Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ბლოგ პოსტები დაპოსტილი lasha_alo -ს მიერ

  1. lasha_alo
    ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
    "რუსთავი 2"-თან საუბარში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბუნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყვიტა.
    "ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში",-განაცხადა ჩხარტიშვილმა.
    რაც შეეხება კითხვას, მოხვდება თუ არა ის პოლიტდევნილთა სიაში, ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ითხოვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა ამ სიაში.
    http://www.interpressnews.ge/ge/politika/230770-vano-chkhartishvili-saqarthveloshi-dabrunda.html
  2. lasha_alo
    ძირითადი ინფრასტრუქტურა სულაც არაა განთავსებული ქ. სოჭში.
    უმეტესწილად ათვისებულია ქალაქის შემოგარენი, ადლერის ზონა.
    სრული რეპორტაჟი იხილეთ აქ:
    http://ibigdan.livej...m/12440237.html





























  3. lasha_alo
    ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა …დეპუტარი მარიამ საჯაია ფეისბუქში ანაკლიის ფოტოებს აქვეყნებს. იგი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იზრუნოს სამეგრელოს რეგიონის წინსვლაზე, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ან არსებულის შენარჩუნებას.
    http://www.ireporter...83%98%E1%83%90/

  4. lasha_alo
    პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
    სამინისტროში დღეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს.
    http://www.interpres...i-datovebs.html




  5. lasha_alo
    ლევან ყიფიანმა "პატრიოტთა ბანაკების" შექმნის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ მან პლანეტა ჯის მომხმარებლებთან პასხის გაცემის დროს განაცხადა.
    სრული ჩანაწერი

  6. lasha_alo
    ბოლო პერიოდში ქართველ მუსლიმებთან მიმართებით დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობისა და რელიგიური წესჩვეულებებისა და რიტუალის აღსრულებაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური მოღვაწეების მიერ ნეგატიურად შეფასდა.
     
    ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები ქუთაისში შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი
    მისცა წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში არსებული ვითარების მოწესრიგებაში, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, დიდი წვლილი შეიტანეს პარლამენტის წევრებმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების დავალებით სოფელ წინწყაროში დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და მხარეთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევის მიზნით მივლენილი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროცესის გადაწყვეტაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქართული ოცნების ოფისი და თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია. შეხვედრა შედგა საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შორის. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სოფლის მართლმადიდებელ მოსახლეობას არაერთხელ შეხვდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები. წინწყაროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს ახორციელებდა სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. ქართველ მუსლიმთა კავშირი, წინწყაროში მიმდინარე მოვლენებისა და ზოგადად საქართველოში რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების თავლსაზრისით განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ნათქვამია „როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ“.
     
    ქართველ მუსლიმთა კავშირი გამოხატავს მადლიერებას წინწყაროს ინციდენტის აღმოფხვრაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყებისა და პირების ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლება დამცველ ორგანიზაციების მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით ეს ინციდენტი საბოლოოდ აღმოიფხვრება.
    ქართველ მუსლიმთა კავშირი ადასტურებს თავის მზადყოფნას, ყველამრხრივ მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში, ხელი შეუწყოს რელიგიათა შორის ურთიერთობის განვითარების პროცესს და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის ითანამშრომლოს, როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
    ქართველ მუსლიმთა კავშირი
    ტარიელ ნაკაიძე
  7. lasha_alo
    ქვეყნის პირველი პირი "მაქსიმალურ კომფორტს" არჩევნების შემდეგაც არ იკლებს .
    თიკა კანდელაკის жжზე გამოქვეყნდა სკანდალური სურათები,სადაც პრეზიდენტი იტალიურ ქალაქ მერანოში კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებს.
    ფეშენებელურ სანატორიუმ" ესპარ ანრი შერონში" საპატიო სტუმარმა თავისი ოფიციალური წლიური ხელფასის ნახევარი დატოვა.
    რუსები აქტიურ ყურადღებას აქცევენ მის "დასვენებას" .
    http://tikandelaki.livejournal.com/
    http://lifenews.ru/news/106719






  8. lasha_alo
    როგორც ჩანს, უკვე ტრადიციად იქცა ჰელოუინის ღამეს ჩხუბი და აურზაური.
    არადა ყველაფერი მარტივია- მოითმინე უცნაურ კოსტუმში გამოწყობილი ადამიანების არსებობა.

  9. lasha_alo
    მეოცე საუკუნის ათიანი წლები


     
    ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. ....
    საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს.
    ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია.
    ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო,
    ფაქტია-
    თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული მნიშვნელობისა, უბრალო ხალხამდე ცუდად მიაღწია, მისი კონცეფციები არ გახდა ქართული სახელმწიფოს ლოკომოტივი . მემარცხენეებს მოუწიათ ჩაებარებინათ პირველი რესპუბლიკა ,სადაც თავისუფლების შენარჩუნების თემა ქვეყნის განვითარები ქვაკუთხედი გახლდათ. ვერ გაუმკლავდნენ, დამარცხდნენ...ისე კი თერგდალეულებთან უსაგნო კამათს მათგან გაკვეთილების მიღება ერჩივნათ...
     

    საბჭოთა პერიოდი


     
    მენშევიზმი აკრძალულია , სოციალური და ნაციონალური თემა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გადაწყვეტილადაა გამოცხადებული.
    თერგდალელულთა მემკვიდრეობა ნებადართულია,თუმცა იმ პირობით რომ არ გაცდებოდა საბჭოთა ყალიბებს .
    ქართულ სინამდვილეში არაპოპულარული რუსული ბოლშევიზმი სიმშვიდისათვის თანხმდება ილია ჭავჭავაძის კულტს ,რომელიც რიგითი გლეხის ცნობიერებამდეც კი აღწევს .რელიგია და ეროვნულება პროტესტის ფარული ქოლგის 2 მეტნაკლებად ნებადართული სუბიექტია.ამდენად გასაკვირი არაა, შემდეგში განვითარებული ანტისაბჭოთა კონსერვატიული იდეოლოგიის შესაბამისი საზრისი- ენა,მამული,სარწმუნოება რაციონალური ელემენტების გარეშე.
    პერესტროკა, ვულკანის ამოფრქვევის ეტაპი
    იმპერია მსხვრევას იწყებს. ქართული ბოლშევიკური ელიტა დროში იკარგება, ინტილიგენცია მასთანაა მიწებებული..ასეთ გაუგებრობაში დისიდენტების ვიწრო ჯგუფი ხდება ეროვნული დროშის ფლაგმანი.
    ამ პერიოდში იმდენად იტაცებს ქართველ კონსერვატორებს პატრიოტიზმის თემა, საერთოდ ავიწყდებათ ეკონომიკის ფუნქცია და არათუ მემარცხენე პოლიტიკური კონცეფციები,არამედ სოციალურ საკითხებზეც მსჯელობაც კრემლის ოინებად ეჩვენებათ. თითქოს მეორდება ისტორია- საუკუნის დასაწყისში სოცდეკების მოუმზადებლობას მიმდინარე გამოწვევებისადმი, მაგრამ ამჯერად შემობრუნებული რაკურსიდან.....წინანი უკან დგებიან, უკანანი წინ.....
     

    პოსტსაბჭოური ერა


     
    კონსერვატიზმი მარცხდება, ბოლშევიკების მიერ აღზრდილი ნომენკლატურული ოლიგარქია ხელისუფლებას იბრუნებს ,მაგრამ იდეოლოგიად ეროვნულ თემას იტოვებს.....
    შევარდნაძიზმი კორპორაციული ინტერესების აპოლოგიაა,ის შორს დგას ღირებულებებისაგან .ამდენად მისი შემდგომი ფიასკო უნდა შეფასდეს კლეპტოკრატიის კრახად,
    მისი „ნაცმო“ მემკვიდრეები მხოლოდ სიმკვეთრეს აძლევენ ნაციონალურ იდეას და თვითონ ხდებიან ერთი პიროვნების ქვეშ გაერთიანებულ კანტორად ,რომელიც ნელ-ნელა კარგავს გავლენას საზოგადოების ფენებში.ბოლოს კი წრე ვიწროვდება, ალტერნატივა ჩნდება და ჩვენ ვართ მომსწრენი, თუ როგორ დაემხო ნაცმოძრაობის ელიტის მმართველობაც საქართველოში.ამ რეჟიმის კრახი გარდაუვალი გახლდათ ზუსტად საკუთარი სოციალური უსაფუძვლობის გამო.
     

