Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. გუშინ, "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე დააკავეს. პარტიის პრესსპიკერის ვაკო ავალიანის განცხადებით, დაკავებულთან არ უშვებდნენ ადვოკატს, რითაც ელგუჯა ჩხაიძის დაცვის უფლება დაირღვა. ამასთან, ჩხრეკის შედეგად დაკავებულის კუთვნილი გომურიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ჩხრეკის ოქმს მოწმეებმა ხელი არ მოაწერეს. ვაკო ავალიანის ცნობით, პარტია აღნიშნულს პოლიტიკური ნიშნით დაკავებას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე, ირაკლი ალასანია ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავს. ალასანიას ფეისბუქიდან
  2. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა გუშინ საღამოს აფრიკის კონტინენტიდან დაბრუნების შემდეგ გართულდა. მას აღენიშნებოდა ციებ-ცხელება და მაღალი ტემპერატურა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენელი, თუმცა, სიმტომების მიხედვით, პირველად დიაგნოზში მითითებულია, რომ კარბელაშვილი, სავარაუდოდ, მალარიით არის დაავადებული. ამ დროისთვის მინისტრის მოადგილის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და მას პერმანენტულად ანალიზები უტარდება. http://geonews.ge/?page=8&news_id=124570
  3. არა მგონია , მაგრამ ბოლო პერიოდში კბენენ ისე ასეთი შენობები რომ აშენდეს მიშას პერიოდში. უდუმაშვილის მაგივრადაც მიშა იჯდება ტელევიზორში. http://www.akorda.kz/pictures/dsc7826.jpg
  4. აქაცა რეკავს
  5. რეალითი -შოუში დრეს სომალელი ტყვეები სტუმრობდნენ.
  6. ყველანი თვალს ვადევნებთ ქართულ თრუმენშოუს . ეს უკვე ყოველდღიოურ მოვლენად იქცა. მისი მსვლელობა არ უნდა გაშუქდეს? :დ
  7. ამ თემაში ვისაუბროთ ახალ რეალითი შოუზე , რომელსაც გვთავაზობენ მოდელირებული ქრონიკის ავტიოები ყველა მათ არხზე დღეს ის წარგვიდგა, როგორც მტვირთავი და მძღოლი. დაეხმარა გასაჭირში ჩავარდნილ ოჯახებს. მხარი დაუჭირეთ მას და ხმა მიეცით მოქალაქეთა კავშირს მომავალ წელს.
  8. არანაირად არაა დეტალი. ახალგაზრდობის მინისტრს ევალება სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის წარმოება ანუ სახელმწიფო პროექტების რეალიზაცია. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კი ზრუნავს კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე .კანონი არ ირღვევა ,მაგრამ აშკარად სახელმწიფო სტრუქტურებს ავალებენ პარტიულ დავალებებს . ვინ მუშაობს მაგასთან? გიორგი ავალიანი და ირაკლი მეგრელიშვილი. ეს ის ბიჭები არ არიან სტუდკავშირი რომ ებარათ ? თურმე ვარძელა ტექნიკურად აკონნტროლებს იქაურობას და ვეტერანები დამსახურებით თავისთან მოყავს. სტუდკავშირი კი ზოგადად უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმართველობიის ფორმა. რეალურად კი გახდა ნაცების სამძჭედლოდ.
  9. არანაირად არაა დეტალი. ახალგაზრტდობის მინისტრს ევალება სახელმწიფო ახალგაზრდობის პოლიტიკის წარმოება ანუ სახელმწიფო პროექტების რეალიზაცია. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კი ზრუნავს კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე .კანონი არ ირღვევა ,მაგრამ აშკარად სახელმწიფო სტრუქტურებს ავალებენ პარტიულ დავალებებს . ვინ მუშაობს მაგასთან? გიორგი ავალიანი და ირაკლი მეგრელიშვილი. ეს ის ბიჭებიი არ არიან სტუდკავშირი რომ ებარათ ? თურმე ვარძელა ტექნიკურად აკონნტროლებს იქაურობას და
  10. http://s18.postimage.org/yjynpjnjt/DDDD.jpg კომკავშირის პერიოდშიც კი ასე აგრესიულად არ ხდებოდა სახელმწიფო სტრუქტურების პირდაპირ მიბმა პარტიასთან.
