Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ინფორმაცია ლ ი ც ი

  • დაბადების დღე June 26

Profile Information

  • Gender
    Male
  • Location
    ნიუ-ვასიუკი

Contact Methods

  • Website URL
    http://

ლ ი ც ი'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ლოკოკინას მანძილი გავდივარ სახლიდან და ისევ ვბრუნდები. გავდივარ... ვბრუნდები... გავდივარ... ვბრუნდები... მივცოცავ მწვერვალზე და ისევ ვცურდები. მივცოცავ... ვცურდები... მივცოცავ... ვცურდები... მდევნიან დღეები- კარგები, ცუდები... ოცნებებს მპარავენ დღეები - ქურდები. გავყურებ ჰორიზონტს, ვაპირებ წავიდე.... ფეხს ვითრევ, ვაბრალებ საქმეს და ამინდებს. ვალაგებ ჩანთაში საკვებად ლექსებს და თვალები მდუღარე ცრემლებით მევსება... არადა, გზა მინდა, არადა, მთა მინდა, ცხოვრების დაწყება ახლიდან... თავიდან... არადა, მზე მინდა, სითბო და სიცილი, მომბეზრდა წივწივი- უმწეო წიწილის!.. გავყურებ მწვერვალებს, ნატვრებით ვბრუვდები... გავდივარ... გავრბივარ... და მაინც ვბრუნდები. Mariami Kozmanishvili
  2. ტყეში ამბავი მოხდა საწყენი- პატარა ბიჭმა მოკლა ჩიორა, დედის ამარა დარჩნენ ბარტყები, დედა კი მათ ბედს არ ჩიოდა. დადის ტოლებში და თან ტრაბახობს შურდულიანი ბიჭი ტიკტიკა, დედა ჩიტი კი იმავ საღამოს, ს უ ლ ს ხ ვ ა ჩ ი ო რ ა ს გ ა ე ჭ ი კ ჭ ი კ ა. ქარმა ღრუბლები წვიმად არღვია, სწუხდნენ ბარტყები სულ მთლად სველები, რადგან ბუდე იყო თავღია და წვიმას ჰქონდა გრძელი ხელები სოფოოოო )) laci ;)
  3. ჩემი შვილია მე გავაჩინე, ჩემი შვილია... თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა. ყოველი წუთი - ეს იგივეა, რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა. ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი. ჩემი გული და ჩემი ცხეული... ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა - ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!... მე ვათენებდი მასთან ღამეებს, პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი... მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა, ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის. ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი. ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი. რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე, მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!... ნარკომანია, კახპა, თუ გეი... შვილია ჩემი, შვილია ჩემი... თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის, თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში... სხვანაირია, არავის არ გავს, და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!... მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ... მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი... მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში, მისი ბავშვური ხმა და ტიტინი.... მე გავაჩინე, ჩემი შვილია!... მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!.. და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ ილაპარაკოს საკუთარ თავზე. Mariam Kozmanishvili
  4. ოკlasha_alo გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.. გოდერძი ჩოხელი