    დღევანდელი რეალობა


     
    ერთ პიროვნებასთან ასოცირებული სერიოზული ცვლილებები იყო ზოგადი განაჩენი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დღეს სააკაშვილიც კი საუბრობს ევოლუციური ტრანსფორმაციის იდეის დიდ მნიშვნელობაზე. ...
    ასეთ დროს, განვითარების დონე მაღლა იწევს, მიმდინარე მომენტში კვლავ აქტუალური გახდება თემა მარცხნივ თუ მარჯვნივ, როგორი საქართველო გვინდა ...
    ქართული კონსერვატიზმი,როგორც იდეოლოგია კრიზისშია . ილიას ლიბერალური ხედვა იმდენად დაშორდა ორიგინალს,რომ დაკარგა მიწიერი სახე. ლიბერალიზმს ეროვნულებმა წაართვეს ილია , აქციეს მედუზას თავად ოპონენტებთან ურთიერთობისას.
    „ეროვნულებს“ ასაზრდოებს მისტიკური წარმოდგენები რელიგიაზე და აღარაფერი სხვა , მის ძირში კი ქსენოფობიური და სხვა ანომალიათა ნიშნებიც ჩანს,რაც მასობრივი გავლენის მიუხედავად, კონსერვატიზმს უძლურ მოხუცად წარმოსახავს.
    მემარჯვენე ფლანგზე კონსერვატიზმთან მეზობლობას იწყებს „ნაცმო“, რომელიც თავს „პატრიოტულ ელიტად“ მიიჩნევს.მათი სოციალური ველი ის ნომენკლატურაა, რომელსაც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილი . წიკლაურის ბაგეებიდან „ელიტის „ მოხსენიება ერთგვარი აღქმაა, რომ ისინი დაშორდნენ მასას და სავარაუდო ბილიკად კონსერვატიზმის ელემენტების გამოყენებას მიიჩნევენ.
    მემარცხენეების მდგომარეობაც სუსტია. ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიული შეცდომების წყალობით, ქმედითი პოლიტიკური ინსტიტუცია ამ ფლანგზე აღარაა. არადა მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ზუსტად მემარცხენე მოძრაობის ახალმა ტალღამ. სოციალური ქსელების წყალობით წარმოქმნილი ყველაზე მძლავრი ახალგაზრდული ჯგუფის პროტესტის ფასეულობა მათ მოტივაციაშია. ზუსტად ამიტომ მათ შეძლეს ის,რაც ვერ მოახერხეს გაცილებით უფრო პოპულარულმა „ეროვნულმა“ ორგანიზაციებმა . მათ წრეში შეიქმნა „იდეა“- გულწრფელი, ზოგჯერ მიამიტური, თუმცა არა ყალბი.
    მემარცხენე გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ის რაც წლები ფაქტობრივად აკრძალული იყო, მოდაში შემოდის,თანაც კონსერვატიზმთან შედარებით გაბინძურებული არაა .
    ლევაკების დილემა ეროვნულ თემასთან პრობლემაა. მასისგან გამიჯვნა დამოკლეს მახვილივით მათ თავზე მარგინალიზაციის საფრთხეს მოიცავს.ამიტომ თუ უნდათ წარმატება , უნდა გაიაზრონ კონსერვატიზმის იმპულსები საქართველოში.
    ლიბერალები ? მათ არ ყავთ გამოხატული პოლიტიკური ლობი და უფრო მეტად არასამთავრობო სექტორს შეეკედლნენ. მაქსიმუმ,რასაც ველი , სუნთქვაა. ჯერ არანაირი იმპულსი პოზიციების დასაბრუნებლად არ აქვთ. იმედია , პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღების შემთხვევაში ეს ფლანგიც ძალას მოიკრებს, ჯერ? პერსპექტივას ვერ ვხედავ
    ასეთ სიტუაციაში მომავალი საქართველოს ღია თუ ფარული ორთაბრძოლა უპირობოდ მემარცხენეობასა და კონსერვატიზმს შორის გავა.
    ეს იქნება უფრო „საზოგადოებრივი“ ჭიდაობა და პოლიტიკურ სახეს ალბათ წლების შემდეგ მიიღებს.
    რაც შეეხება ნაცებს , მათი ადგილი მემარჯვენე ფლანგის უკიდურეს კიდეში თუ იქნება. არ აქვთ სოციალური ველი, დარჩათ გავლენები, არ დარჩათ იდეა. ის რასაც ქადაგებენ,მასებამდე ვერ მივა. მათი მაქსიმუმი მომავალში ბარიერის გადალახვაა. ისიც მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ჩათვალონ გაუმართლათ,ოქროს ხანა ამოეწურათ, ახლა ვერცხლის ჟამია......შემდეგში კიდევ უფრო ჩაიჩოჩებიან .
     
    მესმის, ეს თემები დღეს აქტუალური არაა. კვლავინდებურად ელიტებს შორის ჭიდაობა მიდის ,მაგრამ მსჯელობის დაწყებად ღირს.
  10. lasha_alo
    http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ATD_CopyrightInfringements.jpg

    ინტერნეტი ზეკორპორაციული იმპერია გახდა და დიდი ხანია დაიწყო მომხმარებელთა და საავტორო უფლებების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების კონფლიქტი .
     
    ვინ არის მტყუანი ?
     
    სად გადის ოქროს შუალედი ?
     
     
    მესმის იმ ადამიანების , ვინც პროდუქტს შექმნის , სურს ფული იშოვოს და ვიღაც ჩემნაირი ამას უფასოდ ავრცელებს.
     
    ცხადია, მისი მისი უფლებები ირღვევა,თუმცა ინტერნეტი თავისი ხასიათით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრინციპს ემყარება და თუ მარტივად დავიცავთ ყველა წესს , აღმოჩნდება, რომ მოვხდებით „საოცრებათა ქვეყანაში“ ,რომელიც სხვათაშორის ფირმა“ადობეს „ მიერ გამოიცა და არც მეტი არც ნაკლები , კომპანიის მოთხოვნებში მითითებული იყო, რომ მისი ხმამაღლა წაკითხვაც კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს…..
     
    საგიჟეთია?
     
     
    არა,სამწუხაროდ რეალობაა. ამერიკული კანონმდებელიც კი კინაღამ საღ აზრს მთლიანად მოწყდა და ინიცირებული კანონით კორეული ტიპის შეზღუდვებამდე ცოტაღა აკლდა. ოდნავ შერბილდა ფორმულირები, მაგრამ ინტერნეტ-ომი გრძელდება-იკეტება ასაქაჩი საიტები,ტორენტ-ტრეკერები და გონივრული ზღვარი სავარაუდოდ ჯერჯერობით არ ჩანს.
     
    შევხედოთ მონეტის ორივე მხარეს:
     
     
    სოპას პრობლემა მარტივი კაპრიზი არაა.
     
    წარმოიდგინეთ, n კომპოზიციის ავტორი ნახულობს ფაილს,რომელიც დევს სადღაც, nklhnikbhikbh.comზე. გასასაჩივრებლად მიდის , მას მოპასუხედ ხვდება საიტის ადმინისტრატორი,რომელიც ეუბნება, რომ პორტალმა მხოლოდ ლინკი მიუთითა , უმჯობესია მიმართოს ფაილების ასაქაჩ ujguguguyguyguyguyg.netს, ის თუ უშველის,თორემ თვითონ უდანაშაულოა.
     
    სასამართლოს მიერ საიტი უქმდება, ასაქაჩი საიტიდან კი პროტესტის ნიშნად, ჰიპერბმული ასეულობით სხვა პორტალზეა უკვე დადებული. ამიტომაც მისთვის არსებობს 2 მარტივი გამოსავალი ან სახელმწიფო მექანიზმებით შეიზღუდოს მომხმარებელი ან გაუქმდეს პირველწყარო.
     
    ვარიანტი ა ნაწილობრივ ჩაფლავდა, გადადის ბ გეგმაზე – filesharing-ს სხვადასხვა სახეობების ჩაძირვა.
     
    მაგრამ მოდით ქართველი მომხმარებლის პოზიციიდან შევხედოთ.
     
    ბატონმა xმა იყიდა კომპიუტერი, მეზობელი გერონტი 20 ლარად უწერს ოპერაციულ სისტემას . სდექ, კანონის შესაბამისად ორივე კრიმინალია! ლიცენზირებული ვინდოუზის ღირებულება ძალიან მაღალია, თქვენ სარგებლობთ უკანონო კოპიით . გაქვთ ალტერნატივა ჩაიწეროთ თავისუფლად გავრცელებადი LINUX ,მაგრამ მასზე ყველა სოფტი , ბავშვისთვის საყვარელი თამაში ვერ განთავსდება .
     
    თუ თქვენ „ლეგიტიმური“ შვიდიანი დააინსტალირეთ, თითოეული თამაში თუ სოფტი ცალკე ფულს გთხოვთ, ფილმების ხილვაზე დოლარები უნდა ხარჯო და საყვარელი ანსამბლის დისკს კი თუ კანონით გინდა, სადმე ევროპულ ფასებში წააწყდები.
     
    ძნელია ცთუნებას გაუძლო, არა?
     
    ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი . პროგრამების ნაწილი უფასოა (freeware) ან შესაძლებელია გარკვეული დროით ან შეზღუდვებით (shareware)ისარგებლოთ,მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 95 პროცენტი ასეთ პატიოსან ყოფას ფინანსურად მაინც ვერ მიწვდება. მწარმოებლები კი კომპრომისზე წასვლას სულაც არ აპირებენ. ჩვენს გამო პროდუქციის ფასების შემცირებასაც კი არავინ დაიწყებს ანუ თქვენ, მოქალაქე მკითხველო, თქვენი ვინდოუზით, ნოდ32ით, კასპერსკით, ფოტოშოპით , დრიმვიუვერით, თამაშებით თუ ა.შ კორპორაციების მიერ ბრალდებული ხართ საავტორო უფლებების დარღვევაში!
     
    ჩემს ლოგიკასთან დაკავშირებით უკვე ვგრძნობ ერთეულების პროტესტს-„თუ პროდუქტი ფასიანია , არავინ მაღაზიაში არ გაჩუქებს“,მაგრამ ჩემი,როგორც მომხმარებლის უფლებებსაც ხომ უნდა იყოს დაცული ?
     
