Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. იმის მაგივრად ოპოზიციამ პასუხი მოითხოვოს ხელისუფლებას იმ პოლიტიკაზე, რომელმაც ოკუპანტს საშუალება მისცა საკუთარი პროექტი ბოლომდე მიეყვანა, ოპოზიციის უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლების დასმულ კითხვის " ვინ დაიწყო ომი" ბერმუდის სამკუთხედში ნებაყოფლობით შევიდეს. გრძელდება ტრადიცია ,როცა ოპოზიცია ხელისუფლების მოედანზე მისი წესებით თამაშობს, თავი ხრის და რეჟიმს საშუალებას აძლევს „პატრიოტიზმის“ ნიადაგზე ააგოს საკუთარი აგიტაცია. რუსეთ-ქართული ინტერესების ომის უახლოესი ეტაპი დაიწყო 1988 წელს და გრძელდება დღემდე. ჯერჯერობით ჩვენ ვაგებთ გამანადგურებელი ანგარიშით!!!! რაც შეეხება სააკაშვილს , მან როგორც პრეზიდენტმა ვერაფერი ვერ გააკეთა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ომის რეალური საფრთხის პერიოდში დანიშნა დილეტანტი მინისტრები (ტყეშელაშვილი , კეზერაშვილი) ცხინვალზე შეტევაზე, არ ვმალავ , მე ტაშს დავუკრავდი , თუ ეს იქნებოდა ტრიუმფალური გამარჯვება . ჩვენს ტერიტორიაზე ქართულ სამხედრო ძალებს გადაადგილების სრული უფლება აქვთ, მაგრამ რადგან სახელმწიფოს მეთაურმა ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი საფრთხეები , ადვილად წამოეგო რუსული სპეცსამსახურების დაგებულ ანკესს , წააგო სტრატეგიული, დიპლომატიური ომი, ეს პატიებას არ ექვემდებარება . ამის გამო ჩემთვის ეს ტიპი არაფერს წარმოადგენს. ერთი პოლიტიკანია გამორჩეული დემაგოგიისა და არტისტიზმის ფენომენალური ნიჭით , რომელმაც ვერ გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე. რას შვებიან ოპოზიციონერები? რეჟიმისტების ერთადერთ კითხვას გულმოდგინედ პასუხობენ, ხოლო ერორვიზიები ამას აპიარებენ . კმარა,რეჟიმზე პოლიტიკური შეტევის დროა ! ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რუსეთიც ცდილობს ეს თემა მისთვის მომგებიანად წამოწიოს. მისი ინტერესეციაა კითხვა აქტუალური იყოს. ისინი ხომ ამით იმყარებენ ჩვენზე შესაძლო ახალი თავდასხმის არგუმენტებს . რუსეთი ოკუპანტია. ესაა ორჯერ ორი. მასთან პოლიტიკის შემუშავება მხოლოდ ორმხრივი კომპრომისების პირობებში შეიძლება და არანაირად არაა მისაღები ზედმეტი რევერანსები,რაც ექსტრემისტ რეჟიმისტებს ბინძური მანიპულაციების საშუალებას აძლევს.
  2. რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა მეორედ სცადეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, მიხეილ მუმლაძე და ილია ჩაჩიბაია. მანამდე კი, ზაზა სვანაძე დააკავეს. რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მობილიზებული არიანი პოლიციის თანამშრომლები. გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეთა დაკავებას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ ”აქციის მონაწილეები საკუთარ აზრს და პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში არსებულ უკანონობასთან და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით”. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას, როგორც თავად აქციის ორგანიზატორები ამბობენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით მართავენ. აქციაში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ipn
  3. საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლების კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის ანგარიშშია აღნიშნული. მომხსენებლები გასული წლის 11-14 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ და ანგარიშიც ძირითადად სწორედ ამ ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ანგარიშის მიხედვით, ახალი საარჩევნო სისტემა „სრულად ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, რადგან ერთმანდატიან, მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რაც, მათი აზრით, თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს. მომხსენებლები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობსა“ და ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად შემუშავდა ახალი საარჩევნო კოდექსი და აღარ მოხდა შესწორების შეტანა არსებულ კოდექსში. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოდექსში გათავლისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თუმცა, მომხსენებლები „სამწუხაროს“ უწოდებენ იმას, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების საარჩევნო სისტემის იმ ნაწილში, რომელის საფუძველზეც ახალი პარლამენტი უნდა იქნას არჩეული. ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ურჩევდა, რომ ხმების თანასწორობის უზრუნველყოფა თანაბარი ზომის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის გზით მოეხდინა, თუმცა ახალ საარჩევნო კოდექსში ძველი სისტემა თითქმის უცვლელი დარჩა, ანუ მომავალ პარლამენტში 73 მანდატს 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი პროპორციულად, პარტიული სიით გადანაწილდება. „საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციტივით შემუშავდა, ამ პრობლემას სათანადოდ არ პასუხობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში არ არის“, - აღნიშნულია ანგარიშში და მომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ საკითხს სათანდო ყურადღება დაუთმოს. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ ამ პრობლემას არ ჩავთვლით, ახალი საარჩევნო სისტემა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად შესაფერისია.