  5. ...მე ამ ქალაქში დიდხანს ვცხოვრობდი, აქ შევეჩვიე ხანგრძლივ ხეტიალს, შემხვდა ბოროტიც, მაგრამ ბოლომდის ბოროტი კაცი არ შემხვედრია. კარგი უჩანდა პირი მოლოდინს, დრო მავიწყებდა წარსულს სევდიანს, შემხვდა კეთილიც, მაგრამ ბოლომდის კეთილი კაცი არ შემხვედრია... ვახტანგ ჯავახაძე
  6. ბატონო მიშა, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და სიმშვიდეს გისურვებ!
  7. კონსტანტინე ლორთქიფანიძე საბარგო ავტომობილი საღამო იყო, მგზავრთა ლანდებს ძირს იტაცებდა ხიდიდან წყალი; მაშინ გიხილე და სიკვდილამდე შეიქმენ ჩემთვის დაუვიწყარი. ნანინასავეთ იმწამსვე ვიცან ჩემთან შეზრდილი შენი ხმაური, მოგიახლოვდი და გულის ფიცარს ეხეთქებიდა ზღვა სიხარული. მოგუგუნებდი რკინის მხედარი, აბნევდი სუნთქვას კვამლის რგოლებად მე შენზე ტკბილი შესახედავი ჯერ არც მყოლია, არც მეყოლება, რა სასიამოდ მიძგერდა გული წყნარ ღამეებით მდუმარე პოეტს, ასე მგონიოა, რომ დაკარგული მშობელი დედა მაშინ ვიპოვე. გიცქერ და გულში ისევ ღვივდება ის ძველი ცეცხლი და სითამამაე, და ხელმეორედ თითქმის იბრდღვნება საბედისწერო ოქტომბრის ღამე. ქარბუქი, თოვლი, თეთრი ველები... თვალთან ვერ იტან თითს, ისე ბნელა; ასეთ ღამეში ლენინელები წამოდგნენ მტერთან შესარკინებლად. ....... მართლა გმირი ხარ, ტყვიით დატენილს არ შეგიცვლია ნაბიჯი გზიდან, რევოლუციის მოღალატენი შენ დასახვრეტად გადაგიზიდავს. დანის პირებში გამოყვანილი გადიქცეოდი ომში დევებად რა დრო გინახავს! ეხლა ყვავილიც საქართველოში არ ითელება. სიმშვიდის ტალღა უხვად დაღვრილა, დამცხრალა ცეცხლი ჩვენი თვალების, მაგრამ იცოდე, ძირსა არ დახრილა წითელი დროშა კომუნარების. თუ გუშინ დროშებს ცისკენ ვარხევდით. ეხლა სხვაგვარი ბრძოლა გვახარებს, გვსურს ცის მაგიერ, ბოლი ქარხნების გადავახუროთ სამშობლო მხარეს. მითხარი, დაგრჩა მაინც ოდნავად ის ძველი ღონე, ცეცხლი შეშლილი ?!
  8. სოლჟენიცინის, გალიცინის,თუნდაც ვიცინის ქვეყანაში დახტის კვიცივით შავი ბოღმა თეთრი სიცივის.ჯერ პირჯვარს იწერს, მერე გესვრის, მერე გიცინის და კოცნად მოდის...რა რიგ შვენის რუხ მგელს კრავობა!..ჩასვრილი ლოთის შეთითხნილი არარაობა მოვა და გიხსნის, თუ რას ნიშნავს ძმობის რაობა! მაგრამ სხვა მხარეს იმზირება ჩემი თაობა...ხსნასაც იქ ელის, ერთგულებას იქ ეფიცება,ცხრა მთა–ზღვას იქით მოვლინებულთ კეთილ ბიძებად,ფერად წიგნებად,მათ, ვინც უსულოდ ღმერთის ძებნას თვლიან მიგნებად...სულ ასე იყო, ჰოდა ადათს ვერ მივაფურთხებთ:მტერთაგან მოყვასს შევარჩევთ და მამად ვაკურთხებთ,ენას მოვიჭრით, იმას დავსვამთ თავში სუფრისა,კაცობრიობის ხსნად ჩავუთვლით ხარშვას კუპრისას,და თანაც ვიტყვით, რომ ნებაა თურმე უფლისა,პირთან დაიწევს უსარგებლო ძარღვი შუბლისა...და იბერიაც... გასუქდება, ნუ გვეფიქრება!!!დავკარგავთ ცას და ხვედრი მიწაც აგვეფიცრება... ავტორი არ ვიცი
  9. გაქრა ღირსება, ნუ ეძებ ნურსად, გაჰყვა ეპოქებს გაბნეულ მტვერად, მთელი სამყარო შემოიარე და უიმედოდ დაუშვი მხრები... გაქრა სინაღდე, ნუ ეძებ ნურსად, კონფორმისტებად იქცნენ სუყველა, ჭიქას ჭიქაზე გიჭახუნებენ, თუმცა უციან რა! უნდათ! შენგან... მაიკო ორბელიანი