    საავტორო,მუსიკალური საზოგადოებების ზეწოლით, კანონებით ინტერნეტ პროვაიდერი წნეხში ექცევა- ის ვალდებულია დაამუხრუჭოს საკუთარი იუზერის „მავნე“ ჩვევა.ეს კი გულისხმობს ვიღაც გაურკვეველი ვირთხა ჩემს კონტაქტებში იქექებოდეს, მიკონტროლოს რა გადმოვიწერე და რა არა. სულაც არ მსურს პირადი მიმოწერა ვიღაც კანტორის ინტერესების დაცვის გამო მთლიანად დაუცველი იყოს. იქნებ სულაც არ მიზიდავს მათი საქონელი, ოჯახის წევრებთან მინდა დავწერო გზავნილი ვირტუალური დამსწრეების გარეშე. კი ბატონო, აუცილებელია პატივი ვცე საავტორო უფლებებს,თუმცა როცა ამის გამო ჩემს ნივთებში ძვრებიან, მუშტის მოქნევის ხასიათზე ვდგები.
     
    ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა მაშფოთებს და ვერავითარი ავაზაკი ჩიკოტილოს ან პედოფილი ნაძირლის აღმოჩენის სურვილი ვერ მიკმაყოფილებს პროტესტს.
     
    მზად ვარ გავუგო მუსიკანტ „ჰ“ს , ვისაც სურს მეტი ჰონორარი ქონდეს, მაგრამ თუ ის ფულის აღებას ჩემი უფლებების უფრო მეტი შელახვით შეეცდება, მაშინ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით.
     
    ცალსახა აზრი მაქვს კომერციული მიზნით სხვისი პროდუქციის გამოყენებაზე ,მაგრამ ფაილების გადმოწერაზე რაიმე პასუხისმგებლობა აბეზრობაა .იგივე საიტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება საქართველოშიც შეინიშნება და მეტი პასუხისმგებლობითაა მოსაკიდი სხვების უფლებების მიმართაც.
     
    მაგალითები?
     
    „აგვისტოს 7 დღის“ გამოსვლა ნეტში იდიოტურად აღინიშნა.დაბლოკეს რამდენიმე საიტი. არ ვიცი, ვინ ბრძენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება,თუმცა მეეჭვება ამას რიგები დაეყენებინა კინოთეატრებთან.
     
    „უფასოს“ მოყვარული კინოში მაინც არ წავა. ბოლობოლო მეგობარს დისკს გამოართმევს.
     
    ქართული ნეტი საერთოდ ვერ განვითარდებოდა, რომ არა ფაილების თავისუფალი გაზიარება პირველ ეტაპზე „საავტორო უფლებების“ ჩარჩოებში ძნელი იქნებოდა გვეხილა ასი ათასობით მომხმარებელი,რომლებმაც მოდემი ნეტთან მპ3ის გადმოსაწერად შეართეს და არა ჰალსტუხიანი ოლიგარქების ინტერნეტ-მაღაზიებში საძრომიალოდ .
     
    არ ვუარყოფ, ეს ქაოსი მოსაწესრიგებელია ,მაგრამ აქ ნოტაციები არ შველის,საჭიროა ღია პროექტების პოპულარიზაცია, საავტორო უფლებების უფრო გონივრული ფორმების დანერგვა. კომერციული საიტების გაჩენის შემთხვევაში ტრაფიკის ფასი იზრდება , აზრი ეძლევა რეკლამას,შესაბამისად კი ვარეზის მაგივრად,უფრო მოწესრიგებული გვერდების გაჩენა გარდაუვალია. ესაა ევოლუციური პროცესი,სადაც საიტების,მომხმარებლების,საავტორო უფლებათა მფლობელების ინტერესები თანმიმდევრულად უნდა შეზავდეს.
     
    ძვირფასო სახელმწიფო, ძია ქართველო კომერსანტებო, შეეშვით სერვერების უპრაგუნო გამორთვას. გარისკეთ და პატარა რეკლამა მიიტანეთ თქვენთვის საინტერესო პროექტებში. სულაც არაა წამგებიანი ინტერნეტში ფულის ჩადება.ვგულისხმობ პერსპექტიულ საიტებს….ისე ბლოგების გამოყენების ტექნოლოგიებსაც თუ შეისწავლით,თქვენთვისვე კარგია.ჩვენც არ ვართ დასაკარგი ხალხი. ;)
     
    საზღვარგარეთ განიხილება პრობლემის გადაჭრის ცივილური გზები. იგივე იუთუბი ცდილობს საკითხის ნორმალურ ფარგლებში გადაწყვეტას. სრული პანაცეის მოძებნა უბრალოდ არარეალურია. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულობის საზღვრებში დაიცვას თავისი ინტერესები, საავტორო ორგანიზაციებმა კი პრობლემა სასურველია სხვადასხვა რაკურსიდან დაინახონ.
     
    დასკვნა
     
    კორპორაციები საკუთარ წარმატებებს გვიმტკიცებენ -მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის შედეგად მარტო ამ სახის კონტენტის რეალიზაციის თანხა 5.3 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
     
    პატივცემულები აჭარბებენ. მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა რაოდენობის ზოგადი მატება მსოფლიოში პლუს არაერთი პოპულარული მუსიკალური ჯგუფი ტორენტ-ტრეკერებს სარეკლამო საშუალებად იყენებს.არაფერს ვამბობ საქართველოზე,სადაც ისედაც მკვდარი შოუ ბიზნესი უარს ვერანაირად ვერ იტყვის პროდუქციის ინტერნეტ გავრცელებაზე .თვალს მაინც დახუჭავენ ,რამდენიც არ უნდა იგლოვონ ახლადშექმნილი ქართული საავტორო სააგენტოების წარმომადგენლების გვერდით.
     
    საჭიროა ლეგალური დისტრიბუციის ხელშეწყობა, უფასო და ფასიანი გზების სინთეზი.მოკლედ , მომხმარებლების მდგომარეობა საქართველოში დასაცველია!!! ამ დავას აქვს თავისი პოზიტივი- იბადება ერთმანეთის პოზიციების გაგების აუცილებლობა.
     
    მთავარია არ იყოს ცენზურა , პეპლის ეფექტით უარესი ბოროტება არ წარმოიშვას.
     
    ინტერნეტის კონტროლის სურვილი ხომ ყველა რჯულის ხელისუფლებათა თავის ტკივილია.
     
    რუსეთში ბლოგერებს იჭერენ, ვკონტაქტეს თხოვენ ურჩი გვერდების ოფიციალურ დახურვას, კორეაში საერთოდ კომედიაა , ჩინეთი უმკაცრესად აკონტროლებს „ანტისახელმწიფოებრივ“ ინფორმაციებს, ინდოეთში რელიგიური წესების შელახვის მოტივით ანტისამომხარებლო კანონმდებლობებს იღებენ, ევროპა იმდენად აფეტიშებს ოლიგარქთა ინტერესებზე, მომხმარებლები მეკობრეთა საკმაოდ კონკურენტუნარიანი პარტიების შექმნასაც ახერხებენ. შვეციაში კოპირების მეხოტბეებმა საკუთარი რელიგიაც კი შექმნეს , რათა უფლის სახელით დაეცვათ „კოპი-პეისთის „ პრინციპი….ეს პროცესები საყოველთაოა და მე ვარ მაქსიმალურად ნაკლები კონტროლის ფანატიური აპოლოგეტი . არ დაგიმალავთ , ბერნის კონვენციაზე არანაკლებ ჩემი პირადი უსაფრთხოება მაწუხებს,რომელიც კიბერდამნაშავეებისგანაც დასაცველია და ნებისმიერი სახის უცნაური მონიტორინგისაგან.
     
    არ ვიცი ამ ბლოგს ვინ როგორ აღიქვავს ,მაგრამ შევეცადე ერთი მომხმარებლის გადმოსახედიდან შემეხედა რთული საკითხისათვის.
     
    დისკუსია კი დასაწყებია. მომიტევონ ქართულმა საავტორო საზოგადოებებმა თუ მათ მენტორულ ტონს მინდა დაუპირისპირდეს დისპუტის რეჟიმი .
  11. lasha_alo
    ეს საოცარი და უაღრესად მოხერხებული ულტრაბუქი 2012 წლის ბოლოსთვის იხილავს დღის სინათლეს, მისი მთავარი ღირსება არის მისი მოქნილობა, ნოუთბუქი შეგვიძლია რამოდენიმე წამში ვაქციოთ პლანშეტად და მისი სენსორული ეკრანით გავაგრძელოთ მუშაობა, მასზე დაინსტალირებულია Windows 8 შესაბამისად პრობლემები რაც პლანშეტებზე გვხვდებოდა Windows 7-ზე მუშაობის დროს აქ არ იქნება
     
     
    და კიდევ, იგი თვით Macbook Air-ზე თხელია )
     
    http://www.youtube.com/watch?v=xCxwWIGW0NA
     
    http://www.youtube.com/watch?v=5ZmQHnjCm7I
  12. lasha_alo
    მალე პლანეტას დაემატება არაერთი საინტერესო ნოვაცია.ერთერთი პირველი სიახლე, ბლოგების გაკეთების შესაძლებლობა უკვე ნებისმიერ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
    ა) პლანეტაზე რეგისტრირებულ იუზერებს შეუძლიათ იქონიონ იმდენი ბლოგი რამდენიც გაუხარდებათ. რაოდენობაში შეზღუდვა არაა;
    ბ) თემატიკა , წერის მანერა არავის მხრიდან არ კონტროლირდება. თქვენი ბლოგის მფლობელი მხოლოდ თქვენ ხართ;
    გ) არსებობს შეზღუდვები,რომელიც ზოგადი ხასიათისაა (იკრძალება სპამი, ფლუდი, პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, საავტორო უფლებების დარღვევა;
     
    ბლოგის გახსნის ვიდეოინსტრუქცია
     

     
     
    ქვედომეინი
    საიტს ჯერჯერობით ქვედომეინს პირდაპირ ვერ მოგცემთ, მაგრამ თქვენ მაინც გაქვთ საკუთარი ქვედომენური სახელის არჩევის შესაძლებლობა,

    არჩეული ქვედომეინის მეშვეობით,თქვენ და თქვენი მომხმარებელი პირდაპირ მოხვდებით შესაბამის ბლოგზე ანუ ხორციელდება რედირექტი(გადამისამართება).
     
