ხმედ ზაკაევმა იჩქერიის მთავრობა დაითხოვა 12.10.2010 14:44 ახმედ ზაკაევმა იჩქერიის მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და იმ ჩეჩენი მებრძოლების ერთგულებაზე დადო ფიცი, რომლებმაც უარი თქვეს, დამორჩილებოდნენ დოკუ უმაროვს. როგორც რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ ზაკაევმა განუცხადა, „ჩეჩენმა მებრძოლებმა კავკასიის მითიური ემირატისგან დისტანცირება ამჯობინეს და სურთ, იჩქერიის საკანონმდებლო სივრცეში დაბრუნდნენ“. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ამიერიდან იჩქერიის უმაღლეს ორგანოს - „თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს _ შურა მეჯლისს“ გაკაევი ჩაუდგა სათავეში, მინისტრთა კაბინეტი უნდა გადამდგარიყო. გასულ კვირას ჩეჩნეთის რამდენიმე საველე მეთაურმა საჯაროდ თქვა უარი, ერთგულების ფიცი დაედოთ უმაროვისადმი და ლიდერად ჰუსეინ გაკაევი აირჩიეს. ზაკაევის აზრით, ისინი უმაროვის დაქვემდებარებიდან იმის გამო გავიდნენ, რომ მიხვდნენ, ემირატის მიზნებს ჩეჩნეთის ინტერესებთან არაფერი ჰქონდა საერთო.