  10. გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი: სულზე ბორკილად მადევს ასაკი და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი, თუ გნებავს – შენი გზის ავაზაკი. მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას, ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი… და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა და არა ერთი იმათთაგანი. ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან, თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი. რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა, რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით. და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას, შემთხვევის მონა და ბედის ურჩი, წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა, ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის. მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი, ხუნდად დამადეს სულზე ასაკი… და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი და მაინც – შენი გზის ავაზაკი. ოთარ ჭილაძე
  11. რეალობა სიძულვილმა სათნოება წალეკა, მართალს შერცხვა აღიაროს სიმართლე. მლიქვნელობა კი ტყუილით გამეფდა მოგვაშუქა ფარისევლის სინათლე. ხელს არ ვუშლით, მლიქვნელობით მოგვხიბლა თითქოს ჩვენი დამცირებაც ვუმადლოთ… ის სიმართლის ნაპერწკალიც მოგვიკლა , ჩვენ ტყუილით ტყუილს ვნიღბავთ უფალო დავივიწყეთ ყველა, შენი სიტყვებიც, ვისაც ახსოვს, ისიც განზრახ ივიწყებს. ბოროტების შავ ბუნაგად ვიქეცით, სატირალზე შემზარავად ვიცინეთ, არც სინანულს აღარ ვაძლევთ გასაქანს სხვ მშივრენში ჩვენი მუცლით ვამაყობთ, სიცრუეში ვეძებთ ისევ სამალავს სიცრუეში, სიმართლისგან სადღაც შორს…. თუ აქედან ხსნის გზას ხედავ უფალო გთხოვ დაიხსნა კიდევ ერთხელ შვილები, კიდევ ერთხელ იმათ მაინც უშველო, ვისაც შერჩა დღემდე შენი იმედი. სტოპა ჩილინგარაშვილი
  12. ერთხელ ტიბეტელ ბერს მგზავრობის დროს შემოაღამდა. მან დაინახა ერთი ქოხი. მივიდა და დააკაკუნა. გამოიხედა ქალმა. ბერმა მას ერთი ღამის გათენების უფლება სთხოვა. ქალმა უთხრა, რომ თუ სამი დავალებიდან ერთ–ერთს შეასრულებდა, ღამეს გაათენებინებდა. ეს სამი დავალება იყო – ბერს ან თხა უნდა დაეკლა, ან ღვინო უნდა დაელია ან ამ ქალთან უნდა დაწოლილიყო. ბერმა ქალთან დაწოლაზე და თხის დაკვლაზე ცხადია უარი განაცხადა, ამიტომ, მან ღვინო დალია. ღვინის დალევის შემდეგ ბერმა თხაც დაკლა და ქალთანაც დაწვა!
  13. კარგად უნდა ახსოვდეს სქელშუბლას და ჭკუათხელს ჯერ თავს იფხანს ქართველი, მერე ენას, მერე ხელს... კობა ჭუმბურიძე
  14. "მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა: "გამომყევით!” მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი: "თქვენ რა, გაგიჟდით?!” "ამხანაგო”, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა, "გაფრთხილებთ!“ "მომისმინეთ, ბატონო” შევესიტყვე მე. "აქ ბატონები არ არსებობენ”, დაიყვირა გაცხარებით. "ჩვენ ყველა ამხანაგები ვართ!” ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს. "რის საფუძველზე...”, წამოვიწყე შეკითხვის დასმა. "მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, "თქვენი ნაღვლიანი სახე.” "და მაინც რის გამო?“ კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა. "არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.” ჰაინრიხ ბიოლი- "ჩემი ნაღვლიანი სახე"
×
×
  • შექმენი...