Jump to content
Planeta.Ge

სერჟანტი

პლანეტელი
  • პოსტები

    21
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი სერჟანტი -ს მიერ

  1. ვარ სამხედრო კავშირგაბმულობის ექსპერტი...

     

     

    ჯერ მოყვარული ხარ.

    ექსპერტი, აკადემიის კავშირგაბმულობის ფაკულტეტს რომ დაამთავრებ, მერე იქნები...

  2. სამხრეთ ოსეთის (რუსეთს აღიარებული ყავს სამხრეთ ოსეთი და წესით იქ უნდა დამაბრუნოს საიდანაც რუსეთის ტერიტორიაზე შემოვედი) ან საქართველოს ტერიტორიაზე დამაბრუნოს ოჯახთან ერთად ...

    ფაქტიურად მოღალატეა რა.....

    მაგრად გვეცოდება არა?

    გაიხსენეთ საქართველოსთვის აგვისტოში დაღუპულები....

    ცემით არის ეს ნაძირალა მოსაკლავი!!!

  3. newstudio

    როცა სამხედრო რომელსაც წერა ეხერხება მივა და ეტყვის ამიყვანეთო

    5 თვეა უმუშევარი ვარ, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ ამ ქვეყანაში ნაცნობის და ახლობლის გარეშე ვერ მოეწყობი სამსახურში.

  4. ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნის, „РПГ-7“ ყუმბარტყორცნის 10 ათასი ჭურვი.

    ეს გასაგებია

    ხელის ყუმბარმტყორცნის 1500 ერთეული ჭურვი.

    ზედასთან შედარებით რა განსხვავებაა?

    43 200 ერთეული ტრასირებული ტყვია.

    მგეზავი ქვია მაგას...

    ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ПГ-9-ის

    ეგ რა არის ნეტავ?

    ЛАР-ის ტიპის ერთი სარაკეტო სისტემა.

    რატომ წერია რუსული ალფავიტით? ეს ერთი..

    მეორეც, მაგ მიმართულებაზე LAR-ები არ ყოფილა.

    ნეტა ამ საინფორმაციო სააგენტოებში როდის აიყვანენ ისეთ რედაქტორებს, სამხედრო ტერმინოლოგიაში რომ ერკვევა?

    მაგარ სისულელეებს წერენ ხოლმე.

  5. უნდა გაითვალისწინოთ რომ ლიცენზირებული კალაშები ბევრად ჩამოუვარდება ხარისხით ხოლმე (ხშირად) ორიგინალებს

    შენ წარმოიდგინე, ორიგინალებთან უფრო მეტი შეხება მქონია, ვიდრე ლიცენზირებულთან.

    დაჟე იჟევსკისა და ტულის წარმოებულების გარჩევაც კი ვიცი :)

  6. ტაკ, იმის გამო, რომ ჩვენი შილკა არასრულწლოვანია და შესაბამისად ჯერ ისევ არაობიექტურია ასაკის გამო, წინადადება შემომაქვს, სრულწლოვანებამდე დაისვენოს და განყოფილების მოდერატორობა გადააბაროს პანდას, იგივე Tazo200X.

    იმედია შილკა არ მიწყენს ამისათვის.

  7. newstudio

    კი და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ პუტანამ ამ "ბრძოლისთვის" ერთერთი კატარღის კაპიტანს გეროი რასიი ჩამოკიდა.

    მგონი უკრაინის თევზსაჭერი გემი ჩაძირეს.

  8. newstudio

    კარგია, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის სპეციალურ ოპერაციას სხვადასხვა სახის იარაღი სჭირდება.

    ამიტომ აქვთ ფართო არჩევანი, რომ ოპერაცია მაქსიმალურად ეფექტური გამოვიდეს.

  9. newstudio

    ანუ რომელი ჯობია ჩვენს რეალობაში?! დავიბენი

    მე მაინც M-4 მირჩევნია.

    საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა 35-დან 100 მეტრამდე მანძილებზე მიდის, ამიტომ ლულის სიგრძეს და შორსმსროლელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

    ამ დროს წინა პლანზე გადმოდის ზუსტი ცეცხლი და იარაღის საიმედოობა.

    თუ მაინცდამაინც შორ დისტანციაზეა საუბარი, ოცეულის შეიარაღებაში არის სხვა შორსმსროლელი იარაღიც.

  10. tok0

    მე აკ47 მირჩევნია მ4ს

    შენ, როგორც შენი ასაკიდან ჩანს, მოყვარულის დონეზეც არ გქონია შეხება ავტომატებთან.

    ასე, რომ ნუ იქნები კინოების და ინტერნეტში მოძიებული ლამერების მიერ დაწერილი სტატიების შთაბეჭდილებების ქვეშ.

