ბაგრატის ტაძართან 2000-მდე ახალგაზრდამ ფიცი დადო სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 10 / 02, 2010 14:03 Print Font size: Decrease font Enlarge font ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან 2000-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებმაც ფიცი დადეს. სტუდენტები ამბობენ, რომ არასოდეს შეურიგდებიან ოკუპანტთა ბატონობას ქართულ მიწაზე. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ. აქციის ორგანიზატორები ქუთაისში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური გაერთიანებები იყვნენ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი არ აპირებენ, თვალი დახუჭონ იმ ადამიანების ქმედებაზე, რომელთა საქციელიც სამშობლოს ღალატის ტოლფასია. სტუდენტების თქმით, “მოღალატეებში იმ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს გულისხმობენ, რომლებიც რუსეთიდან იმართებიან”. ბაგრატის ტაძარზე ახალგაზრდებმა დღესვე “ფიცის წიგნი” წაარმოადგინეს, რომელსაც ათასობით სტუდენტი აწერს ხელს. იქით ვნახე თემა და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მოვლენასთან დაკავშირებით. მე პიარი მგონია და ვიღაცამ აურია ტვინი ამ ახალგაზრდებს და მათ არ ვადანაშაულებ.ყველაფრის გაუფერულება მიდის დღეს საქართველოში.