    ბლოგის მართვა
     
    ბლოგების თავფურცელზე შესვლისას თქვენ უნდა ნახოთ ოფცია „ბლოგის მართვა“,

    რომლის დაჭერის შემთხვევაში აისახება „თქვენი არსებული ბლოგებების სია“

    თითოეული მათგანის სამართავად ირჩევთ „პარამეტრებს“
    თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ქვედომეინი(ინსტრუქცია ზევით);
    გაზიარება feedburner ის იდის მეშვეობით ;
    დაამატოთ ავტორი ეი შესაძლებელია ერთ ბლოგს ყავდეს რამდენიმე რედაქტორი;
    "სხვა პარამეტრების" მეშვეობით აირჩიოთ ბლოგის მთავარ გვერდზე გამომავალი სიახლეების რაოდენობა

     
    Xml-RPC ესაა ბლოგების დისტანციური მართვა
    ზოგადი ინფორმაცია:
    http://ru.wikipedia.org/wiki/XML-RPC
    თუ წარმოდგენა არ გაქვთ,უმჯობესია შეეშვათ
    აგრეთვე ხერხდება:
    -აირჩიოთ ბლოგის ნახვის რეჟიმი;
    -კომენტარების მოდერაციის რეჟიმი;
     
    ბლოგების მთავარ გვერდზე სიახლის კორექტული გამოტანა
    თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ სკრიპტის მიერ მთავარ გვერდზე გამოტანილი სიახლის მოკლე ნაწილი
    ისარგებლეთ აღნიშნული თეგებით:

    Extract თეგებს შორის მოაქციეთ ის ნაწილი, რომლის გამოტა გნებავთ მთავარ გვერდზე.შეგიძლიათ ისარგებლოთ რედაქტირების ფორმაში არსებული ბბკოდებით,სადაც ეს თეგიც მოცემულია.
     
    RSSდან სიახლეების მიღება
     

    ბლოგის პარამეტრებიდან ირჩევთ ამ ოფციას
    შემდეგ სვავთ რსს ველს, რომლიდანაც გსურთ იმპორტი

    აქვე შესაძლებელია აირჩიოთ კატეგორია,სადაც მოთავსდება იმპორტირებული კონტენტი.
    თეგები სიახლეებისათვის,ბოლო 2 პუნქტი რსსის სპეციფიკაზეა დამოკიდებული. უმჯობესია არ შეეხოთ,თუ არ იცით რას აკეთებთ.
    რსსებით სარგებლობის ლიმიტი არაა . თუ რაღაც არ მოგეწონათ დაარედაქტირეთ.
     
    კატეგორიების მართვა
    ბლოგზე შეგიძლიათ შექმნათ განუსაზღვრელი რაოდენობის კატეგორია. იხილეთ წინა ილუსტრაცია .
     
    ბლოკების შექმნა
    შეგიძლით შექმნათ თქვენი პერსონალური ბლოკი. მაგ: საინტერესო ბმულები , პარტნიორები ან რაც გაგიხარდებათ . მისი რედაქტირება ხდება ჩვეულობრივი რედაქტორით. აგრეთვე არსებობს სკრიპტში ჩაშენებული ბლოკები, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ ან წაშალოთ.
    ჩანაწერის დამატება
    ჩანაწერის დამატება ხდება ჩვეულობრივი IPB რედაქტორის მეშვეობით.
    ა) ჩართულია ქართული კლავიატურა. გამორთვა~ ღილაკის საშუალებით;
    ბ) გამოიყენება ყველა ის ბბ კოდი , რაც ფორუმში. მუშაობს. ხერხდება იმპორტირება ვორდიდან , ტექსტ ფაილებიდან, სურათის ჩასმა შესაძლებელია გარე ბმულით ან ასევე მოსახერხებელია სურათების ატვირთვა „ათაჩმენთის“ სახით;
    სურათების გამოყენება
    1) შესაძლებელია ჩანაწერის სურათის სახით. მაინცდამაინც არ გირჩევთ ყოველთვის ლამაზად არ ცანს , თუმცა გასწორება ხეხდება;
    2) გარე ბმულით სურათი ტავსდება სავსებით ნორმალურად; გაითვალისწინეთ სურათის ზომა;
    3) სერვერზე საიტზე გატავსების შემდეგ შეგიძლიათ ის ან განათავსოთ შესაბამის ადგილზე ან დატოვოთ როგორც ბლოგზე მიმაგრებული ფაილი.
  13. lasha_alo
    ჩემი რამდენიმე ნოუთი ოთხმოციანი წლების ტენდენციების გადმოცემის სურვილით იწყება. არცაა გასაკვირი, ამ პერიოდს უკავშირდება თავისუფლების მოპოვების ტალღის დაწყება, რომელმაც საბჭოური კონფორმიზმი შეცვალა.
     
    http://www.youtube.com/watch?v=emxM3RUbsAI
     
    ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროს 1/6იან კომუნალურ ბინაში და გვსურდა გვეხილა დანარჩენი 5/6.
    მაგრამ რატომ მოხდა, რომ ქართველები საკუთარი ოცნებებისათვის მწარედ დავისაჯეთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა ბონუსად დალაგებული ქვეყნები მიიღეს?!
     
     
    გვეგონა მარტო მტერთან მოგვიწევდა ბრძოლა, სინამდვილეში კი საკუთარ თავთან ჭიდილის ეტაპი არ გვქონია განვლილი, ვერ შევძელით ყალიბში ჩამოუსხმელად , ბუნებრივად აღგვექვა თავისუფლების არსი. ამის მაგივრად ვამჯობინეთ სხვებს გაეკეთებინათ ჩვენი საქმე, ვენდეთ “ეროვნულების“ დისიდენტურ ჯგუფებს, ინტილიგენციით და ბანდოკრატიით შელამაზებულ “დემოკრატებს“ ანუ ჩვენვე, „ლოგიკით “იქნებ ამათმა მაინც „გვიშველონ““ გამოვუშვით ჯინი, რომელმაც სურვილის შესრულების მაგივრად საკუთარ სურვილებს დაუქვემდებარა ჩვენი წარმოდგენები თავისუფლებაზე....
    თავისუფლება ჩემთვის ინდივიდის შეგრძნებაა, ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ზევიდან მოხვეული ლოზუნგები მხოლოდ სატუსაღოა და სხვა არაფერი.
     
    ვერ გავაცნობიერეთ ანბანური ჭეშმარიტება.... განსხვავებული ინდივიდუალიზმი თუ კაპრიზები, ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არა ერთ ფერში გამოწყობილი რუხი მასა , რომელიც მხსნელს ელოდება + არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა .
     
    „ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა,
    ფსევდოდემოკრატებმა დემოკრატია ;
    პროდასავლურებად წოდებულნი სატელევიზიო ვიგინდარების მეშვეობით მასაჟებს უტარებენ ჩვენს ორგანიზმში დარჩენილ განუვითარებლობის მეტასტაზებს ...
     
    არსებობს წარსულში დაბრუნების სერიოზული საფრთხეები. რესპუბლიკური მაშტაბის არხებზე უკვე აღარავის უკვირს რეალ თივის სტილი, პრესა ჯის წყევლაც ჩეულობრივი ამბავია , ნათია მოგელაძე ჭკუას იქით გვასწავლის,სტუდენტურ თვითმართველობაში ისე აღდგა კომკავშირი, თვალიც კი არავის დაუხამხამებია. მცირე შემგუებლობასაც კი აღმოაჩნდა ძალა ბოლშევიზმს „მუმიას“ გმირივით ნაწილნაწილ, ძველებური ხორცი შეესხა. ჩრდილოეთზე არანაკლები მტერი ჩვენივე უგუნურებით აღდგენის გზაზე მდგარი ტოტალიტარიზმია.
     
    რუსეთთან ბრძოლის სახელით სახიფათო ნიშნულთან აღმოვჩნდით. პროცესი გრძელდება. შესაძლოა, ბატონი იმჰოტეპი ტოტალიტარიზმის სახით საბოლოოდ დაგვიბრუნდეს.
    http://www.youtube.com/watch?v=0BAA-RKkFGQ&feature=related
     
    დამნაშავე ქვეყნის მოქალაქეების უსუსურობაა იგრძნოს საკუთარი პიროვნული პასუხისმგებლობა , ადვილია გამეიჯნო „ხალხს“, ოპოზიციას ან ხელისუფლებას , ბინძურ პოლიტიკას დააბრალო ყველაფერი, ინატრო უცხოეთში ვიზა და გაექცე რეალობას.
     
    ესეც იმ ოპერიდანაა,რასაც მარტივი ენით ელიტისადმი შიში შეიძლება დაერქვას.
     
    პესიმიზმი ყველაზე მეტად აცოცხლებს „იმჰოტეპს“ .....
     
