Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. Blaugranator ალასანია ისეთი უნდა იყოს ,როგორიც არის ;) თვითონ არავის არ უნდა გაემიჯნოს. თუ ერფორუმთან მიიღწევა შეთანხმება მე მზად ვარ თავიც კი დავდო ოღონდ საქმე გაკეთდეს ბოილომდე .თუ არა ......არც ესაა ტრაგედია,მაგრამ დროა დაიწყონ ფიქრი ხელისუფლებაში მოსვლისათვის. ერთად შეუძლიათ ;) რესპები არიან კოალიციაში,მაგრამ ეს არაა ალასანიას პარტია კი ,მეორე მიშა გასაგებია ;)
  2. სიმბოლურია ძალა რომ იგრძნეს , ჩამოხსნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე დათა ახალაიას მამა ილიამ და მიშამ ლამის ღმერთად აღიარეს სირცხვილია ,მაგრმ ღირსია ეს ხალხი რაც მოუვათ.ეს მხოლოდ დასაწყისია ,თან სიმბოლური
  3. My Content ასრულებს ეხლა მაგ ფუნქციას
  4. შეიძლება გავზრდი მაშინ 3დე ჯერ
  5. თუ კონტექსტს გავიტვალისწინებთ სრულად ....აი ხმის პროცედურაში კი
  6. Lo Janko თავიდან მითითე რა დრო asds შენი ჩვენი სკეპტიკოსი ხარ :018:
  7. ერთს გეტყვით-ალასანიას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.
  8. კიდევ ერთი ქართული სანახაობა დასრულდა და თითოეულ ჩვენთაგანს აქვს საშუალება გარკვეული დასკვნები გააკეთოს. ესაა მხოლოდ ჩემი მოსაზრებანი და შეგიძლიათ ან დაეთანხმოთ ან არა. იმჰო: 1)ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იყო საგრძნობი რეგრესი. გაიმარჯვა ჩვენში იმპერიის წყალობით ჩადებულმა ავტორიტარული მმართველობისკენ მიმართულმა ინსტინქტებმა,ხოლო ხელისუფლების მიერ მოპოვებული მანდატები უმეტესწილად ემყარება უიმედობას და არა მოსახლეობის გამოკვეთილ სამოქალაქო ნებას. გრძელდება 90-ნი წლებიდან დაწყებული ტენდენციები,როცა უკვე ხელისუფლებაში ყოფნა უზრუვნელყოფს მნიშვნელოვან "მხარდაჭერას",რადგანაც არსებობს სახელმწიფოებრიობისადმი ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა-ადამიანები თავს აღიქვავენ არა ქვეყნის აქციონერებად,არამედ რეჟიმზე დამოკიდებული ჭანჭიკის როლს თანხმდებიან . ხელისუფლებას მიეწერება ყველაფერი ,რაც აწმყო დროისთვის გაკეთდა ,თან არ მოეთხოვება ბალანსი გაკეთებულსა და შესაძლებელს შორის + ბიუჯეტი ესააა საერთო ქონება .ამდენად უნდა ისმებოდეს კითხვები, თუ რა ფასად გაკეთდა , როგორი ხარისხით იქნა ეს უზრუნველყოფილი...ა.შ მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას მოქალაქეებს,მაგრამ პირდაპირ ვთქვათ-სამოქალაქო თვითშეგნების დონის ამაღლების გარეშე, საუბარი რაიმე სახის ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ აზროვნების ველში წარმოუდგენელია ..... ამის მიზეზი არის : ა)მედიასივრცის და საერთოდ ქართული ჟურნალისტიკის დეგრადაცია .იქ მომუშავე პერსონებმა ხშირ შემთხვევაში უარი თქვეს იყვნენ ინდივიდები, მათი მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ვირტუალურ პიარმანქანაზე ,რომელიც ნათლად გამოჩნდა არველაძე -წამალაიშვილის ჩანაწერებში.მისი ავთენტურობა უკვე ეჭვს არ იწვევს.