  11. საქართველოს პრეზიდენტმა გორში ახალი საავადმყოფო გახსნა. როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები და მუმიები ვეღარ დაბრუნდებიან. მისი თქმით, ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს. "მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები; იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით, ახლა ამათ ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას, ჩვენც ხომ გვეკუთვნის რაღაც", - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან.
  12. საინტერესო ნიუსია , საკმაოდ შენაშფოთებელი. ტემპი კი არა იმჰო ზოზინებენ. თქვენი აზრით? http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=86305&Itemid=1 "ხალხის პარტიის" ლიდერს კობა დავითაშვილს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების მუშაობის ტემპი არ მოსწონს. როგორც დავითაშვილმა დღეს გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "კოალიციის საქმიანობის შედარებით ნელ ტემპს ობიექტური მიზეზები განაპირობებს". 'კოალიციის შიგნით პოლიტიკური პლატფორმის ფორმირების თვალსაზრისით საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ განსხვავებაც არის, ამიტომ ან ერთმა უნდა დათმოს, ან მეორემ და საერთო უნდა გამოინახოს. კოალიციაში შემავალი პარტიების პოლიტიკურ პროგრამებს შორის სხვადასხვაობაა. არიან მემარჯვენეები, მე მემარცხენეს მეძახიან. ბევრი საკითხია შესაჯერებელი. საქმიანობის ტემპს კოალიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებიც აფერხებს", - განაცხადა დავითაშვილმა. აზრთა სხვადასხვაობის მხრივ კერძო მაგალითად მან საგარეო პოლიტიკური მოსაზრებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ პირადად ის საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხში ენთუზიასტი არასდროს ყოფილა. "ჩემთვის მთავარი საშინაო პოლიტიკაა. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მზად ვარ, ნატო საერთოდ დავთმო. მასში შესვლისადმი დიდი ენთუზიაზმით განწყობილი არასდროს ვყოფილვარ, ივანიშვილი და "თავისუფალი დემოკრატები" კი ამბობენ, რომ ქვეყნისთვის ნატო აუცილებელია. ჩემთვის საშინაო პოლიტიკა და სოციალური საკითხები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო", - განაცხადა დავითაშვილმა.
  13. http://www.interpressnews.ge/ge/politika/189440-archil-kbilashvili-ekaterina-khvedelidze-partiis-sheqmnas-gegmavs.html ეკატერინა ხვედელიძე მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" იურისტთა ჯგუფის ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეკატერინა ხვედელიძემ მოსამართლეს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თხოვნით მიმართა, რომლის თანახმადაც, მას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. კბილაშვილის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მაშინვე ძალაში არ შედის, რადგან ვიდრე ზემდგომ ორ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ვერ შეიძენს. "თუმცა, არის გამონაკლისი, როდესაც განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, პირს შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სთხოვოს, გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ეკატერინე ხვედელიძემ. ადვოკატმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის მოტივაციად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ეკატერინა ხვედელიძის მასში მონაწილეობის სურვილი დაასახელა. "წინ არჩევნები გველოდება, შესაბამისად, მოსამართლისადმი გაგზავნილ ეკატერინა ხვედელიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურს პოლიტიკური პარტიის შექმნა და პარტიის მეშვეობით კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. ამ უფლებათა რეალიზებას ვერ შეძლებს, თუ გადაწყვეტილება, მისთვის მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ არ აღსრულდება. ეს არის განსაკუთრებული გარემოება, რადგან თუ მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღსრულდება, 2013 წელს უკვე მოკლებული იქნება რეალურ შინაარსსა და დატვირთვას", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა. მისივე განმარტებით, განცხადება 5 იანვარს შევიდა და მოსამართლე ამ საკითხს წყვეტს მანამ, ვიდრე საქმე მასთან რჩება. "საქმე კი მოსამართლესთან დღეიდან 2 კვირის განმავლობაში რჩება, რადგან 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გუშინ ჩაგვბარდა და მისი გასაჩივრების ვადაც გუშინდელი დღიდან აითვლება", - განმარტა კბილაშვილმა. იურისტების განცხადებით, ორი კვირის ვადაში ან მოსამართლის დადებით პასუხს ელოდებიან, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას. http://gogaggg.com/gggnews/wp-content/uploads/2011/10/sshot-29.png
  14. ეს სიგიჟეა თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე ? http://site.alo.ge/2012/01/11/ჯულია-რობერტსის-82-პორტრეტ/#more-1860 82 პორტრეტი ერთ სხეულზე
  15. 3 წელი ენთუზიაზმით ვიყავი ერთ პარტიაში,რაღაცეები ვიცი. პარტიას ესაჭიროება ლეგალური მუშაობა. რეგიონებში რეგულარული სიარული, ჯიპები(ც) და ა.შ. რაც არ უნდა ვიძახოთ, ფარა საჭიროა . შენ თემა მიგყავს ოცნებისაკენ. გიორგი, არ ვარ არავის აპოლოგეტი. მე მაინტერესებს სხვა მომენტი- პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა დღევანდელ საქართველოში.