    ჩვენ ვერ ვიქეცით ინდივიდების საზოგადოებად, კვლავ ან გვეშინია ზედაფენის ან ლოცვებში მოვიხსენიებთ მათ.
    ჰო, ჰო „აბა ბიძინა გინდა“ ?, ისიც ელიტას შექმნის , მის გარშემო ხომ საკმაოდ ბევრი ნაგავია , ჰმ, მესიებს შენატრით- მესმის ოპონენტების ყიჟინა და გული უნდა გაგიტეხოთ , ნაწილობრივ ეს ხალხი მართალია, ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის მხარდამჭერთა შორის ბევრია , ვინც ოპოზიციის ლიდერს ახალ მშველელად მიიჩნევს, რატომღაც გგონიათ, რომ ბ.ბმ უნდა „გვიშველოს“ ან დააფინანსოს ჩვენი დიიიიიდი წარსულის მქონე ნეხვში მყოფი აწმყო.
    ჰმ, არა....
     
    ჩემთვის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირება გარანტიაა, რათა მივეჩვიოთ მრავალფეროვნებას. ვერავინ შეძლოს ერთპარტიულობაში ქვეყნის დაბრუნება.
     
    ამ ეტაპზე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობის გაჩენა გამოიწვევს არსებული ტოტალიტარიზმის ნიშნების მსხვრევას. იმჰოტეპი ჩანასახშივე უნდა მოვკლათ და ერთადერთი გზა არჩევნების გზით სოციალური განწყობილებების გამოკვეთაა.
     
    ოპოზიციური ძალების გაძლიერება განაპირობებს პლურალისტული გარემოს ხელშეწყობას, ბიპოლარული,კონფრონტაციული ფსევდოდემოკრატია კი წარსულში გადავა.
     
    ანუ ამ შემთხვევაში არ დგას პრობლემა,თუ რომელი „ზევსი“ და მასთან დააახლოებული ღმერთუკები დაიკავებენ ოლიმპოს მთას, არამედ ეცემა პასუხი გენერალურ კითხვებს-
     
    შესაძლებელია კი თვითონ ჩვენ მშვიდობიან ცვალებადობას მივეჩვიოთ???
    1990 წლის შემდეგ შედგება პირველი პრეცედენტი?
    გვინდა დემოკრატია თუ კვლავინდებურად ერთფეროვან სამყაროს ავირჩევთ?!
     
    კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, პრობლემა საკუთარ თავთან გამკლავებაა + „ჩვენ ვინ გვეკითხება“ კონფორმისტული ფილოსოფიის დამარცხება.
     
    არა, თავისუფლებას მარტო არჩევნები ვერ მოიტანს.საერთოდ,თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა, მას პანაცეად სულაც არ ვთვლი,თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი ამოყირავდეს ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული „პროგრესული არისტოკრატიის“ მითი,სადაც ხალხის ადგილი ურჩის ან დამჯერის სტატუსია და არა გადასახადის გადამხდელის, ამომრჩევლის ფუნქცია , რომლის შემთხვევაშიც ხელისუფლება იკავებს დაქირავებულის სტატუსს.
     
    მესმის, სტიგმების მოხსნას მარტო პოლიტიკაც არ განსაზღვრავს, კიდევ წლები გვესაჭიროება დალაგებული ქვეყნის კონტურების შექმნისთვის,მაგრამ ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის თითოეული ჩვენთაგანის იმჰოს არსებობა გარანტიაა, რათა იმჰოტეპი უნებლიედ არ გაგვიცოცხლდეს....
     
    ps, ეს ნოუთიც ერთი იმჰოა და არა ჭეშმარიტების გადმოცემის სურვილი
  14. lasha_alo
    ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა სიძულვილის ენაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ
     
    წყარო: http://ghn.ge/news-66955.html
     
    სრული ტექსტი :
     
     
    ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემს ფრენდებში ორგანიზაციის პროფილი აღმოვაჩინე. ჰმ, უცნაური ხალხის ნაკლებობას არ განვიცდი,თუმცა დიდად არ მხიბლავს ანონიმი ექსტრემისტების ხილვა და რატომღაც ვერ გავიხსენე,თუ როდის დამემატნენ ეს ტიპები
     
    დამფუძნებლი ვინაობას არც მალავს
     
    ოფიციალურ გვერდზე მითითებულია სახელი და გვარი :
     
    ზვიად ფოფხაძე
     
    ,რომელსაც სოციალურ ქსელებში აქვს 2 პროფილი
    http://s018.radikal.ru/i515/1205/cd/558a26091aff.jpg
     
    ფეისბუქი:
     
    https://www.facebook...popxadze?ref=ts
     
    ადნოებში:
    http://www.odnoklass...le/354807832376
     
    ჰოი საოცრებავ, ეს ბიჭი ყოფილა ნაციონალების მიერ ორგანიზირებული უგულავას მხარდამჭერი გაერთიანების
    "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" თავმჯდომარე.
    ადნოებშიც კი შეუქმნია მისი მხარდამჭერი პატარა ჯგუფი.
    http://www.odnoklass...07832376/groups
     
     
    კოტიკო თოლორაიასთან ერთად "თავისი ხარჯით და ენთუზიაზმით" არაერთი ღონისძიება ჩაატარა და მეტიც, 20 ლარიც არ დაენანა პროგრესული მერის მხარდამჭერი ენჯეოს ფონდის შესავსებად.
    შესაბამისი ინფო იხილეთ:
     
    http://www.liberali....avas-mkhardasac
    წვალობდნენ ბიჭები, სეიშენიც სამშობლოს გადასარჩენად ჩაერთო პიარში და შთამომავლობას კლიპიც შემოუნახეს
    http://www.youtube.com/watch?v=5MB_DEk1CMY
    http://www.youtube.com/watch?v=lWuoOvQ7JTU&feature=related
    როგორც ჩანს, ახალი არჩევნების წინ გიგის სახელი აქტუალური აღარაა, ნაციონალებმა მტკიცედ გადაწყვიტეს საკუთარი პიარი ბიძინას გინებას და წყევლას მოახმარონ. ნუთუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა ,თუ რატომ შეცვალა ზვიად ფოფხაძემ ძველი აქტიურობა ახლით?
    რუსუდან კერვალიშვილის ნათლულის მამა მორიგ სკანდალურ "ენჯეოს" აკეთებს, მაგრამ ფირფიტა , სტილი, დილეტანტიზმი უცვლელია....
    კი მათ აქვთ უფლება "ახალგაზრდობა" ბიძინას საწინააღმდეგოდ დარაზმონ,მაგრამ მეც მაქვს უფლება მწარედ დავცინო
     
    ზვიადის პროფილს ამშვენებს წარწერა"სიმართლის დრო" .
    ვეთანხმები, დროა და სამწუხაროდ ეჭვს არ იწვევს- ხელისუფლება ხელს უწყობს კომსომოლის რეინკარნაციას ახალ სხეულში!!!!!!!!!
  15. lasha_alo
    გამარჯობა ჯიმშერ !
    სხვები შეიძლება ალტერ ეგოთი მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ , მე ასე მოგნათლე ,იმედია არ გეწყინება.
    ძალიან კაპრიზული ხარ , მეოცნებე , ზარმაცი ....რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს.პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ ,ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები.
    ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე?
    „ დიდი ისტორიული წარსულიო“, „მებრძოლი ერიო“ -ჰმ,შენ რა გითხარი ......
    წავიკითხე და აღმოვაჩინე ,თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს სამყარო. მატიანის ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს,თან მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი ,საინტერესო,მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ.
    ჰმ,ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე ,“1000 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი.
    ვაი შენს პატრონს, შე უბედურო....
    დიდგორის ომი ხომ ნამდვილად მოხდა , ვაჟკაცი ქართველებიც ხომ იყვნენ ?- ეჰ ჯიმშერ,ჯიმშერ.....მითებისაკენ გაქვს მიდრეკილება ,არ შეგიძლია წყაროების შეჯერება და ობიექტური დასკვნების გაკეთება. ჭეშმარიტება უკიდურესობების მხარეს თითქმის არასოდეს არაა. ყველა უკიდურესობა ერთ ნიადაგს ემყარება.....გაუცნობიერებლობას.
    ტრადიციებიო,ქართველობა დავიცვათო, ტვინში ჩიპი ბუა მასონებმა არ ჩაგვიდონ,თორემ ყველაფერს დავკარგავთო.
    დადუმდი რა . ტრადიცია ღირებული მაშინაა,თუ კონკურენციის არ ეშინია,სიახლეს არ გაურბის ,არამედ ექვემდებარება ახალ დროებასთან ადაპტაციას.
    ფარისევლობაა შენი სადღეგრძელოები.სიცრუე ,რომელიც ადვილად ქარწყლდება.
    მიყვარს ბახუსი ,მხოლოდ ზომიერად .
    მიყვარს წარსულის ანალები ,მაგრამ წასაკითხად ,გასააზრებლად და არა მათგან ზღაპრების შესათზობად.
    ჯიმშერ, ვიცი შენც კი არ მოგწონდა საბჭოთა კავშირი....
    ჩარჩოებში ჩაკეტვა და წითელი ცენზურა რა მოსაწონია?!
     
