ამ თემას შეგნებულად არ გავხნი მეზობელ ფორუმზე, რადგანაც იმდენად არიაან დაავადებულნი ალასანოფობიით ,ნაკლებად მჯერა იქ მოხერხდეს ადეკვატური პოლემიკა ალასანიას თეზისები : 1) რუსეთი მტერია,მაგრამ მოგვიწევს ურთიერთობა; 2)რუსეთთან პირველ ეტაპზე ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ მედიატორების მონაწილეობით; 3) რუსებთან საუბარს აზრი აქვს და მოდიან დიალოგზე როცა საჭიროა; 4)მედვედევის და სააკაშვილის პირობებში ეს არარეალურია. რუსეთთან ურთიერთობა კი სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს; 5)გამოუყენებელია ჩვენი დიასპორა.საჭიროა მათ რესურსზე ვიფიქროთ ან თუნდაც გავითვალისწინოთ რომ მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ სახელმწიფოში; 6) ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე შეიძლება იყოს მხოლოდ საუბარი ჯერ დაწყება, შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და ა.შ; 7)უმთავრესი ამოცანა იყო ,არის და იქნება ქვეყნის უკვე გაკეთებული არჩევანი პლებისციტზე(მინიშნება ნატოსთან დაკავშირებით) , ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის კბილებით დაცვა და სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტი. და რაა აქ მიუღებელი? მესმის იქნება შეტევა სხვადასხვა მხრიდან.მაგაკლითად აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დამოკიდებულებაში, მაგრამ პირადად მე იდეაში შესაძლებლად მიმაჩნია მხოლოდ ეს გზა.. ცხადია უშუალოდ რკინიგზა და ა.შ ტესტირებას და საფუძვლიან ურთერთკომპრომისს საჭიროებს,რაც რთულად მოსახერხებელია,მაგრამ არსი რომ "შესაძლოა" ვისაუბროთ ჩემთვის ჯანსაღი აზრის გამოხატულებაა და არა მიუნხენის სასაუზმის კვალი, როგორც გგონია ზოგიერთ უცნაურად დამუხტულ იუზერს.