ძუკუ იცი რა არის. ძალიან მძაფრად იგრძნობოდა ეს "პალაჟენიის დაყენების" სურვილი . საქართველოში კი, ჩემი აზრით პოლიტიკოსი რომელსაც ვიღაცეები პალაჟენიას უყენებენ, ვერ გაქაჩავს... მოდი შიგნით ვიჩხუბოთ რამდენიც გვინდა, მაგრამ გარეთ ნუ გავიტანთ. ამავე დროს თუკი მე ვარ ლიდერი, პასუხიმსგებლობა ჩემზეა და შენ რჩევა უნდა მომცე, მაგრამ როდესაც მე ამ რჩევას არ გავითვალისწინებ და გეტყვი რომ მე ასე ვთვლი სწორად, შენ ყველაფერი უნდა გააკეთო რომ ჩემი საქციელის ყველა შესაძლო შედეგი უფრო კარგი იყოს. თუ არ გინდა ასე, მაშინ უნდა დავცილდეთ. მე ასე მგონია. კი მაგრამ: აი ამაში მე უკვე ეჭვი მეპარება. ძალიან დამღლელია ეს მუდმივი კონფრონტაციული მუხტი რომელსაც თქვენი პარტია აფრქვევს. მუდმივად რესპების ქედმაღლობას და გაუგებარ ( სრულიად დაუსაბუთებელ ) ამბიციებს უნდა ჰყვებოდეს ყველა ერთობა. კომპრომისის უნარი საერთოდ არ იგრძნობა თქვენში. ან ისე როგორც მე მინდა ან კიდევ არ მაინტერესებს... აი ეს პოზიცია უკვე იმდენად მიუღებელი გახდა საზოგადოებაში რომ... თქვენი პერსპექტივები ძალიან ცუდად ჩანს.