    შენი „უქარქაშო ხმლები“ ამ ზიზღს ერთ ეტაპზე ებრძოდა კიდევაც,მაგრამ ნელნელა ეს ზღაპრები მავნებელი გახდა ჯანსაღი გონებისათვის,რადგანაც იზოლაციონისტური მიდრეკილებებისკენ უბიძგებდა.
    ჯიმშერების რევოლუციად აქციეთ სსრკდან განთავისუფლების ეპოქა. ჩვენ მხოლოდ საბჭოთა უგემოვნების თავიდან მოშორება გვინდოდა,მაგრამ თქვენმა გავლენამ მძიმე იდოლოგიური ბექგრაუნდი შექმნა,რომელიც ბოლშევიზმის ნაყოფი იყო.
    სად მივედით? ისევ იქ საიდანაც მოვედით.ერთ წრეზე დავდივართ და ამაში დამნაშავე ქართველთა გონებაში ჩასახლებული პატარა კაცუნიებია .
    ძალიან გიყვარს ილია ჭავჭავაძე არა? ქართველობის სიყვარული ამით ისწავლეო. ჰეჰე, მართლა გენიოსი იყო,რადგანაც შენ გხედავდა , სამშობლოს სადღეგრძელოების მაგივრად პრაქტიკულ საქმიანობაზე ჰქონდა აქცენტი, მისი აზრები კი ზუსტად ლუარსაბული ფილოსოფიის წინააღმდეგი იყო , საერთო კარგახსნილობის მომხრე ყოველივე პროგრსულისადმი.
    წმინდა ილია მართალიო -შეეშვით მის სახელს, ნუ ითვისებთ ამ გზით .მოკვდავი გახლდათ თავისი სისუსტეებით და ზუსტად ამით გახდა ახალი საქართველოს შექმნის იდეის ავტორი,რომელიც ლუარსაბებმა და ჯიმშერებმა საკუთარ თავში ჩაკეტეთ.
    ბოლო დროს ეკლესიას მიეძალე. ამ მასიური იმედგაცრუებით გაწამებულებმა რელიგიაში დაიწყო ხალხმა შვების ძიება.შენ ცდილობ მათ გონიერებაში ჩაძვრე და „გააქვაკუთხედო“ ჩვენი ფილოსოფია.
     
    წადი რა... დაიკარგე ,შენი დრო უნდა გავიდეს . დასანგრევი იქნება ყველა ის ტაძარი ,რომელშიც შენი აზროვნება იქმნება გამეფებული.
    კონფორმისტი ხარ და საკუთარ სისუსტეებს ადამიანების წარმოსახვაში ჰპოულობ......
    უი ჯეკ .....შენი დედაც.....
    აქ რა გინდა ?
    შენ ვინღა ხარ?
    „ბანძი ქართველი ერიო“,“ არაფერში ვარგივართო და კერპებს რახან ვექვემდებარებით ,უმჯობესია ისევ ჩვენ ვმართოთო,ჩვენ ხომ „ევროპეისკი“ ელიტა ვართ ...ისინი კი ეს ხალხი.... „აუ გრუზინებიო“ , ჯიმშერს აგინებ ?
    მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მაშინ შენი ტელევიზიები მის ინსტინქტებს რატომ აძლიერებს ჩვენში?
    ღია ჯიმშერული „სახალხო კრების“ კრახით ხალისობ და კონფორმისტული აურა კი გიხარია.
    ა შენ ჩამოკიდე წარწერა...
    „საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი.წყარო: მსოფლიო ბანკი“?!
    ერიჰა.....
    მე ვთქვი რა ხდება ,საიდან მოვიდა ეს ჯეკი-თქო.
    უცებ ვერ გიცანი ჯიმშერ.
    სნობის კოსტუმში გამოწყობილი ,ერთი შეხედვით, სხვაგვარად გამოიყურები ,მაგრამ ასე ადვილად ვერ დაიმალები. იგივე სულელი ხარ,რაც იყავი. ჰომო სოვეტიკუსი ,რომელიც უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან.
    არაფერი ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას , ჰორიზონტი უკეთესად დავინახოთ და დავივიწყოთ ჯიმშერული ზღაპრები.
    ძლიერი ხარ შე ოხერო კიდევ,ძალიან ძლიერი, მაგრამ თუ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა საკუთარი ჯიმშერები მოიგერია ,აუცილებლად ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ,თუმცა შენი განდევნა შოკით შეუძლებელია,შევიცვლებით? თავისით წავხვალ და დაიკარგები უკვალოდ,ხოლო ჯეკი,შრეკი თუ სხვა ნიღბები შენი სახეებია ......სხვა არაფერი
    იმედია მალე დაგვემშვიდობები და ამას ეს ქვეყანაც შეძლებს
    ნაკლები პატივისცემით:
    ალოანთ ლაშა
  16. lasha_alo
    ამის აღსასრულებლად გამოიყო შესაბამისი კომისია და პოლიციის სამსახური.
    ზომები მიმართულია,რათა უარი ეთქვას ინტერნეტ-საიტებიდან მომდინარე ამ ფენომენის პოპულარიზაციას.
    ჯერჯერობით გაურკვეველია, შეეძლებათ თუ არა ბავშვებს დაბრუნდნენ უკან სკოლაში, თუ უარყოფენ ემო-სტილს და დაუბრუნდებიან ტრადიციულ ჩაცმულობას.
     
    ცნობები ვიკიპედიიიდან:
    http://ka.wikipedia.org/wiki/ემო
     
    ქართულ ბლოგებზე:
    http://extraordinary...1/02/07/ემოები/

    http://youtu.be/vGfGlnzrjD4

     

    განხილვა ჩვენს ფორუმში

  17. lasha_alo
    http://s019.radikal.ru/i625/1204/78/9c13a4f62c3d.jpg

    ჩემს რაიონს თავისი მიზიდულობის ძალა აქვს.
    დედამიწის ზურგზე არანაირი ემოცია არ არსებობს, რომ ეს მაგნიტური ზემოქმედება აღვწერო.
    პათეტიკის გარეშე ასეა....
    უბრალოდ მიყვარს ჩხოროწყუ- პატარა "პარიზი".
     
    თბილისელი გახლავართ. დიდუბეში დავიბადე და დიდ დიღომში ვბერდები....
    მაგრამ გონებით სულ იქ ვარ, გონებას ბებიაჩემის დანატოვარ ოდაში მივყავარ. ვდარდობ მობერებულ "კარალიოკის" ხეზე თუ დანგრეული ღობის პრობლემების მოსაგვარებლად მინდა როგორმე მოვიცალო.
     

    http://s019.radikal.ru/i640/1204/9d/9d35fcbcf898.jpg


    (ჩემი მეგრელი და თბილისელი ბებიები )


     

    ბებია
     
    ამ გრძნობის საწყისი ეს სასწაული ადამიანი გახლდათ. ჩვეულობრივი ქალბატონი, სესილიას და სხვა მსახიობების მიერ გაცოცხლებული ქართველი სოფლელი ბებოს რეალური სახე....
     
    ცუდი ჩვევა ქონდა- ქათამს როდესაც დაკლავდა, გემრიელ ნაჭრებს არასოდეს ეტანებოდა. მარტო თავს აიღებდა და დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ უყვარდა.
     
    არა, ასე არ იყო. დაქვრივებულმა შვილები მარტო გაზარდა. იმ პერიოდიდან გამოყვა მომჭირნეობა.
     
    როცა წამოვიზარდე, ვუბრაზდებოდი, მაგრამ ჩვევა ბოლომდე არ შეიცვალა. ცუდი დრო ყველას დაღს გვასვავს....
     
    ჩემი ფორუმული ნიკი მის პროფესიას "მაგონებს" . პენსიაზე გასვლამდე სოფლის ტელეფონისტი იყო
    "ივერიის " ცნობილი ფრაზა "გავარიტე ს ჩხოროწყუ" რეალურად, მილიარდჯერ გამიგია. კაბინეტში რაღაც სატრიალებელი აპარატი ქონდა, იმით ხდებოდა კონტაქტი.
     
    ბებია საჭმელს არასოდეს მაძალებდა. თუ ჭიაკოკონობაზე ან სადმე გვიანობამდე შემოვრჩებოდი, მკითხავდა "ხომ არ მშიოდა", უარს ვიტყოდი, ჩუმად დაიძინებდა, მაგრამ მაგიდაზე გემრიელი საჭმელი ელაგა, სუნი თავისას გააკეთებდა ან თუ არ მშიოდა, დილისათვის მშვიდად აალაგებდა.



    კარგად ერკვეოდა ბავშვების ფსიქოლოგიაში,ერთი ხმამაღალი შენიშვნა არ მახსოვს, ამ ტიპის მახეებს გვიგებდა მისი საკმაოდ პრინციპული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
     
    ლიბერალიზმი შეჯერებული კანონიერების აუცილებელ, მკაცრ დაცვასთან.
     
    ზედმეტი "ლაქუცი" არ უყვარდა, პატარაობისას, ღამე როდესაც მძინავდა, მკოცნიდა და მკოცნიდა. მეც ვითომ ვერ ვგრძნობდი, ბავშვურად გავინაბებოდი. ზოგჯერ, თუ თბილად გადამეხვეოდა,ეს იყო წარმოუდგენელი სიყვარული, რასაც შვილიშვილებს თანაბრად გვინაწილებდა ...ერთის გარდა. ის მისთვის ანგელოზად დარჩა...
     
    უფროსი შვილიშვილი ოდაში გაზრდილი ნარგიზა იყო. ექიმებმა გაჩენისთავე სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მათივე კატეგორიული მოთხოვნით ხაბუმეში გადაიყვანეს, დედმამის ოჯახს იძულებით მოშორდა. ბებომ მოახერხა, უძლურ ავადმყოფს ღიმილიანი 3 ათეული წელი აჩუქა. მეტი ფიზიკურად შეუძლებელი ყოფილა....
     
    მისმა წასვლამ დაასუსტა ძლიერი ქალი. ამიტომ ოჯახი მასთან მე მაგზავნიდა, მეც მეტი რა მინდოდა, ვიყავი როგორც თევზი წყალში. უმცროსი შვილიშვილი სასიამუვნო გარემოში.
     