  16. http://s004.radikal.ru/i208/1201/9c/aa65a8dff918.jpg თამარ ჩორგოლეიშვილის ზეგენიალური სტატუსი და ამას ხალხი სეროზულად განიხილავს ჟურნალისტებმა ქცევის წესები არ იციან , გაუნათლებელნი არინ ანუ ბ.ბსთან რაც მოხდა მათი განუვითარებლობის გამო ყოფილა, ვაი,ვაი თბილისი დიდი სოფელია და ინფორმაცია უცებ ვრცელდება. ასეთი ტიპის გაპრავებებმა შეიძლება ერთ რედაქციაში იმუშაოს, მაგრამ ძირითადში ყველანი მივხვდით ხომ რა მოხდა? კი ბატონო, ჟურნალისტიკის დონე არის ძალიან ცუდი, მაგრამ განვასხვაოთ ერორების პოლიტიკური პროსტიტუცია საერთო პრობლემებისაგან ჟურნალისტიკაში. იდიოტობა ისაა , თუ ვერ ამჩნევთ. და კიდევ, ნეიტრალურებმა არაერთხელ ახსენეს "ოცნების" გამოქვეყნებული სიები ეი დასკვნა-ყველა იყიდება ჟურნალისტის პროდუქცია უნდა გაიყიდოს, ახალი პლანეტა აღმოაჩინეთ? ნუ პოპულისტობთ გეთაყვა ამ დავთრებით. სარეკლამო საქმიანობა ჩვეულობრივი ბიზნესია, ხოლო თუ ვინმე სულით გამეძავდა, დაურთეთ კონკრეტული ფაქტები. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრა საკუთარი სირაქლემური პოზის ავტოტრენინგია ;)
  17. რომ შეიქმნას , ფული უნდა. პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონები, ოფისები, ცენტრალურ აპარატში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი. ჰოდა საწყისი ფარა საიდან?
  18. babuagiorgi სულ არ მადარდებს ბ.ბს დაფინასების წესს რომ აკრიტიკებ გავშალოთ მსჯელობა თამაზე "როგორ" ერთი კაცის მხრიდან დაფინანსება რომ ოპტიმალური არააა, კი მესმის. არ ვაპირებ ბ.ბს. სისტემის ხარვეზებზე ვსაუბრობ
  19. lasha_alo კონტექსტი გადაიკითხე სათაურიდან გამომდინარეობს
  20. მომენტრნენ ჩვენი მგლები და მაგათი ყმუილი ეს თემა ამოიწურასავით, მაგრამ პლანეტის ისტორიაში შევიდა.
  21. იგნორირებაზე არც კი იფიქროთ და იცოდეთ, რომ ეს 10 ნიშანია, რომლებითაც თქვენი ორგანიზმი პრობლემების შესახებ გამცნობთ. http://site.alo.ge/2012/01/11/ორგანიზმის-10-სიგნალი-რომლ/?fb_comment_id=fbc_5007026357372_669732_5007027143372
×
×
  • შექმენი...