვის საჭირო შედეგის მიღწევას. სითი პარკის მაწაკობაზე არაფერს აღარ ვიტყვი. ხომ "აირჩია" დედაქალაქმა კორუმპირეული მერი. ხოდა მიიღოს ეხლა რაც დაიმსახურა. მაგრამ... რა მარტივად შექმნეს ხატი ხელისუფლების პროპაგანდისტებმა, რომ გადასახადის წინააღმდეგ გამოსვლა - " არასვეცკურია და ტეხავს". სითი პარკი რომელიც არაფერს არ აკეთებს სადგომების მოწესრიგებისთვის.არცერთი ახალი სადგომი არ გაკეთდა. საერთოდ არაფერი არ კეთდება რა, შეღებვა და ჯარიმები. და მორჩა. მაგრამ, არცერთი დასირებული ოპო, არ გამოდის და არ აპროტესტებს ამ ამბავს. არცერთი არ ითხოვს გამწვრივალეობას მათ ხარჯებში. რა კერძო კომპანიაა და მაგიტომ? კერძო კომპანია რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს მართავს და დაჯარიმების ფუნქციით არის დაჯილდოვებული, შეიძლება იყოს შავი ხვრელი? რომლის ხარჯების, გეგმების და შემოსავლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ უნდა იცოდეს? ეს ნორმალურია? და არცერთი ოპოკვერცხი ამაზე ხმას არ უნდა იღებდეს? ცალკე თემაა ახალი ჯარიმები რომელსაც შსს აწესებს. ჯერ საბოლოოდ დადგინდეს და მერე გეტყვით ჩემს აზრს. გეგმაშივე ბევრი რამ ძალიან გასაგებია. იმას თავი დავანებოთ რომ ღორები არიან და აღარ იციან ფული საიდან ამოიღონ. მე ისმაოცებს რაოდენ არაადეკვატურები არიან და რაოდენ არ იციან მოსახლეობის სოც მდგომარეობა. მაქნანიდან რამის გადაგება - 200 ლარი ჯარიმაო. კაი ბატონო, დააჯარიმე... მაგრამ! 200 ლარი წარმოგიდგენიათ მაინც რამდენია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის? რამდენად რთული საშოვნია ამ ქვეყანაში არა ნაცელიტის წევრისთვის და რამდენად მალე ქრება ჯიბიდან ისევ თქვენი - ღორების გამოსაკვებად?