    "მაროსთან" თვეობით ვრჩებოდი, არასოდეს მომბეზრებია მოხუცი ქალბატონის გვერდზე ყოფნა. ბოლო წლებში ჯამრთელობა სულ შეერყა, არადა სტუმრიანობა არ გვაკლდა. 12 ვოლტიან ტელევიზორის სანახავად რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბებოდა. მხოლოდ მე ვიცოდი, თუ რა საშინელ დისკომფორტში იყო .
     
    შევუთანხმდი, ღამის პირველ საათამდე გვქონდა ხმაურის უფლება, მერე ტელევიზორს ვთიშავდი. არა,სტუმრებს მისივე მოთხოვნით ვერაფერს ვეტყოდით, "მათი ხმა მიხარიაო, უბრალოდ ნუ დააღამებთ შვილებო"-ეს იყო მისი მორიგი დიპლომატიური ბრძანება,რომლის შედეგადაც შედგა გონივრული "კონსენსუსი".
     
    აჟიოტაჟისგან დასვენებულს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა მიყვარდა, მშვიდი აურა, სუფთა ჰაერი და გარეთ ზაფხულის ჩუმი სუნთქვა გაჯერებული ხობისწყლის ექოთი.
     
    ბოლოს თითქმის წელიწადი გავჩერდი ხაბუმეში, ზამთარში საქმეზე გამომიძახეს. დამშვიდობება დაუვიწყარი გახლდათ. კატეგორიულად მომთხოვა არ მოვბუნებულიყავი, გულმა არ გამიძლო, ჩავეხუტე. თვალცრემლიანი დამემშვიდობა "პატარა" მარო. ( მეორე ბებია ასაკით უფროსი გახლდათ და მასაც მარიამი, შვილიშვილებისთვის "დიდი მარო" ერქვა" . )


     

    http://s018.radikal.ru/i509/1204/85/5ab754555438.jpg


    მეზობელო კარისაო


     
     

    - ჩამოვიდნენ,ჩამოვიდნენ....
    -სად ხართ დაკარგული ამდენი ხანი? სახლი გაგისუფთავეთ, ბზიკები იყო იმდენი, მაიამ ყოფა უტირა,ის ხე გახმა, მოვჭერით,შევინახეთ
    - აუ მერაბ, დამასვენე ახლა. ნუ შემჭამ აქაური პრობლემებით. ხომ კარგად ხართ? ნუცა, გუტი ბიძია როგორ არიან?
    -რა უჭირთ ? არიან რა. მოხუცდნენ. გვალვამ ყურძენი გაგვიფუჭა. ეჰ...
    - კარგი ახლა, ცოტათი მოვწესრიგდები და მერე ვიჭორავოთ.
    მერაბი ჩემი გაჭირვების წალკვესია. ძმა ვუწოდო? მეგობარი? მეზობელი? არ ვიცი. იქაურობას მისი ოჯახი პატრონობს. ჩასვლისთანავე ყველაფერი გაკრიალებული მხვდება. ყურადღება ერთი წამით არ მაკლდება.
     
    ცოტა ხანში მეორე ოჯახიდან ბედიშა მორბის, მუდმივად საყვედურებით, მეგრულად "თბილ" სიტყვებსაც არ მაკლებს,თან "სკან გოლუაფირო" მეფერება. დედაჩემის თაობაა, ახლა ისაა თავისი შვილიშვილებისათვის სესილიას გმირის განსახიერება. ჩვენი ნათესავები არიან. სანამ სახლს ააშენებდნენ, ჩვენთან ცხოვრობდნენ.
     
    სახელით რატომ ვიხსენიებ?
    ასე ვართ სულ. ერთხელ დავუძახე ბედიშა ბიცო და წამოვიდა ცოცხი ჩემი მიმართულებით. ახლა ავადაა, გული ტკივა. ყოველდღე მასზეც ვფიქრობ. ჩემი ხაბუმელი ბოსია, ბიძაშვილების დედა. ცხოვრებამ ყველას თავისი გზა მისცა,ოჯახები ყავთ, თავიანთი შვილები და შვილიშვილი. პერიოდულად აკითხავენ, თან მირეკავენ"შენს იმედზე ვართო" ბედიშა სახლს არ ტოვებს, "ვერ შევეგუები ქალაქის ცხოვრებასო".
     
    - თოხლი რა გაქვს "ბედული"?
    -თოხლი კი არა ჩაგარტყავ ახლა რაღაცას თავში. პირი მაინც დაიბანე ბიჭო, სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე?-მისთვის კიდევ პატარა ვარ.მეც ძველებურად ვბავშვდები ბედიშას გარემოცვაში..
     
    ძალიან მიყვარს მისი მომზადებული სადილი.იფ,იფ,იფ... გოგოებიც კარგი მზარეულები არიან. შვილიშვილმა კი ყველა გაგვახარა, სახელმწიფო გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღო. თუ იქ დამხვდა, იცის, ცივი წყალი ძალიან მიყვარს და მაშაყირებს, სავსე "ვედროს" დამიდგავს ხოლმე წინ."შენი ხასიათი რომ ვიცი სულ გამოცლი და "მგონი" ეს გეყოფაო
     
    ცოტა ხანში მეგობრებიც მოდიან . "იხსნება პარლამენტი" -იტყვიან და სტუმრიანობა,როგორც ყველა იქაურ სახლში, მეც არ მაკლია.
    "სოლიდარულობა"- ეს ის გრძნობა,რაც დროს არ ექვემდებარება. ცუდიც ხდება, კარგიც, თუმცა სოფელს მეზობლობით გააქვს დღემდე თავი. თუ ვინმე ამ ემოციას უარყოფს, ის დაკარგავს კავშირს საკუთარ თავთან, ვერასდროს იგრძნობს ურთიერთდახმარების დიდ ეფექტს .საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დიდი ხანია დამკვიდრდა, რაც ხელს არ უშლის კარგი ტრადიციულად დარჩეს.



    http://s019.radikal.ru/i641/1204/d9/53b8e4b52e5d.jpg



    ხობისწყალი
    ჩამოსვლისთანავე, რამდენიმე საათში მდინარესთან ჩავდივარ. ატყდება ჩვეულობრივი ამბავი კლასიკური მოკითხვა, საყვედურები უცოლობასთან დაკავშირებით. ბოლოს პოლიტიკა.....


     

    http://s019.radikal.ru/i603/1204/34/a1d6096b4613.jpg


     
    სტუდენტობისას ხშირად გვიკამათია. ფორუმი იმასთან შედარებით პატარა სიზმარია. ბოლოს სასმელთან მთავრდებოდა ჩვენი ბჭობა ან სადმე კარტის თამაშს დავიწყებდით.
     
    პუტჩისტებმა ყველაფერი ააოხრეს. საშინელი შეგრძნება იყო მაშინ იქ ყოფნა. ერთი ჩამოსვლისას იკარუსმა სამტრედიაში გააჩერა , მხედრიონელები ძაღლს "ზვიადას" ეძახდნენ, ფეხით გავიარეთ ხიდი ,იქ კი ისეთივე ჩაცმული ბიჭები, ისეთივე ძაღლით ოღონდ სახელით "ედიკა" დაგვხვდა.
     
    რეგიონმა უამრავი მსხვერპლი ნახა .საშინელ ისტორიებს მოვესწარი თუ გავიგე. აღარც მინდა გავიხსენო....
     
    ახლა პოლიტიკაზე თითქმის აღარ ვსაუბრობთ. მე კატეგორიულად ვერიდები. მხოლოდ ვუსმენ. ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, ნაწილი სასტიკად კრიტიკულადაა განწყობილი. როგორც წესი, გამოვექცევი და მდინარის მორევში ვპოვებ შვებას.
    ძალიან სუფთაა ჩქი ხობწყარი.
     
    ლუგელას ხეობის გაჩეხვამ ნაკადი საგრძნობლად შეამცირა,თუმცა ბებერი ტალღები ძველებურად სასიამუვნოდ მოედინებიან. ადრე ბავშვობაში მეორე ადგილას, სქურჩაში ვბანაობდით. ახლა დალპა.ჩემი ოდა ერთგვარ "შუამდინარეთშია" სქურჩა ხობის შენაკადია.
     
    ყოველწლიურად კალაპოტი იცვლება,არავინ იცის შემდეგ როგორ იქნება. არასოდეს დავბერდები ისე , რომ იქ ბანაობის ხალისი მომბეზრდეს. ძალას იძლევა, რაღაც მაგიურ, გამოუცნობ ძალას....


     

    http://s017.radikal.ru/i432/1204/ad/75a9d9954dd6.jpg

     

    ჩემი ერთი თავგადასავალი


     
     
    რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ და ტრადიციულად დილამდე გაგრძელდა ჩვენებური ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ ნასვამმა დასვენება გადავწყვიტე , მუთაქაზე თავი დავდევი თუ არა...... ...ვაი..... ღორების ღრუტუნი შემომესმა.
     
    სურათი წარღვნას გავდა. ოცამდე ღორი ღიად დარჩენილი ჭიშკრიდან „შემოიჭრა“ და გემრიელად შეექცეოდნენ ჩემს თხილს.
     
    რა მექნა ? ავიღე ჯოხი , უმრავლესობა გავყარე,მაგრამ ერთი „ბურვაკი“ ვერაფრით ვერ მოვიცილე . ნახევარი საათი დევნის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე მისი თავი ტაფაზე მენახა!!
     
