მე არა ვარ მორწმუნე,მაგრამ არც თავს ვაძლევ უფლებას,რომ ვიღაცას ის ვასწავლო თუ როგორ უნდა იცხოვროს.ცხონებული ბებიაჩემი იმას მეუბნებოდა ქაშვუეთში რომ დავყავდი,თუ არა გწამს არც ცუდი არა სთქვაო და ეგრეც ვიქცევი. ეს თემა იმიტომ გავხსენი,რომ პრობლემა მგონია ამისთანა დამოკიდებულება სხვისი ცხოვრების მიმართ.ყველას თავისი გზა აქვს და ყველა ადამიანს რაღაცის სწამს ამ ქვეყანაზე და გავეშვათ რა სხვის ცხოვრებას.ესეთი დამოკიდებულება პატრიარქის და სარწმუნოების მიმართ ამ ხელისუფლების დამსახურება მგონია დამატებით.უცბად უნდოდათ ევროპელები გამხვდარიყავით,მაგრამ არ გამოვა ესეთი რამ.ყველაფერს დრო სჭირდება და საკმაოდ დიდი დრო. ხვალ ტრადიცისამებრ,კვერცხები უნდა შევღებოთ ხახვის ჩენჩოებით.ხენდრო აქ არ იყიდება.