     

    4L2IKA

    კალაშნიკოვს როგორც ვიცი 700 მეტრამდე აქვს მოქმედების არ, M4 კი უფრო მეტს ქაჩავს

    გააჩნია კალაშნიკოვს. თუ აკ-47 და აკ-74 გულისხმობ, მათ უფრო შორს მიაქვთ, რადგან მათი ლულის სიგრძე მეტია, მ-4 კარაბინია, ანუ შაშხანა დამოკლებული ლულით.

    ალაშნიკოვის ტყვია ლატუნისა და რაღაც ოხრობების ნარევია, და მძიმეა, ხოლო M4-ის ხელის გულზე რომ დაიდო ვერც იგრძნობ რამე გადევს თუ არა

    ორივე ტყვია ფოლადის გულარიანია, გარედან კი ტომპაკის (ლითონია ასეთი) გარსი აქვს, იმიტომ რომ ლულის ნაჭდევები არ გააფუჭოს.

     

    newstudio

    და გამტანობა არ ითვლება?!))))

    რაც უფრო წვრილი კალიბრია, მით უფრო ინარჩუნებს კინეტიკურ ენერგიას შეჯახებისას და ხვრეტს წინაღობას. იმიტომ არის პისტოლეტები მსხვილკალიბრიანი (9 მმ), რომ დაჯახებისას დიდი რაოდენობის კინეტიკური ენერგია გადასცეს ზედაპირს და მომენტალური შოკი გამოიწვიოს.

  11. ჩემი ხმა G-36-ს

    აქ მოყვანილ იარაღებს რაც შეეხება, სამივე მისვრია და არაერთხელ, ვინც მიცნობს, მიხვდება.

    ხოდა, ერთმნიშვნელოვნად M-4-ს ვანიჭებ უპირატესობას.

    1. ისვრის ძალიან ზუსტად

    2. შესაძლებელია დაუყენდეს სხვადასხვა აქსესუარები

    3. სულაც არ ჭედავს ისე ხშირად, როგორც ამბობენ, აკმ-ს უფრო მეტჯერ გაუჭედია, ვიდრე M-ს, როცა ვისროდი.

    4. პლასტმასის ნაწილების გამო, თითქმის 1 კგ-ით აქვს წონა შემცირებული. ეს მაშინ, როცა გრძელ მარშებზე ფანრიდან ელემენტებს ვიღებდი და ვყრიდი, აგრეთვე წყალს ვაქცევდი მათარებიდან რომ უფრო მსუბუქად მევლო.

     

    ეს M4-ს აქსესუარები

    http://i082.radikal.ru/0907/e1/ec5483d08805t.jpg

     

    http://s14.radikal.ru/i187/0907/f9/eb2e51078558t.jpg

  12. საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში რამდენიმე სახის და დანიშნულების რაზმია.

    ამათგან ყველაზე მომზადებული და გასაიდუმლოებული, იმ დონის გასაიდუმლოებული, რომ რაზმის წევრის სახელი და გვარიც სახელმწიფო საიდუმლოებაა, შსს–ს ანტიტერორისტული რაზმია. შეიარაღებულია ყველაფრით, რაც არსებობს მსოფლიოში (ცეცხლსასროლ იარაღს ვგულისხმობ)

     

    ერთერთი ძლიერია შსს–ს კონტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის რაზმი, მას არ ჩამოუვარდება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაზმი.

     

    არსებობს, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის რაზმი.

     

    ზემოთ ჩამოთვლილი სპეცრაზმების მთავარი დანიშნულება არის დამნაშავის ან დამნაშავეთა ჯგუფის განეიტრალება, ამიტომ მათი საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება მიზანშეუწონელია.

     

    საბრძოლო მოქმედებებზე სპეციალიზირებულია თავდავის სამინისტროს სპეციალური ოპერიაციების დაჯგუფება.

    მის მოვალეობებში, როგორც მსოფლიოს ანალოგიური სპეცრაზმებისა, შედის:

    1. სიღრმული დაზვერვა

    2. მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიების მოწყობა

    3. მოწინააღმდეგის ღირებული ინფორმაციის წყაროების მოტაცება

    4. მოწინააღმდეგის მეთაურობის და მნიშვნელოვანი პირების ლიკვიდაცია

    და სხვა მრავალი.

    შეიარაღებულია თითქმის ყველანაირი ცეცხლსასროლი იარაღით, რაც მსოფლიოში ასებობს.

     

    პ.ს. რაც აქ დავწერე, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ამაზე მეტი არის უკვე სახელმწიფო საიდუმლოება და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

×
×
  • შექმენი...