    იარაღი შევცვალე , ნაჯახზე გადავედი და აქ დაიწყო ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი... )))
     
    ჯერ გათენებული არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს გარდა ვინმე სულიერს ეღვიძა,თან ჭაჭის ძალაც მოქმედებდა ....
     
    ამიტომ თამამად დავიწყე გინება .წარმოიდგინეთ სურათი - ეკლიან ღობესთან საშუალო ასაკის კაცი ნაჯახით ხელში მწარედ იგინება .
    ტექსტი ?
    -მოდი აქ შენი დედა ########-ამ დროს ერთი პატიოსანი გლეხი კაცი ზუსტად ჩემს ეზოსთან გაჩერდა , დამაკვირდა,ღორი კი ცოტა მოშორებით დადგა ,თან მემალებოდა,თან შორიდან მიყურებდა ....
     
    -რას მომშტერებიხარ შე შობელძაღლო. იცოდე , თავს წაგაძრობ ....
     
    კაცი შეცბა ,სათვალე გაისწორა, ნელი ნაბიჯებით გაცლა გადაწყვიტა ....პარალელურად ღორიც გამირბოდა. -ა , მიიპარები?! იცოდე ჩემი წერა უნდა გახდე!!!! კაცმაც „ ეს თბილისელი შეიშალაო“ და მთელი სიჩქარით მოკურცხლა ...ჰმ, ღორიც გამექცა .არ მოინდომა ჩემს ტაფაზე გორაობა :|
     
    -გაიქეცი ?! დაგეწევი , დედას ###### ცოცხალი ვერ გადამირჩები,შენი ხორცი უნდა ვჭამო "-ეს იყო და მეზობლის სახლიდან შემომესმა სიცილის ხმა . ამდენი ხანი თურმე სიტუაციას აკვირდებოდნენ და არ უშლიდნენ ხელს „მოვლენების განვითარებას“.ვიფიქრე ,დამერხა , მორჩა, მოვხდი ხაბუმის ფარულ კამერაში .
    გაკვეთილი 1 - დაკეტეთ ჭიშკარი;
    გაკვეთილი 2 - არ დალიოთ ბევრი ;
    გაკვეთილი 3 - სოფელში უფრო მეტი დრო გაატარეთ , ასეთ სიტუაციაც კი გონებაში ტკბილად აისახება ))))))))
    გაკვეთილი 4-ცხოვრება მაინც მშვენიერია ;).
     
    არ გაგიკვირდეთ, შემდეგშიც ხშირად ვიმოგზაურებ ჩხოროწყუში. დღეისათვის კი კმარა. მადლობა თუ ჩანაწერის დასრულება ბოლომდე მოახერხეთ....
  18. lasha_alo
    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ( ლიდერი მიხეილ სააკაშვილი)
     
    ლიდერი-
    https://www.facebook...kashviliMikheil153 k
    ოფიციალური გვერდი
    http://unm.ge/
    ფეისბუქპეიჯები:
    https://www.facebook...UNMYOUTH?ref=ts ახალგაზრდული გაერთიანება 10 736
    https://www.facebook...ationalMovement5927 - ნაციონალური მოძრაობა
     
     
    პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ (ლიდერი-ბიძინა ივანიშვილი)
     
    ლიდერი-
    https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?ref=ts 223 k
    საზოგადოებრივი მოძრაობა“ ქართული ოცნება“
    http://georgiandream.ge -ვებგვერდი
    https://www.facebook.com/officialgeorgiandream -ფეისბუქი19 419
     
    თავისუფალი დემოკრატები(თავმაჯდომარე -ირაკლი ალასანია):
    http://fd.ge
    https://www.facebook.com/alasaniairakli 14 580
    http://www.youtube.com/FreeTVGeorgia 84 subsc
     
    რესპუბლიკური პარტია(თავმჯდომარე -დავით უსუფაშვილი)
    http://republicans.ge/
    https://www.facebook.com/republicans.ge
     
    ეროვნული ფორუმი:
    http://forumi.ge/
    ფეისბუქში აქვთ დახურული ჯგუფი .
    https://www.facebook.com/pages/Erovnuli-Forumi-ეროვნული-ფორუმი/156460471052699?ref=ts 143
     
    საქართველოს გზა
    http://twg.ge/
    https://www.facebook.com/twg.ge
     
    კონსერვატიული პარტია(თავმჯდომარე-ზვიად ძიძიგური)
    http://www.conservators.ge/ გამორთულია
    https://www.facebook...52143550&ref=ts ლიდერის პირადი აქაუნთი
     
    ხალხის პარტია (ლიდერი-კობა დავითაშვილი)
    https://www.facebook...13090191?ref=ts
    https://www.facebook...38824155&ref=ts ლიდერის პროფილი
     
    ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა(ლიდერი -გიორგი თარგამაძე)
    https://www.facebook...argamadzeGiorgi ლიდერი 6889
    ოფიციალური საიტი-
    http://cdm.ge/ge/
    https://www.facebook...100000885105139 - იუზერი ფეისბუქზე
    https://www.facebook.com/ycd.ge 6797 ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები
    http://ycd.ge/ ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების საიტი
    https://www.facebook...argamadzeGiorgi ლიდერი 6889
     
     
    სახალხო კრება
    ლიდერები:
    https://www.facebook...ze/170350578129 გია ბურჯანაძე
    https://www.facebook...agafrindashvili ნონა გაფრინდაშვილი
    https://www.facebook...43900955&ref=ts ნინო ბურჯანაძე (იუზერი)
    საიტი:
    http://www.kreba.info/
    https://www.facebook...102784066450304 7985
     
    დემოკრატიული საქართველო- ერთიანი მოძრაობა(თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე)
    http://www.democrats.ge/ka.html
     
    თეთრები( ლიდერი -თეიმურაზ შაშიაშვილი)
    https://www.facebook...rebigeo/?ref=ts
    https://www.facebook.com/pages/მოძრაობა-თეთრები/196087830431673 30
    http://www.itetv.ge/ თეთრების ტელევიზია
     
     
    ლეიბორისტული პარტია(ლიდერი-შალვა ნათელაშვილი)
    ლიდერი:
    https://www.facebook...lishalva?ref=ts 1900
    საიტი:
    http://www.labour.ge/ ლეიბორისტული პარტია
    ფეისბუქი:
    https://www.facebook...gianlabourparty პეიჯი 1700
    https://www.facebook...gianlabouryouth ახალგაზრდული 472
     
     
    ქართული პარტია (ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი)
    ლიდერი:
    https://www.facebook.com/Okrua?ref=ts 18 105
    https://www.facebook.com/isaniaxalgazrduli?ref=ts ოფიციალური იუზერი
     
    პოლიტიკური მოძრაობა“თავისუფალი საქართველო“: (ლიდერი კახა კუკავა)
    ლიდერი:
    https://www.facebook.com/profile.php?id=1506302314&ref=ts პირადი პროფილი
    საიტი:
    http://www.freegeorgia.ge/
     
    ახალი მემარჯვენეები (დავით გამყრელიძე)
    საიტი:
    http://www.nrp.ge/
    https://www.facebook.com/profile.php?id=100001839363303 ოფიციალური იუზერი
    https://www.facebook.com/pages/New-Rights-Party/188332271936 ოფიციალური პეიჯი 15 000
     
    მწვანეთა პარტია:
    http://www.greensparty.ge/
    https://www.facebook.com/profile.php?id=100002898193031&ref=ts ოფიციალური იუზერი
    https://www.facebook...anGreens?ref=ts 90 პეიჯი
     
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი-ბაჩუკი ქარდავა)
    საიტი:
    http://www.ndp.ge/
    https://www.facebook.com/NDP.GE პარტია 1724
    http://twitter.com/#!/@NDPge თვითერი
    http://www.youtube.com/user/NDPMEDIA იუთუბი
    https://www.facebook.com/pages/ახალგაზრდა-ეროვნულ-დემოკრატი/190188634337746
     
    სოციალ-დემოკრატები (გია ჟორჟოლიანი)
    საიტი:
    http://www.sdd.ge/ge/
    https://www.facebook...emocratsgeorgia ოფიციალური პეიჯი
     
    ქართული დასი ( ჯონდი ბაღათურია)
    ლიდერი:
    https://www.facebook...22351935&ref=ts
    საიტი:
    http://www.kartulidasi.ge/
    https://www.facebook...uli.dasi?ref=ts იუზერი
     
    პოლიტიკური მოძრაობა“მძლეველი“
    http://mdzleveli.narod.ru/
     
    ხსნის ეროვნული ფრონტი
    http://nationalfront.narod.ru/
     
    ევროპელი დემოკრატები( პაატა დავითაია)
    საიტი:
    http://weourselves.ge/
    https://www.facebook...eli.demokratebi ფეიჯი
     
     
    პარტია“მთლიანი საქართველო“
    mtlianisaqartvelo.ge/ არ დავლინკე,დავირუსებულია.
     
    სახალხო პარტია
    http://sakhalkho.ucoz.com/
     
     
    დოკუმენტები:
    http://www.electionsportal.ge/parties/
    - სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    http://ka.wikipedia....ი_პარტიების_სია
    ვიკიპედია
    http://www.cec.gov.g...=62&lang_id=GEO
    ცსკ
    http://planeta.ge/in...p?showforum=209
    პლანეტაზე
    http://www.transpare...ge/nis/ka/2011/
    პოლიტიკური-პარტიები,ფინანსები
     
     
    გთხოვთ იხილოთ პოლიტიკური პარტიების ნეტ-მისამართები. შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს ინფორმაცია,მაგრამ მიუთითეთ პირველწყარო. > ;)
×
×
  • შექმენი...