მე რასაც აქედან ვხედავ და არა მარტო ვხედავ(ველაპარაკები ახლობლებს და ოჯახს),საქართველოს მოსახლეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ სოციალურ ფენებად. ძალიან მდიდრები,რომლებიც არიან მიშას ახლო გარემოცვის წევრები. მდიდრები,რომლებიც ამ გარემოცვას უჭერენ მხარ და ყველაფერს დაუფიქრებლად ასრულებენ. საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს,რადგან ამ ფენაში გადიან ძალიან ცოტა რაოდენობის მოსახლეობა. ღარიბები,რომლებიც უმეტესობას შეადგენენ საქართველოს მოსახლეობისა და რომლებსაც როგორღაც გააქვთ თავი ცხოვრებაში. ღატაკები,რომლებიც ღარიბებზე ნაკლები არიან რაოდენობით და რომლებიც საშუალო ფენაზე მეტნი. თქვენ მანდა ხართ და ამ ყველაფერს რეალურად უყურებთ და თქვენი აზრი მაინტერესებს.ეს უკანასკნელი ფენები შეიძლება ყველაფერზე წავიდნენ ქვეყანაში და ეს არის საშიში ჩემის აზრით. ძალიან მდიდრები დათესვას მოასწრებენ ქვეყნიდან,აი მეორე ფენიდან ბევრი ვერ დაითესება რამე რომ მოხდეს.