ელემენტარულად მათ შერჩათ "მოდელირებული " სპეცგამოშვება....რაც ყველა ჩვენთაგანის სისუსტეა. ....ალბათ მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს "ჟურნალისტთა" მფლობელებზე , გამოიკვეთოს მეპატრონეები და ნებისმიერი ტყუილი საჭიროა გახდეს სასამართლო დავის ობიექტი .არანაირი კომპრომისები. მხოლოდ მკაცრი კანონის ენა , მუდმივი საჩივრები, ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან . თუ ბოლო თვის განმავლობაში მეტნაკლებად მოხდა ინფორმაციის გაცემის დაბალანსება ე.ი ამ პიარტვინმა იცის რომ ყველაფერი არ გაუვა აქედან დასკვნა ეს შესაძლებელია!!!!!!!!!!!!!!! არჩევნების შემდეგ კვლავ ძველებური სიმღერა აშკარად შეიგრძნობა, მაგრამ სამოქალაქო სექტორს შეუძლია ზემოქმედება და ეს ყოველდღიურ სახის მიცემას საჭიროებს.უკვე პიკს მიაღწია ამ პრობლემამ .ამის იქით კი ბრეჟნევის დროა . ბ )სახელმწიფო სტრუქტურების მავნე ინექცია-არ ვყოფილვარ ყველა დონეზე ჩართული პროცესებში,მაგრამ საბინაო ამხანაგობების ნეგატიური კვალი ცხადზე ცხადია. ავიღოთ ზედაპირულად ზოგადი სახე-ამხანაგობის თავმჯდომარე,სადარბაზოს კოორდინატორი.... ანუ თუ არსებობს 5სადარბაზოიანი კორპუსი ...უკვე სახეზე გვაქვს 6 მომუშავე პირი პატარა ეზოში.ოჯახის საშუალო ციფრად ავიღოთ 3 პირი,მაშინ 6 x3=18 უზრუნველყოფილ ხმას.შეიძლება იყოს გამონაკლისები,მაგრამ უმეტესწილად სურათი ცხადია.მათი საქმე ზუსტად არჩევნებია ... ნაცებმა გამონახეს თითოოეულ სადარბაზოში აქტიური ქალბატონები ,რომლებიც "გაუგებარია" საიდან იღებდნენ ხელფასს,მაგრამ ძალიან მძიმე როლს თამაშობდნენ კონკრეტულად ამ არჩევნებში. -მერიის სახელით მოჰქონდათ სახელმწიფო დახმარება ,ვაუჩერები ,რომელსაც მოყვებოდა გიგილოს წერილი; -ატარებდნენ გამოკითხვებს ,თუ ვინ ვის აძლევდა ხმას ,რაც ანალოგიურად გაუგებარი გზებით ფინანსდებოდა; -ეს მოხსენებითი ბარათები ანალიზდებოდა და სახელმწიფო რესურსით პარტია იღებდა დეტალურ ინფორმაციას მაცხოვრებელთა პოლიტ გემოვნებაზე. ეს უკვე კორუფციაა და იმედი მაქვს ვინმე მიხედავს საკითხის შესწავლას. გ) გეგმიური სამუშაობით სპეკულაცია ყველა უბანში მოხდა. მაგალითად ჩემს სადარბაზოს წინ დააასხეს მცირე მოცულობით ასფალტის ახალი ფენა და რათქმაუნდა ქალბატონებმა ყველა გაგვაფრთხილა, რომ გიგი ასფალტს გვიგებდა. სტადიონის , რაიმე აუცილებლობის გაკეთებისას ხდებოდა ანალოგიური მესიჯის გაგზავნა ბრიგადნიკების მხრიდან, რომ ეს იყო დამოკიდებული ხალხის აქტიურობაზე . ესაა პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა.ამის გარდა შევამჩნიე უამრავი სხვა მეთოდი,რომელზეც არ დავკონკრეტდები .ტელევიზიის მომენტი ძალიან კარგად იყო სინთეზირებული ციცო დეიდების ინსტიტუტთან. ამ ბუდის დანგრევის გარეშე არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს. პარტიას აქვს უფლება აწარმოოს აგიტაცია არსებული დაფინანსების საზღვრებში ,ხოლო ეს ეს ინტიტუტები ემსახურება კორუფციას. გადახედეთ ვიდეოებს -ამომრჩევლებზე ხდება ტოტალური მონიტორინგი. ციცო დეიდები ვერც ხედავენ ,რომ მათი მოცემული სიებით დგინდება ვინააა ლოიალური ზოგადად ხელისუფლების მიმართ და ვინ არა. არის გარანტია რომ ეს მხოლოდ პარტიას ხმარდება ?!........ სიბინძურე სახეზეა ,რომელიც თითქოს კანონს არ არღვევს ,მაგრამ რეალურად ლაფსუსის შედეგად გაპარულია უაღრესად საშიში ფენომენი.საერთოდ გამოკითხვის ჩატარების მექანიზმები და კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს .ანონიმურობის დაცვის გარეშე არსებობს დიდი ხიფათები. თუ ციცო დეიდის მიამიტ მზერას ანგარიშს უწევს კარის მეზობელი...ის ამხელს თავის პოზიციას ,რომელიც ღიად მიდის გაუგებარი პერსონების ხელში, ეს მხოლოდ ბინძური ავანტურააა ამ დეიდების წინააღმდეგადაც,რადგანაც ისინი ვერც ხვდებიან ,რომ მათი მეშვეობით ხდება ამომრჩეველთა ანონიმურობის უგულველყოფა. დ)სიების პრობლემა- კვლავინდებურად მტკივნეულ თემად დარჩა.მაგალითად 600კაციან უბანში,სადაც მე ვიყავი მეთვალყურე, მთელი სადარბაზო იყო გამორჩენილი. სიებში შეყვანილი გახლდათ გადასული ადამიანები ,რომელთა მოსაწვევევი არაერთ ამომრჩეველს მიუვიდა.მესმის, პარტიებმა იმუშავეს ,თუმცა მაინც დაზუსტება სრულყოფილი არ ყოფილა......დღესაც სიები არის გაბერილი. ბლეფია თითქოს ბევრი ამორჩველი არ მოვიდა .რათქმაუნდა პასიურების ოდენობა დიდია.მაგრამ ეჭვს იწვევს რომ იდება ნაღმი-1)ოპოზიციას უნერგავს ცრუ იმედს რომ მას პოტენციური ამომრცევლები ყავს ,ხოლო ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის დაიმატებს სასურველ ხმებს.რადგანაც სიები არასრულფასოვანია ნება მომეცით მქონდეს დიდი ეჭვები. ე)პარტიათა სისუსტე ადგილებზე-ამხანაგობების საპირწონედ არ ყოფილა ალტერნატიული კონტროლის მექანიზმი. სახელმწიფო ანაზღაურებით პარტიები ვერ უზრუნველყოფენ თითეეული ფაქტის წარმოჩენას. ეს ერთი მხრივ მათი ორგანიზაციული სისუსტეა, თუმცა მთლიანობაში გასაზრდელია პარტიათა ფუნქციონირებადობა. ნურავინ ამას ცუდად ნუ გაიგებს . ყველა ეზოში საჭიროა იგრძნობოდეს ალტერნატიული პოლიტიკური საქმიანობა,რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელისუფლებო პროპაგანდას. თანხები საჭიროა, თუმცა უფრო მეტად მონდომება. იგივე არჩევნების დღეს , ადგილებზე მეთვალყურეების გაგზავნა უაზრობაა, თუ პირი იქ არ ცხოვრობს. მეთვალყურეების ტრეინინგი რეგულარულ სახეს სავალდებულოა ატარებდეს, ხოლო პარტიული სტრუქტურა არ შეიძლება გაჩერდეს არჩევნების შემდეგ პერიოდშიც. პარტიათა ევოლუციური განვითარებაზე დამოკიდებულია დემოკრატიზაციის პროცესი . საპარლამენტო არჩევნების წინ კი უფრო მტკივნეული იქნება რეგიონების თემატიკა,სადაც საზოგადოებრივი განწყობებზე ცუდ როლს თამაშობს როგორც მედია, აგრეთვე პარტიათა მოუქნელობასთან შეზავებული კლანური ზეწოლის მექანიზმები. ვ) საარჩევნო კომისიები= ციცო დეიდების ბირჟას შეზავებული რამდენიმე ოპოქალბატონით ან ბატონით.