ამას შეხედეთ ერთი რა? : საქართველოს პრეზიდენტმა დღეს წეროვანში ქაღალდის ახალი საწარმო გახსნა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქარხანა წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასრულებს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს და დღევანდელი ახალი საწარმოს გახსნა ამის დადასტურებაა. ამასთანავე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისადმი მის მთავარ დაპირებად რჩება ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ახალ საწარმოში დასაქმდნენ ის პირებიც, რომლებსაც ქაღალდის წარმოების საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, თუმცა დიდი ხნის განმვლობაში უმუშევრები იყვნენ. პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, საქართველოში ზაფხულის შემდეგ გაუმჯობესდა ეკონომიკური გარემო, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი იქნება.