  4. დაფინადება კომუნისტური მედია რა ,მშვენიერი საშუალებაა გაპრავდეს ბიზნესმენ არველაძის ბიზნესნიჭი. ასეთი ტელევიზიებზე ფასიანი რეკლამის განთავსების მომხრე არ ვარ ან უნდა დაახარჯონ მხოლოდ არამიშისტურ არხებს
  5. ძალიან არ მომწონს რუსების ქცევა . გამომწვევად ცდილობენ ქართველები მთავარ მტრად მოიხსენიონ. http://www.donnews.ru/V-donskoy-stolitse-sudyat-semyu-gruzinskikh-shpionov_5066 Сегодня в 10:00 Северо-Кавказский окружной военный суд приступил к рассмотрению нового шпионского дела. На скамье подсудимых — старший лейтенант одной из воинских частей Ростовского гарнизона Давид Алиев и его мать Ирина Алиева. Это уже второе судебное заседание и проходит оно в закрытом, секретном режиме. Председательствующий на суде — судья Северо-Кавказского окружного военного суда Максим Ивченко. Ему помогают ещё два судьи. По материалам следствия, офицер Алиев являлся агентом грузинских спецслужб в Южном военном округе. Мать Алиева выполняла роль связной. Обвиняемые были задержаны в январе нынешнего года оперативниками военной контрразведки. Алиевы обвиняются по статье 275 УК РФ «Государственная измена в форме шпионажа». Эта статья предусматривает до 20 лет лишения свободы. По сообщению СКОВС, данное дело подлежит рассмотрению в закрытом судебном заседании, без присутствия журналистов. Кроме трёх судей в заседании принимают участие подсудимые, защитники и прокуроры. По некоторым данным, Алиев – уроженец Грузии, а у его матери имеется гражданский паспорт этой страны. После известных событий августа 2008 года спецслужбы грузинского президента Саакашвили интересовали секретные данные о составе, численности, вооружении и передвижении частей и подразделений Российской армии на юге нашей страны.
  6. ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა ტანანა -ნანა
  7. მალე ვუშველით იმედია . აქიმს ვეძებთ
  8. რსს აღდგა , განახლდება ყოველდღიურად . თემების სემოსევის არ შეგეშინდეთ . მაგ დროს წვიმა იცის
  9. არადა კარგი მუზონია მეტნაკლებად
  10. T_A_T ვაშა , ახალ საქართველოს, ვაშა შენებას :TAT:
  11. სისტემაც, ორივე ქვეყანაში დღეს ინდივიდ მილიარდელს შეუძლია პარტია შექმნას და არა მეწარმეთა ორგანიზირებულ ჯგუფს.
  12. ესააა 2003 წლის არჩევნების შედეგები, რომლის გაუქმების შემდეგ მივიღეთ ცნობილი ხელისუფლება. 2003-2011 წლებში რა სცენარით შეიძლება წასულიყო ქვეყანა? იყო თუ არა გადატრიალება საჭირო? როგორ აფასებთ ახლანდელი გადმოსახედიდან ? http://civil.ge/geo/article.php?id=5392 (თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ქვემოთ მოცემულია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც პარლამენტში ადგილების დასაკავებლად საჭირო 7%-იანი ბარიერი გადალახეს. 1. სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" – 21.32% 2. აღორძინების კავშირი – 18.84% 3. ნაციონალური მოძრაობა – 18.8% 4. ლეიბორისტული პარტია – 12.04% 5. ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.79% 6. ახალი მემარჯვენეები – 7.35% შედეგად, პროპორციული არჩევნების მეშვეობით სახელისუფლებო ბლოკმა ახალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვა, აღორძინებამ – 33, ნაციონალურმა მოძრაობამ – 32, ლეიბორისტულმა პარტიამ – 20, ბურჯანაძე-დემოკრატებმა – 15, ახალმა მემარჯვენეებმა – 12. 75 ადგილს 235 მანდატიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დარჩენილ 10 ადგილს – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს და უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ისინი ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
  13. სიდერიჩიც რომ არ მიდის ეშინიათ დებატების და აგზავნიან ტაბულას ბლოგერებს.
  14. ჩინეთში სხვა წესებია . მოკლედ ყველა ცდილობს მომხმარებელი გააკონტროლოს რა
×
×
  • შექმენი...