რა უნდა მოვთხოვოთ ამ ადამიანებს? ბევრი ვერაფერი..... საჭიროაა საუბნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპების სრული შეცვლა. ზ)საარჩევნო მონიტორინგი-ზოგიერთმა მონიტორმა აშკარად დაიკავა სახელისუფლებო პოზიცია .მათი მუშაობის გაკონტროლება რეალურად არ ხდება. არადა ენჯეო სექტორს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებული თემაა პოსტის თავში გამოკვეთილი ნეგატიური ტენდენცია. დონორები იმედია დააფინანსებენ რეგიონების თუ პერიფერიების დემოკრატიზაციის პროექტებს .ძალიან,ძალიან მძიმე სურათია და რაც საგრძნობია ტრეინინგები მხოლოდ პატარა ფოკუს ჯგუფებზეა ორიენტირებული. თ)სამხედრო და დახურული უბნები- აი ესაა ზუსტად ენჯეოების სამუშაო არეალი. პერმანენტული მონიტორინგი, ლექციები , მუშაობა იმაზე რომ სამხედრო პირებს განემარტოთ თავისი უფლებები. დარღვევათა აღნუსხვა. ხაზგასმით ვამბობ -არა პარტიული აგიტაცია, არამედ დემოკრატიის ანბანის განმარტება. ოცდამეერთე საუკუნეში ნუთუ ეს სადაო უნდა იყოს?! დასკვნა: არჩევნებში მონაწილეობა იყო საჭირო. გამოიკვეთა უამრავი მექანიზმი, რომელიც აღმოსაფხვრელია და ბოიკოტის პირობებში ნაკლებად მოხერხდებოდა; შეცდომა იყო გაუთავებელი კონსულტაციები პრაიმერთან დამოკიდებულებაში. დღესაც დროა უკვე დღეიდან დაიხუროს ეს თემა და დაიწყონ სუბიექტებმა პრაქტიკული მუშაობა ადგილებზე. სასურველია გაერთიანების შემთხვევაში აქცენტი წვრილმანებზე კი არ გაკეთდეს ,არამედ სამუშაოზე,რაც ძალიან დიდია . ალიანსზე.ცალკე თემა დავწერე იხ.....http://planeta.ge/index.php?showtopic=26803 კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. არ გაიგოთ დიდაქტიკად.ეს ჩემი ,როგორც ალიანსის ამ არჩევნებში ერთი რიგითი მხარდამჭერის პასაჟებია და მაინტერესებს ზუსტად კრიტიკა,აგრეთვე თქვენი მოსაზრებანი გამოსავალზე. ერთს ვიძახი- არჩევნებს სააკაშვილის პირობებში აზრი აქვს დაკარგული და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ ჩავერთვები, როგორც ამომრჩეველი,მაგრამ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ;)
  9. სიტყვა პირიდან ამოდის....აი სუფთად დასვეს ნაცებმა შახი და მატი და სხვათაშორის ალიანსის შეცდომებთან პესიმიზმის აპოლოგეტების წილიც არის. ყველას შეგვიძლია ერთმანეთის დადანაშაულება. არადა დროა ამ დედააფეთქებულ გარემოზე ვიფიქროთ რომ შევცვალოთ.
  10. იდეაში მოგეწონა ვინმეს პოსტი? პლუს ერთს უწერ. არ მოგეწონა და ნეგატიურად აფასებ მინუსს. მაგრამ 1 პლის და ერთი მინუს ხმა გაქვს დღეში . დაგიწერე მინუსი წინა პოსტში :nekro:
  11. თბილისის მაშტაბით სამწუხაროდ(საბედნიეროდ ) ყუთთან დიდი გაყალბები არ ყოფილა. ის რომ კაი ბიჭები, ნარკომანები, პოლიკლინიკის ექიმები და სხვა საბჭოური ელემენტი ცუდად აქანავებდნენ უკანალს.... ჩვენი ბრალია ყველასი.
  12. რატომ არ იყენებთ? შეაფასეთ .გყოფნით ერთი ხმა თუ დავამატო?
  13. ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ :TAT:
  14. ამოვწევ.......დროებით ...რადგან ბევრი აღადავდა ჩემ პროგნოზებზე და ჯობია გადახედონ
×
×
  • შექმენი...