რომელი თემა იყო,ვერ ვიპოვნე და რას გეებნებოდი გახსოომს? 173-ე საჯარო სკოლაში ფინანსური დარღვევები გამოვლინდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეიწავლა თბილისის 173-ე საჯაო სკოლის ფინანსური და იურიდიული საქმიანობა. შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის უხეში და სისტემატიური დარღვევის ფაქტები. დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ფინანსური დოკუმენტაცია და სახელმწიფო შეყიდვები წარმოებდა კანონის უხეში დარღვევით. სკოლის ადმინისტრაცია, კანონის გვერდის ავლით აწარმოებდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, უმრავლეს შემთხვევაში არ იყო გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები. სკოლის დირექტორი ბოროტად არიდებდა თავს გადასახადების გადახდას, რის შედეგადაც 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 12911 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი. ასევე სისტემატიურად ირღვეოდა ბუღალტრული წარმოების წესი, რაც გახდა კორუფციული გარიგების წინაპირობა. გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მასწავლებლების უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები. კერძოდ: პედაგოგ მაია ბაიდოშვილს კუთვნილი ხელფასიდან ერთი წლის განმავლობაში დააკლეს 286 ლარი, ხოლო პედაგოგ ასმათ მაღრაძეს 848 ლარი. თუმცა თავად სკოლის დირექტორმა სკოლის ბიუჯეტიდან უკანონოდ მიითვისა 2650 ლარი. ასევე არაერთგზის გამოვლინდა მოსწავლის ვაუჩერების გაყალბებისა და სასკოლო ატესტატებით მანიპულაციების ფაქტები. სკოლის ინვენტარიზაციისას გამოვლინდა ინვენტარის მნიშვნელოვანი დანაკლისი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 173-ე საჯარო სკლაში არაერთი უკანონო ქმედება გამოვლინდა. ზემოთ აღნიშნული ფაქტების უმრავლესობა შეიცავს სიხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აქედან გამომდინარე საქართველოს განლებისა და მეცნიერების სამინსტრო მიმართავს გენერალურ პროკურატურას რათა მათი მხრიდან მოხდეს 173-ე სკოლის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლა და გამოძიება. ფორუმი მაგარს ჭედამს.