მოკლედ, სკოლის რეფორმაზე საუბრის შემდგომ, გადავწყვიტეთ ალავერდის მონახულება, გვინდოდა ყველაფრის ნახვა მოგვესწო (თუმცა მთელის საქართველოს შემოვლასა და ღირსშესანიშნავობების ნახვას ის შვებულების პერიოდი სულ მცირედითაც არ ეყოფოდა)... ალავერდთან მისასვლელებიც კეთილმოეწყოთ, ტაძარიც სულმთალად ხარაჩოებში იყო და მიდიოდა მისი სარესტავრაციო სამუშაოები. ბევრი ხალხი ჩანდა. ავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები. სანთლები შევიძინეთ და ის ის იყო კარებში უნდა შევსულვიყავით, კარისკაცმა გვითხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის დელეგაციაა ჩამოსული და მოკლე შარვლით შესვლა არ შეიძლებოდა (ერთერთ ბავშვს ამიტომ მანქანაში ყოფნა მოუწია)... ეზო სავსე იყო უცხოელი სტუმრებით, კვიპროსელი სამღვდელოების დელეგაციით.... ამ ყველაფრის ფონზე, ტაძრის ეზოში ძალიან ცუდად ჩანდა შავი ფერის ჯიპების რაოდენობა - იმანაც ყურადღება მიიქცია, რომ სანომრე ნიშნებიც განსაკუთრებული ჰქონდათ EKL 001, EKL 002, EKL 003 და ასე შემდეგ.... პროგრესს განვიცდითი-ქრისტე სახედრით შევიდა იერუსალიმში და დღეს ჯიპებით შედიან ტაძრის ტერიტორიაზე. აქვე პატარა, ლამაზი მარანიც მოეწყოთ და თუ არ ვცდები ალავერდის სახელწოდების ღვინოსაც ასხამენ (საფერავის ჯიშიც). არაფერი ამაში ცუდი მე ვერ ვნახე, პირიქით, ეზოში საფერავის ჯიშის ვაზი გაეშენებინათ რომელიც ძალიან კარგად მოვლილი ჩანდა... ღმერთმანი, ვერავინ ვერ მომიძებნის ვერცერთ ჩემს პოსტს, სადაც მე პოზიციის ანდა მიშისტობას დამწამებს... ამეებს ისა წერს და ჩემი ნაჯღაბნი არ გეგონოთ.