მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვამაყობთ ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენებით 18:28 27-11-2010 ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 39-ე ასამბლეას მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მოისმინეს . როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საქართველოს 43 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარებაა. "ჩვენ ვამაყობთ ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენებით. გვყავს 1000-ზე მეტი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, 1000-ზე მეტი სპორტული ობიექტი ავაშენეთ და გავზარდეთ ამ სფეროს დაფინანსება. შემოქმედებითი მიდგომა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებით 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა. ფარულ კენჭისყრაში, რომელსაც ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილი უნდა გადაეწყვიტა, 49 დელეგატი მონაწილეობდა. მათგან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/152319-mikheil-saakashvili-chven-vamayobth-qarthveli-olimpieli-sportsmenebith.html სატურნ,აბა ედიკას დროს იყვნენ მეტი ოლიმპიური ჩემპიონები ქართველები,თუ მიშას დროს?